ოთხშაბათი, 22 ოქტომბერი, 2014 თბილისის დრო 10:20

რუბრიკები / უხილავი ფარდა

სოციალური ქსელები და მათი ტერორისტი კლიენტები

x

მულტიმედია

აუდიო
ტერორისტულ ორგანიზაციებს კრძალავენ ხოლმე, ჩამოართმევენ უფლებას იმოქმედოს, მით უმეტეს, პროპაგანდა გაუწიოს თავის იდეებს. მაგრამ არსებობს სოციალური ქსელები, რომლებზეც ხელი იოლად მიუწვდებათ არამხოლოდ ტერორისტულ დაჯგუფებებს.  მთავრობები ცდილობენ  ფეისბუკსა თუ ტვიტერზე ზეწოლას.  სად გადის ზღვარი სიტყვის თავისუფლების დარღვევასა და მავნე პროპაგანდისთვის ხელის შეშლას შორის?

სულ ახლახან ტვიტერმა ანგარიში გაუუქმა სომალიში დაფუძნებულ, ალ ყაიდასთან შეკავშირებულ, ტერორისტულად მიჩნეულ ჯგუფს „ალ-შაბააბს“. ანგარიშის მოქმედება შეჩერდა მას მერე, რაც ჯგუფმა ტვიტერით გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, სადაც იმუქრებოდა, რომ დახოცავდა მის მიერ მძევლად აყვანილ ორ კენიელს, თუ კენიის მთავრობა გამოსასყიდს არ გადაუხდიდა. ტვიტერმა იმოქმედა, თუმცა კომენტარი არ გაუკეთებია. სოციალური ქსელების ექსპერტების თანახმად,  სარგებლობის წესების დარღვევის  გამო, რაც გამოიხატა ძალადობის პირდაპირი მუქარით, ტვიტერმა დახურა „ალ-შაბააბის“ ანგარიში. ასეთი რამ არაა იშვიათი. მაგრამ მას მერე, რაც სოციალური ქსელი აუქმებს ანგარიშს, ცოტა ხანში იგივე ჯგუფი ხსნის ახალს და ყველაფერი კვლავ თავიდან იწყება და გრძელდება.  ტვიტერისა და ფეისბუკისთვის დიდი გამოწვევაა ტერორისტული ორგანიზაციების სურვილი გახდნენ პოპულარული, მიმართონ მასების უფრო ფართო სპექტრს და ასე გაავრცელონ თავიანთი იდეები. ერთი მხრივ, მთავრობები მოითხოვენ, რომ მათ მიერ მავნებლად და უსაფრთხოებისთვის, მშვიდობისთვის  საშიშად მიჩნეულ ჯგუფებს ანგარიშები გაუუქმონ.  მეორე მხრივ კი, ინტერნეტში თავისუფლების დამცველები სოციალური ქსელებისგან მოითხოვენ უფრო გამჭვირვალე გახადონ  სარგებლობის თავიანთი  წესები და მათი ამოქმედება. აარონ ზელინი, ვაშინგტონში მოქმედი ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ინსტიტუტის თანამშრომელი, რომელმაც ახლახან გამოკვლევა გამოაქვეყნა ჯიჰადის მიერ სოციალური ქსელების მოხმარების თაობაზე, გვიხსნის:

„ამ ჯგუფების უმეტესობა მალევე ახალ ანგარიშს გახსნის და იგივე ვითარება იქმნება: ანგარიში დაიხურება, შემდეგ კვლავ  ამოქმედდება  სხვა სახელით და იმუშავებს ცოტა ხნით, შემდეგ კვლავ გააუქმებენ და ასე გაგრძელდება.  ეს კატათაგვობანას თამაშს ჰგავს“.
თუ ვინმე ვინმეს შეურაცხყოფს ან ერთი ჯგუფი მეორეს რეალურად დაემუქრება ძალადობით, ტვიტერი მათ ანგარიშს უხურავს...

ეს ზუსტად ისაა, რაც შარშან პაკისტანში მოხდა. იქაური თალიბანის მედიაფილიალმა, „უმარ მედიამ“, ტერორიზმის პროპაგანდას მიჰყო ხელი ფეისბუკის მეშვეობით, რაც არ გამოეპარათ ქსელის მესვეურებს და „უმარს“ ანგარიში გაუუქმეს. სულ მალე, ორ კვირაში, გაჩნდა ახალი ანგარიში ფეისბუკზე, მაგრამ არაა ცხადი, იმავე ჯგუფს ეკუთვნის ის თუ არა.  როგორც დიდ ფირმებს, ტვიტერსა და ფეისბუკს აქვთ შესაძლებლობა თვითონ განსაზღვრონ, ვის რა პირობით დაუთმობენ თავიანთ პლატფორმებს. ტვიტერი ლიდერადაა მიჩნეული სოციალურ ქსელებს შორის იმის გამო, რომ ასრულებს სიტყვის თავისუფლების მოთხოვნებს, თუმცა ზოგიერთი აქტივისტი მეტს მოითხოვს და ავალდებულებს ქსელს, უფრო გამჭვირვალე გახადოს თავისი პოლიტიკა, წესები, როცა საქმე ეხება ტერორისტულ ორგანიზაციებს.  ზელინი განმარტავს:

„ტვიტერს არა აქვს თავისი პოლიტიკა ტერორისტული ორგანიზაციების თაობაზე, როცა ისინი ანგარიშს მასთან ხსნიან. მაგრამ, თუ ვინმე ვინმეს შეურაცხყოფს ან ერთი ჯგუფი მეორეს რეალურად დაემუქრება ძალადობით, ტვიტერი მათ ანგარიშს უხურავს, როგორც ეს „ალ-შაბააბის“ შემთხვევაში მოხდა“.

რადიო თავისუფლებას არც ფეისბუკისა და არც ტვიტერისგან პასუხი ინტერვიუს თხოვნაზე არ მიუღია. რებეკა მაკინონი ინტერნეტში ცენზურის ექსპერტია.  მისი განმარტებით, ქსელები - იმის მიხედვით,  თუ სად მოქმედებენ -  შესაბამის კანონს ექვემდებარებიან:

„იმედია,ისინი კანონის შესაბამისად მოქმედებენ. თუ მთავრობას  აქვს სამართლებრივად დამტკიცებული სანქცია და ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს  კანონის დარღვევასთან, უწყება ვალდებულია ანგარიში ან გააუქმოს, ან  შეაჩეროს მისი მუშაობა“. 
მე ვიცი, მაგალითად, რომ „ჯიჰადის კავშირს“ აქვს ფეისბუკზე ანგარიში, რომელსაც არ ჰყავს ბევრი მომწონებელი და მომხმარებელი...

2012 წლის ოქტომბერში ტვიტერმა, გერმანიის მთავრობის მოთხოვნით, ნეონაცისტური ორგანიზაციის ანგარიში შეაჩერა, რადგან დაჯგუფება არღვევდა სიძულვილის ენის გამოყენების აკრძალვის კანონს. თავის ანგარიშში, რომელიც წესების გამჭვირვალობას გულისხმობდა, ტვიტერი წერდა, რომ მთავრობებმა გაზარდეს ზეწოლა და ხშირად მოითხოვენ გამოქვეყნებული მასალის   მოხსნას საავტორო უფლებების დარღვევის გამო. ტვიტერის თანახმად, უმეტეს შემთხვევაში ის არ უსრულებს მთავრობებს ამგვარ მოთხოვნებს. ორგანიზაცია „ელექტრონული საზღვრების ფონდი“, რომელიც ინტერნეტის აქტივისტების გაერთიანებას წარმოადგენს, ასევე წერდა, რომ აშშ-ის მთავრობა სულ უფრო და უფრო  ხშირად მიმართავს სოციალურ ქსელებს მოთხოვნით გააუქმონ ტერორისტული ორგანიზაციების ანგარიშები. მაკინონი ამბობს, რომ  ფეისბუკი ნაკლებად გამჭვირვალეა იმ მხრივ, თუ როგორ აკმაყოფილებს მთავრობათა მოთხოვნებს, ან რას ითხოვენ მისგან მთავრობები. თუ  ინგლისურ ენას იყენებთ, დარწმუნებული იყავით, რომ სოციალური ქსელების მოხმარებისას ფილტრირების სისტემის ყურადღებს მიიპყრობთ.  ინტერნეტის აქტივისტების გამოცდილებით, ფეისბუკიცა და ტვიტერიც ბევრად უფრო სწრაფად რეაგირებენ, როცა  შესაბამისი ანგარიში ინგლისურს მოიხმარს.   ეს იმას არ ნიშნავს, რომ  სხვა ენებზე ქსელების მოხმარება  რადარის სამიზნედ არ გაქცევთ. სარა კენძიორი, მწერალი და ანტროპოლოგი, ამტკიცებს, რომ ფეისბუკმა შეიძლება ვერც შეამჩნიოს ეს ტერორისტული ჯგუფები, მით უმეტს, თუ ისინი უცხო ენაზე აქვეყნებენ მასალებს:

„მე ვიცი, მაგალითად, რომ „ჯიჰადის კავშირს“ აქვს ფეისბუკზე ანგარიში, რომელსაც არ ჰყავს ბევრი  მომწონებელი და მომხმარებელი. ის ცნობებს ძირითადად უზბეკურად ავრცელებს“.

მაგრამ, შენიშნავს ის, „ალ შაბააბის“ არაბული და სომალური ანგარიშები ხელშეუხებელი დარჩა, თუმცა ამ ენებზე იგივე მასალები ქვეყნებოდა, რაც ინგლისურად. ტერორისტული ორგანიზაციები სოციალურ მედიას კვლავაც იყენებენ, სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლები უფრო აქტიურად მოითხოვენ მათ მიმართ ქსელების პოლიტიკის გამჭვირვალობას. ფეისბუკსა და ტვიტერს მოუწევთ დაადგინონ,  სად  გადის ზღვარი სიტყვის თავისუფლების დარღვევასა და მავნე პროპაგანდისთვის ხელის შეშლას შორის.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
ამ ფორუმში კომენტარი არ არის. დაწერეთ პირველი კომენტარი

სხვა მასალები

აუდიო უსახლკაროები დახმარების მოლოდინში

​ქუთაისის სკვერებსა და პარკებში უსახლკარო ადამიანები ღამეს ღია ცის ქვეშ სკამძელებზე ათევენ. მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის მონაცემებით, ადგილობრივ თვითმმართველობას 900-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა.
გაგრძელება

აუდიო საძოვრის გარეშე დარჩენილი სოფელი

​ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლქვის მოსახლეობა საძოვარს ითხოვს. ადგილობრივები გვეუბნებიან, რომ მიწა დაახლოებით ორი წლის წინ ფარულად გაიყიდა და მას შემდეგ სოფელში მსხვილფეხა საქონლის საბალახოდ ადგილი არა აქვთ.
გაგრძელება

აუდიო ზუგდიდის მერიის ყოფილი თანამშრომელი ნარკოდანაშაულშია მხილებული

​ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპევიალისტის მოვალეობის შემსრულებელი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.
გაგრძელება

აუდიო კრემლი მოლდავეთს აფრთხილებს

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ევროპის კავშირი გააფრთხილა, რომ მოლდავეთში უკრაინის სცენარის გამეორებამ შეიძლება სავალალო შედეგი იქონიოს.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული