სამშაბათი, 21 მაისი, 2013 თბილისის დრო 05:33

პოლიტიკა / საქართველო

ივანიშვილის ულტიმატუმი და მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობას

x

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
იმისათვის, რომ არჩევნების შედეგების აღიარების ვალდებულებას მოაწეროს ხელი, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებისგან 6 აუცილებელი პირობის დაკმაყოფილებას ითხოვს. კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერი მიიჩნევს, რომ ”თუკი დღეიდან არჩევნებამდე ხელისუფლების ქმედებებში მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოხდება, საქართველოში ვერ შედგება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები”. ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო თანამეგობრობისადმი მიმართვაში, რომლის მოკლე ვარიანტიც 30 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

მიმართვაში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ კოალიცია ”ქართული ოცნებისა” თუ მისი ლიდერის მიზანმიმართული შევიწროების დღემდე გამოვლენილმა ფაქტებმა ”ისეთი საარჩევნო გარემო შექმნა ქვეყანაში და იმდენად შეაფერხა კოალიციის საარჩევნო კამპანია, რომ უკვე შეუძლებელია სამართლიან და თავისუფალ არჩევნებზე ლაპარაკი.” თუმცა იქვე ჩამოყალიბებულია მოთხოვნათა კონკრეტული 6 პუნქტი, რომელთა შესრულებაც აუცილებელი იქნება არჩევნების შედეგების ასაღიარებლად. ეს პუნქტები მიმართვის მოკლე ვარიანტის წაკითხვისას, 30 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე, მედიას ”ქართული ოცნების” პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ჩამოუთვალა:

”1. დაუყოვნებლივ შეჩერდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინიცირებით გამოტანილი ყველა ჯარიმის, ყადაღისა თუ სანქციის აღსრულება - ისე, როგორც ეს მოხდა პარტიებისთვის დაკისრებული ჯარიმის ნაწილში უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციით;

2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ კოალიცია “ქართული ოცნების” შემოსავლებიდან და ხარჯებიდან ამოირიცხოს ის თანხები, რომელთა კავშირი კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ პარტიებთან არაფრით არ არის დადასტურებული, გარდა კონტროლის პალატის ვარაუდებისა და მხოლოდ ვარაუდების საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებებისა;

3. შეიქმნას ყველა პირობა იმისათვის, რომ ემიგრაციაში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა (ამომრჩევლის 25%) მოახერხონ არჩევნებში მონაწილეობა, თუნდაც ამისათვის საჭირო გახდეს ხმის მიცემის დღის შეცვლა;

4. დაუყოვნებლივ მოიხსნას ყველა დაბრკოლება კერძო კომპანიების მიერ მოსახლეობაში სატელიტური თეფშების გასავრცელებლად და სახელმწიფომ ხელი შეუწყოს ამომრჩევლის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით დაგეგმილ სხვა პროექტებს, მაგალითად, ქართველი ემიგრანტების ინიციატივას;

5. უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შევიდეს კოალიციის წარმომადგენელი, კომისიამ იმუშაოს ყოველდღიურ, გამჭვირვალე რეჟიმში და, სხვა საკითხებთან ერთად, დაუყოვნებლივ განიხილოს პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეების დევნის (დაპატიმრება, სამსახურიდან გათავისუფლება, შანტაჟი) დღემდე მომხდარი ყველა ფაქტი;

6. სამოქალაქო სექტორის მიერ შემოთავაზებული და კოალიციის მიერ გაზიარებული ქცევის კოდექსის დაცვის მონიტორინგისთვის შეიქმნას ქმედითი მექანიზმი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.”

თუკი ხელისუფლება ამ პუნქტებს შეასრულებს, მართალია, ეს წინასაარჩევნო გარემოს სრულ გაჯანსაღებად მაინც არ აღიქმება, მაგრამ დაახლოებით 5-10%-იან ერთგვარ მორალურ კომპენსაციად ჩაითვლება დღემდე განცდილი ”რეპრესიებისთვის”, - განუმარტა მედიას თავად ბიძინა ივანიშვილმა 30 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე. თუმცა, მისი თქმით, აუცილებელია ასევე, რომ ხსენებული 6 პუნქტის დაკმაყოფილების შემდეგ ხელისუფლებამ კანონი აღარ დაარღვიოს.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება იგნორირებას გაუკეთებს ”ქართული ოცნების” მიერ წარმოყენებულ აუცილებელ მოთხოვნებს?

ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ასე ჩატარებული არჩევნების შედეგებს, მათთან ერთად, არც საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს და, საბოლოოდ, ხელისუფლება ”წაგებულ არჩევნებზე უარეს შედეგს მიიღებს.” ივანიშვილი პირობას დებს, რომ ”ქართული ოცნება” სიტუაციას არც არჩევნებამდე ”გაამწვავებს” და არც არჩევნების შემდეგ, მაგრამ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ისინი უკან დახევას არ აპირებენ და ხელისუფლებაზე ზემოქმედებისთვის ”კანონის ფარგლებში” მშვიდობიან საპროტესტო აქციებსაც არ გამორიცხავენ:

”როგორ ცუდადაც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ჩვენ მოვახერხებთ - კანონის ფარგლებში, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, ვაიძულებთ მათ, რომ ცნონ ხალხის რეალური ნება.”

ბიძინა ივანიშვილს იმედი აქვს, - და მან 30 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზეც არაერთხელ აღნიშნა, - რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სრულად გაიზიარებს ”ქართული ოცნების” პოზიციას. ”არც ერთი ჩვენი მოთხოვნა არ საჭიროებს კონსტიტუციის შეცვლას, არც ერთის შესრულებას არ სჭირდება დიდი დრო. ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ იქნება თქვენი ნება, მიუთითოთ სააკაშვილს და მკაცრად მოსთხოვოთ, შეწყვიტოს საკუთარ ხალხზე ძალადობა და საარჩევნო გარემო ოდნავ მაინც მიუახლოოს საერთაშორისო სტანდარტებს”, - ვკითხულობთ მიმართვაში, რომელიც კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 30 აგვისტოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო მეთვალყურეებს გააცნო. ეს შეხვედრა დახურული იყო, კონკრეტული კომენტარები არ გაკეთებულა და შეუძლებელია ელჩების შთაბეჭდილების გაგება, მაგრამ თავად ბიძინა ივანიშვილი ოპტიმისტურად არის განწყობილი შემდგომ თანამშრომლობასთან დაკავშირებით:

”ბრიუსელში, სტრასბურგში, ვაშინგტონში უკვე გაგზავნილი გვყავს ხალხი, ვხვდებით იქ პირველ პირებს, დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები. წარმომადგენლებს ვგზავნით ყველა ევროპული სახელმწიფოს დედაქალაქებში. ელჩებიც აგზავნიან ინფორმაციას - თავის საქმეს აკეთებენ და ყოველთვის აკეთებდნენ. ახლა ჩვენ დავიწყებთ პოზიციის ჩამოყალიბებას და ასე მხოლოდ ინფორმაციაზე აღარ დავრჩებით... და ცოტა მოთხოვნებიც გვექნება, რომ დააფიქსირონ პოზიცია.”

მაინცდამაინც ახლა რატომ მიმართავს ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას?

ამ შეკითხვაზე კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერი პასუხობს, რომ ახლა ”დაგროვდა იმდენი და იმაზე მეტიც”, რომ 1 ოქტომბრის არჩევნები დემოკრატიულად და სამართლიანად არ ჩაითვალოს”, თუკი ძირითადი კანონდარღვევები არ აღმოიფხვრება. ეს ნაბიჯი, ივანიშვილის თქმით, ასევე უკავშირდება ეუთო/ოდირის გრძელვადიანი სამეთვალყურეო მისიის ამოქმედებასაც.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
02.09.2012 05:18
ყველამ დავიცვათ ჩვენი ხმა, ჯიბეში ჩავიდოთ თითი ქვა. . .

ავტორი: ხუთკუნჭულა
01.09.2012 16:57
ლანაჯან, რატომ გგონია, რომ ვისაც ბიძინა გულზე არ ეხატება, მაინცდამაინც ნაცმოძრაობის აკტივისტია?
იქნებ უბრალოდ ამომრჩეველი ვარ ან გადაგვარებული ზვიადისტი? ან სანგვინიკი და ახალგაზრდა ბედოვლათი?

ავტორი: lana საიდან გვწერთ: tbilisi
31.08.2012 17:19
ო ხო ხო ხო...რა მობილიზებულები ხართ კომენტების წერაში ჩემო უცხვირპირო ნაცებო,არ უშველის მიშიკოს ეს თქვენი ლაქუცი,მიშიკოს კი ჩასვავენ ცოტა ხანში ვირის აბანოში მაგრამ აი თქვენ რა გეშველებათ მერე დოქსოპულოებო? ადრე თქვენს კომენტებზე ხალხი მაგრა ღიზიანდებოდა,ამ ბოლო დროს კი მაგრა ვხალისობთ რა.მიდით რა კიდე რამე დააკომენტეთ,გავერთობით რააა...

ავტორი: ვალერი საიდან გვწერთ: თბილისი
31.08.2012 14:19
ბატონი ბიძინას ყველა ქმედება წამგებიანია, დაწყებული ჟგუფის შექმნით და დამთავრებული ყველაზე უმნიშვნელო განცხადებებით. ხალხი ვინც ემხრობოდა ნაწილი უკვე აღარ ემხრობა ამ ყოველივეს გამო. ხოლო ეს განცხადება არ არის არც ულტიმატუმი და არც მოთხოვნა. მან ჩაატარა გამოკითხვები რადგან სხვებს არ ენდობოდა და ნახა რომ ამომრჩეველთა 30-35% უჭერს მხარს, თავიდან მაღალი რეიტინგი ჰქონდა და შემდეგ შეუმცირდა. ეხლა ხედავენ რომ არჩევნეს ვერ მოიგებენ და აშკარად მიდიან პროვოკაციაზე. თუ არჩევნების ლეგიტიმურობას დამკვირვებლები და საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს მაშინ რაც არ უნდა თქვას ქართულმა ოცნებამ შედეგი დარჩება უცვლელი, მხოლოდ ისევ თავის ქვეყანას დააზიანებენ გამოსვლებით. არადა თავიდან მჯეროდა ივანიშვილის, სამწუხაროდ არ არის ის და მისი გუნდი რამის გამკეთებელი.

ავტორი: fotola საიდან გვწერთ: EU
31.08.2012 11:58
ხალხო, გაიღვიძეთ, იქნება თვალი მიადევნოთ რა და როგორ ხდება ევროპაში ან ამერიკაში... სკამზე მიწებებულები და მარადმწვანენი კი არ არიან პოლიტიკოსები და პარლამენტარები... მუდმივად იცვლებიან, რადგან სხვასაც უნდა მიეცეს შანსი... ბოლოსდაბოლოს ეს ჯანსაღი დემოკრატიის ნიშანიცაა.
საქართველოში კი ყველასათვის ცნობილი და მიჩუმათებული რეალობა ისაა რომ პოლიტიკაში მოსვლა ყველას საკუთარი ბიზნესისა და კეთილდღეობისთვის უნდა. აბა გადახედეთ რამდენი მარადმწვანე პარლამენტარი გვყავს, რამდენი წელი უნდა ვუყუროთ ამ სახეებს, რომ არაფერი ვთქვათ ლოდინზე რომ ესენი თავიანთი კარგი საქმეებით საქართველოს ისტორიას შემორჩებიან:-)

.... და თუ არა ჩვენ, ბუა მოვა და შეგვჭამსო-ბავშვური ლოგიკაა და ნუ გვაბრიყვებენ ან პუტინი-ბუათი:-)

მოდით, უბრალოდ შანსი მივცეთ იმათ, ვისაც ბიზნესიც აწყობილი აქვს და კეთილდღეობაც! და არც ბუების არ ეშინია! თუმცა არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ აქაც ბევრი "პოლიტიკური პროსტიტუტკა" აპირებს ისევ საკუთარი "მარადმწვანეობა" რადაც არ უნდა დაუჯდეს დაუბრუნოს.

არადა ყველაფერი ჩვენს ანუ ამომრჩევლების ხელშია. ყოველი ჩვენი ხმა უძვირფასესი და სანატრელია პოზიციისთვისაც და ოპოზიციისთვისაც... ჰოდა დავაფასოთ ჩვენი ხმა, ჩვენი უფლება. მივცეთ ხმა ისმას ვისაც ნამდვილად გონებით და გულით ენდობით.

უკეთესი მომავლის და დემოკრატიული არჩევნების იმედით ევროპიდან:-)


ავტორი: akaki საიდან გვწერთ: tbilisi
31.08.2012 05:26
არ არის გამორიცხული არჩევნების შემდეგ არეულობა დაიწყოს. რუსები შეეცდებიან ლენინაკანის ბაზისკენ გასასვლელი სარკინიგზო კორიდორის გაჭრას. სააკაშვილის მთავრობა ბათუმში გაიქცევა. ივანიშვილი თავს გამარჯვებულად გამოაცხადებს და თბილისში დარჩება. იქნება ორხელისუფლებიანობა- მონგოლები, "დავით ულუ" და "დავით ნარინი". ირან-იზრაელის კონპრონტაციისა და გლობალური საბრძოლო მოქმედებების შემთხვევაში ქართული ეთნოსის გადარჩენისთვის სულაც არ არის ცუდი ვარიანტი. "დავით ულუ" თურქებისა და ნატო-ს ქოლგის ქვეშ, "დავით ნარინი" მონგოლების.

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
31.08.2012 04:42
ბიძინას ოცნებებს საზღვრები არ აქვს.)) ფული შემოაკლდა თუ როგორ გავიგოთ ეს პუნქტები? ულტიმატუმთა უმრავლესობა ფულს ეხება..))
ხალხის მოსყიდვის ლეგალიზაციის მოთხოვნით რომ გამოდის, ამას თუ აფიქსირებენ უცხოელი დამკვირვებლები?
ემიგრანტების ამბებითაც ძალიან არის დაინტერესებული. უცხოეთში ამომრჩევლის მოსყიდვას არავინ აკონტროლებს და როგორც ჩანს, დიდ თანხებს ხარჯავს ივანიშვილი. მაგალითად, გერმანიაში ძალიან გააქტიურებულია რაღაც ჯგუფები. და ეგ ამომრჩეველი იქნება სამართლიანი? რაღაც ეჭვი მეპარება.
იმედია ამ ფაქტსაც გაითვალისწინებენ საერთაშორისო დამკვირვებლები.
ისე ეს უაზრო 6 პუნქტიანი მოთოვნა არარეალური რომ არის თვითონაც იცის. რომ დამარცხდება- ისიც. ეს სასოწარკვეთილი მიმართვები ხალხის გასაღიზიიანებლად კეთდება და არეულობის მოწყობის წინაპირობაა.

ავტორი: ანონიმი
31.08.2012 00:37
ძალიან მიყვარს დემოკრატია და დიდი ბიძინა ჩოლოყაშვილის ხათრით სახელი ბიძინაც! მაგრამ იცით,ცოტა ხნის საბჭოთა კავშირში თანამდებობის პირები ფანჯრებიდან ცვიოდნენ და იმ პერიოდში დაგროვილი ფულის მქონე ადამიანები ცოტა უფრო მოკრძალებულად უნდა იქცეოდნენ ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე. ეს ნამუსის გარდა ყველაფრის გამყიდველ პირებსაც ეხება. თუ ვცდები ბოდიში. იცოცხლეთ და გაიხარეთ.

ავტორი: giorgi საიდან გვწერთ: Germany
31.08.2012 00:33
კაი ერთი ბორის. ამომრჩევლის მოსყიდვის უფლება რომ მოგცენ (მეტი არაფერი არ გინდა შენ), ეგეც არჩევნების გაყალბება იქნება, ოღონდ შენს სასარგებლოდ.

ყველაზე საინტერესო მაინც მესამე პუნქტი გაქვს: საიდან იცი რომ ამომრჩევლის 25% ცხოვრობს ემიგრაციაში? ჩიტმა მოგიტანა ამბავი თუ ქეთი დოლიძემ იმკითხავა ყავაში? იქნებ მხოლოდ 22%-ია ან სულაც 29%? სტატისტიკა შენი სუსტი მხარეა ეტყობა, სოციოლოგიურ გამოკითხვების შედეგები იმდენი ატრიალე წაღმა-უკუღმა, რომ შენს ზოგიერთ თანაპარტიელს 175%-ის მიღების იმედი აქვს. ესეც რომ არა ტექნიკურად როგორ წარმოგიდგენია ყველა "ემიგრანტი" ამომრჩევლისათვის არჩევნებში მონაწილეობის საშუალების მიცემა? ლიმადან ჯაკარტამდე, შანხაიდან ქეიფთაუნამდე და მოზდოკიდან ზაქათალამდე საქართველოს მფრინავი საკონსულოების შექმნა ხომ არ გინდა?

ავტორი: ხუთკუნჭულა
30.08.2012 23:17
ეს პიროვნება თავის მიმართვებში რომ დაჟინებით იმეორებს, სააკაშვილმა თანხმობა მომცა და უკვე საძირკველსაც ვჭრიდიო რომელიღაც საავადმყოფოსთვის, მერე კი ბენდუქიძის გავლენით უარი მითხრაო, ერთი რამ ვერ გამიგია, ეს კაცი ტელეფონით აგვარებდა სამშენებლო საკითხებს თუ დოკუმენტებიც ქონდა ნებართვის სახით? თუ ქონდა, უარიც დოკუმენტურად მიიღო? თუ ბევრი ფულის გამო თავიდანვე კანონზე მაღლა იდგა? და პატარა ქარხანა-ფაბრიკები რომ აეშენებინა, ვინმე უშლიდა?

ყველაზე პოპულარული