Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიის თავმჯდომარე რუსეთში მიწვევას დათანხმდა


ჟან-კლოდ იუნკერი
ჟან-კლოდ იუნკერი

ევროკომისიის თავმჯდომარე, ჟან-კლოდ იუნკერი დათანხმდა, მონაწილეობა მიიღოს რუსეთში მომავალ თვეში დაგეგმილ შეხვედრაში.

ევროკომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თავმჯდომარე იუნკერი მონაწილეობას მიიღებს 16 ივნისს, პეტერბურგში დაგეგმილ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში. იუნკერი პირველი ოფიციალური პირია ევროკავშირიდან, რომელიც რუსეთში ჩადის მოსკოვისთვის სანქციების დაწესების შემდეგ. ის გამოვიდა მოწოდებით რუსეთთან „პრაქტიკული ურთიერთობის“ შესახებ. იუნკერი გააკრიტიკეს ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც რუსეთისთვის სანქციების შენარჩუნებას ემხრობიან. 2014 წელს ყირიმის ანექსიის და უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო რუსეთს ევროკავშირმა სანქციები დაუწესა. ევროკავშირმა მალე უნდა გადაწყვიტოს, გაუგრძელებს თუ არა რუსეთს სანქციებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG