„ფრიდომ ჰაუსი“: საქართველოს ვირტუალურ სივრცეში აქტიურობის დიდი ნაწილი ვირტუალურ სივრცეშივე რჩება
ვირტუალურ სივრცეში აქტიურობის ფორმების უმეტესობა საქართველოში ვირტუალურ სივრცეშივე რჩება, - ამ ფრაზას ამოიკითხავთ „ფრიდომ ჰაუსის“ ბოლო ანგარიშში, რომელიც ამ კვირაში გამოქვეყნდა და რომელსაც ჰქვია „თავისუფლება ქსელში - 2012 წელი“. აშშ-ში დაფუძნებული ორგანიზაციის ახალი ანგარიში მსოფლიოს 47 სახელმწიფოში ჩატარებული კვლევის შედეგს აღწერს. დოკუმენტი მოიცავს პერიოდს 2011 წლის იანვრიდან 2012 წლის მაისამდე. ანგარიშის თანახმად, იმ ქვეყნებს შორის, სადაც გამოკვლევა ჩატარდა, თავისუფალია მხოლოდ ნახევარი, რომელთა ავანგარდში, ინტერნეტში თავისუფლების მიხედვით, ესტონეთი, გერმანია და აშშ არიან. საინტერნეტო სივრცეში ყველაზე ნაკლებად გრძნობენ თავისუფლებას ირანელები, კუბელები, ჩინელები და სირიელები. საქართველო, ანგარიშის თანახმად, პრესის თავისუფლების თვალსაზრისით, "ნაწილობრივ თავისუფალია", თუმცა ქსელში თავისუფლების მხრივ "თავისუფალი" ქვეყანაა, რომელშიც არ არსებობს ცენზურა საინტერნეტო ინფორმაციაზე. ამ ქვეყანაში არც აღნიშვნის ღირსი პოლიტიკური ცენზურაა - არ შეუჩერებიათ რომელიმე საიტის მუშაობა და არ დაუჭერიათ ბლოგერი. ამავე დროს, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თავისუფლებას პრაქტიკულადაც სცემენ პატივს, წერია „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში. იქვე წაიკითხავთ, საქართველოს მოსახლეობის 56 პროცენტს არასოდეს უსარგებლია ინტერნეტით. ამ და სხვა შეფასების კომენტირება და განმარტება ვთხოვეთ ჩვენს თანამშრომელს, ვებმარკეტინგის სპეციალიტს, დავით ჩიხლაძეს.
„ფრიდომ ჰაუსი“: საქართველოს ვირტუალურ სივრცეში აქტიურობის დიდი ნაწილი ვირტუალურ სივრცეშივე რჩება
ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.
რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)