შაბათი, 02 აგვისტო, 2014 თბილისის დრო 06:24

ბლოგები / ია ანთაძე

ახალი აბუ ღრაიბი?

x
ავტორი ია ანთაძე
2004 წლის აპრილში CBS-ის პროგრამა „60 წუთში“ გამოქვეყნდა ფოტოები, რომლებიც ასახავდა ბაღდადის აბუ ღრაიბის ციხეში ერაყელი პატიმრების წამებისა და უკიდურესი შეურაცხყოფის ფაქტებს ამერიკელი ჯარისკაცების მხრიდან. ამ შემაძრწუნებელი ფოტოების გამოქვეყნებამ უდიდესი სკანდალი გამოიწვია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მთელ მსოფლიოში.

18 სექტემბერს ღამით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროპულ სტრუქტურებში „ახალი აბუ ღრაიბი“ უწოდეს საქართველოს ციხეებში პატიმრების (მათ შორის, არასრულწლოვანი პატიმრების) წამების ამსახველ ვიდეომასალას, რომელიც „მეცხრე არხმა“ და „მაესტრომ“ გამოაქვეყნეს. 19 სექტემბერს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ გადადგომის განცხადება დაწერა, ხოლო მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ განაცხადა, რომ დაკავებულია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ათი თანამშრომელი.

მასალის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში საპროტესტო აქციები გაიმართა თბილისში, ბათუმში, ფოთში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში...

საერთო მღელვარების ფონზე გაჩნდა საფრთხე, რომ არჩევნებამდე დარჩენილ ათიოდე დღეში საზოგადოებრივი პროტესტი უმართავი გახდეს და ხელისუფლებას არჩევნების გადადების მიზეზი მიეცეს.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და არჩევნების გადადების საფრთხეზე საუბარი პირველად ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ დაიწყო. პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნების შემდეგ კი საზოგადოებრივ და საინფორმაციო სივრცეში არჩევნების გადადების საფრთხეზე მითითების ახალი ტალღა წარმოიქმნა.

ამ შიშს, რომ მიხეილ სააკაშვილი არჩევნების გადადების საბაბს ეძებს და, შესაძლოა, თავადაც ქმნის - ასაზრდოებს პრეზიდენტის არაადეკვატური დამოკიდებულება საპარლამენტო არჩევნების მიმართ: 1 ოქტომბრის გამოცხადება დიდგორის ომის დღედ, პოლიტიკური ოპონენტების მიმართ გამოთქმული ბრალდებები და ეპითეტები („წარსულში დაბრუნების მსურველი ძალა“, „რუსეთის ინტერესების გამტარებლები“, „მღრღნელები“, „მუმიები“...) და მიხეილ სააკაშვილისავე მოწოდება, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნები ნებისმიერ ფასად უნდა მოიგოს.

ჩვენ არ გვაქვს გამოცდილება, როგორ იქცევა ნაციონალური მოძრაობა, როდესაც პოლიტიკურ სივრცეში არსებობს, ერთი მხრივ, სააკაშვილის საპირწონე ლიდერი და, მეორე მხრივ,  სახელისუფლო პარტიის საპირწონე პოლიტიკური ოპოზიცია. ამიტომ, საზოგადოებაში თანაარსებობს ორი მოლოდინი: რომ ნაციონალური მოძრაობა შეეცდება არჩევნების მოგებას ნებისმიერ ფასად; და რომ, შესაძლოა, 1 ოქტომბერს არჩევნების ჩატარება სულაც აღარ შედიოდეს არსებული ხელისუფლების ინტერესებში. აქვე გავიხსენებთ, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში ყველა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები კონსტიტუციური ვადების დარღვევით ჩატარდა.

ამ ვითარებაში, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს 18 სექტემბერს, „მეცხრე არხის“ ღამის სპეციალურ საინფორმაციო პროგრამაში, ამავე ტელევიზიის ბრიუსელის ოფისის წარმომადგენლის, გიორგი ფოფხაძის პირდაპირი ჩართვა (00:43). სწორედ ფოფხაძემ მიაწოდა პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოჩანაწერები „მეცხრე არხსა“ და „მაესტროს“. ფოფხაძემ განმარტა: „რატომ მოხდა ამ ვიდეოს გასაჯაროება და როგორ მოხვდა ვიდეო ჩვენთან? ადამიანი, ვინც ეს ვიდეო გადაიღო, იყო მერვე საპყრობილის ზედამხედველი, ვლადიმერ ბედუკაძე. ამ ადამიანმა მიატოვა სამსახური, წამოვიდა ბელგიაში და მოითხოვა თავშესაფარი. ვლადიმერ ბედუკაძის არსებობის შესახებ მე გავიგე, როცა დამიკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალიან მაღალი ჩინოსანი. მე, უბრალოდ, მის სახელს და გვარს ვერ დავასახელებ, მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რადგან ახლაც იქ მუშაობს. მან მითხრა, რომ არსებობს ასეთი ვიდეო. მე ვკითხე - „მე რატომ?“ „იმიტომ, რომ თქვენ ხართ „რადიო ფრანსის“ ჟურნალისტი, ამდენი წელია, ევროპაში მუშაობთ.“ როგორც ჩანს, ვიღაც სინდისმა შეაწუხა. ამას ევროპულ სტრუქტურებში უკვე დაარქვეს ახალი აბუ ღრაიბი“.

ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ სამი მიმართულებით შეგვიძლია ვიფიქროთ:

1. გიორგი ფოფხაძე არ ამბობს სიმართლეს, როდესაც სკანდალური მასალის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედ მაღალჩინოსანს მიაწერს.

2. თუ გიორგი ფოფხაძე მართალს ამბობს (რაში ეჭვის შეტანის მიზეზს პირადად მე ვერ ვხედავ, მათ შორის, საქმის დელიკატურობის და მნიშვნელობის გათვალისწინებით), გამოდის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში არის მაღალი თანამდებობის, სულ ცოტა, ერთი პირი, რომელიც დაინტერესებულია, რომ არჩევნებამდე ათიოდე დღით ადრე მომაკვდინებელი  დარტყმა მიაყენოს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას.

3. შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი, რომელმაც ფოფხაძეს დაურეკა და ვიდეომასალის არსებობის შესახებ აცნობა, მოქმედებდა იმ გეგმის შესაბამისად, რომელიც საქართველოს პრეზიდენტთან არის შეთანხმებული და მიზნად ისახავს არჩევნების წინ მძლავრი საპროტესტო ტალღის აგორებას.

ამ ვერსიებიდან რომელია სანდო და მართალი, რამდენიმე დღეში გამოჩნდება. თუმცა, საღი აზრის პრინციპიდან გამომდინარე, არც ერთი ქვეყნის ლიდერს არ უნდა ამოძრავებდეს განზრახვა, რომ ისტორიას შემორჩეს, როგორც „ახალი აბუ ღრაიბის“ ავტორი.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 3
ავტორი: გურამ მუჩაიძე საიდან გვწერთ: თბილისიდან
14.10.2012 01:52
ქვემოთ მოყვანილი ვირტუალური საინფორმაციო დუელი ორ საქართველოს ბედით დაინტერესებულ ადამიანს შორის (საქართველოდან და გერმანიიდან) ერთგვარად ახასიათებს მიკერძოებული ქართული ჟურნალისტიკის ოცწლიანი სავალალო საქმიანობის სავალალო შედეგს; აი, ისიც: ა) ინფორმაცია მაესტრო-ზე:
ნინო ჟიჟილაშვილის პოლიტმეტრი (11/10/12) (ელენე თევდორაძე, ირაკლი ტაბლიაშვილი, შორენა შავერდაშვილი, გიორგი მელაძე)

ბ)გურამ მუჩაიძის(საქართველოდან) კომენტარი: მიკერძოებული ჟურნალისტიკის ტრადიციის(ხუნტა-შევარდნაძე-სააკაშვილი-ივანიშვილის პერიოდისთვის ზოგადად დამახასიათებელ მაამებლურ, პატრონის ხელისშემყურე ჟურნალისტიკას ვგულისხმობ) „საოცნებო“ ეტაპის შესახებ ასეთი იყო:
Guram Muchaidze ნახე თუ ოქრო რასა იქმს კვერთხი ეშმაკთა ძირისა. ეხება რეალ-ტვ-ს, მაესტრო-ს, რუსთავი-2-ის, მე-9 არხის, იმედი-ს, კავკასიის ... მიკერძოებულ ჟურნალისტთა არმადას, რომელსაც ერთ მშვენიერ დღეს (როცა საქართველოს მმართველ ძალად მოევლინება 1989 წლის 9 აპრილის შემდგომ თავისუფალ საქართველოში დაბადებული და სულმნათი მერაბის სულისკვეთებით აღზრდილი თაობა) დავიწყების უფსკრულში ბუნებითი ჩაძირვა არ ასცდება.

გ) Ala Apakidze გერმანიიდან: ბევრი რამის პასუხი შეიძლებოდა ამაზე. მაგალიტად, ავსა კაცსა ავი სიტყვა... შენ გაჩუმდი...სირცხვილია... მაგრამ იმედი მაკვს შენ ისევ ჩვენი საყვარელი გურამი ხარ და ამას მხოკოდ კონიუქტურის სამსახურიტ ცერ. ალვერა
დ) გურამ მჯუჩაიძის პასუხი ალვერა ცინცაძის კომენტარზე:
(14 ოქტომბერი, 2012 წ.)
ალვერა, ავსა(მსგავსი იარლიყების მიკერება სანარცხვინო საქმედ მიმაჩნია და ამ საქმეში ვერც გაჯობებ და არც აგყვები, ამიტომ ვარჩევ შენთან ვირტუალური ურთიერთობის თავხედური სტილით განგრძობას, იგი შევაჩერო) და საქმეში ჩაუხედავ პიროვნებებს არ ეხება ჩემი კომენტარი, იგი გათვლილია მათზე, ვინც სამშობლოს ინტერესებისათვის სამშობლოშივე ცდილობს ამხილოს ჩვენში დიდი ხნის წინ დამკვიდრებული ჟურნალისტური მიკერძოების სავალალო ტრადიცია(დაწყებული სამხედრო ხუნტის პერიოდიდან, შევარდნაძის, სააკაშვილის და აწ უკვე ივანიშვილის საოცნებო ჟურნალისტიკის ჩათვლით). რაც ეხება ჩემს სამოქალაქო პოზიციას, საქართველოს მომავალი განვითარების გზების ძიებით სერიოზულად დაინტერესებულ პირებს ვთავაზობ გაეცნონ ჩემს Notes, My Notes (სადაც სახასიათო კომენტარების ერთი წყებაა წარმოდგენილი) და ერთობლივად ვეცადოთ საქართველოს თავიდან ავაცილოთ ფულს და კარიერას დახარბებულ იმ პოლიტიკოსთა (მათ მხარდამჭერ სუბიექტურ ჟურნალისტთა მთელი არმადის ჩათვლით, მათ შორის ჯერჯერობით მეოცნებე ია ანთაძეც მოიაზრება) ახალი ავანტიურები, რომლებიც მრავლად არიან ახალი პარლამენტის პოზიცია - ოპოზიციის ფლანგებზე ჩასაფრებულ - დაბანაკებულნი.

ავტორი: თამაზი საიდან გვწერთ: თბილისიდან
13.10.2012 22:09
ქართული ოცნება მოვიდა უმრავლესობით მაგრამ ეს ჯერ კიდევ ბევრს არაფერს ნიშნავს. რადგან ესენი არიან ის ძველი სახეები რომელნიც წლების განმავლობაში პოლიტიკური ჭაობის ზედაპირზე ტივტივებდნენ და რომარა ივანიშვილი მათი პოლიტიკური კრახი გარდაუალი იყო. ისინი რა თქმა უნდა ახალ პოლიტიკურ ამინდს ვერ შექმნიან ქვეყანაში. აქედან გამომდინარე გამოსავალი ერთია ახალი სახეები პოლიტკაში რიმელნიც იქნებიან პატიოსანი განათლებულნი და ამავე დროს ეკლესიურნი.

ავტორი: ანონიმი
12.10.2012 12:37
ქალბატონო ია...
თვლით თუ არა, რომ ალიაში გამოქვეყნებული წეილი, არის არა ქურდების , არამედ კკბეს მორიგი გზავნილი ნაცების და მათი მომხრეების მიმართ, ოპოზიციური ძალის მოსპობის გამო?
თქვენ . დემოკრტიის დამცველი ჟურნალისტი, იმედია აიმაღლებთ ხმას იმ ერთპარტიულობის წინააღმდეგ, რომლის დანერგვას გარდაუვლად შეეცდება კკბ საქართველოში.

ავტორი: ანონიმი
11.10.2012 14:31
პროგრესი.............
ნინაკა კაკაბაძის მერე ია ანთაძე მოუწოდებს ივანიშვილს იფიქროს განათლბასა და მეცნიერებაზე და მინისტრად დააყენოს პროფესიონალი.
სხვა მინისტრებით მოხიბლული ხართ ია?
კახი კალაძის კანდიდატურა გხიბლავთ დაკავებულ პოსტზე???
იმედგაცრუების კასკადი წამოვა.
ჩვენ ვიცოდით 40% ეს ყველაფერი.
ახლა თქვენ გელოდებით 55% ს რომ ყველამ აიღოთ პასუხუსმგებლობა...
ცვლილებები, ცვლილებები გვინდაააა.....

ავტორი: ხუთკუნჭულა
07.10.2012 16:09
ხშირად მესმის ფრაზა, პირველად საქართველოს ისტორიაში ხელისუფლება არჩევნების გზით მშვიდობიანად შეიცვალაო... დღევანდელობასთან ერთი შეხედვით არაფერ კავშირშია, მაგრამ მაინც ყალბია ეს მტკიცებულება. საქართველოს უახლესი ისტორია ასევე მოიცავს იმ პერიოდსაც, როცა ზვიად გამსახურდიას დამსახურებით არჩევნებით შეიცვალა კომუნისტური რეჟიმი და ეროვნული ხელისუფლება მოვიდა მთავრობაში. მაგრამ სწორედ დღევანდელი მეოცნებე ელიტა გადაუდგა გამსახურდიას და ქართველ ხალხს და იჭაჭებოდა მსოფლიოს გასაგონად, საქართველოში ფაშიზმი დამყარდაო! ახლა ეს მეოცნებე ელიტა იმასაც უარყოფს, რომ პირველი ეროვნული ხელისუფლება რუსული ხელშეწყობით ძალადობით დაამხო და იმავე სცენარზე არც ახლა აპირებდა უარის თქმას! ქალბატონო ია, ხაინდრავას კავშირებს ქურდულ სამყაროსთან და ჯაბას გვერდზე მის ანტისახელმწიფოებრივ „საქმიანობა-ღწვას“ კვლავ უარყოფთ? თუ ახლა „დამოუკიდებელ“ სასამართლოებში შემომთავაზებთ თავად ვუჩივლო ხაინდრავას? თუ მაინც ცილისმწამებელი ვარ, რომ ხაინდრავას და ძაღლმიმკვდარ ჭანტურიას ერის გამაუპატიურებელს ვუწოდებ? თუ თქვენი „სამართლიანობა“ იმ დახვრეტილ-გაუპატიურებულებზე აღარ ვრცელდება?

ავტორი: ანონიმი
07.10.2012 14:38
ავტორი: vazari
05.10.2012 00:24
ეს პირიქით მოხდა. მისი მეგობარი გადაკიდეს 25-ე სართულიდან და მისივე მეგობარი წაიყვანეს სასაფლაოზე. ვერ გაგიგია :)))))

ავტორი: ია ანთაძე
07.10.2012 01:27
ბლოგში გამოთქმულ პროგნოზთან დაკავშირებითაც გეტყვით ორ სიტყვას. ფაქტია, რომ ციხეში პატიმრების წამების ამსახველი მასალის გამოყენებამ რეალური გავლენა მოახდინა საქართველოს მოსახლეობაზე და მის პოლიტიკურ არჩევანზე. როგორ მოხვდა ეს მასალა "მაესტროს" და "მეცხრე არხის" ეთერში - ჯერ კიდევ ბუნდოვანია. ბლოგში აღწერილი სამი ვერსიიდან გამოირიცხა მხოლოდ მესამე - საარჩევნო პროცესმა დაადასტურა, რომ მასალის გამოქვეყნება არ ყოფილა ხელისუფლების წინასწარი გეგმის ნაწილი, რომელიც არეულობაზე და არჩევნების ჩაშლაზე იქნებოდა გათვლილი. რაც შეეხება პირველ და მეორე ვერსიას - ძნელი სათქმელია, მათგან რომელია სწორი ან არასწორი. ფაქტია, რომ მასალა სრულიად მიზანმიმართულად გამოქვეყნდა არჩევნების წინ და ისიც ფაქტია, რომ ასეთი კომპრომატები შემთხვევითი ადამიანების ხელიდან არ ხვდება სატელევიზიო ეთერებში.

დანარჩენს, ალბათ, მომავალი გასცემს პასუხს.

ავტორი: ია ანთაძე
07.10.2012 01:18
მეგობრებო, მოგესალმებით. გილოცავთ ხელისუფლების მშვიდობიან შეცვლას პირველად თავისუფალი საქართველოს ისტორიაში. აქვე ბოდიშს გიხდით იმისთვის, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ შემოვიხედე ბლოგზე. ახლა ყველაფერი წავიკითხე და ყველას მადლობას გიხდით აქტიურობისთვის. იმედია, ჩვენი დისკუსია კიდევ უფრო საჭირო იქნება ახალი ხელისუფლების პირობებში.

აქვე გეტყვით, რომ დამდეგი კვირის ორშაბათს რადიო თავისუფლების რუბრიკის - „ინტერაქტიული დიალოგის“ - სტუმარი იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტატთან არსებული თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის პროფესორი ანდრია როგავა. იგი ისაუბრებს თემაზე: „პირველი ოქტომბერი - მთავარი შედეგები და მოლოდინები“. ბატონი ანდრია ძალიან საინტერესო ადამიანია და ჩემთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ახალი რეალობის შეფასებას აკადემიური წრის წარმომადგენელთან ერთად ვიწყებთ. ასე რომ, თუ გაქვთ შეკითხვა ან მოსაზრება პირველი ოქტომბრის შედეგებთან და მოლოდინებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ, შეგვეხმიანოთ აქვე, ბლოგზე - კვირა საღამოს ჩათვლით. დიდი მადლობა წინასწარ.

კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით, რომ ეს რამდენიმე დღე ბლოგზე არ ვიყავი.

ავტორი: ანონიმი
06.10.2012 21:02
პოლიტიკა / საქართველო

ჯერ ინდულგენცია, მერე - გაბრწყინება .ავტორი კობა ლიკლიკაძე ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" საარჩევნო სია 42. ყეინიშვილი ნანა

ავტორი: vazari
05.10.2012 00:24
დღეს ,,Дождь"-ის არხზე ამერიკელი ჟურნალისტი ქალბატონი გვიყვებოდა,როგორ იქებდა მის წინაშე თავს ბ–ი ოლიგარხი–პოლიტიკოსი–ფსიქოლოგი ბიძინა ი. – –,,გადავკიდე კონკურენტი 25–ე სართულიდან,სანამ არ მომცემდა სასურველ პასუხსო" (!!!) და სხვა ეპიზოდში:–"კაცი არ მაძლევდა ინფორმაციას და წავიყვანე სასაფლაოზე და მთელი ღამე მყავდა იქ დაშინებული,სანამ ..."და ა.შ.
ეს რა კაცი ვიშოვეთ!? მაგას,ბრატ,კაცი "общак"–საც ანდობს, პრემიერობას კი არა!!

ავტორი: GERMANE
04.10.2012 23:25
მათე-ბატონო, საიდან მოიტანეთ, რომ არასამტავროების ელიტას დიქტატორის განადგურება გაუხარდება?
ამ დიქტატორის პერიოდში არასამთავრობოთა დაფინანსება გაასმაგდა - ნამდვილი ელიტა შეიქმნა.
ბორის ივანოვიჩის საქართველოში რომელი ამერიკელი კონგრესმენი მივა იმ აზრამდე, რომ საქართველოს არასამთავროებს ასი მილიონი დოლარი გამოუყოს?
მტრის ქიმერა დაიწვა და ჩამოინგრა - ეს "მტრის" ხატი ასაზრდოვებდა არასამტავროებს. ახლა არაა არც "მტერი" და არც იქნება ამდენი დაფინანსება.
მიშამაც რა მგრად დაამთხვია არჩევნები ოქტომბერს?
სწორედ ოქტომბერში ხდება ახალი ფულისათვის ე.წ. "ანტრაგების" წარდგენა აქ, გერმანიაში.
ესეფ-მა (ევროპის სოციალურმა ფონდმა) უკვე გაანახევრა გამოყოფილი თანხები. ბევრი პროგრამა მიდის ასევთქვათ და აუსლაუფენისაკენ.
მძიმე არის არასამთავრობო ოპოზიციის (აწ ყოფილის!) მომავალი, მართლაც მძიმე.

ავტორი: მათე საიდან გვწერთ: იქიდან
04.10.2012 17:21
წუხელ დისტრიბუტორები დააყაჩაღეს, დღეს ბანკი. ეს სია კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ივანიშვილის "შპანა" ნელ-ნელა ფრთებს შლის.გილოცავთ ქ-ნ ია,ალბათ თქვენც ლაღობთ.

ავტორი: GERMANE
04.10.2012 06:25
თქვენც ალბათ ისე დაკავებული ხართ ქალბატონო ია, რომ ერთი წამით მოლოცვაც კი ვერ მოახერხეთ, ყველაფრის მშვიდობიანად გადატანისათვის მაინც.
ამისთანა არჩევანი ჯერ ქართველ ერს არ გაუკეთებია -უფრო სწორად საქართველოს მოქალაქეებს.
ამ ფაქტს მესამე-მეოთხე დღეს მაინც რომ გამოეხმაუროთ, არ იქნება ურიგო - გვიანი მირჩევნია არასდროს.
შოკში ხომ არ აღმოჩნდით?

მართლა საინტერესოა რა მუვიდა ამ ხალხს - არადა, ზოგიერთი მართლა აქეთა და ზოგიც იქეთა მეგონა, თურმე სულ მიურტვი დუშები ყოფილან.
საღოლ თქვენ ქალ-კაცობას, საღოლ.

ავტორი: იაფიზიკოსი
04.10.2012 02:13
მოგილოცავთ ქალბატონო ია არჩევნებში გამარჯვებას...
იმედს ვიტოვებ, რომ არ გადაიქცევით ხელისუფლების მეხოტბეთ და პროპაგანდის მინისტრად არ გიხილავთ უახლოეს მომავალში... იმედია კვლავ იდგებით თავისუფალი სიტყვის სადარაჯოზე!!!!

ისე რაც თქვენ სავარაუდო სცენარები წერეთ ქალბატონო ია,ერთი როგორ არ გამართლდა?))თქვენ ადგილას დავანებებდი სცენარების წერას თავს და პატარა ფულს ვიშოვიდი))) ვერ ხედავთ აშენდა ხალხი)))ერთი ორი კაპიკი ნამდვილად არ გაწყენდათ)))

ახალი აბუ ღრაიბი?- თუ დემოკრატიის აღიარებული შუქურა ცივილიზირებული სამყაროს თვალში?

ჰა როგორ მომწონს ჩემი დემოკრატიული ქვეყანა!!!!
აბუ ღარიბი არა კვახი))))

ავტორი: ვიქტორ პეკელისი საიდან გვწერთ: მარტოდმარტო ჯუნგლებიდან
03.10.2012 09:51
მსურს მცირეოდენი განმარტება გავაკეთო რადიო თავისუფლების პატივცემულ მკითხველთან პოსტის მოშლის მოთხოვნასთან დაკავშირებით . პოსტის გამოქვეყნების დროს საინფორმაციო საშუალებებით მძიმე ტრაგედიიის შესახებ შეიტყო საზოგადოებამ და უადგილოდ ჩავთვალე დაპირებული ანალიზის გამოქვეყნება . თავად ანალიზი იყო მცდარი, ეხებოდა არჩევნებს, მის შედეგებს და პერსპექტივას. ჩემი ანალიზით ნაცმოძრაობა მიიღებდა 850 ათას ხმამდე, ოცნება 950 ათს ხმამდე, ნაცმოძრაობა დააგროვებდა პროპორციული სისტემით 31-32 მანდატს მაჟორიტარულით 45 -ს . ოცნება პროპორციულით 41-42-ს, ხოლო მაჯორიტარული სისტემით 24-26 მანდატს. ბარიერის გადალახვას და 4-6 ადგილს გაუფორმებდნენ ქდმ-ს. ჩემი ანალიზით ეს ყველაფერი ემსახურებოდა მანიპულირების საშუალებებით კონსტიტუციური კრიზისის გამოწვევას და 6 თვეში ახალი არჩევნებისდანიშვნას ,რის შემდეგაც მომავლის ლიდერად მოგვივლენდნენ ვანო მერაბიშვილს, რომელიც ნაძმოძრაობის ბაზაზე შექმნიდა ახალ პარტიას ახალი სახელით და ჩემი, დღევანდელობიდან უკვე მცდარი ანალიზით ფსონი მერაბიშვილის მომავლის ლიდერობაზე იყო დადებული.
იქვე ამერიკის არჩევნებზეც მქონდა მცირე ამალიზი, რომ ფარსია 6 ნოემბრის არჩევნები და ერთი წლის უკანაც არ იგეგმებოდა ობამას ცვლილება .მიმდინარე პოლიტიკური კონინქტურის გამო .ჩათვლილი იყო, რომ მიმდინარე არჩევნები წმინდა წყლის ფორმალობაა და ობამა უპირობო გამარჯვებულია 51-52% -ით. რომ მანიპულირების თანამდეროვე საშუალებები ამომრჩევლის განწყობის თავისუფლად მართვის საშუალებას იძლევა მიუხედავად გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა .

ბოდიში მინდა მოვუხადო მკითხველს გამოუქვეყნებელი პოსტისთვის . ვაღიარებ ანალიზი იყო მცდარი. მიმაჩნია რომ თუ ზუსტი ანალიზის პრეტენზიის მქონე სუბიექტი უშვებს მსგავს უხეშ შეცდომებს , მართებული იქნება პროფილის ცვლილება უფრო სასარგებლო საქმიანობისკენ. მადლობას ვუხდი ყველა იმ მკითხველს ვისაც ინტერესით წაუკითხავს ჩემი პოსტები და განსაკუთრებით ბლოგის ავტორს, რომელიც გაგებით მოეკიდა ჩემს თხოვნას გამოქვეყნებული პოსტის მოშლასთან დაკავშირებით. ყველა ნორმალური ადამიანის ვალია გაიაზროს საკუთარი შეზღუდული შესაძლებლობები კონკრეტულ საქმიანობაში, მოიხადოს ბოდიში მცდარი მოსაზრებების ტირაჟირებისთვის და აღიაროს მისი საქმიანობის თუ შესაძლებლობების უპერსპექტივობა! :) ბოდიშს ვუხდი ბლოგის მკითხველებს და ვწყვიტავ მცდარი ანალიზების თუ პროგნოზების ტირაჟირებას !

პატივისცემით ვიქტორ პეკელისი

ავტორი: ხუთკუნჭულა
03.10.2012 09:25
რაო, ქალბატონო ია, დუმილის პოლიტიკა ირჩიეთ? გოგა ხაინდრავას ვექილობას აღარ აპირებთ? თუ პირიქით? იქნებ ახლა უფრო კარგად გამოგივიდეთ ეს საქმიანობა? ან თქვენი „წინასწარმეტყუელებანი“ რომ ვერ გამართლდა? ესაო, ისაო, პრეზიდენტის მაგივრად რომ სულ მიშა გეკერათ პირზე, არ წავაო, ხან პრემიერობას ტენიდით, ხან პუტინთან გარიგებებს... ახლა მე მომისმინეთ, თქვენნაირი მარიონეტები 22 წლის წინ გაჰკიოდნენ „ძირს გამსახურდია-შევარდნაძის ალიანსიო“, მერე იმავე დღეს სტუმრობდნენ ედიკას კრემლსა თუ მოსკოვის სხვა რეზიდენციაში... ახლა კიდევ აი რა, გამოგიჩნდებათ მალე ახალი ფილასოფოსი მაისურაძე და ხალხს კიდევ ერთხელ დააჩოქებთ, ამჯერად „დდიადდი ბიძინას“ წინაშე. რა მოტივით? აბა რა ვიცი, მე სადა მაქვს მაისურაძისა და მამარდაშვილის ღრმა ინტელექტი და თქვენნაირი გულწრფელობა...

ავტორი: NATIA
02.10.2012 13:15
ავტორი: ანონიმი
02.10.2012 10:16
-----------------------
ღმერთმა, თქვენ და მე, უფრო გაძლიერებული გვაჩვენოს საქართველო, ასლარიანებზე გაყიდულების ჯინაზე.

ავტორი: ანონიმი
02.10.2012 10:16
ნათია, არა მხოლოდ ია, არამედ ნახევარი საქართველო, ეხლა რომ დაიწყება სრული დიქტატი, მერე მიხვდებიან ყველაფერს, ისე ამ ხელისუფლებამ დაამტკიცა რომ ყველაზე დემოკრატიულია აქამდე არსებულ ხელისუფლებებში, ხომ ჩაატარა სამართლიანი არჩევნები??? მთელ მსოფლიოსაც დაუმტკიცა..
აი ამ 54% იდან 10% იგულავებს, დანაარჩენ 44% დედა ეტირებათ, მოენატრებათ მიშას დრო, ზვაიდი რომ წავიდა და მერე მოვიდა დემოკრატი კიტოვანი , აი ეგეთ დემოკრატიას მოიტანს ივანიშვილი.

ავტორი: NATIA
01.10.2012 20:41
ია ანთაძე, აწი პასუხი შენ აგე, რაც საქართველოში მოხდება !

დიახ, შენ !

ავტორი: ანონიმი
01.10.2012 14:11
ქართული ოცნების მხარდამჭერო ჟურნალისტებო ია ანთაძის თამადობით, იქნებ ამიხსნათ, გუშინ ივანიშვილმა განაცხადა რომ ვერ გაყალბდება არჩევნები, მაგრად აკონტროლებენ დამკვირვებლები და მათი აღიარების შემთხვევაში თვითონაც აღიარებენ.
ახლა დღის ორი საათისთვის 6 საათი დარჩა არჩევნების დამთავრებამდე და უკვე ხალხს ქუჩაში ეძახიან ხმები დაიცავითო, რას ნიშნავს ?
იქნებ იგებენ არჩევნებს?
ხო, კიდევ ბავშვის დახრჩობის ფაქტის ჟურნალისტურ გამოძიებას იმედია აწარმოებთ და კიდევ ერთხელ "ჩამოგლეჯთ ნიღაბს ნაცებს."

ავტორი: ვიქტორ პეკელისი
30.09.2012 23:15
მადლობა ქალბატონო ია

ავტორი: ია ანთაძე
30.09.2012 23:13
ვიქტორ პეკელისის პოსტი მისივე მოთხოვნის საფუძველზე წავშალე.

ავტორი: ზელიმხანი
28.09.2012 14:08
ახალი აბუ ღრაიბი?- ანუ ჩასვრილი ოცნება!!!

ავტორი: ფანტაზიორი
27.09.2012 18:42
ახალი აბუ ღრაიბი?- თუ ორგიები ქართულ ოცნებაში?

მეოცნებე მამრების სექსუალური ფანტაზიები რესპუბლიკელი ქალბატონის მიმართ, გასცდა ყოველგვარ ნორმებს!!!!

ლეგირებული ფოლადის საცვლები ქალბატონს!!!!

ავტორი: ანონიმი
27.09.2012 18:36
მათე, ეს ყვეკლაფერი ძალიან კარგად იცოდნენ, ჩვენმა "მანანებმა", თვითონაც გუბაზის და მისი ცოლივით ლუკმის გადმოგდების მოლოდინში იყვნენ, რა ირაკლი და ნინაკა კაკაბაძეებს არ უნდათ მილიონი??? აბა ირაკლის ენდომება თუ ენდომება ამერიკაში, მეც საფრანგეთში ვცხოვრობ, "ორდიპლომიანი" (უკვე გაბანძდა ეს სიტყვა,) ფრანგულიც ვიცი...მაგრამ ისიც ვიცი რა საშინელებაა აქ გვიან ჩამოსვლა..
კაკაბაძის ამერიკულ სამსახურზე არ დაიჯეროთ, ვიცი პირველი თაობა ემიგრანტების პრობლემები, ფიზიკურად არ იმუშავებს, თავისი ინგლისურით ნორმალურ სამსახურს ვერ იშოვის რა ქნას...იციტ რა მაგარია ამერიკა ფულით????
ხოდა წერს ეხლა სტატიებს მისი ცოლი და არა თვთონ და იღებს კკბ ეს ფულებს.
ნინაკაც, რატიც , მისი ცოლი გუბაზის ცოლზე პატრიოტი გგონიათ?? დათოს ვოიაჟები უყვარს ტურაშვილს ,
მამუკა არეშიძის ნახვის მერე ია ანთიძეს ვენებებს მგონი აეხადა ფარდა და ასე შემდეგ..
განა ნაცებში უკეთესები არიან, მაგრამ ამათ პატრონი ანუ ამერიკა ყავთ უფრო ცივილიზებული, ტანაც კანონიე ქურდებს და კრიმინალურ ელემენტებს, გოგა ხაინდრავას მართლა ჯობია გიგიც, ვანიც, ბაჩოც, თორნიკეც, სახვა საზღვარგარეთ განათლება მიღებული ახალგაზრდები, ჯობიაააააა......... ცვლილებები ხომ აშკარააააააა, უფრო უკეტ ხომ ვააააააართ, ვიდრე ის ქვეყნები სადაც რუსები არიან..
ბოლოს და ბოლოს სამხრეთ და ჩრდიოლეტ კორეა...განა სამხრეტელები იდიალურები არიან, მაგრამ უფრო უკეთ ხომ არიან ვიდრე მისი ჩრდილოელი ძმები..
ხოდა ჩვენც ასე ვიქნებით, ამ გზაზე ვინც დადგა, ყველამ უკეთესობა იგრძნო, ამაშია საქმეეეეე...
ეს ახალი და ძველი რუსეთუმეები აშკარად უკან გვექაჩებიან, რატომ?????
პასუხი გუბაზის და მისი ცოლის ოცნებებია კისკისის თანხლებით...
გმადლობთ

ავტორი: მათე საიდან გვწერთ: იქიდან
27.09.2012 17:08
ოცნების წევრების ერთმანეთისადმი მიძღვნლი ლოცვა-კურთხევა ვნახე ინტერნეტით.ამის მერე ხმა ამოგეღებათ საქართველოს მანანებო.?სხვისი მიმართულებით ქვა იმან ისროლეთ ვინც უცოდველი ხართ.მიმიფურთხებია მთელი ოპოზიციისათცის

ავტორი: დონ ვიტო
27.09.2012 01:14
ავტორი: ია ანთაძე
25.09.2012 00:01
ხუთკუნჭულა, წავშალე თქვენი გზავნილი. დაწერეთ იგივე ხაინდრავაზე თქვენი სახელით და გვარით (ანუ მიეცით ხაინდრავას საშუალება, რომ ცილისწამებისთვის სასამართლოში გიჩივლოთ) და აუცილებლად გამოვაქვეყნებ. პირობას გაძლევთ.

ხაინდრავა სასამართლოში არ იჩივლებს მგონია ქალბატონო ია,კაცი ამხელა ქურდულ "სხოდკებზე" დაბრძანდება და სასამართლოში უჩივლებს ხუთკუნჭულას ვითომ?

ღმერთო, შეაყვარე ქართველს ქართველი და საქართველო, რადგან ამ უკანასკნელს არა დაუშავებია რა.
ვაჟა-ფშაველა

ავტორი: ანონიმი
26.09.2012 10:57
http://www.youtube.com/watch?v=oXl5ixBtjpY&feature=related

ავტორი: დონ ვიტო კორლეონე საიდან გვწერთ: პალერმოდან
26.09.2012 05:23
ავტორი: ია ანთაძე
25.09.2012 00:01
ხუთკუნჭულა, წავშალე თქვენი გზავნილი. დაწერეთ იგივე ხაინდრავაზე თქვენი სახელით და გვარით (ანუ მიეცით ხაინდრავას საშუალება, რომ ცილისწამებისთვის სასამართლოში გიჩივლოთ) და აუცილებლად გამოვაქვეყნებ. პირობას გაძლევთ.
----------------------------------------------------------------

ხაინდრავა დაიკო სასამართლოებში არ ჩივის...თუ რამეა რეზო თბილისკისთან ჩადის, ბაზარის ასაწევად!!!!

ამისთანა არაფერი გამიგია!!!ჟურნალისტი გერქვას და ეს არ იცოდე!!!...

არ დაწერო ხუთკუნჭულა შენი სახელი,არ დაუჯერო ქართულ ჟურნალისტიკას!!!!! )))))))

ავტორი: goga
25.09.2012 19:14
იაააააა......
თქვი რამე ჩემო კეთილო ახალ "ფალსიფიცირებულ" მასალაზე....სააკაშვილის ხელისუფლებაზე უარესი არ არსებობს ხომ??? გოგა ხაინდრავა და ივანიშვილი უკეთეს რეფორმებს გატარებდნენ არა საქართველოში??
თქვენ, რატიკუნა ამაღლობელი, ლაშიკო ბუღაძე, ირაკლი კაკაბაძე და სხვები, ბიძინას კრიტიკას რომ ერიდებით, ნაყიდები ხართ ყველა, ხალხი და სახელმწიფო სულ ფეხებზე გკიდიათ, გამოტყდი იაააა .... ფარულად ხომ არ შენატრე კიდეც ირმა ინაშვილს?? კონკურენტი იქნებოდა ხომ საზოგადოებრივი არხის თავჯდომარის პოსტზე, თქვი რა რამე!!!!!!! მოიმარჯვე "სიმართლის მომსახურე კალამი".
ხო კიდევ, ლაშიკოს გადაეცი ბუღაძეს, არბუნებრივად რომ ყვიროდა "აქცენტებში" და მართლა გოგა ხაინდრავას იყო დამსგავსებული , რომ ძალადობდა, ცალსახად და ცალმხრივად აკომენტარებდა მოვლენებს, ეხლა რა კომენტარს გააკეთებს????, ქურდების და იგორ გიორგაძის მთავრობა უკეთეს საქართველოში გვაცხოვრებს?
ანდა ლაშიკო, რომ ყვიროდი "წამსვლელია მიშა, რაღას დადის აქეთ_იქითო" ეს სახელმწოფოებრივად მოაზროვნე ინტელექტუალის სიტყვებია? თუ ხაინდრავსმაგვარი და ნათელაშვილიმაგვარი არასერიოზული ადამიანის.
ვადის ამოწურვის წინა დღის ჩათვლით , სანამ ის პრეზიდენტია, ბოლომდე უნდა ასრულოს თავისი მოვალეობები, მათ შორის საარჩევნო კამპანია. რატომ წავიდეს , ან მიშა ან ბაჩო, ან ვანო? გამოიძიონ ჯერ, მაშინ წავიდეს ბიძინა ძმიშვილის უმსგავსი საქციელის გამო, არაააააა....ბიძინა ამას არ უკვეთავდა, აი ბაჩო, კი, უდაოდ.....

აი ასეა, ვინც რუსულ ფულს მიეყიდება, ისე გაუმარტივდება აზროვნება როგორც რატიკოს და ლაშიკოს...ტურაშვილს და ნინაკას..
მე თქვენ ახალი თაობის მოაზროვნეები მეგონეთ..და თქვენ ახალი გურანდა გაბუნიები ყოფილხართ..
სამწუხაროა...
ხო მართლა,
ორმა პატიმარმა თავის მოკვლა სცადა, სხათა შორის არა მომხდარი აქტისთანავე ან მეორე, მესამე დღე-კვირას, არამედ ამ კადრების აფიშირების გამო...და თუ თქვენ , "ინტელექტუალებო" ამაშიც მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობას ხედავთ და არა ამ ვიდოების გამავრცელებლების..რაღაზე უნდა გელაპარაკოთ..
ჯერ სად ხართ, 2004 -2012 წლებში ციხეშიმჯდომი, ყველა პერსონა დეგრდირდა, ჩაივლის ეს პროცესი, და მერე სახუმარო თემად გადაიქცევა ცოცხი და საშინლად დაკომპლექსებულები იქნება ყველა ამ წლების პატიმარი. ხოლო როცა შეეცდებიან თავის მართლებას "მე არა, მე არო" პასუხიც მომზადებული იქნება: " ერთი-ორი კაცი ყოფილა და აბა რას ყვიროდით ყველას უკლებლივ გვაწამებდნენო?" ყველგან გაახსენებენ, ხუმრობით , გესლით, ბოღმით, მათ შვილებსაც სხვათა შორის .
აი ეს გააკეთეს "მეოცნებების" ლიდერებმა და რუსეთმა ერთად.
ეხლა მაინც გაჩერდით და იფიქრეთ ამ პატიმრებზე, რომ ატრიალებთ მანიაკებივით ამ ვიდეოებს...

გმადლობ ,რადიო თავისუფლება ,კიდევ ერთხელ რომ მაძლევთ აზრის გამოთქმის შესაძლებლობას...

ავტორი: ხუთკუნჭულა
25.09.2012 17:53
ქალბატონო ია, დიდი მადლობა ასეთი შეპირებისთვის, თქვენ ან ჭურში ბრძანდებით ან თავს ისულელებთ. მე ჩემი სახელით და გვარით ვწერდი 90-იან წლებში და ახლა იმიტომ ვარ ემიგრაციაში, დიახ, გოგა ხაინდრავა ჯაბასთან ერთად დაძრწოდა და ეგ მიჩივლებს მე? და თქვენ გაუპატიურება მაინცდამაინც პენისის შეკვეხა გგონიათ სხვის სხეულში? და თქვენ მე მიმტკიცებთ, რომ ვინც ჯაბასთან იყო, ის არ არის გამაუპატიურებელი? ხაინდრავა ამაყობდა კიდევაც ავტომატით ჯაბას გვერდით რომ დაძრწოდა. საღოლ თქვენ, ჩემი სახელი რომ არ დავმალე, იმიტომაც დამმართეს ჩემი მაგ ხაინდრავებმა და ახლა სასამართლოთითაც მემუქრებით? აი ეს მაინს დადეთ აქ, ხომ მახსენებთ... და თქვენ იუთუბის ჩართვა იცით? და ხაინდრავა და მისთანანი რასაც სჩადიოდნენ, არ გსმენიათ და არ გინახავთ? აი ამიტომ გიწოდებთ ყალბს.

ავტორი: goga
25.09.2012 09:46
ჩემი პასუხი გუშინდელი ზუგდიდის და დღევანდელი გურჯაანის აქციებია... რომელზეც ძალით მორეკეს დაშინებული ხალხი და "ნაც აქტივი"

ავტორი: 4141414141!!!!
25.09.2012 03:01
კაი,მასე ვიზამთ...

ავტორი: 55555555555!!!!!!!
25.09.2012 02:18
გახურებული ცოცხებით ვარ მომარჯვებული!!! წამებით ამოგხდით სულებს!!! ჯერ უნდა შემომხაზოთ!! არ შემომხაზავთ და ციხეში შეთრევაც არ დამჭირდება თქვენი!!!

ავტორი: 4141414141!!!!
25.09.2012 01:51
ავტორი: 555555555!!!!!!!!
24.09.2012 22:50
შემომხაზეთ!!! შემომხაზეთ!!!! საწამებელი და დასახოცი კიდევ ბევრი ხართ!!!

გვემუქრები?....რას გვერჩი შე კაი ადამიანო?

იმედია ბლოგის ავტორის პოზიცია ოდნავ განსხვავებულია...მიდერატორისაც,,,

ავტორი: ია ანთაძე
25.09.2012 00:01
ხუთკუნჭულა, წავშალე თქვენი გზავნილი. დაწერეთ იგივე ხაინდრავაზე თქვენი სახელით და გვარით (ანუ მიეცით ხაინდრავას საშუალება, რომ ცილისწამებისთვის სასამართლოში გიჩივლოთ) და აუცილებლად გამოვაქვეყნებ. პირობას გაძლევთ.

ავტორი: 555555555!!!!!!!!
24.09.2012 22:50
შემომხაზეთ!!! შემომხაზეთ!!!! საწამებელი და დასახოცი კიდევ ბევრი ხართ!!!

ავტორი: goga
24.09.2012 18:32
მიყვარხარ უიშვილო...
ჩემი პასუხი გუშინდელი ზუგდიდის და დღევანდელი გურჯაანის აქციებია...

ავტორი: ტელეკომპანია 9,5 + საიდან გვწერთ: გრანდიოზული აქციიდან
24.09.2012 15:28
იაპონიის იმპერატორი აკიჰიტო თოვებს ტახტს და უერთდება ქართული ოცნების რიგებს... ასევე ქართულ ოცნებას შეუერთდა ფოთის პოლიცმაისტერი,მრეცხავი ვარდო,და მეეზოვე ცოცხთან ერთად!!!

მივესალმოთ მეგობრებო!!!

ავტორი: უიშვილი საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
24.09.2012 15:13
ავტორი: goga
24.09.2012 13:24-სიტყვა "ჩარეცხვას" ბევრ თქვენგანს ამოანთხევინებენ! ცოცხის გამოყენებასპირდაპირი დანიშნულებითაც კი ვერ გაბედავენ თქვენი ოჯახის დიასახლისები....ღმერთმა ქნას სიმართლის გამარჯვებისა-იმდან ცოცხს "მოგართმევს" გაბრაზებული ქართველი ხალხი ერთ ადგილას ვეღარ ითვლიდე! არაადამიანი უნდა იყო ნაცXების ჩადენილ სისაძაგლეების გამართლება სხვაში ეძებო!

ავტორი: goga
24.09.2012 13:24
ქალბატონო ია...
როგორც კინოფილმ "ბურთი და მოედნის" მთავარი პერსონაჟი ამბობს: ეხლა ვინ გავასამართლოთ?????
ხელისუფლება აპირებს ნებისმიერ ფასად არჩევნების მოგებას და ივანიშვილი არა?????? თუ ეს კადრები ფალსიფიცირებულია?????
აბა მოამზადეთ ახალი სტატია ახალ ვიდეომასალაზე..
თქვენ ხომ "უანგარო" ჟურნალისტი ხართ?? არ აღშფოდით, თქვენი ბიძო ნამდვილი დემოკრატიული პრინციპების დაცვით მოქმედებს არა???
დრო, დრო ჩაგრეცხავთ ყველას...

ავტორი: ია ანთაძე
24.09.2012 04:11
მეგობრებო, დღეს ვერ შევძელი ბლოგის კომენტარების წაკითხვა და ბოდიშს გიხდით. იმედი მაქვს, ხვალიდან მაინც შემოგიერთდებით.

ავტორი: ანონიმი
24.09.2012 03:25
ახლა ნებისმიერი რამის თქმა რთულია და ამბივალენტური, მაგრამ დაჩი ცაგურიას ბრძოლა არ გაიშვა... და ეს იდიოტები რას იჭერდნენ ამ ცაგურიას.

ავტორი: ლიი
23.09.2012 18:51
სოლომონის მიმართვა არათანამოაზრეებს:
http://solomonternaleli.wordpress.com/2012/09/

ავტორი: დემნა
23.09.2012 15:45
ავტორი: goga საიდან გვწერთ: safrangeti
23.09.2012 14:09

ნუ ნერვიულობ goga ჯიგარო...არ გამოუვიდათ ამათ რაც უნდოდათ...ქალბატონ ია ანთაძის ტონზე ვატყობ ამას,რომ არ გამოუვიდათ...კარგად ვიცნობ უკვე და ვხვდები როგორ ფიქრობს...

უფლის!!!,ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს ნებაა საქართველო ცივილიზირებული ქვეყანა გახდეს და ვერავინ ვერ წავა მისი ნების საწინააღმდეგოდ!!! სატანის ყველა ხრიკები აღმოჩენილი და გაუვნებელყოფილი იქნება აუცილებლად!!!

დამიჯერე აქ არც მიშა წყვეტს რამეს და არც გრიშა!!!ყველაფერი ზეცაში წყდება!!!ამიტომ მოგვიწოდა პატრიარქმა ლოცვისთვის...უფალი განაგებს ქვეყნების და ერების ბედს!!!

ღმერთო ძლიერო!!!,უფალო იესო ქრისტევ!!! იხსენი საქართველო ყველა უხილავი, თუ ხილული მტრისგან!!!

ავტორი: goga საიდან გვწერთ: safrangeti
23.09.2012 14:09
დემნა....
დაჩი ცაგურიასავით აზროვნებს საქრთველოს,( და არა მხოლოდ, ყოფილი საბჭოთა კავშირი, აზია, და სხვა ჩაკეტილი ერები°) 80%, მათ შორის "მოაზროვნე" ნაწილიც, ამის ნათელი დადასტურებაა, "ძირს პატრიარქის " მთქმელი გოგონას ჩაქოლვის მცდელობა, აი ეს უფრო საგანგაშოა, თორემ მწვლელებლებს დაიჭერენ, კონკრეტული დანაშაული უფრო ადვილი გამოსწორებადია ვიდრე ჩვენი ულოგიკო მენტალიტეტი.
არა ძალადობის.......აქციაზე, განსხვავებული აზრისთვის ადამიანს ქოლავენ , საკნებიდან კრიმინალები ყვირიან: " ჩვენი დრო მოვიდა, ბიძინააააააა" და ამაზე ია ანთიძეს და სხვა "სახე შეძრწუნებულ" ცნობილ ადამიანებს რეაქცია არა აქვთ.....მხოლოდ ცოცხ გარჭობილ უკანანალებს ხედავენ, მორჩა, თითქოს 70 და კიდევ 13 წელი ამას არ აკეთებდნენ ქურდები და კომუნისტები ერთად და ჩვენი უბედურება მიშა და ბაჩო ყოფილა....
ხსნა ბიძინაშია!!!!!!!!!..
რომლის გვერდით კუკავა, ძიძიგური, დავითაშვილია, ( სხვებზე არღარ მაქვს საუბარი და რეალურად ვინც უნდა მართოს ქვეყანა მეოცნებეების მოსვლის შემთხვევაში, არც იმათზე) , ეს ხალხი ჟირინოვსკის ეახლა თაყვანისცემით, კაც-მანიაკს, (ყელანაირი გაგებით) რომელსაც გეგმა აქვს საქართველოს სრული განადგურების და დასაჭურისების.
რომელიც პუტინთან ერთად აპირებს არა მარტო კრიმინალებს, არამედ მთელ საქართველოს გასთხაროს ცოცხი .
ამ დღეებში, ამ საშინელი კადრების მერე , უფრო საშინელ განწყობაზე დამაყენა ცნობილი თუ ცნობადი სახეების ფარისევლობამ, არაბუნებრივმა მიმიკამ, მაია ჯაბუას "სასოწარკვეთილმა" სიმღერამ, რომლის იქით სიხარულის გულის ფრიალი იყო, , სისხლიანი მეუღლის თანამდებობაზე შესაძლო დაბრუნების გამო, ანადა ნაცების "მომხრეების" დაბნეულობა პირადი კეთილდრეობის დაკარგვის შიშით.
ყველას ფეხებზე გკიდიათ პატიმრებიც და სახელმწიფოებრიობაც....
ევროპასა და ამერიკაში მუდმივი ელექტორატი არსებობს , ხალხი იდეას და პროგრამებს უჭერს მხარს, კლინტონის გაუკუღმართებული სექსის გამო დემოკრატიულ პარტიას ამომრჩეველი არ დაუკარგავს, ვერც სარკოზის კადაფთან საეჭვო ურთთიერთობებმა გადააქცია მემარჯვენეები მემარცხენეებად საფრანგეში , იმიტომ რომ, ცივილიზებულები არიან და ადექვატურები იმ რეალობასთან, რომ ყველგან და ყოველთვის შეიძლება გამოჩნდეს საშინელების ჩამდენი ადამიანი, მაგრამ სახელმწიფოებრიობა ყველაზე მნიშვნელოვანია.
დიახ, მე მირჩევია, ერთი ან რამდენიმე ძლიერი სახელმწიფო მოღვაწე, მოაზროვნე პროგრესული, მკაცრი, თავისი შეცდომებით,(რომლებიც ერს ასწავლის აზროვნებას) "სუნიან რვა ხევისბერს", ან ადამიანთა ბრბოს , რომლებიც "მთების იქით ვერაფერს ხედავენ" ზუსტად ისე, როგორც ვაკე-ვერის, კომუნისტურ -აზიური სუნიანი ქართველებისთვის სამყაროს ცენტრი ვაკის პარკიდან ფილარმონიამდეა, ან თუნდაც მოსკოვია, ან თავიაანთი მუცელი და პატივმოყვარეობა.
როდის მივხვდებით რომ იმის თქმა რომ ჩვენი უბედურება ერთ კაცშია მხოლოდ, ან ხუთში-სიბნელეააააა......... სიჩლუნგეააააა........ სიტლუეააააააააა......

იმედია ამ წერილს არ დაბლოკავთ.

ავტორი: ანონიმი საიდან გვწერთ: პოსეიდონი
23.09.2012 13:44
ავტორი: odiSeli
22.09.2012 16:05

არ გამოვა ჯიგო ეგ ამბავი,,,,ახლა ამათი ვიდეოების ჯერია ;) ;)

ავტორი: ANNA საიდან გვწერთ: Tbilisi
23.09.2012 12:23
ავტორი: goga
"...აუხსნათ საზოგადოებას რომ ამ ადამიანების მწვალებელები უნდა დაისაჯონ, მაგრამ ამ ნაწვალებმა ადამიანებმა თავისი დანაშაულისთვის უნდა აგონ პასუხი, არა??"

მე მგონი ეს ადამიანები უკვე ისედაც ციხეში არიან და პასუხსაც აგებენ...
თუმცა, ეს ახალი გარემოებები, რაც წამების ფაქტების გამოაშკარავებამ წარმოქნა, იძლევა სამართლებრივ საფუძველს ძალია, დიახ, ძალიან ბევრი საქმე იქნას გადახედილი და სადაც აღმოჩნდება, რომ ჩვენება ან სხვა მტკიცებულებები გამოძალულუ და მოპოვებული იქნა ძალადობის გზიტ ან უკანონოდ, საქმე შეიძლება დაისალოს. სხვათასშორის, თქვენს საოცნებო (ვიტომ საოცნებო - შემდგო განვმარტავ, რატომ ვითომ) დასავლეთსი, უკანონოდ მოპოვებული გამატყუნებელი მტკიცებულება საერთოდ არ განიხილება სასამართლოს მიერ და ყველა პოლიციელმა და გსამომძიებელმა იცის, რომ დამნაშავესაც ვერ დასჯეს, თუ კანონიერი მტკიცებულებები არ წარადგინა სასამართლოზე. და ბოლოს, რატომ ვითომ - ვინაიდან თქვენ, შსს-ს მიერ დაქირავებული ინტერნეტ-ფორუმელები და თქვენი მთავრობსა, თავისი შუასაუკუნეების ინკვიზიციისათვის შესაფერისი სამართლებრივი სისტემით ხართ მთავარი დაბრკოლება საქარტველოს ევროკავშირსა და ნათოში გაწევრიანების გზაზე, ვინაიდან ასეთ ველურ ქვეყანას ამ სტრუქტურებში არავინ მიიღებს. თქვენ ხართ სამშობლოს მოღალატეები და რუსეთის აგენტები.
პ.ს. ისე, არ გიფიქრიათ, რომ გვირგვლიანის მკვლელობისთვის ფორმალურად გასამართლებული პირები, რომლ;ებიც სააკაშვილმა შეიწყალა, ასევე თამაზაშვილის, ივანიშვილის და რუსეთის მითითებით მოქმედებდნენ... ან იქნებ თაკო სალაყაია, რომლის ქეიფების შედეგად, სხვადასხვა რესტორნებში, ბარე 20 ადამიანამდეა ნაცემი, იქნებ ფე-ეს-ბეს აგენტია და ამ გენიალურ მენეჯერ ვანოს მიუგზავნეს... ამით არ დაინტერესებულა შსს

ავტორი: ხუთკუნჭულა
23.09.2012 12:18
ქალბატონო ია, ნებისმიერ ფასად სწორედ თქვენი „მესია“ აპირებს არჩევნების მოგებას. ნუთუ ვერაფერი საეჭვო შეამჩნიეთ იმ ფაქტში, რომ ეს კადრები დიდი ხანია თქვენი „მესიის“ ხელთაა და ახლა ვინმე ანონიმ მაღალჩინოსანს მიაწერთ კადრების მომზადება-გადაღებას? ცრუობთ და თანაც უსირცხვილოდ, იმიტომ რომ სიმართლე რომ აღიაროთ, თანამონაწილე ხდებით წარსულის და იმ „საოცნებო“ მომავლის, როცა ქურდები და ძველი სადისტები დაუბრუნდებიან ერის „კეთილდღეობაზე“ ზრუნვას.

ავტორი: BONDI JEIMSI
23.09.2012 11:49
ასეთი რაღაცეები ცივილიზირებულ და დემოკრატიულ ქვეყნებშიც მომხდარა...პოსტ საბჭოთა ქვეყნებში დღესაც ყოველდღიურობაა...ცუდია რომ მოხდა,მაგრამ გატარებული ღონისძიება,მიღებული ზომები უფრო მნიშვნელოვანია ამ დროს,,,,ხოდა ამიტომაა მოსუქებული და მოფერიანებული პრეზიდენტი...

გაგახსენებთ რომ პირველი ვიდეო შსს- მ დადო თავის საიტზე...ნუ მარჩიელობთ,გაიგეს უბრალოდ ამათ რას უმზადებდით და დაგვიანებულად მაგრამ დაიწყეს მოქმედება.თვითონ აიღეს ინიციატივა ხელში....ასე რომ არაა გამორიცხული ამ დარტყმამ კიდევ უფრო გააძლიეროს ნაც-მოძრაობა...დიდი ვერაფერი დააკლო ამ საგულდაგულოდ შემონახულმა კომპრომატებმა...ადრე ვინც უჭერდა ამათ მხარს, ახლაც უჭერს...

ისე ცნობისთვის რევოლუციები,არეულ დარეულობა და გადატრიალება,ციხეების გახსნით იწყება,,,იქ ეწყობა ბუნტი მერე იხსნება ციხეები და იქმნება ქაოსი,,,რუსებიც მაგას უყურებენ,,,კბილებს ილესავენ ცხინვალში,რაც ევოკავშირის დამკვირებლებმაც აღნიშნეს....

ასეთი "ზაგატოვკების" სპეციალისტები არიან,,,,მაგრამ ღმერთი არ გაწირავს საქართველოს....

ღმერთო დაიფარე საქართველო ხილული და უხილავი მტრებისგან!!!!!!!
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 3

ბლოგერები

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების ვებსაიტზე შეიქმნა ახალი რუბრიკა „თავისუფალი სივრცე“, რომელშიც შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული