Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ლინა ღვინიანიძე


7 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლინა ღვინიანიძე, ადამიანის უფლებების იურისტი, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორი.

მან ილაპარაკა ვითარებაზე, რომელშიც არიან ტყიბულელი მეშახტეები გაფიცვის შეწყვეტის შემდეგ. გადაცემაში ტყიბულიდან ტელეფონით ჩაგვერთო ლევან ბეშკენაძე, მეშახტე, რომელიც საგაფიცვო კომიტეტის წევრი იყო. მან თქვა, რომ გაფიცვის შემდეგ შრომის უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით არსებითად არაფერი შეცვლილა. სიახლე იმაში გამოიხატა, რომ მეშახტეებს ბინტი, ბამბა და სპირტი დაურიგესო. რაც შეეხება კვების გაუმჯობესებას, ლევან ბეშკენაძის თქმით, გაუმჯობესება მხოლოდ იმაში გამოიხატა, რომ მეშახტეების კვება 24 საათიანი გახდა, მენიუში კი არაფერი შეცვლილა. ტყიბულელმა მეშახტემაც და ლინა ღვინიანიძემაც ილაპარაკეს მოლაპარაკების პროცესზე, რომელიც მიმდინარეობს დამსაქმებლის, დასაქმებულისა და პროფკავშირების მონაწილეობით. დამსაქმებლის მიერ შეთავაზებულ ინდივიდუალურ ხელშეკრულებაში იყო მუხლი, რომლითაც ყველა წინამორბედი ხელშეკრულება და შეთანხმება უნდა ანულირებულიყო.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG