ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 თბილისის დრო 05:32

რუბრიკები / ჯარისკაცი და სახელმწიფო

ალასანიას მძიმე მემკვიდრეობა

ირაკლი ალასანია თავდაცვის სამინისტროში
ირაკლი ალასანია თავდაცვის სამინისტროში

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
საქართველოს მობილური და სწრაფი რეაგირების შესაძლებლობის ისეთი არმია უნდა ჰყავდეს, რომელიც საკადრის პასუხს გასცემს ყველა რეგიონულ გამოწვევას, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ მას შემდეგ, რაც მინისტრის რანგში პირველი შეხვედრა გამართა თავდაცვისა სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობასთან.

ირაკლი ალასანიას წარმატებული მინისტრობისათვის მოტივაციაც აქვს, ცოდნაც და გამოცდილებაც. თუმცა, ოპოზიციაში გადასული პრეზიდენტის ინსტიტუტის მაღალი გავლენის, არმიის წინაშე მდგარი რთული საერთაშორისო ვალდებულებისა და წინამორბედის ექსტრავაგანტური პოლიტიკის შედეგად დატოვებული მძიმე ფინანსური მემკვიდრეობის გამო, ირაკლი ალასანიას და მის გუნდს პირველ ხანებში მაინც ძალიან გაუჭირდება განვითარების დოქტრინის განხორცილება.


გარღვევა თავდაცვის დეფიციტურ ბიუჯეტში

აღსანიშნავია, რომ ისეთი პარაზიტული, იერარქიული სტრუქტურის მდგრადობას, როგორიც თავდაცვის სამინისტროა, პირველ რიგში ფინანსები განსაზღვრავს. საქართველოს პრეზიდენტი და ყოფილი მმართველი პოლიტიკური ძალა ყოველთვის ტრაბახობდა არმიისადმი განსაკუთრებული ყურადღებითა და მზრუნველობით. თუმცა, როგორც „ცისფერი მთების“ გმირი იტყოდა, ირაკლი ალასანიას და მის გუნდს, სამხედრო უწყების „დეფიციტურ“ ბიუჯეტში, სერიოზული „გარღვევა“ დახვდათ.

„პრობლემური საკითხები დაგვხვდა. დაახლოებით 113 მილიონი ლარი არის დეფიციტი თავდაცვის ბიუჯეტში. ჩემს სამუშაო ჯგუფს უკვე აქვს შემუშავებული მოსაზრებები ამ კრიზისიდან გამოსასვლელად, რომელსაც პრემიერ-მინისტრს მე ორშაბათს გავაცნობ.“

სამხედრო უწყებას აღნიშნული ვალი, როგორც ირაკლი ალასანიამ დააზუსტა, გადახარჯვის, ანუ გამოყოფილი საბიუჯეტო თანხების არაგეგმიური და უყაირათო ხარჯვის შედეგად დაუგროვდა.

„დარჩენილია რესურსი – 58 მილიონი, ვალდებულებები კი შესასრულებელია დაახლოებით 171 მილიონ ლარზე.“

თუ როგორ დაგროვდა ამხელა დავალიანება სამინისტროში, რომელიც ხაზინიდან დაახლოებით წელიწადში 700 მილიონი ლარის მოცულობის ბიუჯეტით ფინანსდება, ჯერჯერობით უცნობია. ალასანია ამ საკითხს სწავლობს, მისი წინამორბედი დიმიტრი შაშკინი კი 2 ოქტომბრის შემდეგ გაუჩინარებულია საქართველოდან და „ფეისბუკზე“ მხოლოდ ემოციურ წერილებს აქვეყნებს საკუთარი უმწიკვლო და თავდადებული მოღვაწეობის შესახებ.

თუმცა, ალასანიას წინამორბედი ეტაპითაც რომ ჩამოიყვანონ საზღვარგარეთიდან, 113 მილიონი ლარის დავალინებას ამით არაფერი ეშველება. მოკლედ, ახალ წლამდე, როგორც ეს „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ პირველ ორ წელს იყო, არმიის რჩენა შესაძლოა ისევ ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდს მოუწიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომ შეიარაღებულ ძალებში გამოცხადდეს კარანტინი, დაიხუროს რეზერვისტთა გადამზადების პროგრამები, შეჩერდეს სამხედრო გაწვევა და, ასევე, არმიის საბიუჯეტო კალთას, შესაძლოა, ჩამოცილდეს პროფესიული საკალათბურთო და სარაგბო გუნდები, რომელთა ყოფნა თავდაცვის სამინისტროს კმაყოფაზე სწორედ ახალაია-შაშკინის ნოუჰაუა და პრინციპულად ეწინააღმდეგება დასავლური სამხედრო ძალების ორგანიზაციის პრინციპს.


უალტერნატივო ყოფნა ავღანეთში

მაგრამ კურიოზი ისაა, რომ ირაკლი ალასანია, რომელიც ოპოზიციაში ყოფნის დროს წინააღმდეგი იყო არმიაში სხვადასხვა სამოქალაქო უწყების ამოცანების დუბლირებისა, - ერთბაშად უარს ვერ იტყვის წინამორბედთა მიერ ნაკისრი ამ და სხვა ძვირად ღირებული ვალდებულებების შესრულებაზე. ეს ეხება არა მხოლოდ თავდაცვის ბიუჯეტზე ჩამოკიდებულ პროფესიულ სპორტულ კლუბებსა თუ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებს, არამედ გაზრდილ საერთაშორისო მისიასაც ავღანეთში, რაც მძიმე ტვირთად აწვება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. გარდა იმისა, რომ ავღანეთში ქართველი ჯარისკაცები იღუპებიან, - როგორც სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილის ამბობს, - ქართული სახმელეთო ძალების 20% პროცენტი ავღანური მისიის შესრულებითაა დაკავებული.

„ავღანეთში მყოფი 1500 ქართველი ჯარისკაცი, კაპრალი და ოფიცერი, ეს არის დაახლოებით 10 პროცენტი საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების იმ ქვეითებისა, რომლებიც გადანაწილებული არიან ხუთ ბრიგადაში. გარდა ამისა, მათი როტაციის დროს, რაც ყოველ 6-7 თვეში ერთხელ ხორციელდება  –  ნაწილი მიემგზავრება, ნაწილი უკან ბრუნდება ავღანეთიდან – ამ დროს გამოდის ისე, რომ 10%  შეიძლება 20%-მდე გაიზარდოს. მხედველობაში მაქვს ის გარემოება, რომ ავღანეთში ნახევარი წლით ნამყოფი ბიჭების ბრძოლისუნარიანობა ძალიან დაბალია, რადგან ისინი საქართველოში დაბრუნების შემდეგ, აუცილებლად მოითხოვენ აკლიმატიზაციას და ერთი თვით მაინც დასვენებას“, - ამბობს სამხედრო  ჟურნალ „არსენალის“ რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი.

ავღანეთში ქართული სამხედრო ქვედანაყოფი 2009 წლიდან იმყოფება, შეიარაღებული ძალების დანაკარგი კი 18 დაღუპულ და ათობით დასახიჩრებულ და დაინვალიდებულ ჯარისკაცს უდრის. მაგრამ ახალი ხელისუფლება  2014 წლის ბოლომდე დატოვებს გაზრდილ ქვედანაყოფს ავღანეთში და სრულად შეასრულებს ნატოს სარდლობით მოქმედი ISAF- ის წინაშე ნაკისრ ვალდებულებასო, - აცხადებს არჩევნებში გამარჯვებული კოალიციის – „ქართული ოცნების“ თავდაცვის მინისტრი ირკალი ალასანია, რომელმაც კარგად იცის, თუ რას ნიშნავს საქართველოს ეროვნული ინტერსებისათვის დასავლეთის თანამეგობრობის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების პირნათლად შესრულება.


არაწინაღდგომა ოცნებისა!

მრავალმილიონიანი საფინანსო დეფიციტი და ქართული ჯარის გრანდიოზული წვლილი ავღანეთის უსაფრთხოებაში, - ახალი თავდაცვის მინისტრის მძიმე მემკვიდრეობის მხოლოდ ნაწილია.

არსებობს  პრობლემის კიდევ ერთი საგულისხმო პოლიტიკური ასპექტი. ახალი თავდაცვის მინისტრი, შექმნილი პოლიტიკური რეალობის თანახმად, ფაქტობრივად,  ორი ბატონის მსახურია. როგორც მთავრობის წევრი, ირაკლი ალასანია პირდაპირ ემორჩილება გამარჯვებული კოალიციის პრემიერ-მინისტრსა და მის თანამოაზრე ბიძინა ივანიშვილს; ამავე დროს, როგორც სამხედრო უწყების ხელმძღვანელი, ახალი თავდაცვის მინისტრი იძულებული იქნება ანგარიში გაუწიოს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციით შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალია.

ამჟამად სამხედრო ძალებს სწორედ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით დანიშნული სარდლები უდგანან სათავეში. ეჭვგარეშეა, რომ თუკი პრეზიდენტი შეეცდება შეინარჩუნოს მისდამი ლოიალურად განწყობილი გაერთიანებული შტაბისა და საჯარისო სახეობების სამეთაურო შემადგენლობა, მაშინ ირაკლი ალასანია არმიაში ვერანაირ სისტემურ ცვლილებას ვერ განახორციელებს და იძულებული გახდება უფუნქციო სამოქალაქო თავდაცვის მინისტრის როლს დასჯერდეს. ამბიციური ალასანია კი არც დიმიტრი შაშკინია და არც დავით სიხარულიძე, რომ გენერალური შტაბის შენობას მხოლოდ საკუთარი კაბინეტის სარკმლიდან უყუროს. შექმნილი სიტუაცია თავისთავში შეიცავს კოლიზიის საფრთხეს. თუმცა, შესაძლოა, ზედმეტი დრამატიზებაც არ ღირდეს. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც დღითი დღე კარგავს ძალაუფლებას და გავლენას, რეალურად აღარ შესწევს უნარი წინააღმდეგობა გაუწიოს გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალისა და კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული მინისტრების მხრიდან წამოსულ მოთხოვნებს.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: გოგიას ხარება საიდან გვწერთ: გოგიეთიდანმოვდიოდიმეც
01.11.2012 21:21
ავტორი: NATIA
31.10.2012 13:26-ნათია-კალოში, ტყუილი, ნაცარი-ესაა რაც არი!
აფერი ახალი-ნაცური კუნტრუში, უაზრო ცანცარი....

ავტორი: მაია საიდან გვწერთ: თბილისი
01.11.2012 18:03
ბატონო კობა, დიდი მადლობა თქვენი სტატიებისთვის. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას მოითხოვს ჩვენი ჯარისკაცების მდგომარეობა ავღანეთში, ასევე მათი რეაბილიტაციის საქმე სამშობლოში დაბრუნების მერე. ჩვენ სახეზე გვაქვს "ძველი ავღანელების" მდგომარეობა, რომელიც კიდევ ცალკე თემაა.

ავტორი: NATIA
31.10.2012 13:26
რა ცალცალი კალოშით დახვდა ჯარი თუ...:)

როგორც 2003-ში.

იმდენი თქვენ რა გითხარით:))

გეყოთ რა, სხვისთვის თვალებში ნაცრის შეყრა და თუ გინდათ თავზე დაიყარეთ.

ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
29.10.2012 17:19
დემოკრატიული გზით არჩეული ხელისუფლება ვადებულია ხალხს არაფერი დაუმალოს. განსაკუთრებით ასეთ მნიშვნელოვან სფეროში.

წინა ხელისუფლება კი პირიქით მოიქცა. მერე იქით ეცა, აქეთ ეცა, როცა რუსული ტანკები შემოგრუხუნდნენ საქრთველოში. 2008 წლის აგვისტოს ომი იყო ნათელი მაგალითი თავდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისის.

რა უნდა დაუფასდეს მერაბიშვილს? მისი სამსახურის ყველაზე დიდი ფიასკო იყო რუსეთან მოსალოდნელი ომის ვერ დანახვა და მეტად სუსტი, თითქმის არ არსებული ანალიზი. მაგ "ბიჭებს" ხელში იარაღი მისცეს მაგრამ ჭკუა გამოაცალეს.

ალასანია რა მოგახსენოთ. თუ კარგ გუნდს შეკრავს მთავარი ესაა.

ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
29.10.2012 15:22
ჩემი აზრით ჯარის მობილურობასთან ძალიან ახლო კავშირის აქვს სამთო ბატალიონების აღდგენას. რაც მთის მოსახლეობის შენარჩუნებასაც ხელს შეუწყობს და სხვა მრავალი.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
29.10.2012 14:17
მოკლედ, აი ამ სამინისტროში ნამდვილად არ მეგონა ესეთი მდგომარეობა თუ იქნებოდა

ანდა რას იფიქრებდი, ისეთი ტაბუირებული და ჩაკეტილი ქონდათ თავდაცვა, თუ ვინმემ კითხვა დასვა ხარჯებს როგორ იყენებთო- ყველას მოღალატე, რუსეთის აგენტი და სერგო ორჯონიკიძე აძახეს

და თუ ვინმემ მეორე შეკითვა მიაყოლა პირველს, პასუხობდნენ: ჩვენ ახალგაზრდები დაგვეხოცნენ რუსეთთან ომში და თქვენ კიდევ ფული გადარდებთო?

ისეთი მძლავრი მორალური წნეხი შექმნეს დაღუპული ბიჭების სახელით რომ ყველანაირი კითხვა თუ აზრი თავდაცვაზე უკვე მოღალატეობრივი პოიზია გამოსდიოდათ

ხოდა ჭამეს და ჭამეს ფულები ამ ნიღაბს ამოფარებულებმა

ავტორი: გოგია (იგივე ღოღია) საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
29.10.2012 13:09
ტატა გერმანიიდან-არაა შენი საშველი, დათა თუთაშხიას ტერორისტი ბუბუტეიშვილისნაირად ვერ მოიშალე უსაფუძვლო და უაზრო "კრიტიკა" ბაჩო ახალაია ხომ დიდი სტრატეგი და სამხედრო სპეციალისტი გახლდათ, მამამისი რომ მთელ სამეგრელოში ხალხს ატერორებდა და მაყუითს აწერდა- ალასანიას მამა და თვითონ აფხაზეთში იბრძოდნენ, სადაც მამამისი დახვრიტეს ოკუპანტებმა-მეტი არგუმენტი მისი პატრიოტული თავგანწირვისა და ბრძოლის გამოცდილებისა რაღა გინდა, მაგრამ ისევ დათა თუთაშსხიასი არ იყოს არაა "შენი საშველი"... აშკარად ჩანს -დაგერხათ!

ავტორი: ნუგზარ ქსოვრელი საიდან გვწერთ: ლოგინიდან
29.10.2012 09:46
ასეთი სუბიექტური ენით დაწერილი სტატია პირველად ვნახე რადიო თავისუფლებაში :)

თუმცა შინაარსს ვეთანხმები :)

ავტორი: დავითი საიდან გვწერთ: სახლიდან
28.10.2012 23:57
საინტერესოა! მაგრამ რახან სამშობლოს გრძნპბა დავიბრუნეთ მის თავდაცვისუნარიანობასაც გავამტკიცებთ!!!



ავტორი: დათო საიდან გვწერთ: რუსთავი
28.10.2012 23:29
სათაური დამაბნეველი და არაზუსტია. ალასანიას მემკვიდრეობა იქნება ის, რაც ალასიანიას შემდეგ დარჩება. ახლა კი, საქმე გვაქვს შაშკინის (ახალაიას) მემკვიდრეობასთან.

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
28.10.2012 22:23
და ალასანიას საიდან აქვს დაგროვილი რაიმე გამოცდილება, ძალიან მაინტერესებს?..)) ოპოზიციაში ყოფნისას ჯარზე ძალიან ბინძურ განცხადებებს აკეთებდა ხოლმე, ეგ კი ბატონო.
რაც შეეხება ბიუჯეტის დეფიციტს, კიდევ გასარკვევია, მართალია თუ არა.
ძალიან ხშირად ახსენებთ ამ ბიძინას დახმარების საჭიროებას და ეგ არის სწორედ საეჭვო.ეტყობა ძალიან უნდა ივანიშვილს ბიუჯეტთან მიცოცება. ბიუჯეტზე საუკეთესო გამდიდრების საშუალება არაფერია და მილიარდერმა ოლიგარქმა 90-იანი წლების გამოცდილებიდან ყველაზე კარგად იცის ეგ ხრიკები .
რაც შეეხება იმას,რომ ივანიშვილი 2 წლის განმავლობაში ჯარს აფინანსებდა, ზღაპრებია. ჯარს აფინანსებდა და ამასობაში კიდევ უფრო გამდიდრდა? საკითხავია, ამის საპასუხოდ სახელმწიფოსგან რა შეღავათებს იღებდა?
ქართული ჯარის განვითარებასა და დაფინანსებაში დიდი როლი ამერიკამ ითამაშა და ახლაც აგრძელებს. სწორედ ამიტომაც ვერ გამოიყვანს ასე მალე თქვენი "ჭკვიანი" ალასანია ავღანეთიდან ჯარს და ვერ დაარღვევს ბევრ სხვა პირობას. დაფინანსების არ მიღება კი ჯერ-ჯერობით საშიშია, ასე შემთხვევით სახელმწიფოს სათავეში მოსული ოცნებისთვის.
მერე რა იქნება ვნახოთ, ავიაცია და ფლოტი რომ არ სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს "გამოცდილმა" ალასანიამ უკვე გამოგვიცხადა. არავინ იცის რა ილაპარაკეს მაშინ ალასანიამ და ლავროვმა მიუნხენში შეხვედრისას,მაგრამ ჯარის დაშლა-დანგრევას რომ მოახერხებს ეგ თქვენი ალასანია,უკვე ჩანს.
პრეზიდენტმა კი ნამდვილად არ უნდა დაუთმოს მაგ ამბიციურ ყველაფრის მკადრებელ ვაჟბატონს და გაერთიანებული შტაბის მეთაურად საკუთარი კანდიდატი უნდა შეინარჩუნოს,თორემ მართლა წყალში ჩაიყრება , ის მონაპოვარი რაც ვარდების რევოლუციამ საქართველოს მოუტანა და ამ რუსეთის მიერ დაფინანსებულ ოცნებისტებს მწვანე შუქს მისცემს პუტინის "დამაშნიე ზადანიების" ბოლომდე აღსრულებაში.

ავტორი: vazari
28.10.2012 20:02
ბატონო კობა,ნუთუ თქვენ არ მიგაჩნიათ,რომ ტერმინი
,,პოლკოვნიკი" შეურაცმყოფელია ქართული არმიისათვის
და საერთოდ ქართული ენისათვის? რამდენიმე წლის წინ
ჩვენი მრავალი წერილის შემდეგ,,,პოდპოლკოვნიკი " შეიცვალა "ვიცე-პოლკოვნიკით",რაც უფრო აბსურდულია,თუ
მივიღებთ მხედველობაში,რომ სიტყვა "პოლკი" არც ერთ ენაში არ არსებობს, გარდა რუსულისა. მე არც რუსოფობი ვარ და არც რუსული ენის მტერი,მაგრამ მოგიწოდებთ გამოიყენოთ თქვენი ავტორიტეტი და შევცვალოთ ეს სიტყვა სხვა ტერმინით,თუნდაც "კოლონელით",რაც შეესაბამება სხვა სამხედრო წოდებების ტერმინოლოგიას.
აბა წარმოიდგინეთ ,რუსულ ენაში რომ იყოს სიტყვა ,,квеначальник" ან რაიმე მაგის მსგავსი? მე მგონი უკვე დროა ეს შესწორდეს. პატივისცემით V.
პასუხი

ავტორი: კობა საიდან გვწერთ: პრაღა
28.10.2012 20:17
დიდი მადლობა საქმიანი კომენტარისათვის. არ მიფიქრია, რომ პოლკოვნიკის ხმარება შეურაცხმყოფელია. ისე მეც "კოლონელი" მირჩევნია, თუმცა, რაკი ენობრივი ნორმაც და ქართულ არმიაში არსებული ტერმინოლოგიაც "პოლკოვნიკს" აძლევს უპირატესობას, ამიტომ ამ საკითხის გადაწყვეტას თავდაცვის სამინისტროს ინიციატივა და ფართო საზოგადოების მონაწილეობა ესაჭიროება.

ავტორი: სანდრო საიდან გვწერთ: თბილისიდან
28.10.2012 17:47
ვეთანხმები წინა კომენტარის ავტორს.

ავტორი: nia
28.10.2012 16:47
ბატონო კობა, ძალიან კარგი წერილია, მაგრამ თქვენ რაკი სამხედრო თემებს მიმოიხილაბთ მიდა გთზოვოთ განსაკუთრებით გააშუქოთ ქართული დანაყოფის ავღანათში ყოფნის საკითხიც, თუ რა მდგომარეობაში არიან ისინი იქ. ამ თემის ირგვლის დაიწყოს საზოგადებაში დისკუცია, და არ ვიყოთ ჩაჭიდებული იმ თაავს მოხვეულ აზრს, რომ იქ ჯარისკაცები დიდი გამოცდილებას იძენენ, ამ სტატიაში თქვენ გაქვთ აღნიშნული, რომ ავღანეთში ყოფნა ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტს მძიმ ტრითად აწვება, ასევე როტაციის შემდეგ უკანდ დაბრუნებული ბიჭები დაბალი ბრძოლის უნარით გამოიეჩევიან, დასვენება ესაჭიროებათ, საერთო ჯამში გარდა ბიჭების სიცოცხლიას, რას უპირველესია, უკანდ დაბრუნებულთათვის უნდა მუშაობდნეს რეაბილიტეციის პროგრამები, ფსიქოლოგიური დახმარება, რომ მოხდეს ამ ბიჭებს ისევ ჩვეულებრივ ცხოვრებაში ინტეგირება, რაც ასებე ხარჯებთანა დაკავშირებული. მე გერმანიაში ვცხოვრობ და კარგად ვიცი ავღანეთის მიის შესახევ საზოგადოების დისკურსი, ასევე ყოფილმა მინისტრმა გუტენბერგმა ავღანეთის სამშვიდობო მისის შესახებ თქვა, რომ იქ ფაქტიურად ომია, მომისნენია არა ერთი ინტერვიუ და დეკომენტაცია მათ ავღანთიდან უკანდ დაბუნებულ ჯარისკაცებზე, ხშირად ისინი აღნიშნავენ, რომ ძალიან მძიმეა იმის გადალახვა, რაც მათ იქ განიცადეს და ნახეს,მით უმეტეს გერმანული დანაყოფები, ხომ უფრო შედარებიტ დაცულ პრონიციებში არიან განლაგებული .ვიდრე ეს ჰელმანის პროვინციაა. გარდა ამისა, ვერ ვფიქრობ რომ საქართველომ უნდა შეამციროს ქართული ჯარისკაცების ავღანეთში ყოფნა და მალავე იფიქროს იქინდა სულ გამოწვევაზე....
პასუხი

ავტორი: კობა საიდან გვწერთ: პრაღა
28.10.2012 20:24
ნია, გეთანხმებით, რომ ასეთ საერთაშორისო ოეპრაციაში დიდი რაოდენობით ჯარისაკაცებსი გაგზავნას სჭირდება დიდი ფიქრი და ანალიზი. თუ ადევნებთ ჩემს სავტორო პროგრამებს, რამდენიმე სიუჟეტი მიუძღვენი ავღანეთიდან უკან დაბრუნებულ ჯარისკაცებზე ზრუნვას. წინ ხელისუფლების დროს, ეს საკითხი ტაბულრებული იყო. სამხედროები კი ვერაფერზე ლაპარაკს ვერ ბედავდნენ. იმედია, ახალი ხელისუფლების პირობებში ავღანეთიდან ჩამოსულ ჯარისკაცებსაც მიეცემათ ჟურნალისტებთან და საზოგადოებასთან ღია საუბრის უფლება.

ყველაზე პოპულარული