ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013 თბილისის დრო 05:09

რუბრიკები / ინტერვიუ

ბესიკ ალადაშვილი ლოპოტის ინციდენტზე

ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, უშიშროების გადამდგარი პოლკოვნიკი, ბესიკ ალადაშვილიექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, უშიშროების გადამდგარი პოლკოვნიკი, ბესიკ ალადაშვილი
x
ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, უშიშროების გადამდგარი პოლკოვნიკი, ბესიკ ალადაშვილი
ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, უშიშროების გადამდგარი პოლკოვნიკი, ბესიკ ალადაშვილი

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
ანტიტერორისტული ოპერაცია, რომელიც საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთის მახლობლად, მდინარე ლოპოტის ხეობაში განხორციელდა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და ექსპერტთა ერთი ნაწილის მიერ დაგეგმილ პროვოკაციად შეფასდა. საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, სპეცოპერაცია საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრილი შეიარაღებული პირების ჯგუფის მიერ მძევლების აყვანას მოჰყვა. შეიძლება თუ არა, მომხდარი შეფასდეს როგორც პროვოკაცია და რამდენად რეალური შეიძლება იყოს რუსეთიდან მომავალი საფრთხე საქართველოსთვის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე? - ამ და სხვა საკითხებზე რადიო თავისუფლება ექსპერტს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, უშიშროების გადამდგარ პოლკოვნიკს, ბესიკ ალადაშვილს ესაუბრა.

საუბარი ბესიკ ალადაშვილთან
Loading
12:00:00 / -:--:--


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
02.09.2012 19:06
აბა როგორ არ დავეთანხმო ანონიმს

მე პირდად სრულიად გეთანხმებით ბატონო ანონიმო, ძალიან მარტივად ხერხდება ჩვენში ხალხების გადაკიდება და ამის შედეგებს კარგი არაფერი მოყვება

საკითხავი ისაა როდემდე უნდა გავაგრძელოთ ამ სატყუარებზე თვალღიებმა წამოკიდება

ეგ არაფერი, ხელისუფლებამ მიიღო მისი ჩრდილოელი მოკავშირის "მსუყე ნაბოძვარიც" რუსებმა საქართველოს მახლობელ რეგიონებში წვრთნები ამოიღეს- აქაოდა გრუზინებს სიმყუდროვეს ნუ დავურღვევთო

მიშა კი რუსეთის დაუძინებელი მტერია, უფრო დიდი და მედგარი ვიდრე ჰანიბალი ჰყავდა რომს

ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს

ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
01.09.2012 22:00
ნადვილად ვერ დავეთანხმები ბატონ ალადაშვილს რამოდენიმე საკითხში.

მაგალითად აშშ ადმინისტრაციას სულაც არ ჭირდება უსამა ბინ ლადენის განადგურებით რაიმე საარჩევნო თუ სხვა მოვლენის "გადაფარვა". აშშ ხელისუფლებას ყოველ დღე აქვს მეტად მნიშვნელოვანი საკითხები გადასაწყვეტი და რომელიმე მათგანის შესრულება, თუ ერთმანეთს დროში დაემთხვა, ეს სულაც არ ნიშნავს რასაც ბრძანებთ ბატონო ჩემო.

საქართველოში შეიძლება, რუსეთშიც...თუმცა არც ერთ ამ ქვეყანას ნადვილად არ აწყობს სალაფისტი რეგვენების ჯირით და მძევლების აყვანა.

ავტორი: ანონიმი
01.09.2012 19:14
თავისი მტრების გაბოროტებულ და ერთმანეთის მოსისხლე მტრებად გადაკიდებულ ჯგუფებად დამნაყავმა სუნ ძუს ფრიადოსანმა მოწაფე კგბმ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა და ვულოცავ!

ავტორი: goga dolidze საიდან გვწერთ: safrangeti
01.09.2012 01:09
მადლობას მოგახსენებთ ჩემი აზრის გამოქვეყნებისთვის.
არც ბოდიშის მოხდა გამიჭირდება თუ ჩემი ტონი აგრესიულად მოგეჩვენათ..
მაგრამ მერწმუნეთ, რომ რადიო თავისუფლება მართლა მეძვირფასება , გისმენთ, გკითხულობთ და მინდა ვუსმენდე უფრო კეთილგონივრულად მოაზროვნე ჟურნალისტებს.
აქვე მადლობას ვუხდი გოგი გვახარიას სტატიისთვის: ომი მე დავიწყე.
მშვიდობიან ხვალინდელ დღეს გისურვებთ

ავტორი: goga dolidze საიდან გვწერთ: safrangeti
31.08.2012 14:17
ბატონებო!...
არ აქვეყნებთ ჩემს კომენტარს?
ღიმილის მომგვრელია....
თქვენ, პირველი დამცველები სიტყვის თავისუფლების, კრიტიკას ვერ გუობთ? რატომ უნივერსალურები ხართ? და რა გიკვირთ პოლიტიკოსების? ძნელია კრიტიკა? ხედავთ რომ თქვენი ადგილი არ არის იქ სადაც ბრძანდებით? არ ხართ იდეურად ჟურნალისტები არა, რატომ დაგაფრთხოთ ჩემმა კომენტარმა?
აღიარეთ , რომ ნათია მიქიაშვილის, თამარ ბაღაშვილის და "ვარსკვლავა" ეკას და ინგასგან არაფრით განხვავდებით, უბრალოდ "იპრანჭებით" , "იგრიხებით" , გვიმტკიცებთ რომ "სხვანაირები" ხართ....
ამიტომ, ჩემო დალოცვილებო, ელემენტალური შინაგანი ადმიანობა გააღვიძეთ საკუთარ თავებში, შეგრცხვეთ ჯერ თქვენი მაქსიმალიზმის სხვისი პროფესიული პასუხისმგებლობის კრიტიკის დროს, ( დარწმუნებული ვარ უმრავლესობა ალბათ "ღრმათ მორწმუნე ხართ" სამარხო ხინკალს მიიირთმევთ ხოლმე მარხვის დროს)) შეცვალეთ თქვენი მენტალიტეტი დასავლელი ჟურნალისტებისმაგვარდ და მერე მოითხოვეთ დასავლური ხელისუფლება..
პატივისცემით : გოგა დოლიძე

პასუხი

ავტორი: მოდერატორი
31.08.2012 19:59
ბატონო გოგა, ჩვენი გადაცემებით დაინტერესებისთვის მადლობას გიხდით. მაგრამ გთხოვთ, დაიოკეთ ემოციები და მშვიდად, საქმიანად აგვიხსენით, რას გვემართლებით. იმის გამო, რომ თქვენი კომენტარის გამოქვეყნება 47 წუთით დაგვიანდა - რაც სავსებით ნორმალურია მუშაობის ჩვენი რეჟიმის პირობებში - ნუ იფიქრებთ, რომ ვინმე შეაშინეთ და ნუ შეგექმნებათ მცდარი წარმოდგენა ნურც ჩვენზე და ნურც საკუთარ თავზე. გთხოვთ, შეურაცხყოფას მოუკელით, სიტყვები შეარჩიეთ და ისე გველაპარაკეთ, თუ რამის ახსნა გსურთ. თუ არა და მომავალში თქვენი აგრესიული და შეურაცხმყოფელი კომენტარები აღარ გამოქვეყნდება.
რაც შეეხება იმას, რომ თქვენთვის ყველაფერი ცხადია ლოპოტის ხეობაში გათამაშებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ჩვენ ჟურნალისტები საქმეს სხვაგვარად ვუყურებთ: ვარაუდებსა და სპეკულაციებს ძალზე ფრთხილად ვეკიდებით და ეჭვქვეშ ვაყენებთ, მით უმეტეს, უტყუარი ფაქტების არქონის პირობებში. თუ კონსტრუქციული წინადადება ან შენიშვნა გექნებათ მოგისმენთ.
პატივისცემით

ავტორი: goga dolidze საიდან გვწერთ: safrangeti
31.08.2012 13:30
რადიო თავისუფლების ჟურნალისტებო!

თქვენ ხომ პრეტენზიას აცხდებთ სხვა რადიო თუ ტელე ჟურნალისტებისგან განსხვავებულობაზე? თქვენ ხომ საკუთარ თავებს თვლით პროფესიონალებად, მრავალწახნაგოვნად მოაზროვნეებად?
თუ ასეა, რატომ სვავთ სხვებივით მდაბიო და უტვინო კითხვებს ?
ნუთუ თქვენც ფიქრობთ, რომ ხელისუფლება ყოველთვის დამნაშავეა და ოპოზიცია ყოველთვის მართალი და ამიტომ ხელისუფლების მიერ ჩადენილი ნებისმიერი ქმედება, აუცულებლად "ეჭვქვეშ დასაყენებელია".
დალოცვილებო...აშკარად დაღესტანში მიდის ომი, აშკარად გადმოკვეთეს საზღვრები ბანდფორმირებებმა?
რატომ ახლა? არჩევნების წინ? და მერედა ....ამ ხელისუფლების ბრალია დაღესტანში მიმდინარე მოვლენები? და რატომ ემთხვევა ჩვენ არჩევნებს? და ვინ ამთხვევს? ეს ხომ ცხადია, ეს ხომ ნათელია, მე მაგალითად ორი თვის წინ ვიცოდი , რომ ეს მოხდებოდა, ამაზე წერდნებ თავად რუსი თუ სხვა ქვეყნის ექსპერტები, პოლიტოლოგები, სამხედროები, შედით მსოფლიო პრესაში, იკითხეთ, იაზროვნეთ, ლოგიკას მოუხმეთ, ანდა დასვით ყველანაირი ვერსსის კითხვა?
თუკი "ძველი უპატრიოტესი კადიროვი" დღეს პუტინის სამარცხვინო ლაქიაა, რატომ არ უშვებთ რომ ეს ვითომ "მორწმუნე ძმებიც" ასეთივე აგენტები არიან და არეულობისთვის შემოვიდნენ, რატომ არ გებადებათ კითხვა?
და კიდევ ...როგორ შეიძლება განათლებულ ადამიანს და საკუთარი ისტორიის მცოდნეს, ყოველ შემთხვევაში იმ ისტორიის, რომელიც ფაქტებით დადასტურებულია და ცხოველმყოფელი, ეჭვი შეეპაროს იმ რეალობაში რომ რუსეთი ნამდვილად ქართული სახელმწიფოს (ამ სიტყვის ცივილიზებული და ენციკლოპედიური გაგებით ) მტერია????!!!!!
რაც არ უნდა მობეზრებული გქონდეთ ეს რიტორიკა ამ ხელისუფლების პირით გადმოცემული, ხომ სიმართლეა? ადამიანებო , ხომ სიმართლეა?
განა უახელოესი საქართველოს ისტორიის სისხლიანი ფურცლები , არა წაკითხული, არამედ ჩვენი თვალით ნანახი, სულ რუსეთის პროვოკაციები არ არის?
დასასრულს ერთი თხოვნა:
იქნებ რომელიმე თქვენთაგანმა, წაიკითხოს 1998 წელს გამოქვეყნებული ლევან სანიკიძის წიგნი "ვაი რუსისგან".
ყოველ შემთხვევაში პირველი და ბოლო გვერდი მაინც, იქ იპოვით ფრაზებს რომლებიც აბსოლიტურად კონტრასტულია გუბაზ სანიკიძის და მისი ლიდერის რუსეთან "დალაგებული ურთიერთობის" რიტორიკის, მერე იქნებ მოიწვიოთ ეს ბატონი და აზრი კითხოთ მამის მიერ ისტორიის გაყალბების თაობაზე.
საფრანგეთში მაღალი და დაბალი დონის ჟურნალისტები სწორედ საკითხის ღრმად ცოდნის, ლოგიკური აზროვნების და დასმული კითხვების ხარისხით განირჩევიან.
გმადლობ....

ყველაზე პოპულარული