10 სექტემბერს რადიო თავისუფლების სტუმარი იყო საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, მაღალმთიანი დასახლების კანონზე მომუშავე სახელმწიფო კომისიის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი. მან ისაუბრა იმაზე, თუ როგორ და რა კრიტერიუმებით განისაზღვრება საქართველოს მაღალმთიანეთის სტატუსი; რა შეღავათებით ისარგებლებს იქ მცხოვრები ხალხი.