ხუთშაბათი, 23 ოქტომბერი, 2014 თბილისის დრო 13:22

პოლიტიკა / მსოფლიო

„გუგლის“ ხელძღვანელი ჩრდილოეთ კორეაში ჩადის

„გუგლის“ აღმასრულებელი დირექტორი ერიკ შმიდტი„გუგლის“ აღმასრულებელი დირექტორი ერიკ შმიდტი
x
„გუგლის“ აღმასრულებელი დირექტორი ერიკ შმიდტი
„გუგლის“ აღმასრულებელი დირექტორი ერიკ შმიდტი

მულტიმედია

აუდიო
აშშ-ის უმსხვილესი საინტერნეტო კორპორაცია „გუგლის“ აღმასრულებელი დირექტორი ერიკ შმიდტი და გაეროში აშშ-ის ყოფილი ელჩი ბილ რიჩარდსონი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდნენ. ამ ოთხდღიან ვიზიტს დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა, თუმცა რიჩარდსონი აცხადებს, რომ მათ სტუმრობას ფხენიანში არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან.

თეთრმა სახლმა გააკრიტიკა „გუგლის“ აღმასრულებელი დირექტორისა და გაეროში ყოფილი ელჩის ბილ რიჩარდსონის დიქტატორულ ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის განზრახვა. გარდა იმისა, რომ აშშ-ს არა აქვს დიპლომატიური ურთიერთობა ფხენიანთან, თეთრი სახლი იმანაც გააბრაზა, რომ უდიდესი საინტერნეტო კორპორაციის ხელმძღვანელის ჩასვლა გასულ თვეში ჩრდილოეთ კორეის მიერ შორი მოქმედების ბირთვული რაკეტის გამოცდას დაემთხვა. თუმცა ორშაბათს პეკინში მყოფმა ბილ რიჩარდსონმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ არც მის და არც შმიდტის ვიზიტს არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან:

„ ეს არის კერძო ჰუმანიტარული მისია, რომელსაც არავითარი კავშირი არა აქვს აშშ-ის მთავრობასთან. ჩვენ არ წარმოვადგენთ აშშ-ის მთავრობას. ვიზიტის მიზანი ჰუმანიტარულია -  გვსურს განვიხილოთ ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკური ვითარება და ვიმსჯელოთ ამერიკელი პატიმრების საკითხზე. მე შეშფოთებული ვარ იმით, რომ ჩრდილოეთ კორეა განაგრძობს რაკეტების გამოცდას. ჩვენ გვსურს, რომ მათ თავი შეიკავონ ბირთვული იარაღის შექმნისაგან. ასე რომ, ამ საკითხის დაყენებასაც ვაპირებთ. როგორც კერძო პირები, ჩვენ არ წარმოვადგენთ აშშ-ის მთავრობას“.

ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა გასულ წელს დაპატიმრებული კორეული წარმოშობის ამერიკელი გიდის კენეტ ბაის განთავისუფლებააო, - აცხადებს ბილ რიჩარდსონი, რომელიც წარსულში სხვადასხვა საკითხზე აწარმოებდა მოლაპარაკებას ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებასთან.

გავრცელებული ინფორმაციით, დელეგაცია ჩრდილოთ კორეაში პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ ლიდერებს შეხვდება და რამდენიმე უნივერსიტეტს ესტუმრება. რაც შეეხება „გუგლის“ აღმასრულებელ დირექტორს, ერიკ შმიდტს, მისი ვიზიტის დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა

შმიდტი ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი თანამდებობის პირია, ვინც ჩრდილოეთ კორეაში ახალგაზრდა ლიდერის, კიმ ჩენ უნის გაპრეზიდენტების შემდეგ ჩადის.  ჩრდილოეთ კორეის ახალგაზრდა ლიდერებმა ტექნოლოგიების განვითარება თავიანთი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადეს, თუმცა, ინტერნეტით სარგებლობის თვალსაზრისით, ქვეყანაში დღემდე მსოფლიოში ყველაზე უფრო მკაცრი კანონმდებლობა მოქმედებს. ჩრდილოეთ კორეაში ხელმისაწვდომია მხოლოდ შიდა ინტერნეტის სისტემა,  ხოლო ინტერნეტით სარგებლობა მკაცრად არის შეზღუდული და მასზე დაშვებას ხელისუფლების საგანგებო ნებართვა სჭირდება.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
ამ ფორუმში კომენტარი არ არის. დაწერეთ პირველი კომენტარი

სხვა მასალები

აუდიო მზია ქველაძე შშმ პირთა საჭიროებებზე

23 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო მზია ქველაძე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლების კომიტეტის წარმომადგენელი.
გაგრძელება

აუდიო დამტკიცებულია ევროპის ახალი კომისია

ევროპის კავშირის პარლამენტმა დაამტკიცა ევროპის ახალი კომისია, ჟან- კლოდ იუნკერის თავმჯდომარეობით. იუნკერის 28-კაციან გუნდს 423 დეპუტატი მიემხრო, დაახლოებით ამის ნახევარი, 209 კანონმდებელი წინააღმდეგი იყო, 67-მა თავი შეიკავა.
გაგრძელება

აუდიო მთავარი სერჟანტი და სამხედრო კორესპონდენტი

აქვს თუ არა საქართველოს არმიაში ადგილი ჯარისკაცთა უფლებების დარღვევას მათი რელიგიური თუ სექსუალური ორიენტაციის გამო; რა როლი აკისრია სამხედრო მოძღვრის ინსტიტუტს საერთაშორისო სამხედრო მისიებში და რატომ აგვიანებს დაზუსტებული ინფორმაცია კონფლიქტის ზონიდან? ამ და სხვა საკითხებზე საუბრობენ "დაბრკოლების ზოლის" სტუმრები.
გაგრძელება

აუდიო თინა ხიდაშელი: „ნულოვანი ტოლერანტობა ოჯახში ძალადობას“

უწყებათაშორისმა ჯგუფმა, რომელმაც ოჯახური ძალადობის პრევენციაზე უნდა იმუშაოს, შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გამართა.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული