კვირა, 26 მაისი, 2013 თბილისის დრო 05:05

რუბრიკები / რეგიონული მაცნე

გორში სტალინის მონუმენტი ისევ დაიდგმება

სტალინის სახლ-მუზეუმის სკვერში მიმდინარე სამუშაოები
სტალინის სახლ-მუზეუმის სკვერში მიმდინარე სამუშაოები

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გორში ისევ გააქტიურდა დისკუსია სტალინის ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მონუმენტი კერძო კოლექციონერმა 17 ათას დოლარად შეიძინა. გორელების ერთმა ნაწილმა ამ ინფორმაციის გადამოწმება და ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი საკრებულოს მალე პეტიციით მიმართავს და 2010 წლის გადაწყვეტილების შესრულებას მოსთხოვს, საკრებულოს 2010 წლის 16 ივნისის დადგენილება კი სტალინის მონუმენტის ქალაქის ცენტრიდან მუზეუმის ტერიტორიაზე გადატანას ითვალისწინებდა. ეს დადგენილება ორი წელია, არ სრულდება. საინიციატივო ჯგუფს საკითხის ინიცირებისთვის ორიათასი ხელმოწერა სჭირდება. ამ ჯგუფის წარმომადგენელი შალვა ტლაშაძე აცხადებს, რომ ხელმოწერების შეგროვება პრობლემას არ წარმოადგენს - სამ დღეში უკვე 300 ხელმოწერაა შეგროვილი. მისი თქმით, საკრებულო ვალდებული იქნება მოსახლეობის მოთხოვნა გაითვალისწინოს და ძეგლი მუზეუმის მიმდებარე სკვერში დადგას. 

სტალინის მონუმენტის დემონტაჟი  ქალაქის ცენტრალური მოედნიდან  2010 წლის 25 ივნისს,  ღამით მოხდა. მაშინ მოსახლეობის  ნაწილმა პროტესტი გამოთქვა და ძეგლის დაბრუნება მოითხოვა.

გორელების ერთი ნაწილი ძეგლის ძველ ადგილას, ქალაქის ცენტრში დაბრუნებას ითხოვს, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ძეგლის ადგილი მუზეუმის ტერიტორიაზეა. გორელი ნათია ნადირაძის აზრით, ამ ძეგლის გამოყენება მხოლოდ ტურისტული თვალსაზრისით უნდა მოხდეს.

საქართველოს პარლამენტში გორის მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ ვახტანგაშვილი მიიჩნევს, რომ გორის მოსახლეობის მოთხოვნა გათვალისწინებულ უნდა იქნეს და საკრებულომ თავისივე გადაწყვეტილება უნდა აღასრულოს. 

გორის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე ძეგლის კერძო კოლექციონერზე გაყიდვას უარყოფს და აცხადებს, რომ მონუმენტი ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის ტეროტორიაზე ინახება. მისი თქმით, ამჟამად სტალინის სახლ-მუზეუმის სკვერის კეთილმოწყობა მიმდინარეობს, მომავალი წლის ბიუჯეტში კი მონუმენტის დადგმის ხარჯები იქნება გათვალისწინებული. 

მიმდინარე წლის აპრილში გორში კულტურის და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი ნიკოლოზ რურუა იმყოფებოდა, რომელმაც განაცხადა, სტალინის მუზეუმი სტალინიზმის მუზეუმად გადაკეთდაო. ამ მიმართულებით ამ დრომდე არაფერი გაკეთებულა. გარდა ამისა, რურუამ იქვე განაცხადა რომ ძეგლის დადგმა საერთოდ აღარ იგეგმებოდა. მას შემდეგ ექვსი თვე გავიდა, გორის საკრებულო კი პირობას დებს, რომ მომავალ წელს მონუმენტს სკვერში დადგამს.



ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: Khati
05.11.2012 23:39
სტალინის ძეგლის ქალაქის ცენტრში დადგმა არის არამარტო სტალინის რეჟიმის მსხვერპლთა უგულებელყოფა არამედ თითოეული პროგრესულად მოაზროვნე მოქალაქის შეურაცხყოფა და საყოველთაოდ აღიარებული დემოკრატიული ფასეულობების შელახვა.

რაც შეეხება მის მუზეუმში გადატანას. წინააღმდეგი არა ვარ ,თუ რა თქმა უნდა იგი არ მოემსახურება "დიდი ბელადის "პოპულარიზაციას" და დოკუმენტური და რეალური ფაქტები მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის 'შესახებ არ იქნება მიჩქმალული. წინააღმდეგ შემთხვევაში ალბათ უმჯობესი იქნება დავიცადოთ და მისი ბედის გადაწყვეტა მომავალ თაობებს მივანდოთ, რომელთაც საღად აზროვნება და ცუდისა და კარგის გარჩევა უკეთ შეეძლებათ.

ავტორი: lia საიდან გვწერთ: gori- rostovi
01.11.2012 21:18
ხალხს რიტი დააპურებენ? ტორემ სტალინი კი არა ბრეჯნევისაც დადგან. მოსავალი სად წაიგონ?

ავტორი: ანონიმი საიდან გვწერთ: თამუნა
31.10.2012 23:50
საინტერესოა პირველს ვის მოუვიდა თავში სტალინის ძეგლზე ფიქრი და ხელნაწერების შეგროვებაზე სირბილი ამ ჯერ კიდევ კარგად არ გაციებული არჩევნების ფონზე? არჩევნების შემდეგ ეს ერთ ერთი უაქტუალურესი თემაა არა? ერთ პროვოკატორს კიდევ არაუშავს, ათასი ჩათრეული კუდზე რომ არ ებმებოდეს...

ავტორი: vv საიდან გვწერთ: tb
29.10.2012 10:24
მეც მგონია განახლებულ მთავრობის პირობებში ანუ ახალ რეალობაში ლოგიკური იქნება სტალინის ძეგლის დადგმა გორში და ორჯონიკიძის ძეგლის აღდგენა ძირულაში

ავტორი: ketino საიდან გვწერთ: tbilisidan
28.10.2012 20:19
გორი მარტო გორელების არ არის! საერთოდ უნდა განადგურდეს ეს ძეგლი.

ავტორი: კახა საიდან გვწერთ: თბილისი
27.10.2012 22:55
ერთს შეიძლება ეგონოს რომ 1 200 000-ზე გონიერი და ჭკვიანია, ის ერთი შეიძლება ცდებოდეს მაგრამ არ არის გამორიცხული რომ არ ცდებოდეს, 600 000 ნობელიანტი სიტყვაზე და 600000 უბრალო პროლეტარი რომ დააყენო ერთად როგორ ფიქრობთ ინტელექტის დონე რაოდენობის გამო მოიმატებს? არა 600 000 ნობელიანტს უფრო მეტი შანსი აქვს ბრბოდ გარდაიქმნეს. ვეთანხმები კომენტარს ერთეულები ქმნიან და მიყავთ ცივილიზაცია წინ, ერთად შეყრილი ხალხი კი ან საზარბაზნე ხორცია და მიტინგებისთვის ადვილად სამართავი ბრბო, არ დამიწყოთ ეხლა ერზე ლაპარაკი.......... ბრბოს და ერს ერთმანეთში ნუ აურევთ. ორივეს თავისი განმარტება აქვს

ავტორი: maia საიდან გვწერთ: USA
26.10.2012 08:22
მე კი ამას ვიტყოდი, მახსოვს ბრეჟნევის დროს რუსეთში კომპარტიას ლენინის ძეგლი ქონდა. ამიტომ ეხლა ახალ პარლამენტში აუცილებლად უნდა დაიდგას ეს ძეგლი, აკი საბჭოთა საქართველო უნდა აღვადგინოვო და თუ გორელებს ენატრებათ მათი ყურება, უმჯობესია, როგორც ერთმა აღნიშნა ბორბლებზე შევაყენოთ და "ტუდა-სუდა" ვაგოროთ და ვაგოროთ, სტალინიც თვალს გადაავლებს ამ ახალ საქართველოს და იქნებ ბორიას რაიმე რჩევაც მისცეს. ხალხნო მაგისათვის შეცვალეთ ხელისუფლება? თუ პენსიებისთვის, სამუშაო ადგილებისთვის, გაჭირვებულთა დახმარებისა და სოფლის მეურნეობის აღორძინებისათვის? ვაი თქვენს პატრონს უბედურს, მაგი გინდათ დაუტოვოთ შვილებსა და შვილიშვილებს? ასე როგორ დადებილდნენ 21-ე საუკუნეში, ყველა ქვეყანა ცივილიზებული გახდა და ჩვენ უკან მე-19-ე საუკუნეში ვბრუნდებით?

ავტორი: არჩილ საიდან გვწერთ: გარიყულადან
25.10.2012 17:56
ხალხი ადგილობრივი ხელისუფლების დაპირების და მუნიციპალიტეტის მიერ 2010 წელს მიღებული გადაწყვეტილების შესრულებას ითხოვს!
დამატებით ლენინის, ორჯონიკიძის და სხვათა ძეგლების დადგმა სოსოს გვერდზე უფრო მიმზიდველს გახდის მუზეუმის ტერიტორიას!

ავტორი: ნიკო საიდან გვწერთ: ამაღლება
25.10.2012 17:07
რა თქმა უნდა საქართველოში (რუსეთში მით უმეტეს)მსოფლიოს ერთერთი უდიდესი იმპერიის შემქმნელი სტალინის ძეგლი უნდა იდგეს! კორსიკელებს ან ფრანგებს, ნაპოლეონის ძეგლს კი არა, სადაც დაუცემინებია, იქაც მუზეუმი აქვთ. მაკედონელის სახელისათვის კიდევ რამის ომი დაიწყოს საბერძნეთმა და მაკედონიამ. მონღოლებზე და ჩინგიზ ხანზე არაფერს ვამბობ. რა მაგათ "ლიბერასტული" მმართველობა ჰქონდათ? უბრალოდ რადგან სტალინი ქართველი იყო იმიტომ ჰყავს ყელში გაჩხერილი იმ მსოფლიოს, ვისი ბატონობაც შეარყია სტალინმა. თუ ის არ იცით, რუსეთში რევოლუციის გავრცელების გზით რა გეგმები ჰქონდათ ტროცკის და მის დამქაშებს, რაც სტალინმა ჩაშალა?

რაც შეეხება მიშიკოს "დიქტატორობას" და სტალინთან შედარებას, ძეგლებს ჩასვრილ და ტერიტორიადაკარგულ დიქტატორუკებს არ უდგამენ, არამედ გამარჯვებულებს (თუმცა სტალინი რომ დიქტატორი და ერთპიროვნული მმართველი იყო ეს ეჭვის ქვეშ არც დგას).
იმედია ლიბერალების შეურაცხმყოფელი თავდასხმები არ იქნება და არგუმენტებს მოიტანენ, რატომ უნდა ამაყობდეს კორსიკელი ნაპოლეონით და ქართველი სტალინით არა?

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
25.10.2012 16:01
ისეთი დრო მოვიდა რომ ხელმოწერების შეგროვებით , ანუ "დემოკრატიის" ფასადის უკან ამოფარებულები მოახდენენ ძეგლების აღდგენას, ხიდების დანგრევას და ადამიანების დაჭერას.ბიძინა საბჭოთა გადმონაშთია და მმართველობის პრინციპიც შესაბამისი ექნება.
ფარსი არ არის ეს საზოგადოება, აბა რა არის.ვითომ ხალხი დადგმული ციხის ამბებით აღშფოთდა,ადამიანის უფლებები ადარდებდათ, და სტალინის ძეგლის აღდგენას უჭერენ მხარს,რომელმაც ათასობით ქართველი დახვრიტა.
ძალიან მინდა ხელმოწერები საჯარო გახდეს.ვეჭვობ, ძალიან დიდი კორელაცია იქნება ოცნებისტების და სტალინის ძეგლის აღდგენის მსურველებს შორის.

ავტორი: ანონიმი
25.10.2012 13:13
ომარიიიი...
საბჭოთა კავშირის არასწორმა პოლიტიკამ დაანგრია, დაცარიელდა ხაზინა...
ამაში ლომის წილი მიუძღვის ამერიკას და ევროპას , ცივილიზებულ სამყაროს .
აჯობეს, იმიტომ რომ მათზე გონივრები და ძლიერები არიან.
რაც შეეხება ხალხს, მათ კიდევ ააქვთ ნოსტალგია, 2008 წლის აგვისტოს ომის მერე ერთ თვეში ჰოლანდია-რუსეთის მატჩის დროს , რუსების გატანილ გოლზე ხალხი ფეხზე წამოხტა სიხარულისგან, ამით ყველაფერი ნათქვამია.....
დიახ, ყველა , ურავლესობა ასე ფიქრობდა, დიახ, დიახ..
პატრიარქს 99% მხარადაჭერა აქვს დღეს, მისი ეკლესია დღეს დასავლური სამყაროს პირველი მტერია, თურმე უცხოურ სუნამოებში არის ელემენტი, რომელიც სატანისტად გაქცევს...ეს კიდევ არაფერია იმ "მარგალიტებთან" რასაც მღვდლები ეკლესიებში აფრქვევენ....
აბა გაბედოს ვინმემ, გამოვიდეს ქუჩაში და იყვიროს ამ სიჩლუნგის შესახებ, რა მოხდება? ჩაქქოლავენ და მხოლოდ რამოდენიმე პერსონა გამოგექომაგება, რა არა???
მაშასადამე უმრავლესობას სჯერა თუ არა მრვდლების მონაბოდვი??
ასე რომ თავებს ნუ იმშვიდებთ..
მასა ნახირიააა, ბრბოა და უგონო..
ასეა ეს. არასოდეს არ ქმნის მასა ღირებულს, ღირებულს და ცივილიზაციას ერთეული ადამიანები ქმნიან..
1200 000 ნახირია, კი ნამდვილად ნახირი..

ავტორი: ომარ სივორი საიდან გვწერთ: იტალია
25.10.2012 12:14
ავტორი: goga
25.10.2012 11:37-ვინ მოგახსენა, რომ 300 000 000 ნიდან ყველას ასე ეგონა?ყველას რომ არ ეგონა, ამიტომაც დაინგრა სწრაფად. ნაცებიც იმავე მიზეზით "ჩამოლაბორანტეს" (მათ რომ ჰკითხო ჩვენივე დემოკრატიულობის გამოო) ვიღაცა ცხენმა ჩამოაგდო და თქვა აქ ჩამოსვლა მინდოდაო...მართალი არის ის ვინც რეალურად აფასებს სიტუაციას და არა ის ვინც ფანატიკურად ეტრფის პოლიტიკოსებს...

ავტორი: goga
25.10.2012 11:37
ქაიხოსრო და დინო....

სტალინის ტირანია აღიარა მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ და შენ თუ მიშას დიკტატურაში ადანაშაულებ, ამბობ, თავისუფალი ერი ვართო, შუა ქალაქში მილიონებით ადამინის მკვლელის ძეგლი უნდა გედგას?!
და თუ ამართლებ სტალინს ასე იყო საჭირო სახელმწიფოს აშენებდაო , მაშინ ეს მთავრობაც რეფორმებს აკეთებდა და ხელს ვინც უშლიდა , იშორებდა...
ლოგიკიდან ხარ ამოვადნილი ქაიხოსროოოო

დინო ძოფოოოოო..
აბა ეჭვი გეპარება რომ 1200 000 ქაიხოსროზე უკეთესად მოაზროვნე მგონია ჩემი თავი?
და თანაც ეტყობა პატარა ბიჭი ხარ და არ იცი, რომ 300 000 მილიონი საბჭოთა მოქალაქეს ეგონა რომ საბჭოთა კავშირი ყველაზე მაგარი და ბედნიერი ქვეყანა იყო დედამიწაზე, მხოლოდ ერთეულებმა იცოდნენ სიმართლე, ამოცანა გვეკითხება: ვინ აღმჩნდა მართალი??
მილონობით ადამიანი თუ ის ერთეულები ჩემო პატარა დინო იტალიდან????
მე ვიცოდი რომ ივანიშვილს თქვენნაირად მოაზროვნებმა მისცეს ხმა და ფულის მომლოდინე ეგრეთწოდებულმა ელიტამ.
ბედნიერ დღეს გისურვებთ ქაიხოსრო და დინო.

ავტორი: გელა საიდან გვწერთ: ბერლინი
25.10.2012 10:17
სტალინი არის საქართველოს დამოუკიდებლობის დასამარების ინიციატორი. 1921 წელს დამოუკიდებელ და დემოკრატიულ საქართველოში შემოჭრა სწორედ სტალინისი ინიციატივით მოხდა (ლენინს ეს მოგვიანებით სურდა). 1921 დან 1954 წლამდე საქართველოს ტერიტორიაზე დახვრიტეს 80 ათასი საუკეთესო მამულიშვილი. გადაასახლეს 200 ათასი საიდანაც ძალიან ცოტა დაბრუნდა. მეორე მსოფლიო ომს, რომელიც იმ მასშტაბით რომლითაც მოხდა სტალინისა და ჰიტლერის რამდენიმეწლიანი მოკავშირეობის გამო გაჩაღდა, დაიღუპა 300 ათასი ქართველი. შედეგად გამოდის რომ ამ ნაძირალამ წაგვართვა ნახევარ მილიონზე მეტი საუკეთესო ადამიანი და კიდე ძეგლი დავაბრუნოთ? ფურთხის ღირსია ყველა ის ვისაც ეს სურს!

ავტორი: დინო ძოფი საიდან გვწერთ: იტალია
25.10.2012 10:02
ავტორი: goga
24.10.2012 18:23
"ნეტავ ჩამახედა თქვენს ტვინებში მილიონ ორასო ათასო!"-როცა ჩაიხედავ, იქ დაინახავ (ამოიკითხავ) ერთ აზრს: ადამიანი, რომელსაც ერთად აღებულ 1 200 000 ადამიანზე ჭკვიანი ჰგონია თავი-ან ბრიყვია, ან ავადმყოფი...ან 2-ვე ერთად!

ავტორი: ქაიხოსრო საიდან გვწერთ: ტიფლისი
25.10.2012 09:15
უახლესი პერიოდის ისტორიამ თვალნათლივ დაგვანახა თუ რაოდენ რადიკალურად იცვლება გარემოებები და მოცემულობები, და არავის გასაკვირია აღარაა ის რომ ამ ძეგლის გადამტანი სუბიექტის, ამ ქვეყანაში, ყოფნა არ ყოფნის საკითხი უფრო დადგა დღის წესრიგში ვიდრე სხვა რამეების. ძეგლი ისტორიაა და უნდა დაიდგას იქ სადაც იდგა, რაოდენ არასასიამოვნოც არ უნდა იყოს ის. და ვინც რეპრესიებს და ძალადობას ჩივის სახე გვკავს ცოცხალი შემოქმედი ამ ყველაფრის და იმას მიხედოს ჯობია!

ავტორი: goga
24.10.2012 18:23
მინდოდა მეთქვა უკომენტაროდ....
მაგრამ არ გამომდის....
სტალინის ძეგლს დავაბრუნებთ თავის ადგილზე ( ეს ყველაზე საჩქაროა, აი ამით იწყებს ივანიშვილი რეფორმებს) ახალ შუშებიან ხიდს დავანგრევთ, პარლამენტს თბილიში გადმოვიტანთ.....მანდატურებს მოვაშორებთ, კონსტიტუციის იმ მუხლს გავაუქმებთ რომლლიც ქურდობის აღიარებით სასჯელს ითვალისწინებს, ფართო ამინისტიას გამოვაცხადებთ..ეს რასაც სასწრაფოდ გავაკეთებთთ აი დანრჩენი სოციალური პროგრამები არ იცის ივანიშვილმა, როდის განხორციელდება, დღეს განაცხადა უმცირესობასთან შეხვედრაზე: "ბიუჯეტს არ ვიცნობო"??????!!!!!!!!!!!
მხოლოდ ამ სიტყვებისთვის ეკუთვნის მას იმპიჩმენტი.
აბააააა.. ეს სარჩევნო დაპირებები როგორ გაეციიიიი, თუ ბიუჯეტს არ იცნობდიიიი??????!!!!!!!
მეტის ღირსია ქართველი ერი, ყოველ შემთხვევისთვის 1 200 000 კაცი........
მივყვეთ დანარჩენს...
სტალინი პუტინის კუმირია...ამას ის თავადაც ამბობს და თან ხშირად...
პარლამენტის შენობა ააშენეს იმ ადგილზე სადაც დიდების მემორიალი იდგა, მისმა დემონტაჟმა პუტინი აღაშფოთა , გახსოვთ მისი მინი -კოპიო აღმართა მოსკოვში და ბურჯანაძეც მიიწვია.
გარდა იმისა რომ ეზარებათ წინ და უკან სიარიული ქუთაიშსი, ეს მიზეზიც არის, ამ ადგილას არ უნდა იყოს პარლამენტი, ასეთია ვალოდიას სურვილი.
შემდეგ, რა საჭიროა მანდატურები, უნდა იყოს "მეთვალყურე-ყოჩი- ბიჭი, აგერ კრიმინალებიც გამოვლენ და ახალგაზრდა თაობა ძველებურად გოიმი და ტლუ უნდა იყოს, აბა ცივილიზებული ქართველები აწყობს ვოვას???
ხიდს მშვიდობის ხიდი ქვია, 2008 წელიც აღიზიანებს პუტინს, ეს არ იყო ომი, არც რუსი დაგესხა თავს, თანაც არ უნდა გქონდეს ორიგინალური შენობები, რა საჭიროა, ჩაბნელებულ, და ჩანაცრისფრებულ ქვეყაანაში უნდა ცხოვრობდე.
გნიდა პარანოია უწოდეთ და გინდა ბოდვა ამ ყველაფერს..
ფიცი მწამს , ბოლო მაკვირვებს..
ფესბეს აგენტი გვყავს პრემიერ მინისტრად და რა ვქნა,
დამიძახეთ გიჟი ...არ მეწყინება....
მაგრამ სანამ ამას იზავდეთ დაფიქრდით::::::::::::::
სააკაშვილის მაგინებელი 'წმინდა-ბიძინა-მართალი, აღშფოთებული სააკაშვილის ტირანიით, დიქტატურით, ქართველი ერის განმათავისუფლებელი მტანჯველი რეჟიმისგან სტალინის ძეგლს აბრუნებს??????!!!!!!!!!
რა ვიცი, რა ვიცი......
ნეტავ ჩამახედა თქვენს ტვინებში მილიონ ორასო ათასო!

ავტორი: დემოკრატი საიდან გვწერთ: საქართველოდან
24.10.2012 16:41
მამა ციმბირში გადამისახლა, ბაბუის ძმა (სხვათაშორის 1924 წლის ანტიბოლშევიკური აჯანყების ერთ ერთი ორგანიზატორი) დამიხვრიტა...ეს პირადად მთელი საქართველო მოაოხრა,მაგრამ მიმაჩნია -ტირანის 1 ძეგლი და მუზეუმი უნდა არსებობდეს იმისათვის, რომ ხალხს ახსოვდეს და ტირანია აღარ განმეორდეს-საქართველო მიშას სახით მოდერნიზებული სტალინიზმის საშიშროების წინაშე იდგა...

ავტორი: კიბერბობ საიდან გვწერთ: თბილისი
24.10.2012 11:14
აბა ჰე, ხან ავიღოთ, ხან კი თავიდან დავდგათ, ჯობია ბორბლები გავუკეთოდ და ხან შეაგოროთ ანგარში ხან გამოაგოროთ, ამით თანხებს მაინც დავზოგავთ. ისე კი გაიხსენეთ სამაჩაბლოს ადგლას სამხრეთ ოსეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ვისი შექმნილია?

ავტორი: zura
24.10.2012 10:57
გაგიჟით ხალხნო თქვენ?! რა ნატო და რა ევროკავშირი გინდათ მაშინ ბარემ მუხლებში ჩაუვარდით პუტინს! ახალგაზრდებს აღარ ეკითხებით აზრს?! მომავალი ხომ მათია და ქვეყნის ბედს 37 მანეთზე დანატრებული ბებრუცუნები არ უდა წყვეტდნენ ღმერთო შენ დაგვიფარე

ავტორი: Millennium საიდან გვწერთ: USA
24.10.2012 07:00
სტალინის ახალი ძეგლი როგორი იქნება: ხმლით, ცხენზე, თუ კისერზე წურბელებით?

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
24.10.2012 02:50
მოკლედ არ მოსულა ჯერ ოცნება და სტალინს აბრუნებენ.))
გაკვირვებით ნამდვილად არ გამკვირვებია.
მინდა უბრალოდ კიდევ ერთხელ დავაფიქსირო პროტესტი ამ ნაძირალა, მკვლელის ძეგლის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით.
მისი დაბრუნებით კიდევ ერთხელ დაფიქსირდება, რომ მის აღმდგენებს ქვეყანის დამოუკიდებლობა ფეხზე ჰკიდიათ, რომ ათასობით ადამიანის სიკვდილი,რომელიც სტალინის მმართველობას და მის პოლიტიკას შეეწირა,გამართლებული და მოწონებულია.
გული მერევა იმ არგუმენტებზე,სტალინს რომ დიდ პოლიტიკოსად მოიხსენიებენ.
მაინტერესებს ხელს ვინ მოაწერს, ვინ ოცნებობს საბჭოთა კავშირზე და ვინ ამართლებს ამ მარაზმს.

ავტორი: ანონიმი
24.10.2012 02:28
საქართველოში,გორში სტალინის მუზეუმის დამხურავი გამსახურდია პროვინციელ ფაშისტად და ჩაუშესკუდ გამოაცხადეს და აკადემიურად რომ ვთქვათ თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. ამ მუზეუმის ისევ გამხსნელ და დემოკრატად გამოცხადებულ შევარდნაძეს ისე გაუგორდნენ რომ დღემდე ფეხზე ვერ წამომდგარან. პერესტროიკის მორიგი ტალღის შემდეგ გამიკვირდება თუ მარტო სტალინის ძეგლის დაბრუნებით დაკმაყოფილდებიან და ლენინის და ორჯონიკიძის ძეგლებსაც არ დააბრუნებენ! ჯაბას პანთეონში დაკრძალვა არ კმარა, მას,მამარდაშვილს;სობჩაკს და საქართველოს დანარჩენ გამაბედნიერებლებს თავისუფლების მოედანზე ერთი დიიდიი მავზოლეუმი უნდა აუგოთ ადგილების რეზერვაციით.

ავტორი: Ghia საიდან გვწერთ: USA
24.10.2012 00:24
ვფიქრობ ის ძეგლი თანამედროვე თვალსაზრისით მოძველებული გემონვებისაა და აუცილებელია მისი ახალი ძეგლით ჩანაცვლება. ასევე საინტერესოდ მიმაჩნია მასთან ერთად სამიტზე დანარჩენი ორი ლიდერის ძეგლის ერთ კომპოზიციაში მოაზრება. ამით ჩვენ სტალინის ისტრიული პიროვნებას გავუსვამთ ხაზს და არა მისი კუთხურობის მხარდაჭერას.

ავტორი: ანონიმი
23.10.2012 22:59
აბაა, ჰააა..... თქვენა გყოლიათ აი მწყერები

ავტორი: შალვა ტლაშაძე საიდან გვწერთ: გორი
23.10.2012 21:02
სტატიას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა, რაც ძალიან კარგია. დამატებითი ინფორმაციისთვის მინდა გითხრათ რომ ხელმოწერების შეგროვება წარმატებით მიმდინარეობს და კვირის ბოლომდე დასრულდება, ორშაბათს კი უკვე პეტიციით მივმართავთ საკრებულოს, შემდეგ საკრებულო 1 თვის ვადაში განიხილავს და იმედია საკრებულოს წევრებს აღმოაჩნდბათ საკმარისი გამბედაობა, მხარი დაუჭირონ პროექტს. დიდი მადლობა ყველა ხელმომწერს.

ყველაზე პოპულარული