ხუთშაბათი, 20 ივნისი, 2013 თბილისის დრო 12:45

პოლიტიკა / საქართველო

ოცნებიდან რეალობაში: ივანიშვილი პრემიერ-მინისტრია

ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
25 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა არჩევნებში გამარჯვებული კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მთავრობას, რომლის შემადგენლობა საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტმა სააკაშვილმა წარადგინა. მთავრობის დამტკიცებას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის საპროგრამო გამოსვლა და დებატები. ოცწუთიან სიტყვაში ბიძინა ივანიშვილმა ყურადღება გაამახვილა საგარეო და საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტებზე:  ეკონომიკის,  მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობისა და მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესების აუცილებლობაზე. ივანიშვილის გამოსვლამ უკმაყოფილო დატოვა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისგან დანაპირების შესრულების ვადის დასახელებას მოითხოვდნენ.

საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ჰყავს. ოთხსაათიანი დებატების შემდეგ საქართველოს პარლამენტმა კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მთავრობა (88 ხმით 54-ის წინააღმდეგ) დაამტკიცა.

როგორც მოსალოდნელი იყო, საპარლამენტო უმცირესობამ არჩევნებში გამარჯვებული კოალიციის ლიდერსა და მის მთავრობას მხარი არ დაუჭირა და ეს მაშინ, როცა ივანიშვილი და მისი კაბინეტის მინისტრები დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ირაკლი გორდულაძემ წარუდგინა:

მთავრობის სხდომამთავრობის სხდომა
x
მთავრობის სხდომა
მთავრობის სხდომა
„საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ნდობის მისაღებად წარმოგიდგენთ მთავრობის შემდეგ შემადგენლობას: პრემიერ-მინისტრი - ბიძინა ივანიშვილი; თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ალასანია; შინაგან საქმეთა მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი; იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი; სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში - ალექსი პეტრიაშვილი; რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - პაატა ზაქარეიშვილი; დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - კოტე სურგულაძე; განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - გიორგი მარგველაშვილი; გარემოს დაცვის მინისტრი - ხათუნა გოგალაძე; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი კვირიკაშვილი; ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი - კახა კალაძე; კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი - გურამ ოდიშარია; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი - დავით დარახველიძე; საგარეო საქმეთა მინისტრი - მაია ფანჯიკიძე; სოფლის მეურნეობის მინისტრი - დავით კირვალიძე; ფინანსთა მინისტრი - ნოდარ ხადური; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - დავით სერგენკო; სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი - სოზარ სუბარი; რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - დავით ნარმანია; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლევან ყიფიანი; დასაქმების სახელმწიფო მინისტრი - კახა საკანდელიძე.
ყველა დანაპირებს შევასრულებთ და დავუმტკიცებთ ჩვენს ხალხს, რომ ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლება ვართ. ჩვენ ვიზრუნებთ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე ...

მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობის დასახელების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ტრიბუნასთან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იხმო. ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად ოცი წუთი მოანდომა იმის ჩამოთვლას, თუ რის გაკეთებას აპირებს მთავრობის ახალ შემადგენლობასთან ერთად:

„ყველა დანაპირებს შევასრულებთ და დავუმტკიცებთ ჩვენს ხალხს, რომ ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლება ვართ. ჩვენ ვიზრუნებთ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველო ჩადგეს განვითარებული, დემოკრატიული ქვეყნების რიგში. ჩვენ დავამკვიდრებთ კანონის უზენაესობას და აღვადგენთ სამართლიანობას. არც ერთი დანაშაული, თუ ის მტკიცებულებებით იქნება გამყარებული, არ დარჩება დაუსჯელი“.

ივანიშვილმა ასევე ილაპარაკა საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ზრდისა და სტრუქტურული მოდერნიზების შესახებ.  მისი თქმით, აუცილებელია ექსპორტის სტიმულირება და იმპორტის ჩანაცვლება, ისევე როგორც სამართლიანი, თავისუფალი და კონკურენტული საბაზრო გარემოს შექმნა. სოფლის მეურნეობის სუბსიდირება და სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაზრდა. ივანიშვილის თქმით, უახლოეს მომავალში მოხდება დენისა და გაზის ტარიფების გადაანგარიშება და შემცირება. პენსია გაუტოლდება საარსებო მინიმუმს, თუმცა სამომავლოდ განხორციელდება ცვლილება და დამკვიდრდება პენსიის დაგროვებითი სისტემა. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკასა და კონფლიქტების მოგვარების გზებს:

„ჩვენი მთავრობა უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას და ხელს შეუწყობს რეგიონალური პოზიციების გამყარებას. გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით. დაიწყება და შეუქცევადი გახდება ქვეყნის გამთლიანების პროცესი. ჩვენი მთავარი მიზანი იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია. ამასთან ერთად, ჩვენ მოვძებნით გზებს აფხაზებსა და ოსებთან სალაპარაკოდ. ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით მივაღწევთ რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების მიმართულებით“.
როდის იქნება უფასო განათლება? როდის იქნება უფასო ჯანდაცვა? როდის შემცირდება ტარიფები დენსა და გაზზე? როდის შემცირდება ფასები საწვავზე? როდის აუხდება ხალხს ის ოცნებები ...

ბიძინა ივანიშვილმა ასევე ილაპარაკა შინაგან საქმეთა და თავდაცვის  სამინისტროების დეპოლიტიზებისა და  კონსტიტუციაში ისეთი ცვლილების შეტანის აუცილებლობაზე, რომელიც სამომავლოდ ერთპიროვნული მმართველობის შესაძლებლობას გამორიცხავს. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის საპროგრამო გამოსვლის შემდეგ გამართულ დებატებს, საპარლამენტო უმცირესობის წევრები პრემიერ-მინისტრისაგან დაპირებების შესრულების დეტალურად გაწერილ გეგმას ითხოვდნენ, რის პასუხადაც უმრავლესობა იქით ითხოვდა ანგარიშის ჩაბარებას „ნაციონალური მოძრაობისგან“, რომელიც ხელისუფლებაში ცხრა წლის განმავლობაში იმყოფებოდა.

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრი, ვიცე-სპიკერი გიორგი ბარამიძე:

„როდის იქნება უფასო განათლება? როდის იქნება უფასო ჯანდაცვა? როდის შემცირდება ტარიფები დენსა და გაზზე? როდის შემცირდება ფასები საწვავზე? როდის აუხდება ხალხს ის ოცნებები, რომელთა გამოც ხალხმა ხმა მოგცათ თქვენ?“

უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი:

„თქვენ ანაბრები დააბრუნეთ? მცირე მეწარმეები ორი წლით გადასახადებისაგან გაათავისუფლეთ? პენსია სტაჟისა და დამსახურების მიხედვით დაამკვიდრეთ? ან ტერიტორიული მთლიანობა აღადგინეთ? ან 100 დოლარიანი პენსია შემოიღეთ? ჯერ თქვენ შეუსრულებელ დაპირებებს მიხედეთ, გაეცით პასუხი ხალხს და შემდეგ ისაუბრეთ სხვაზე!“

საერთო ჯამში, დებატებმა, რომელშიც რიგითი დეპუტატები, ფრაქციების თავმჯდომარეები და უმრავლესობა-უმცირესობის ლიდერები მონაწილეობდნენ, ოთხ საათზე მეტხანს გასტანა. ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა ეგრეთ წოდებულ შემაჯამებელ გამოსვლაზე, რის უფლებასაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს რეგლამენტი აძლევდა.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
27.10.2012 12:47
ბატონი ბარამიძის ოჯახის წევრები, ისევე როგორც ნაციონალური მოძრაობის რამოდენიმე დეპუტატის ოჯახის წევრები გამალებით არიან დაკავებული ჩეხეთში საკუთრების შესაძენად. არც ისე იაფი ვილების საყიდლად




ავტორი: AN საიდან გვწერთ: NONE
26.10.2012 05:49
მოემზადეთ და მოამზადეთ ჯიბეები: იმერელი "ბიჩი" სიზმარში შაქარყინულით გამასპირძლებას გპირდებათ....უფასოდ.....

ავტორი: NATIA
25.10.2012 21:34
ახალი უმრავლესობა ( დავითაშვილი, ძიძიგური და სხვა პ ა ტ ი ო ნ ს ა ნ ნ ი გვამნი) სააკაშვილის მთავრობას რიხით ახსენებდნენ, რომ მათ ვერ შეასრულეს რიგი მიცემული დაპირებებისა.

ასევე რიხით მინდა შევახსენონო ყოფილ ოპოზიციას, რომ რომ არა მათი უგუნურება (მაგ; 2007-ში ნატოს სამიტის წინ, მსოფლიოს დასანახად, საქართველოს დისკრედიტაციისთვის ჩატარებული უზარმაზარი მიტინგი!), საქართველოს კანდიდატობას მისცემდნენ და ამის მერე 2008-ში რუსეთი ვერ გაბედავდა იმას, რაც გაბედა - ანუ არ იქნებოდა ომი.
რომ არა, რუსთაველი გადაკეტვა იმ უაზრო საკან- საქათმეებით ;
რომ არა, ამის გამო ინვესტორების დაფრთხობა;
და სხვა ათასი რამ, რომ არა, სააკაშვილის მთავრობა უმეტესს მაგ დაპირებებისას, შეასრულებდა.

თქვენ ალბათ გინდათ, რომ ხალხმა ყველაფერი ეს დაივიწყოს, მაგრამ ქართველების 40% მეხსიერებას ნამდვილად არ ვუჩივით...
იქნებ დანარჩენმა 54 %-მაც გაიხსენოს!

ავტორი: ანონიმი
25.10.2012 21:25
კარგი იქნება თუ დარჩება პაწა ხანს მაინც საბჭოთა ზარბაზნით დემოკრატიზებული საქართველოს ნანგრევების და არა ევროპისა და აზიის ჩეკისტურ-მაფიოზური ფსევდორესპუბლიკების კავშირის რეგიონის პრემიერ მინისტრად.

ავტორი: ანონიმი
25.10.2012 19:38
რაღა გვიჭირს !:)

ყველაზე პოპულარული