Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორი სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად


თბილისი, 14.06.2015
თბილისი, 14.06.2015

თბილისში სტიქიით გამოწვეული ტრაგიკული შემთხვევების შემდეგ, მეორე დღესვე, გორში ახალგაზრდებმა მოხალისეობრივი მოძრაობა დაიწყეს. ქალაქში გროვდება ტანსაცმელი, პირველადი მოხმარების საგნები, საკვები პროდუქტები. არასამთავრობო ორგანიზაციებმა დახმარების მსურველთათვის საკუთარი ოფისები გახსნეს. საგანგებო შტაბი გაიხსნა გორის მერიაში. გორის მერმა თბილისის მერიას ვოლიერების გარეშე დარჩენილი ცხოველების ნაწილის გადმოყვანა გორში ახალბაღის ტერიტორიაზე მოწყობილ მცირე ზოპარკში შესთავაზა. არასამთავრობო და სახელისუფლებო ორგანოების გარდა, აქტივისტების მობილიზება გამოაცხადეს პოლიტიკურმა პარტიებმაც. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მოქალაქეებს უკვე მიაქვთ სტიქიით დაზარალებულებისთვის განკუთვნილი ნივთები. პარტიის წარმომადგენელი კახა ლობჟანიძე ამბობს, რომ საკოორდინაციო შტაბი მანამდე იქნება გახსნილი, ვიდრე უსახლკაროდ დარჩენილთა საჭიროებები არ დაკმაყოფილდება.

ამჟამად მობილიზებულია ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ყველა სამსახური. გუშინვე მუშაობა დაიწყო სპეციალურმა სამობილიზაციო შტაბმა, სადაც დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ნივთები გროვდება.

რამდენიმე კვირის განმავლობაში სტიქია შიდა ქართლს უტევდა. ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებსა და ატენის ხეობაში ზარალის დათვლა ახლაც მიმდინარეობს. გორში ყველაზე ხანშიშესულებიც კი ვერ იხსენებენ, რომ ოდესმე ამდენი სეტყვა და წვიმა მოსულიყოს ერთბაშად. სოფლის მეურნეობის სპეციალისტები კი აცხადებენ, რომ წელს, აგრარული თვალსაზრისით, ყველაზე მძიმე შემოდგომა იქნება და მოსახლეობა მოსავლის მხოლოდ მცირე ნაწილს მიიღებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG