Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ახალმა პარლამენტმა ფიცი დადო


ჰასან როჰანი ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე
ჰასან როჰანი ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე

თეირანში პირველ სხდომაზე ფიცი დადო ირანის ახალმა პარლამენტმა, რომელიც თებერვალსა და აპრილში გამართული არჩევნების შედეგად შეიქმნა. 290-ადგილიანმა ისლამურმა საკონსულტაციო ასამბლეამ 28 მაისს გამართა თავისი პირველი სხდომა.

მასში შედიან ახალი რეფორმატორი კანონმდებლები, რომლებიც, როგორც მოსალოდნელია, მხარს დაუჭერენ პრეზიდენტ როჰანის მცდელობას, განახორციელოს ირანის ეკონომიკისა და საზოგადოების მოდერნიზება. მათი გამარჯვებით დასრულდა პარლამეტში მკაცრი კურსის მომხრე კონსერვატორების 12-წლიანი დომინირება. ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ხამენეიმ პარლამენტის გახსნაზე მოუწოდა კანონმდებლებს, არ დაჰყვნენ დასავლეთის ქვეყნების გავლენას. ანალიტიკოსთა აზრით, ხელისუფლების ცვლილება ხელს შეუწყობს როჰანის პოლიტიკას, რომელიც მიმართულია დასავლეთთან ურთიერთობების დათბობის, პიროვნული თავისუფლების გაზრდისა და ქალთათვის მეტი უფლებების მინიჭებისკენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG