პარასკევი, 01 აგვისტო, 2014 თბილისის დრო 17:52

პოლიტიკა / საქართველო

ოქრუაშვილი ჯერ ისევ პატიმარია

ირაკლი ოქრუაშვილიირაკლი ოქრუაშვილი
x
ირაკლი ოქრუაშვილი
ირაკლი ოქრუაშვილი

მულტიმედია

აუდიო
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს, აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა, 10 ათასლარიანი გირაოთი შეეცვალა. ეს, რაც შეეხება უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და მეთაურობის საქმეს. დღეს სააპელაციო სასამართლომ ასევე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა და ბრალი მოუხსნა ირაკლი ოქრუაშვილს ე.წ. ჯეოსელის საქმეზე, რაც ფულის გამოძალვას გულისხმობდა. მიუხედავად საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებისა, ირაკლი ოქრუაშვილი  მაინც პატიმრობაში რჩება კიდევ ერთი საქმის გამო, რაც  სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს.  საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გათავისუფლდა უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებული იოსებ გიგუაშვილი. ამავე საქმეზე ბრალდებული სხვა 4 პირი კი პატიმრობაში რჩება.

საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და მეთაურობისთვის ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ნაცვლად10 ათასლარიანი გირაოს  დაკისრების თაობაზე. ამავე საქმეზე ბრალდებული კიდევ ერთი პირი, იოსებ გიგუაშვილი, 10 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. მოსამართლე ხათუნა ხარშილავას ამ გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში ტაში და ოვაციები მოჰყვა. ირაკლი ოქრუაშვილი კი, იმის გამო, რომ მის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმეა აღძრული, სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით, ჯერ კიდევ საპატიმროში რჩება. მისი ადვოკატი ზვიად კორძაძე ამბობს:
ქიტოშვილი იყო ერთადერთი პირდაპირი მოწმე, ვინც წინასწარ გამოძიებაში ასახელებდა ოქრუაშვილს და ვინაიდან აპელაციაში შეცვალა ჩვენება, პირდაპირი მტკიცებულება არ დაგვრჩა ...

”ხვალ თუ სამსახურებრივ გულგრილობასთან დაკავშირებით დადგა ან გამამართლებელი განაჩენი, ან შეიცვალა გირაო, ან პროკურატურამ მოხსნა ბრალი, მაშინ, რა თქმა უნდა, ირაკლი ოქრუაშვილი დატოვებს საპატიმროს, იმიტომ რომ ბოლო საქმეა, რომელზეც მას პატიმრობა აქვს მისჯილი”.

10 იანვარს სააპელაციო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს  ჯეოსელის საქმეზე, რომლის გამოც მას 11-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ბრალი მოუხსნა და გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა. როგორც სააპელაციო პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა რევაზ ბაღაშვილმა განაცხადა, კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის ყოფილი ხელმძღვანელის დიმიტრი ქიტოშვილის შეცვლილი ჩვენების გამო მტკიცებულებები აღარ დარჩა:

”ფაქტობრივად, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ქიტოშვილი იყო ერთადერთი პირდაპირი მოწმე, ვინც წინასწარ გამოძიებაში ასახელებდა ოქრუაშვილს და ვინაიდან აპელაციაში შეცვალა ჩვენება, პირდაპირი მტკიცებულება არ დაგვრჩა”.
სხვა აღარაფერი არ გვრჩება, ჩემი აზრით, რომ პროკურატურა მოვა შემდეგ სხდომაზე და ბრალზე უარს იტყვის, ან არადა, გამამართლებელი განაჩენით დამთავრდება ეს საქმე ...

10 იანვარს გამართული ორი - საქალაქო და სააპელაციო - სასამართლო პროცესის შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი ელის, რომ 11 იანვარს ჩანიშნული სასამართლო პროცესის შემდეგ, რომელიც უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნას და მეთაურობას შეეხება, ან პროკურატურა წარდგება შეცვლილი მოთხოვნით, ან სასამართლო გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს. პროკურატურის მიერ მოთხოვნის შეცვლის იმედი აქვს მამუკა ჭაბაშვილს ასევე ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ სამსახურებრივი გულრგილობის  ბრალდებით აღძრულ საქმესთან დაკავშირებითაც და ვარაუდობს, რომ თუ მისი იმედი გამართლდა,  ირაკლი ოქრუაშვილი საპატიმროს დატოვებს.  რაც შეეხება უკანონო შეიარაღებული ფორმირების საქმეს, მამუკა ჭაბაშვილი ამბობს:

”გუშინ ჩვენ რაც მოვისმინეთ სასამართლოში, აი, იმ 9 პირის ჩვენება, რომელიც კონკრეტულ ადგილებს მიუთითებდნენ და კონკრეტულ პირებს ასახელებდნენ და იმ გარემოებებს,  თუ როგორ მიიღო გამოძიებამ მათი აღიარებითი ჩვენებები, ეს რომ მოვისმინეთ, სხვა აღარაფერი არ გვრჩება, ჩემი აზრით, რომ პროკურატურა მოვა შემდეგ სხდომაზე და ბრალზე უარს იტყვის, ან არადა, გამამართლებელი განაჩენით დამთავრდება ეს საქმე”.
 
იმის გამო, რომ 10 იანვრის სასამართლო პროცესზე მოსამართლე ხათუნა ხარშილავამ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა და უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა  და მასში მონაწილეობის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ნაცვლად  2 ათასლარიანი გირაო არ შეუფარდა, ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი არ წუხს, რადგან ელის, რომ სასამართლო 11 იანვარს გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს და პატიმრობაში მყოფი პირები ციხეს დატოვებენ.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: GERMANE
11.01.2013 17:17
ჯიმი, მოშორდება კიარა, საპატიმრო გარისკა და ჩამოვიდა - ეწვის ამდენი ხანი რომ ფული ვერ აკეთა. ახლა ფულის კეთება უნდა და ჩამსულია ამიტომ, ამას შენ გააგდებ?
სვანიზე რატომ არ დაკითხეს მოწმედ? აქ საქმე ხომ მილიონობიტ დოლარის წილს ეხებოდა? სვანიძე ხომ ამბობს - ზეწოლა ოქრუაშვილისგან მოდიოდაო და თუ არა, მაშინ დამიბრუნონ ჩემი წილიო? რატომ არ იძიებენ ვის ხელსი გადავიდა სვანიძის წილი, სანამ ოქრუაშვილს დაიჭერდნენ? ვინ იდგა სვანიძისაგან წილის მყიდველის უკან? თუ ახლა ყველაფერი უკანონო იყო ორონდ არ იყო ოქრუაშვილის ბრალი - სვანიძე გაამართლონ და წილი დაუბრუნონ.

თუკი ოქრუაშვილი უდანაშაულოა უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნაში და თანაც " ამავე საქმეზე ბრალდებული სხვა 4 პირი კი პატიმრობაში რჩება." - გამოდის რომ უკანონო ფორმირება შექმნილა და ადრინდელ სასამართლოს განაჩენი სწორად გამოუტანია. თუარადა იმ 4 საც ხომ გაათავისუფლებდნენ?
ახლა კი ოქრუაშვილი გაამართლეს მარტო, რახან იმ ხალხს, ვინც ადრე ჩვენება მისცა - ისევ შეაცვლევინეს.
ან შეიქმნა სეიარაღებული ფორმირება და ან არა. და თუ შეიქმნა, რა გარანტიაა, რომ ეს ხალხი ჩვენებას ზეწოლით არ ცვლის?

არაა ასე ადვილად ეს ყველაფერი - ოქრუაშვილი გამოვა ციხიდან და დაერევა მოწილეებს - ქურდად დაჯდება საქართველოში. საფრანგეთიდან ამისი გამოცდილება არ აკლია.

ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
11.01.2013 12:38
მე მომხრე ვარ რომ გაანთავისუფლონ, ოღონდ იმ პირობით მოშორდეს ამ ქვეყანას (ვგულისხმობს პოლიტიკურ ცხოვრბას, თორემ ისე კისერი უტეხია), რომ მოიტანს უკან იმ ფულის ნაწილს მაინც რაც მისი მამაძაღლობის დროს თავდაცვაში დაიკარგა.

ავტორი: Elizabeth საიდან გვწერთ: GB
10.01.2013 22:46
ოქრუაშვილს მოუხსნეს ბრალდებები, მალე "უდანაშაულო" ასლან აბაშიძეს დააბრუნებენ, შემდგომ "რუსული კანტორის მოღვაწეც", იგორ გიორგაძეც, იმფერიის წინაშე "უმწიკლოდ ვალმოხდილი", დაუბრუნდება" გაკრემლებულ" ქვეყანს. მიწადაკარგულ "ნაშთს" .დაუბრკოლებლივ უბრუნდებიან, მათ მიერვე ნაძარცვ, დედა სამშობლოს, ხაინდრავა- გრეჩიხების "ძმა ბიჭები", ე.წ.კანონიერი ქურდები, ბარსელონიდან და კანარებიდან, ათენადან და სალონკიდან, რუსეთიდან და ყაზახეთიდან, მათი შვილები კი რუსულ დესანტურ ბერეტებში, უმღერიან და "ხოტბას ასხავენ, რუსული იარაღის დაუმარცხებლობას", დუნიაზე.ნარკოდილერებს, განგსტერებს ანთავისუფლებენ, ათასობით, მეკრთამეებს კვლავ ასამსახურებენ." კაიფის მომლოდინე," გამოშვებული ნარქომანები, "ნერწყვმორეულნი" ელოდებიან ახალი მშენებლობების დაწყებას, სადღეღამისო, " საქაიფო ქრქოდაილით" სავსე ბუდა ბარებისა, "უახლოეს ვადებში" მწყობრში ჩადგომით. ფჰუკეთის, ჰონკონგის, ამსტერდამის, ლონდონის, მოსკოვის და კიევის მაგვარად. თუმცა ლონდონის ამგვარ ნარქოფრიტონებს, წლობით, უმოწყალოდ ძირკვავენ. თვალები გაახილეთ, სანამ არ "დაგვთხარეს" მოურჩენლად. ქვეყანა, კვლავ მიჰყავთ, თბილისის და ქუთაისის ,სხვა ერს დაქვემდებარებულ, გუბერნიებისაკენ. ფაქტები ჯიუტი რამაა. და ქვეყნის განვითარების სავალალო ვექტორს გვიჩენებენ

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების ვებსაიტზე შეიქმნა ახალი რუბრიკა „თავისუფალი სივრცე“, რომელშიც შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული