კვირა, 19 მაისი, 2013 თბილისის დრო 06:53

პოლიტიკა / საქართველო

საფრანგეთი „გაოცებულია“ ხაინდრავასთან დაკავშირებული მასალის გამოქვეყნებით

გოგა ხაინდრავა
გოგა ხაინდრავა
ტექსტის ზომა - +
"ჩვენ გაოცებულნი ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელიც საფრანგეთში მიმდინარე ერთი საქმის საგამოძიებო საიდუმლოს წარმოადგენს და ეხება შესაძლო გარიგებას ქართველ ოპოზიციონერსა და საფრანგეთში მოქმედ ქართული წარმომავლობის კრიმინალურ ჯგუფებს შორის", - ამის შესახებ ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივნის მოადგილის ვენსან ფლორეანის განცხადებაში, რომელიც საქართველოში საფრანგეთის საელჩოს საიტზეა გამოქვეყნებული. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საფრანგეთის ხელისუფლებას ამ ინფორმაციის გამოქვეყნების ნებართვა არავითარ შემთხვევაში არ გაუცია, რის უფლებაც, სხვათა შორის, მას არ გააჩნია. საუბარია ფარულ ჩანაწერებზე, რომელზეც საფრანგეთში მცხოვრებს ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ ცნობილი ქართველი კინოდოკუმენტალისტის გოგა ხაინდრავას შეხვედრაა აღბეჭდილი. წინასაარჩევნო მგრძნობიარე კონტექსტში, მით უმეტეს, როცა ის საქართველოს პენიტენციალურ დაწესებულებებში წამების შემთხვევების მხილებამ კიდევ უფრო დაძაბა, ძიებაში მყოფი ნებისმიერი საქმის გამოყენებას შეუძლია არჩევნების ნორმალურად ჩატარებაზე იმოქმედოს, - აღნიშნულია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პირის განცხადებაში. საფრანგეთი კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ყველაფერი იღონოს იმისათვის, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას თავის მხრივ „გაკვირვებით“ უპასუხა საქართველოს პროკურატურამ. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანმა განაცხადა, საქართველოს საფრანგეთის კომპეტენტურ უწყებებს შორის თანამშრომლობის არც ერთ ეტაპზე, ფრანგულ მხარესთან ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე ვალდებულება არ აუღია.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
05.10.2012 02:04
საფრანგეთი გაოცებული კითხულობდა ფრანგულ ჟურნალ-გაზეთებს სადაც ფრანგი ჟურნალისტები შავით თეთრზე გარკვევით წერდნენ რომ ფრანსუა მიტერანის თავდაცვის მინისტრი შარლ ერნიუ ათი წლის მანძილზე ხელფასს იღებდა კგბდანაც და მისი სატელიტური ორგანიზაციებიდანაც. მერე საფრანგეთმა თქვა სე ლია ვი და განაგრძო ცხოვრება. თუ წაიკითხავს რომ ბატონი ჟაკ შირაკის მიერ დაორდენებული ხაინდრავა ჩეკისტია და ბანდიტი //რაც არაა შორს სინამდვილისგან// გაიკვირვებს, იგივეს იტყვის,აიჩეჩავს მხრებს და განაგრძობს ცხოვრებას და სწორიც იქნება. ჩვენ უნდა ვიხალოთ თავში ხელი.

ავტორი: Elisabeth საიდან გვწერთ: GB
26.09.2012 21:07
სალომე ზურაბიშვილს არ მოსწონს საქართველოს და საფრანგეთის სტრატეგიულ თანადგომას, ეჭვობს ფაქსით გამოგზავნილ ინფორმაციის შესახებ. ცივი წყალი დალიოს.მთავარი ის კი არ არის ვინ, როგორ აგზავნის და მერე რას ამბობს, გაოცებული, არამედ ის, რომ საფრანგეთი და მერწმუნეთ არა მარტო საფრანგეთი გვძმბოს საჭირო ინფორმაციის მოწოდებით და ბევრი სხვა საჭირო ხელშეწყობითაც, საქრთველოს და რაც უფრო მთავარია, დროულად. ეგალიტე! Fღატენიტე!ლიბეღტე!

ავტორი: ანონიმი
26.09.2012 20:36
ამ ბოკერიამ ერთხელ უკვე აიღო საქართველოს მთავრობის სახლი გაგანია დემოკრატიზაციის პერიოდში თუ გახსოვთ. კიდევ დადიან აქეთ იქით მაგნაირები. ეგ,ხაინდრავა და ბალტინი ერთად აბედნიერებდნენ საქართველოს.მათი თანამოაზრეების სია თუ გაინტერესებთ 1992 წლის შემდგომი პარლამენტების წევრთა სიებიც ნახეთ ჰორაციო

ავტორი: ქართველი საიდან გვწერთ: საქართველო
26.09.2012 20:00
ეს გაკვირვებული ბურჯალიანიღა გვაკლდა რა..

ავტორი: შექსპირი
26.09.2012 18:48
მიტერანის თავდაცვის მინისტრი შარლ ერნიუ ათ წელზე მეტხანს ხელფასს იღებდა კგბსგანაც და მისი სატელიტური ორგანიზაციებისგანაც. ეს ფრანგებმა გაარკვიეს და გამოაქვეყნეს სხვათა შორის! მერე ეს და პუტინი დააჯილდოეს! ესეც წერია ფრანგულ პრესაშიც! ასე რომ არა მარტო ფრანგებს კიდევ ბევრი საკვირველი რამ ელის! გესმით ჰორაციო?

ავტორი: lika საიდან გვწერთ: saberdzneti
26.09.2012 16:41
გუშინ მოვისმინე თუ არა იმფორმაცია ამ საკითხზე გამეცინა, ნაციონალურმა მოძრაობა ვერ გათვალა ერთი რამ, რომ ხალხი შეიძლება მოატყუილო და დაიმონო დროებით, მაგათ ვინც ამ ბინძურ სცენარებს უწერთ რეჟისორი მოუძველდათ.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
26.09.2012 14:43
კი მაგრამ რამ გააცოათ?

რა, განა ეს ის ხელისუფლება არ არის საკუთარ ხალხს, ყოფილ და მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს, ჟურნალისტებს, პატიმრებს, უბრალო მოქალაქეებს რომ საკუთარი ინტერესების დაცვისათვის თვალდაუხუჭავად ხოცავს და აწამებს?!!

ავად გამოიყენებდნენ ვიდეომასალას და ამაში გასაკვირიც არაფერი იყო. კიდევ უარესს გააკეთებენ

საქმე იქამდეც მივიდა რომ გიგა ბოკერია რუსეთს აფრინეს, ნეტა იქ რა ამინდია თუ მოგვიყვება, ცივა? თუ დაუთბო გული მისივე უფლისწულის მიერ ლილიპუტინად მოხსენიებულ კა-გე-ბე-შნიკს?

ნეტავ რას ეუბნება: აფხაზეთიც წაიღეთ და ოსეთიც, კიდევ მეტიც, ამერიკისთვის და ობამასთვისაც მიგვიფურთხებია, ოღონდ თქვენი ყინულის კალთა გადაგვაფაეთო?

როდის ჩამოვა არავინ იცით? მაინტერესებს რა პასუხს გაგვცემს "მტრების ბუნკერში" სტუმრობაზე.

რაღაც "უცნაურად" იქცევიან :D

ერთი რამ მაშინებს მხოლოდ, ორჯონიკიძის გმირობას ეხლა ბოკერიასიც არ დაემატოს და წითლის მაგიერ ეხლა 58-ე ან რომელიმე სხვა არმია არ შემოიმძღვაროს თბილისში

ყველაზე პოპულარული