პარასკევი, 24 მაისი, 2013 თბილისის დრო 18:04

პოლიტიკა / საქართველო

ივანიშვილი: ინტერვიუში ჩემი განცხადება კონტექსტიდან იყო ამოღებული

x
ტექსტის ზომა - +
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ჟურნალ „ნიუ ტაიმსის“ ელექტრონულ ვერსიაში გამოქვეყნებული, საქართველოში მცხოვრებ სომხურ თემთან დაკავშირებული მისი სიტყვები - რომლებსაც უფლებადამცველებსა და მოქალაქეების ნაწილს შორის უკმაყოფილება მოჰყვა - კონტექსტიდან იყო ამოღებული. ივანიშვილმა ეს განცხადება გააკეთა სინაგოგასთან, სადაც ებრაულ თემთან შესახვედრად იყო მისული.

"რატომ ჩამოხვედი და რატომ მოხვედიო პოლიტიკაში. მე გავაკეთე განმარტება, რომ უცნაური ხალხი ვართ-მეთქი ქართველები. და მართლაც ასე მიმაჩნია. რომ შეიძლება ჩვენი სახელიც - "გეორგია" - მიწასთან კავშირი... ქართველები ვერ ახერხებენ ვერსად ფეხის მოიკიდონ. ამიტომაც არსად არ გვყავს დიასპორა. იქ გავიხსენე, რომ ებრაელების და სომხების მშურს-მეთქი - რომ ყველგან ახერხებენ და კოსმოპოლიტები არიან. ყველგან ახერხებენ დაფუძნებას და ცხოვრებას, სადაც კარგია. რასაც ვერ ახერხებს ქართველი. და ჩემი მაგალითი მოვიყვანე - მე ვერ მოვახერხე ეს. შემეძლო საფრანგეთში მეცხოვრა, ამერიკაშიც ვცხოვრობდი. მაგრამ რაც იქ წერია - მესიზმრებოდა ჩემი სოფელი..." - განაცხადა ივანიშვილმა.

განმარტება გავრცელდა ივანიშვილის ფეისბუკის გვერდზეც - „მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე თანასწორია განურჩევლად მისი ეთნიკური წარმომავლობისა. ეს გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და ეს გახლავთ პირადად ჩემი მრწამსიც“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

ივანიშვილის მხრიდან ახსნა-განმარტება ეხებოდა ჟურნალ "ნიუ ტაიმსის" ელექტრონულ ვერსიაში გამოქვეყნებულ ნაწყვეტს ინტერვიუდან. ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ დაბრუნდით საფრანგეთიდან სამშობლოშიო, ივანიშვილმა უპასუხა - "ჩვენ, ქართველები, ძალიან უცნაურები ვართ. ჩვენ მიჯაჭვულები ვართ ჩვენს მიწასთან. ასეთი ხასიათი გვაქვს. ჩვენთან, მაგალითად, ცხოვრობენ სომხები. მე კი გაოცებული ვარ - მათ სამშობლო გვერდით აქვთ, ისინი კი აქ ცხოვრობენ. თქვენთვის, ალბათ, ასეთი რამ არ არსებობს - ჩემთვის კი გაუგებარია. ვცხოვრობდი საფრანგეთში, ამერიკაში - მაგრამ მესიზმრებოდა ჩემი სოფელი, ჩემი მიწა“.

ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ ივანიშვილს მკაფიო განმარტების გაკეთებისკენ მოუწოდეს არასამთავრობო ორგანიზაცია ”მრავალეროვანმა საქართველომ“ და სახალხო დამცველთან არსებულმა ”ტოლერანტობის ცენტრმა”. „საქართველო არის სამშობლო ნებისმიერი ეთნოსის წარმომადგენლისთვის. დაუშვებელია, ისეთი განცხადების გაკეთება, რომელიც ადამიანებს ეთნიკური თუ სხვა ნიშნით ყოფს და აკნინებს“, ნათქვამია ტოლერანტობის ცენტრის განცხადებაში.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
06.10.2012 20:42
საინტერესოა სომხეთში რატომ არ არის ქარტული დიასპორა?მართალია ეს კაცი - როცა გვერდით სამშობლოა რა გინდა სხვაგან. თუმცა დარწმუნებულები ვართ ,რომ არავისი შეურაცხობა არ უნდოდა.

ავტორი: ანონიმი
06.10.2012 20:34
ძალიან სწორად სთქვა

ავტორი: ლაშა
06.10.2012 14:38
ღმერთმა გამარჯვება მოგცეთ ყველა კარგ საქმეში. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი თანამებრძოლები დაწყებულ მამულიშვილურ საქმეს ბოლომდე მიიყვანთ. გვერდით გვიგულეთ მთელი ქართველი ერი. ჩვენ დავრჩებით ერმანეთის ერდგული!!

ავტორი: მიშა
06.10.2012 11:18
ბატონმა ივანიშვლს დიდი მისწრაფება ხშირად სისულელეები ილაპარაკოს საკუტარ თავზე და აქედან გამომდინარე მთლიანად ქართველებზეც.

ჯერ ერთი მას რომ რაღაცეები ესიზმრება ეს არ ნისნავს რომ მაგალითად ინგლისელს ან ამერიკელს არ ესიზმრება თავის სოფელი. რომც არა ესიყმრებოდეს არც ეგაა ქვეყნის დაქცევა.

გარდა მაგისა თუ შეიძლება ვინმემ შეახსენეთ, რომ თითქმის 2 მილიონი ქართველი საზრვარგარეტ ცხოვრობს დღეს ამიტომ, თუ იმიტომ ფაქტია რომ ცხოვრობს.

ეს დიასპორა არაა???

არჩევნების ხმები როცა უნდათ და წინასაარცევნო პლაკატების ფრიალი კარგად ცქვიტავენ ხოლმე ყურებს
ვინ სად და რამდენია წასული.

გარდა ამისა ასევე იქნებ ვინმემ შეახსენოს, რომ საკუთარ თავზე საუბარი და მერე ამ ყველაფრის მთელ ქართველობაზე გავრცობა არ არის კორექტული!

ავტორი: ხუთკუნჭულა
06.10.2012 11:11
ამ პიროვნებამ ევრონიუსთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართული პროდუქტი უვარგისია და ამიტომ არც ევროპული და არც ამერიკული ბაზარი ჩვენთვის საინტერესო არ არის, რომ ორიენტაცია რუსული ბაზრისკენ უნდა ავიღოთო. ამ ბრძნულ განაცხადზე რატომ არ აკეთებთ ჟურნალისტურ, თქვენთვის დამახასიათებელ გენიალურ პროგნოზ-წიაღსვლებს? თუ ქართული ღვინო რადიო თავისუფლებისთვისაც ისეთი უვარგისია, რომ მისი გატანა მარტო უგემოვნო რუსებთან შეიძლება?

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
06.10.2012 04:24
უფ ჯერ სად ხართ, მაიცა ჩამოიყვანოს ქურდები... მერე პუტონის ძეგლს დადგავს, ზედ მიაყოლებს ჟირინოვსკის სახელობის პარკს. გამოვალთ ნატოს სამხედრო პროექტებიდან და დსთ-ში ლუკაშენკო შეგვიძღვება ულვაშებში ჩამალული ღიმილით

მერსედესს აღარ ვიყიდით, ანდა რატომ გერმანია როცა ვაზ 21-07 და ტოლიატის ნივებით თვითონ ბიძო ვაჭრობდა

სკოლებში ისევ გაყიდიან მოსაწევს და ნარკოტიკეტს და კაროჩე რაააააა, ბიძო 1 კვირაც არაა ხელისუფლებაში ხარ და უკვე დაგვაქციე რაა!!!!!!

არადა ასეთი მყისიერი განმარტებები და პასუხი გამოქვეყნებულ ნააზრევზე ჯერ არც ერთ ქართულ მთავრობას არ გაუკეთებია- ეს არაფერია გარდა იმისა რომ ქურდულს ნიღბავს ბიძინა :)

ათონზე ნაყიდი ბევრი ბუდისტური ფილოსოფიის წიგნი აქვს საიედ რუჰოლა აიატოლა ხომეინის- ახმადინეჯადსაც ეგ ასწავლის ბუდისტური სიმშვიდის მოპოვებას

ავტორი: რამაზი
06.10.2012 02:02
კარგი, მიღებულია. მთავარია რომ თავი გაიმართლა. შეიძლება წამოსცდა, რა პრობლემაა? გავატარეთ.

ავტორი: ანონიმი
06.10.2012 01:49
საქართველო არაა საქართველოს მტრების სამშობლო,სომხები იქნებიან ისინი,ქართველები თუ სხვები და გინდა საქართველოში იყვნენ დაბადებულნი და გინდა ჯანდაბაში.ოვანეს თუმანიანს შევარდნაძისგან განსხვავებით მადლობა არ უთქვამს იმათთვის ვინც საბჭოთა ზარბაზნით საქართველო დაანგრია უი რა კარგი ქენით რო დაანგრიეთო და თუნდაც ამიტომ დიდი მადლობა მას და ქოქოლა გარეწარ შევარდნაძეს.

ავტორი: გიორგი საიდან გვწერთ: თბილისი
06.10.2012 01:29
ძალიან დაიბნა ეს კაცი, რას იძახის ვერ გაიგებ. "იქ გავიხსენე, რომ ებრაელების და სომხების მშურს-მეთქი - რომ ყველგან ახერხებენ და კოსმოპოლიტები არიან." _ ანუ შურს და უნდა რომ ქართველებიც კოსმპოლიტები იყვნენ და ყველგან ახერხებდნენ? ინტერვიუში კი ამბობს: "ჩვენთან, მაგალითად, ცხოვრობენ სომხები. მე კი გაოცებული ვარ - მათ სამშობლო გვერდით აქვთ, ისინი კი აქ ცხოვრობენ. თქვენთვის, ალბათ, ასეთი რამ არ არსებობს - ჩემთვის კი გაუგებარია." კონტექსტი რომც აღვადგინოთ, მაინც არ ებმის.

ავტორი: ანონიმი
06.10.2012 01:29
რაც შეეხება კოსმოპოლიტობას ბატონ ივანიშვილს შეახსენეთ რომ ბუდას ცხოვრება ევროპელებს გააცნეს ათონის მთის ქართველმა მართლმადიდებელმა ბერებმა ასე რომ კოსმოპოლიტიზმს ბევრი ქართველი იქით ასწავლის ბევრ სომეხს თუ არასომეხს. ზვიად გამსახურდია სიცოცხლეს იგდებდა საფრთხეში და სოლჟენიცინის არაოფიციალურ გამოცემებს აცნობდა მოსკოველებს. ეს კოსმოპოლიტიზმად თუ არა ინტერნაციონაცინალიზმადაც აღარ ითვლება ბატონებო და ქალბატონებო ? ქართველი რუსებს აცნობდა მათი ერთ-ერთი უდიდესი მოღვაწის შემოქმედებას. ამას ძველად განმანათლებლობაც ერქვა სხვათა შორის.

ავტორი: ანონიმი
06.10.2012 01:21
ბატონმა ივანიშვილმა ეტყობა კარგად არ იცის სიტყვა დიასპორას მნიშვნელობა თორე ეცოდინებოდა რომ ათონის მთის, იერუსალიმის და სხვა ქართული მონასტრების //ისინი საქართველოს გარეთაა// ბერები ლოცვის გარდა სხვა საშუალებებითაც ემსახურებოდნენ საქართველოს და მთელ კაცობრიობას.

ყველაზე პოპულარული