ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2013 თბილისის დრო 15:40

ოლიმპიადა 2012

ოქროს ტოლფასი ვერცხლი

თავისუფალ ჭიდაობაში ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი ვლადიმერ ხინჩეგაშვილითავისუფალ ჭიდაობაში ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
x
თავისუფალ ჭიდაობაში ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
თავისუფალ ჭიდაობაში ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

მულტიმედია

ტექსტის ზომა - +
მეორე დღეა, გორში ადგილობრივი სპორტსმენების წარმატებებს ფოიერვერკებით და მანქანების მსვლელობით აღნიშნავენ. ჯერ იყო და გორის „დილამ“ კვიპროსში მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო, პარასკევს კი გორელები თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (55 კგ-მდე წონითი კატეგორია) ოლიმპიური ვერცხლის მედლით გაახარა. „ოქროს ტოლფასი ვერცხლი“ - ასე აფასებენ ლადოს წარმატებას გულშემატკივრები, რომლებიც ფინალური ორთაბრძოლის საყურებლად თეატრის სკვერში შეიკრიბნენ. რამდენიმე ადამიანმა სანთლებიც კი აანთო, მათმა ემოციამ კი პიკს მაშინ მიაღწია, როცა მსაჯებმა ხინჩეგაშვილს ბოლო წამზე გაკეთებული ქულა არ ჩაუთვალეს.

ფინალური ორთაბრძოლა რუსეთის ნაკრების წარმომადგენელთან, ჯამალ ოტარსულტანოვთან მართლაც დაძაბული გამოდგა. რომ არა მსაჯების შეცდომა, რომლის შესახებ ჭიდაობის სპეციალისტები საუბარს არ წყვეტენ, ხინჩეგაშვილს
გორელები ვლადიმერ ხინჩეგაშვილს გულშემატკივრობენგორელები ვლადიმერ ხინჩეგაშვილს გულშემატკივრობენ
x
გორელები ვლადიმერ ხინჩეგაშვილს გულშემატკივრობენ
გორელები ვლადიმერ ხინჩეგაშვილს გულშემატკივრობენ
ოქროს მედლის აღების კარგი შანსი ეძლეოდა. ჭიდაობის მწვრთნელი მერაბ მუზიაშვილი ამბობს, რომ ბოლო წამზე ქართველმა სპორტსმენმა 3-ქულიანი გდება გააკეთა, მაგრამ მწვრთნელების პროტესტმა შედეგი ვერ გამოიღო.

მსაჯობით იმედგაცრუებული გორელები მაინც იღიმებოდნენ და აღნიშნავდნენ, რომ 21 წლის მოჭიდავისთვის ვერცხლის მედალიც დიდი წარმატებაა. ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ოქროთი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა კი ვერცხლით კიდევ ერთხელ გაუთქვეს მსოფლიოში სახელი პატარა ქალაქს.

ხინჩეგაშვილის გულშემატკივართაგან ერთადერთი ადამიანი, ვინც ფინალურ ბრძოლას არ უყურებდა და განმარტოებით ლოცულობდა, ლადოს დედა ქეთევან ხინჩეგაშვილი იყო. მისი თქმით, ლადო ძალიან შრომისმოყვარეა და წინ არაერთი გამარჯვება ელოდება.

ქეთევან ხინჩეგაშვილიქეთევან ხინჩეგაშვილი
x
ქეთევან ხინჩეგაშვილი
ქეთევან ხინჩეგაშვილი
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ჭიდაობაზე 8 წლის ასაკში მიიყვანეს. მამამისი გია ხინჩეგაშვილიც ცნობილი მოჭიდავე იყო და მისი გარდაცვალების შემდეგ მეგობრებმა და მწვრთნელებმა ყურადღება არ მოაკლეს პატარა ლადოს, რომელმაც მათი იმედები გაამართლა. ლადოს და, გვანცა ხინჩეგაშვილიც საქართველოს ჩემპიონია ცურვაში. ქეთევან ხინჩეგაშვილი ამბობს, რომ მის შვილებს სპორტი გენებში აქვთ.

ქეთევან ხინჩეგაშვილს შვილის წარმატება ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა შავდათუაშვილის მშობლებმა მიულოცეს. ლადოს უბანში კი სუფრა დილამდე იყო გაშლილი, მისი მეგობრები, ახლობლები და მეზობლები ახალგაზრდა მოჭიდავის წარმატებას დიდხანს აღნიშნავდნენ.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: გოგა საიდან გვწერთ: საზღვარგარეთ
12.08.2012 21:44
ახალგაზრდა ქართველ ფალავანს და მთლიანად საქართველოს ვულოცავ მედალის აღებას. ამბობენ რომ ფინალის მსაჯებს დისკვალიფიკაცია მისცეს, შეუძლია რადიო თავისუფლებას ამ ინფორმაციის გადამოწმება?

ავტორი: ნათია
12.08.2012 19:43
როგორ მუღუშულა, ამ დროს რა საყვარელი ჩიტია !!!

არაფერი მოსაწყენი არა აქვს ამ ჩიტს. ჯერ ერთი ვერცხლიც ძალიან მაგარია, და ბრინჯაოც. ... და საერთოდ, ნებისმიერი სახის გამარჯვება, ნებისმიერი სახის სპორტული შედეგების გაუმჯობესება უკვე არის სასახელო და სამაყო, როგორც პირადული თვალსაზრისით, ასევე მთელი ქვეყნისთვისაც, რომელსაც წარმოადგენს ეს ჩიტი.

კიდევ ერთი არ უნდა დაივიწყოს ვლადიმერმა; ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, და შესაბამისად ყველაფერი წინ აქვს.



ავტორი: miseenabyme საიდან გვწერთ: planeta venera
12.08.2012 11:38
ვულოცავ ყველა ოლიმპიელს გამარჯვებას და მათთან ერთად ყველა ქართველს. ლადოს გული არ დაწყდეს, მისი ვერცხლი მართლაც რომ ოქროს ტოლფასია - ამისთვის მას უდიდესი მადლობა და კვლავ უამრავი წარმატება!

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
12.08.2012 00:16
გადასარევი ბიჭია, ნიჭიერი და კარგი სპორტსმენი

უკვე 6 მედალია საქართველოს დროშის ქვეშ, ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო

შეხედეთ რამდენი ჩვენზე მაღალი განვითარების მქონე ქვეყანა ჩამოგვრჩება

გადასარევია, ძალიან გასახარი და მისასალმებელი