Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ალექსანდრე ელისაშვილი


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი
ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი

9 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი. მან ილაპარაკა თბილისის ბოტანიკური ბაღისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის გასხვისების პროცესზე, საჯარო ინტერესსა და რეკრეაციული ზონების დაცვის მნიშვნელობაზე. ალექსანდრე ელისაშვილი თვლის, რომ გასხვისებული ტერიტორია უნდა დაუბრუნდეს ქალაქს და აღუდგეს ლანდშაფტურ-რეკრეაციული სტატუსი. დეპუტატი თვლის, რომ ის, რის გამოც დღეს საზოგადოების ნაწილი პროტესტს გამოხატავს, საკრებულოში უნდა იხილებოდეს და წყდებოდეს ქალაქის საკეთილდღეოდ. ალეკო ელისაშვილი დარწმუნებულია იმაში, რომ თბილისის მერს მოუწევს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მისვლა და შეკითხვებზე პასუხის გაცემა. გადაცემაში ტელეფონით ჩაერთო ნონა ქურდოვანიძე, საია-ს იურიდიული დახმარების ცენტრის კოორდინატორი და "პარტიზანული მებაღეობის" წევრ ნატა ფერაძის ინტერესების დამცველი.

ალექსანდრე ელისაშვილი "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:49:00 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG