Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტმა გააკრიტიკა "რადიკალური" მედია


ჰასან როჰანი
ჰასან როჰანი

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ გააკრიტიკა ისლამური რესპუბლიკის რადიკალური ყაიდის მედია, რომლის ნაწილი „შეფარული პოლიტიკური მიზნით“ მუშაობს იმ დროს, როცა „ისლამური რევოლუციის გუშაგთა საბჭოს“ მიერ განხორციელებული დაპატიმრებები და სხვა მკაცრი ზომები დასავლეთის გავლენის შესუსტებისკენ არის მიმართული. 8 ნოემბერს თეირანში გამართულ მედიაბაზრობაზე სიტყვით გამოსვლის დროს როჰანიმ აღნიშნა, რომ ირანული გაზეთების ერთ ნაწილს გამუდმებით მიზანში ჰყავს ამოღებული ხელისუფლება, სხვებს კი მჭიდრო კავშირი აქვთ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებთან. „მათ სათაურებს რომ წაიკითხავ, მიხვდები, თუ ვის დააპატიმრებენ ხვალ“, - განაცხადა როჰანიმ. ბოლო ხანს ირანში ხუთი ჟურნალისტი დააპატიმრეს, კიდევ რამდენიმე დაკითხვაზე გამოიძახეს და დაემუქრნენ, იტყობინება ნიუ-იორკში მდებარე ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი. როგორც ჩანს, დაპატიმრებები მიმართულია ირანის ბირთვულ პროგრამაზე ივლისში ხელმოწერილი საერთაშორისო შეთანხმების წინააღმდეგ და ნაწილია მკაცრი კურსის მომხრე „ისლამური რევოლუციის გუშაგთა საბჭოს“ მცდელობისა, ჩაახშოს პოლიტიკური ატმოსფერო მომავალ წელს დაგეგმილი ეროვნული არჩევნების წინ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG