კვირა, 19 მაისი, 2013 თბილისის დრო 14:54

საზოგადოება / საქართველო

ახალი რეალობა, ახალი პერსპექტივები მესამე სექტორისთვის

გორში, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, „აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელები შეხვდნენ.გორში, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, „აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელები შეხვდნენ.
x
გორში, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, „აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელები შეხვდნენ.
გორში, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, „აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელები შეხვდნენ.

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
გორში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს „აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელები შეხვდნენ. საუბარი არასამთავრობო სექტორის განვითარებას და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას ეხებოდა. ახალი პოლიტიკური რეალობა და მესამე სექტორის პერსპექტივები, რა გავლენა ექნება ხელისუფლების ცვლილებას არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე, რა როლი უნდა შეასრულონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ახალ პოლიტიკურ რეალობაში, როგორ შეიძლება ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა, რა ცვლილებებია შესატანი დონორების მიდგომაში - ამ და სხვა თემებზე დისკუსია 3 საათზე მეტხანს გაგრძელდა.
 
„აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ (EWMI) „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ პროგრამა (G-PAC)  არასამთავრობო ორგანიზაციების გრანტებით და სხვადასხვა სახის ტრენინგ-კონსულტაციებით მხარდაჭერას განაგრძობს. პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე თამარ ქაროსანიძე აცხადებს, რომ არასამთავრობო სექტორს მეტი აქტიურობა და კრეატიულობა სჭირდება, რადგან დონორთა მოთხოვნები სულ უფრო იზრდება. მისი აზრით, შიდა ქართლში, სადაც ომის შემდეგ უამრავი მოუგვარებელი პრობლემა დაგროვდა, არასამთავრობო სექტორს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება შეუძლია.

გორის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ღიად ისაუბრეს იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც პროექტების განხორციელებისას იჩენდა ხოლმე თავს. მათი აზრით, ძალიან რთული იყო ჩაკეტილ უწყებებთან ურთიერთობა. მაგალითად დასახელდა განათლების სისტემა, სადაც მასწავლებელთან გასაუბრებასაც კი მინისტრის ნებართვა სჭირდებოდა; შეუძლებელი იყო შეღწევა შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და იუსტიციის უწყებებშიც.  

გორის ბიზნესცენტრის წარმომადგენელი ნინო მძინარაშვილი აცხადებს, რომ დონორებმაც მეტი ყურადღება ქვევიდან წამოსულ ინიციატივებს უნდა მიაქციონ.

ფატი ბუხრიკიძემ, ხელმძღვანელმა ორგანიზაციისა „ქალი და განვითარება“,  აღნიშნა, რომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან დონორების შეხვედრა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ პრიორიტეტები სწორად განისაზღვროს.

„აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“(EWMI) „საქართველოში საჯარო პოლიტიკის ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC)  პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ  4 წლით. ის მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაში არასამთავრობო სექტორის უფრო აქტიურ და ეფექტიან მონაწილეობას.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
29.10.2012 19:26


მორიგ პერესტროიკამდე ზოგის თქმით ოხრები პატიმრებს სხვადასხვა ადგილებში სხვადასხვა რამეებს ტენიდნენ ამ პერესტროიკის მერე პატიმრები იკერავენ პირს. მოკლედ არაა საშველი. ვიდრე ამერიკელები ხუთიოდე ატომურ ბომბს არ გლეჯენ საქართველოს მანამდე არაფერი სახეირო არ იქნება. იაპონელებს ორი ბომბიც ეყოთ მაგრამ დემოკრატიზებული და დემოკრატიზატორი ქართველები იაპონელები ხო არ არიან.
Министр по исполнению наказаний, пробации и юридической помощи Грузии Созар Субари призывает заключенных не наносить себе телесных повреждений с требованием встречи с ним.

ყველაზე პოპულარული