ორშაბათი, 20 მაისი, 2013 თბილისის დრო 17:56

ბლოგები / გიორგი მაისურაძე

აგვისტოს ომი არ მომხდარა

x
ტექსტის ზომა - +
1991 წელს პოსტმოდერნიზმის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა თეორეტიკოსმა ჟან ბოდრიარმა თავისი ერთ-ერთი ყველაზე პროვიკაციული ფრაზა წარმოთქვა: „სპარსეთის ყურის ომი არ მომხდარა (იგულისხმება 1991 წელს აშშ-ის ინტერვენცია ერაყსა და ერაყის მიერ ოკუპირებულ კუვეიტში), ყველაფერი მედიის დადგმული სპექტაკლი იყო! ერთადერთი, რაც მსოფლიოს საზოგადოებამ ამ ომის შესახებ ნახა, იყო ღამის წყვდიადში მიმდინარე საარტილერიო ცეცხლი, რამდენიმე დანგრეული შენობა და სამხედრო ტექნიკის ნაშთები.“ როდესაც კაიროს უნივერსიტეტში წაკითხულ საჯარო ლექციაზე მას ერთი ექიმი შეეპასუხა, მე თავად ვმონაწილეობდიო ამ ომშიო, ბოდრიარმა უპასუხა, თქვენ, როგორც ჩანს, ბევრ დროს ატარებთ ტელევიზორთან და ყველაფერი დაგესიზმრათო. ბოდრიარის თანახმად, მედია შთანთქავს რეალობას და მას მოჩვენებებით, სიმულაციებით ცვლის. შესაბამისად, ჩვენ მუდამ მოჩვენებათა სამყაროში ვიმყოფებით და ამ არარეალური სამყაროს მიერ მოწოდებული და განსაზღვრული შინაარსებითა და მნიშვნელობებით ვიმართებით. რეალობა, რომელსაც ვხედავთ და აღვიქვამთ, ინსცენირებულია, დადგმული რეალობაა.

ბოდრიარის ეს იდეა, განსაკუთრებით ერაყის პირველ ომთან მიმართებით, 2008 წლის აგვისტოს ომმა გამახსენა, უფრო სწორად, იმ დროს თბილისში ყოფნამ განმაცდევინა და ეს განცდა, რომელიც ყოველწლიურად, აგვისტოს ომის მორიგ წლისთავზე, ხელახლა მეუფლება, ერთი წინადადებით შემიძლია გადმოვცე: აგვისტოს ომი არ მომხდარა! ეს ომი ჩემთვისაც და საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვისაც მედიაში გათამაშდა და ჩვენს მეხსიერებაშიც სხვადასხვა სახის მედიალური სურათებითა და ფორმებით არსებობს. ესაა ქართული ტელევიზიების რეპორტაჟები და რენი ჰარლინის ჰოლივუდურ ეფექტებზე აგებული მდარე ხარისხის ფილმი „აგვისტოს ხუთი დღე“, მართლმადიდებელ ფანატიკოსთა „ღმერთის მიერ დასავლეთისაკენ სწრაფვისათვის საქართველოს დასასჯელად გადმოყრილი ბომბები“ თუ გმირთა მოედანზე აღმართული „გმირობის მონუმენტი“.

ერთადერთი თუ არა, ძირითადი სამსჯელო თემა, მთავარი კითხვა, რომელიც ამ ბოლო ოთხი წლის მანძილზე გაისმის, არის - ვინ დაიწყო ომი? რუსეთმა თუ საქართველომ? რა იყო საქართველოს მხრიდან ცხინვალზე საარტილერიო ცეცხლის გახსნა - თავდაცვა თუ აგრესია? საკითხის ამგვარი დაყენებით, თავად ომი, მისი მიზეზები და შედეგები, ომის მსვლელობის ისტორია, მსხვერპლი, ლტოლვილები, ნგრევა, ცალკეული ადამიანების ბედი და ა.შ., მეორე პლანზე გადადის ან საერთოდ ქრება ჩვენი ხედვის ჰორიზონტიდან; ხოლო მის ადგილს იკავებს მედიის მიერ მოწოდებული კადრები, მასობრივი ინსცენირებები, მონუმენტები და პოლიტიკური მოწოდებები, რაც გარეგნულად თითქმის არაფრით განსხვავდება ტელეკომპანია „იმედის“ „მოდელირებული ქრონიკისაგან“ და, საბოლოო ჯამში, მხოლოდ იმ განცდას აძლიერებს, რომ აგვისტოს ომი, რომელიც ჩვენთვის მედიიდანაა ცნობილი, სინამდვილეში არ მომხდარა. ერთადერთი ხელმოსაჭიდი სწორედ ეს სუბიექტური განცდაა, რომლის აღწერითაც მინდა ვცადო იმ ამბის გაგება, რაც 2008 წლის აგვისტოში საქართველოში მართლა მოხდა.

ომი დაიწყო და მალე ცხინვალს დავადუღებთო, - მითხრა ტაქსის მძღოლმა 2008 წლის 8 აგვისტოს, დილის 4 საათისათვის, როდესაც პრაღის გავლით ბერლინიდან თბილისში ჩამოვედი. მთელი დღის ნამგზავრმა და ღამენათევმა, ტაქსის მძღოლის ნათქვამი სერიოზულად ვერ აღვიქვი, მაგრამ გამახსენდა, რომ რამდენიმე საათის წინ პრაღაში ჩემმა ქართველმა მეგობრებმა მკითხეს, ცხინვალთან რაღაც სროლაა და ხომ არ იცი, რა ხდებაო?

8 აგვისტოს შუადღისას გავიღვიძე და უკვე საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხებიდან, თანაც თავად პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართვებიდან გავიგე, რომ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ცხინვალის რეგიონში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით, ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია წამოიწყეს. ქართული ტელეარხები მთელი დღის განმავლობაში იუწყებოდნენ საქართველოს სამხედრო წარმატებების შესახებ და ღამის წყვდიადში საარტილერიო ცეცხლს აჩვენებდნენ. ნაშუადღევს, როდესაც სახლიდან გამოვედი, თბილისის ქუჩებში, განსაკუთრებით გამოსასვლელ და სასეირნო ადგილებში, თვალშისაცემი მეჩვენა კაფეებსა და რესტორნებში ჩვეული ხალხმრავლობა. განსაკუთრებული კი მხოლოდ ტელეეკრანები იყო, რომლებისკენაც, როგორც ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატების დროს, ადამიანებს შიგადაშიგ თვალი გაურბოდათ.

იმავე საღამოს სიტუაცია შეიცვალა, თუმცა კიდევ უფრო მეტად საფეხბურთო ასოციაციების გამომწვევი იყო თბილისის ქუჩებში სწრაფი სიჩქარით მიმავალი ავტომანქანები, საქართველოს დროშებითა და წყვეტილი სიგნალებით. მანქანებიც და ხალხიც დროშებითა და პატრიოტული შეძახილებით რუსეთის საელჩოს მიმართულებით მიიწევდნენ, სადაც, როგორც მერე ასევე ტელევიზიით შევიტყვე, საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა და აქციის მონაწილეებმა რუსეთის საელჩოს წინ უნიტაზები დადგეს. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ამ ადამიანებს უხაროდათ ომის დაწყება და ქართული ტელეარხებისგან მოწოდებულ ინფორმაციებს საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმატებების შესახებ საფეხბურთო სიხარულით ეგებებოდნენ, განსაკუთრებით, როდესაც 21 საათზე სააკაშვილმა თავის მიმართვაში განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის მთელ ტერიტორიას, დაბა ჯავის გარდა, საქართველოს შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ. მისივე თქმით, „დღეს საქართველოს შეჰყურებს მთელი მსოფლიო!“, ანუ სწორედ აქ წყდება მთელი მსოფლიოს ბედი.

როდესაც საქართველოს ტელეარხები სახელისუფლო პროპაგანდის ფუნქციას ასრულებდნენ, „ხალხის ხმა“ ტელეარხების ექოსავით ისმოდა იმ დროს საქართველოში ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელ ფორუმ.გე-ზე, რომელიც ერთსულოვნებისა და პატრიოტული გრძნობების დემონსტრაციად იქცა. აქ ტელეარხების ინფორმაციებს ჭორები და შეთქმულებათა თეორიებიც ემატებოდა.
 
ეიფორიული განწყობა რადიკალურად შეიცვალა 9 აგვისტოს, როდესაც საქართველოს ტელევიზიებმა დაიწყეს რუსეთის სამხედრო ძალების საქართველოში ინტერვენციის ამსახველი კადრების ჩვენება. ამას დაემატა ქართული ტელეარხებით ნაჩვენები ისტორიული ფილმებიც, რომლებიც საინფორმაციო გადაცემათა შუალედებს ავსებდა და, ამასთანავე, მიმდინარე მოვლენებს მხატვრულ შინაარსს სძენდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო 10 აგვისტოს ღამე, როდესაც ტელეინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ტანკები თბილისზე იერიშისათვის ემზადებოდნენ და ქალაქში სრული პანიკა ატყდა. მაშინ ტელევიზიამ ოლივერ სტოუნის „ტროა“ აჩვენა, რაც სიმბოლურად რუსეთის ჯარების მიერ თბილისის მოსალოდნელი აღება-გადაწვის ალეგორია უნდა ყოფილიყო. 11 აგვისტოს კი, როდესაც გაირკვა, რომ რუსეთი სააკაშვილის დასამხობად და შესაპყრობად მოიწევდა თბილისისაკენ, ქართულმა ტელეარხებმა უჩვენეს მხატვრული ფილმი „დიმიტრი თავდადებული“. ამით საქართველოს პრეზიდენტი სამშობლოსათვის თავდადებული მეფის ფიგურასთან გაიგივდა.

ტელევიზიით ნაჩვენებმა ისტორიულმა კინოფილმებმა, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა არა მხოლოდ ტელემაყურებელზე, არამედ საქართველოს წამყვან პოლიტიკოსებზეც: პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, რომელსაც, ჩემი აზრით, ათწლეულის ყველაზე უპასუხისმგებლო პოლიტიკური მოწოდება ეკუთვნის, რომ თბილისელები წინ უნდა აღუდგნენ რუსეთის ჯარებს, ვისაც როგორ შეუძლია, როგორც ჩანს, თავი მეფე არტურად წარმოიდგინა.

ქართული ისტორიული ნარატივი გაცოცხლდა და აწმყოსთან გამთლიანდა, უფრო სწორად, აწმყოს ჩაენაცვლა 12 აგვისტოს, პარლამენტის წინ გამართულ მიტინგზე, სადაც ამ ომში საქართველოს სამხედრო მარცხი ტრიუმფად გარდაისახა. საქართველოს პრეზიდენტმა ეს დღე 1121 წლის 12 აგვისტოს მომხდარ დიდგორის ბრძოლასთან დააკავშირა. ამით ომში მარცხი საზეიმო სანახაობად გადაიქცა, ხოლო ტრაგედია – აპოთეოზად.

აგვისტოს ომის ტრიუმფის კულმინაცია 1 სექტემბრის „ცოცხალი ჯაჭვი“ იყო. ამ დღეს საქართველოს პრეზიდენტი მოგვევლინა მასობრივი ინსცენირების დიდოსტატად, რომელმაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი მანიფესტაცია დადგა. ამ აქციის ეპიცენტრში – თავისუფლების მოედანზე – სააკაშვილის სიტყვას წინ უძღოდა საქართველოს ჰიმნი და ბეთჰოვენის „სიხარულის ოდა“ მეცხრე სიმფონიიდან, რომელიც ევროკავშირის ჰიმნიცაა. ამ გრანდიოზული სანახაობის დაგვირგვინებად პრეზიდენტმა წარმოთქვა სიტყვა, რომ საქართველოში „რუსული იმპერიალიზმი დასამარდება“ და „მთელი მსოფლიოს თავისუფლების ბედი აქ წყდება, თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის წინამძღოლობით“, ხოლო ჩვენ ვართ „ოქროს საწმისის, არგონავტების ქვეყანა, უძველესი ცივილიზაციის ქვეყანა“, რომელსაც ვერავინ დაამარცხებს. სააკაშვილის ამ სიტყვებს მოჰყვა რამდენიმე ათეული ათასი ადამიანის ოვაციები და „მიშა“, „მიშა“-ს და „-ჯოს!“ შეძახილები.

ამ პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, თავად ეს ომი შეიძლება ჩაითვალოს სააკაშვილის ნაციონალიზმის, მისი ძალის იდეოლოგიის გამარჯვებად, რომელიც პრეზიდენტის ტრიუმფით დამთავრდა. აგვისტოს ომი სააკაშვილის მმართველობის, ინსცენირების მისეული ხელოვნების ზენიტი იყო. ამან კიდევ ერთხელ იმდენად გაამყარა პატრიოტული ეიფორია, რომ მას შემდეგ შეჯიბრი პატრიოტულ შეძახილებსა და სამშობლოს უფრო მეტად სიყვარულის მტკიცებაში კვლავაც ძირითად პოლიტიკურ თემად რჩება ხელისუფლებისა და ოპოზიციის ორთაბრძოლაში. სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი კი მხოლოდ დაკარგული ან ოკუპირებული „ტერიტორიებია“, მიწის ნაკვეთები, მასზე ომამდე და ომის შემდეგ მცხოვრები ადამიანების, მათი ბედ-იღბლის გარეშე.

Tags: ბლოგი, აგვისტოს ომი



ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 3
ავტორი: jngliori საიდან გვწერთ: de
30.08.2012 01:06
დიქტორი/
და მაინც ჩაგეკითხებით ბატონო გიგა, შესაძლებელია თუ არა რუსეთმა ეს ინციდენტი მორიგი ანტიტერორისტული ოპერაციისათვის გამოიყენოს...

http://news.ge/ge/news/story/28280-giga-bokeria-stabilurobas-da-archevnebs-araferi-ar-emuqreba

სცენარი
http://en.wikipedia.org/wiki/Wag_the_Dog

ავტორი: ხეობელი საიდან გვწერთ: საქართველოდან
28.08.2012 15:53
ბატონო ომარ, თქვენი მოსაზრებიდან ბოდრიარის მოქმედებაზე გამომდინარეობს, თითქოს, თუ რომ გერმანელ ეროვნებისა ბრძანებულიყო ფილოსოფოსი ა. კამიუ იგივე შეხედულება აღარ უნდა ჰქონოდა ხომ რომლითაც, როგორც ფრანგი გამოირჩეოდა? გინდათ, თქვათ რომ კამიუს პატრიოტიზმსაც პრიმიტიული ნაციონალიზმი კვებავდა? რაღაც არა მგონია. მაგრამ თუ ასე მიგაჩნიათ მაინც, მაშინ მიმოავლეთ თვალი საკუთარ სამშობლოს, ,,დიად გერმანიას“ ჯერკიდევ, ევროპის დამორჩილებამდე დაპირისპირებულ გერმანელთა აურაცხელ ემიგრაციას.. , ძალ-ღონეს რომ არ იშურებდნენ, და უპირველესად ,,თავიანთ ომად" და აუცილებელ მოვალეობად სწორედაც თავიანთ სამშობლოში გამეფებული მილიტარისტული სულისკვეთების წინააღმდეგ ევროპისა თუ მსოფლიოს მშობლიური გერმანიის წინააღმდეგ ამხედრების აუცილებლობაში დარწმუნება მიაჩნდათ, მე-2 მსოფლიო ომამდეც კარგა ხნით ადრე.. თუნდაც, თ.მანის ისტორიის მოგონება არ გვაწყენდა, მართლაც დიადი გერმანული სულობის სახსნელად შორეულ ამერიკის კონტინენტზე რომ გადასახლდა სამუდამოდ ..

ავტორი: ანონიმი
28.08.2012 11:23
მაისურაძის "ომი არ ყოფილას" ახლა მიქიაშვილის თვითანატომიაც დაემატა.

ავტორი: ომარ თურმანაული საიდან გვწერთ: სტრასბურგი
28.08.2012 00:19
წერილიდან ასეთი დასკვნა გავაკეთე: ბატონ გიორგი მაისურაძეს ძალიან მოსწონებია ჟან ბოდრიარის გამონათქვამი და ძალიან უნდა მიუსადაგოს ქართულ სინამდვილეს. მაგრამ ჟან ბოდრიარმა რომ რაღაც თქვა, ეს იმას არ ნიშნავს რომ იგივე ფრთიანი ფრაზა თუ მახვილგონივრული მიგნება ყველა სიტუაციაში და ყველას პირით წარმოთქმული ასეთივე გამოსადეგი და მოსწრებული იქნება... გიორგის მაისურაძეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ გამორჩა: ჟან ბოდრიარი მის სამშობლოზე თავდამსხმელებზე კი არა, ერაყზე და ამერიკულ ჯარზე ლაპარაკობს და და ქართული ანდაზის არ იყოს, ,,სხვის ომში ბრძენობს,,. გიორგიც, წერილის ,,ფილოსოფიურობიდან,, გამომდინარე იგივეს იმეორებს და ,,ჭკვიანურად,, ანალიტიკოსობს. ერჩია კი რომ, ამ შემთხვევაში (თუ მაინდამაინც მისი განსწავლულობის დემონსტრირების სურვილი კლავდა) ბოდრიარის ამ გამონათქვამზე კი არა, მეორე ფრანგის, ალბერ კამიუს ,,წერილები გერმანელ მეგობარს,,–ზე ეფიქრა და ის მოეხმო ციტატებად.

ავტორი: საქართველოსთვის
27.08.2012 13:40
რა აზრი აქვს კომენტარების წერას?არაფრი . თქვენ თქვენსას ამტკიცებთ მაინც,არ გინდათ სინამდვილეს თვალებში ჩახედოთ და დაინახოთის ის რაც მართლა მოხდა

ავტორი: ხეობელი
27.08.2012 12:25
,,მე ომის შემდგომ პირველ 1 კვირაზე მოგახსენებდით. "ზოგადობის" მეტი დაზუსტების ხალისი არ მაქვს. უნდა მაპატიოთ.." ანონიმ თქვენ მაპატიეთ, მაშინ ვერ მიმხვდარვარ თქვენს ირონია

ავტორი: ანონიმი
26.08.2012 15:15
ავტორი: ხეობელი 25.08.2012 23:02
მე ომის შემდგომ პირველ 1 კვირაზე მოგახსენებდით. "ზოგადობის" მეტი დაზუსტების ხალისი არ მაქვს. უნდა მაპატიოთ. ხალისის დაკარგვაში ვადანაშაულებ გიორგი მაისურაძეს. მას ვადებ ხელს. :)

ავტორი: გიურზა საიდან გვწერთ: აშხაბადი
26.08.2012 05:25
"ტროა" რომ ოლივერ სტოუნს არ გადაუღნია?
პასუხი

ავტორი: გიორგი მაისურაძე
26.08.2012 23:11
მართალი ბრძანდებით, ვოლფგანგ პეტერსენისაა, ოლივერ სტოუნის ალექსანდრე მაკედონელზე ფილმი და "ტროა" ერთდროულად მაქვს ნანახი და ამერია. გმადლობ შენიშვნისათვის.

ავტორი: ანონიმი
26.08.2012 03:21
ბოდრიარის ამ თემის გარდა არის საზოგადოება სპექტაკლის თემაც. თვითმარქვია და სხვისმარქვია პოლიტიკოსები რაღაცას ჩალიჩობენ და ხალხი გამოშტერებული უყურებს. საზოგადოება დაყოფილია პოლიტიკოს არტისტებად და მათ მიერ დადგმული სპექტაკლისგან გაბრუებულ მაყურებელ ხალხად. 1990 წელს ხალხმა აირჩია მთავრობა რომელიც გორბაჩოვის ტინგიცობის გამო იძულებული გახდა სასწრაფოდ გამოეცხადებინა სახელმწიფოებრიობის აღდგენა. ეს რომ არ გაეკეთებინა ასე სასწრაფოდ საქართველოსგან ქართლ-კახეთსაც არ დასტოვებდნენ. ხოდა მსოფლიომ აღიარა საქართველო სწორედ იმ გამოცხადების საზღვრებში რომლებსაც კრემლისტანი დღემდე ეჯაჯგურება. ხოდა მერე ვიღაც არტისტებმა რა თქმა უნდა კეთილშობილი ლოზუნგებით და დიდად შთამბეჭდავი თეატრალური ჟესტიკულაციით(დიდად გამოდგა საბჭოთა კრიმინალური სამყაროს თეატრმცოდნეობის პროფესორი ჯაბას გამოცდილება) საბჭოთა ზარბაზნით ანგრიეს არა მარტო თბილისი. მაყურებლად გადაქცეული ქართველი ხალხი დღემდე შოკშია. ხოდა დაგენაცვლეთ გაუფრთხილდით მას იმიტომ რომ სხვა ასეთი მაყურებლის შოვნა გაგიჭირდებათ.

ავტორი: ხეობელი
25.08.2012 23:02
,,ეგ ომის დღეები იყო საცოდავი საქართველოს მაცხოვრებელთათვის ძალიან იმედის მომცემი ადამინური იმპულსების გამოვლინება. სამწუხაროდ, რომელიც იქვე ჩაქოლეს,...." ეს ცოტათი ზედაპირული მსჯელობაა მგონია,ბატონო ანონიმ,რადგან აი, მაგალითად ჩემს სოფელში, სადაც ომის პირველ დღეს მოვხვდი, ხალხს იმ იმედთან ერთად რომ ყველა ეს სამხედრო კამპანია ტერიტორიების დაბრუნებით დასრულდებოდა, რაღაცნაირი შიშიც ეტყობოდა. მე ამგვარ შიშებს გლეხიკაცებისა, მათსავე, ბუნებრივად უნდობელ და პესიმისტურ დამოკიდებულებად აღვიქვამდი ყოველგვარი ომების ფანტასმაგორიულ სიზმარეულ სამყაროთა მიმართ, რომელიც ბუნებრივად ეწინააღმდეგებოდა მყარი გლეხური რეალიზმის გრძნობას (რომელსაც ,თუ გნებავთ ვუწოდოთ მეექვსე გრძნობაც) და, რომელიც თითქმის არსად და არასდროს ღალატობს თავისი მიწა-წყლის მოყვარულ გლეხკაცთ.

ავტორი: mascavle საიდან გვწერთ: safrangetidan
25.08.2012 22:34
სიმართლე სინათლეა და ადრე თუ გვიან ყველაზე ბნელეთსაც კი ანათებს,დროის ფაქტორია მხოლოდ, როგორც ყველაფერი ამ ქვეყნად****

ავტორი: ხეობელი საიდან გვწერთ: საქართველოდან
25.08.2012 22:20
ამას მართალს ამბობთ ჩემო ბატონო, რომ ჩემი და შენი სინამდვილე არაა ხშირად სიმართლე, სიმართლე ობიექტურია, ,,სინამდვილეები" კი უფრო პირიქით.. იმდროინდელ ქრონიკას მაინც გადაავლეთ თვალი მალიმალ, თუ არ გსურთ, რომ ქართულ ურაპატრიოტ ომის პარტიებს მიემსგავსოთ, სიამაყით რომ გვიცხადებდნენ 7_ში ჭეშმარიტად შემაშფოთებელ სინამდვილეს, რომ რუსის კონტინგენტის სარდალმა ,,თურმე'' ქალაქ ცხინვალის მისადგომები ღია დატოვა და შიგ შეგვიშვაო.. რუსთავი 2ის თუ იმედის ჟურნალისტს კი ეს ფაქტი მხოლოდ უცნაურადღა ეჩვენა, ალბათ ჩვენს მიერ განხორციელებადი გენიოსური ბლიცკრიგის იდეით თვალდაბინდულს. არადა, ამ ელემენტარული რუსული ვირეშმაკული სამხედრო ხერხის გასაშიფრად, არათუ სამხედრო-პოლიტიკური გამოცდილება, ელემენტარული პატრიოტული ხედვის უნარიც კი საკმარისი იყო, რომ ამ პროვოკაციული მახისგან უმნიშვნელო დანაკარგებით გამოგვეყვანა თავი..

ავტორი: საქართველოსთვის
25.08.2012 12:26
ავტორი: ხეობელი საიდან გვწერთ: საქართველოდან
24.08.2012 20:18
ავტორს საქართველოსთვის; აი, თქვენ რატომ გგონიათ რომ სიმართლის თქმა ასხავს წყალს მტრების წისქვილზე და არა სიცრუის პროპაგანდა.. სიმართლე რა გგონიათ ის რაც თქვენ გინდათ რომ სიმართლედ ჩაითველოს?თუ ის რაც სინამდვილეში მოხდა.......

ავტორი: ანონიმი
25.08.2012 12:25
"სააკაშვილის ამ სიტყვებს მოჰყვა რამდენიმე ათეული ათასი ადამიანის ოვაციები და „მიშა“, „მიშა“-ს და „-ჯოს!“ შეძახილები."

ახლა რომ ვთქვა, რომ ეს კადრები, ამ მიშას ძახილით რუსთავი2 ის მონტაჟი იყო თქო, არ დაიჯერებთ. ესაა განსხვავება ჩემსა და ავტორს შორის, რომელიც ყველაფერს ტელევიზორში უყურებს, მე კი, ადგილზე გახლდით. ის სხვა საკითხია, რომ ამ მონტაჟს ჩვენი ხელისუფალი ასე ნებულობს და კარგ ჩიტებსაც იჭერს. აი მაგალითად, ამ ავტორისნაირს.
ეგ ომის დღეები იყო საცოდავი საქართველოს მაცხოვრებელთათვის ძალიან იმედის მომცემი ადამინური იმპულსების გამოვლინება. სამწუხაროდ, რომელიც იქვე ჩაქოლეს, გათელეს და ისევ სიბინძურეში იმდენი ათრიეს, რომ ეგ ბიოლოგიურ + ქვეცნობიერი "შეღვიძება" აწ მაგ ფორმით აღარ მოხდება. ავტორის თამადობით, გააგრძელეთ! გთხოვთ მეტი ინტენსიურობით! რომ დროზე მორჩეს ეს კვდომები. ჰა! რაღა დარჩა.. თითქმის აღარაფერი. მიდი, მიდი, გიორგი, მაგარი ხარ! თან პატარა, თან დიდი! როგორც დალაილამა ამბობს, ოთახში კოღო რომ ბზუის და შენ ძილი გინდა, ვინაა მაშინ უფრო ძლიერი?

ავტორი: ხეობელი საიდან გვწერთ: საქართველოდან
25.08.2012 08:38
"ავტორს ეგ არ აინტერესებს. მაინც ყავს მკითხველი. რა დალევს საქართველოში საშუალოებზე პატარებს. თქვენ კი ამდენი სიბნელისაგან სულს დაასვენებთ.) ანონიმ გაუგებარია, რას ითხოვთ ავტორისგან, ძალად წაგვაკითხონ ბლოგები? თუ აღარ წაიკითხავს მისი ნებაა და ერთიცა, ანონიმ ,,სინათლეში"' ბანაობისგანაც ცოტას ხომ არ დაასვენებდით თქვენს საშუალოზე დიდ თავპირს?

ავტორი: ანონიმი
25.08.2012 02:54
" მე პროტესტის ნიშნად აღარასოდეს წავიკითხავ თქვენს სტატიებს."
ავტორს ეგ არ აინტერესებს. მაინც ყავს მკითხველი. რა დალევს საქართველოში საშუალოებზე პატარებს. თქვენ კი ამდენი სიბნელისაგან სულს დაასვენებთ.

ავტორი: ხეობელი საიდან გვწერთ: საქართველოდან
24.08.2012 22:09
"ასეთი შეფასებების კითხვა-მოსმენისას სულ მაინტერესებს, რას იტყოდით, ბედის ბორბალი სასწაულებრივად ჩვენსკენ რომ შემობრუნებულიყო." ძალიან მისასალმებელი იქნებოდა.ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე გეუბნებით, მაკა, რომ შეიძლება მე პირადად სიხარულისგან გული გამსკდომოდა,მაგრამ ეს გაამართლებდა ცხინვალზე ჩვენებურების განხორციელებულ შტურმს? ოღონდ ,,ომი დამთავრდა,კრემლის პროპაგანდის გეშინოდეთო"_ს არ ვართ

ავტორი: მაკა საიდან გვწერთ: გერმანია
24.08.2012 21:07
ასეთი შეფასებების კითხვა-მოსმენისას სულ მაინტერესებს, რას იტყოდით, ბედის ბორბალი სასწაულებრივად ჩვენსკენ რომ შემობრუნებულიყო. ზოგმა ომი წარმოიდგინა, თქვენ ეს წარმოიდგინეთ თუ არ დაგეზარებათ.. ოღონდ " ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ" _ ს არ ვართ )

ავტორი: ხეობელი საიდან გვწერთ: საქართველოდან
24.08.2012 20:18
ავტორს საქართველოსთვის; აი, თქვენ რატომ გგონიათ რომ სიმართლის თქმა ასხავს წყალს მტრების წისქვილზე და არა სიცრუის პროპაგანდა..

ავტორი: საქართველოსთვის
24.08.2012 17:41
აღარ შეუძლია ამ ხალხს ცინიზმის დამალვა,გაჯღენთიები არიან ბოროტებით,შეიძლება 24საათი იმაზე ფიქრი როგორ გაანადგუროთ საქართველო?გაახილეთ თვალებიიი და გონება ოდნავ თუ მაინც გიჭრით მიხვდებით ვინაა დამნაშავე და ვინ არაა.თქვენ გგონიათ ასეთი შინაარსის კომენტარებით უშველით საქართველოს?პირიქით მტრის წისქვილზე ასხავთ წყალს და მასაც უხარია.

ავტორი: mascavle საიდან გვწერთ: safrangetidan
24.08.2012 16:50
ზოგიერთმა ჩაიხვია ომი იყოო,აბა არ იყოო,მთავარი კი ის არის: ვინ დაიწყო? რა მიიღო?შედეგია მთავარი,თორემ ის კი არა სათაურს გამოეკიდო და საქართველოს ხელისუფალთ აარიდო პასუხისმგებლობა ,რომელიც მათი პოლიტიკურ მოღვაწეობის შედეგად უნდა დადგეს, ჩემი აზრით აუცილებლად უნდა ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება ამ ფაქტთან დაგავშირებით და თავისუფალმა სასამართლომ უნდა დასაჯოს ის ვისი გულისთვისაც ჩემს სამშობლოს კიდევ ერთხელ დაეკარგა ტერიტორიები(ახალგორი,კოდორი),ეს არის საჭირო იმიტომ,რომ მომავალმა ხელისუფლებამ არ დაუშვას ასეთი საბედისწერო ქვეყნისათვის შეცდომები, მათ ჰქონდეთ შიში,რომ აუცილებლად დაისჯებიან და არავინ აღა დაუშვებს ასეთს,შევარდნაძეც,რომ გაესამართლებიათ რაც მან ჩაიდინა იმის გულისთვის და არ დაესვენებიათ ,როგორც მიშამ დაასვენა კრწანისში,მიშა აღარ ჩაიდენდა ამდენს, სტატიის ავტორმა სწორედ აღწერა რა ვითარება იყო იმ დროს საქართველოში,რაზედაც ჩემგან დიდი მადლობა მას*

ავტორი: შორიდან საიდან გვწერთ: მცირე კონტინენტიდან
24.08.2012 14:58
(ჯერ ისიც საკითხავია 1 და მე-2 მსოფლიო ომები იყო ნამდვილად თუ დაგესიზმრათ ჩემო ბიძაშვილებო)..პოსტები კაი ხანია გასცდა საკითხის არსს..ბატონო მოდერატორო დაგვხურეთ ამჯერად თქვე კაი ოჯახიშვილო..

ავტორი: ვანო ზეგარდელი საიდან გვწერთ: გორი
24.08.2012 13:07
ბატონო ბლოგის ავტორო, თუ თქვენ გულწრფელად გჯერათ, რომ ის რაც აგვისტოში მოხდა, ომი არ იყო, მე პროტესტის ნიშნად აღარასოდეს წავიკითხავ თქვენს სტატიებს. ჩავთვლი, რომ ადეკვატური შეფასება არ შეგიძლიათ. თუ თქვენ ამ ფორმით გინდათ თქვათ, რომ აგვისტოს ომი და ის რასაც მასმედია გადმოსცემდა, აბსოლიტურად სხვადასხვა იყო, მაშინ დაგეთანხმებით, თუმცა მაინც კატეგორიულად მიუღებელია ეს ფორმა. მაშინ, როდესაც თქვენ პრაღაში ბრძანდებოდით, მე და კიდევ ბევრმა „ცხელ ზონაში“ მცხოვრებმა, საკუთარ თავზე გამოვცადეთ ომის სისასტიკე. ჩვენ, სამწუხაროდ არასოდეს გაგვიჩნდება ეს აზრი, რომ „აგვისტოს ომი არ მომხდარა“, თუმცა ძალიანაც გვინდა ასე ყოფილიყო.
მთელი ეს დღეები ერთი დიდი შოკი იყო. 4 წლის წინ როდესაც გორში ჯარი ჩადგა და თბილისში იძულებით მომიწია წამოსვლა, მეორე შოკი აქ მივიღე. ადამინების უმრავლესობა აბსოლიტურად მოწყვეტილი იყო რეალობიდან. თავი გამარჯვებულად მიაჩნდათ, როცა ამდენი დევნილი გვერდით ყავდათ. თქვენი სტატიაც ამ არაჯანსაღი განწყობის გაგრძელება მგონია. ერთ მხარეს ამდენი დაკარგული სოფელი და ადამიანი, მეორე მხარეს თქვენი სტატია და მისთანანი.
მე დღესაც მესმის მაშინდელი ბომბების ხმა. თქვენ კი ბედნიერი კაცი ხართ, რომ თვლით, თითქოს „აგვისტოს ომი არ მომხდარა“. აგვისტოს ომი მოხდა!!!

ავტორი: ანონიმი
23.08.2012 18:04
ეს მალიარი რიკარდოებია, მერე რომ ასე ეპადხალიმებიან გაზებისთვის პუტინ ლენინოვიჩებს, ნუ მივაჩვიეთ ამ ბოლო დროს დიპლომატიური ენის დავიწყებას გამოჩერჩეტებული ბებერი ევროსაიუზი, თორემ თუ ამოიღო მიშამაც ხმა გაუყენებენ ბიძია ვალტერ შვიმერის გზას პოლიტიკური პენსიისკენ.

ავტორი: უიშვილი საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
23.08.2012 09:00
ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
22.08.2012 23:43-ესეც ამ ავტორის ბრალია?:
"ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკარდო მილიორი საქართველოში მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში ლენინიზმის ნიშნებს ხედავს , - ამის შესახებ მილიორმა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, საარჩევნო კამპანიისას მნიშვნელოვანია, პარტიებმა ხალხს თავიანთი პროგრამები და იდეები წარუდგინონ. “ცოტა ლენინიზმია საარჩევნო კამპანიაში, რომლის მიზანია, მტრების განადგურების მცდელობა..." ნიკით "საქართველოსათვის" საყურადღებოდ: tata germaniia და NATIA ლონდონიდან რომ აზროვნებენ იმნაირად აზროვნება ყველას რომ უსურვო-წყევლის ტოლფასია...სულ არ მაინტერესებს რას წერენ რუსეთის თაობაზე, ისედაც ვიცი: უსამართლო, ბინძური, მაგრამ ღონიერი დათვია და მოგერევა...ამითომ მიზეზი და საბაბი არ უნდა მისცე გეჩხუბოს...საომარი მოქმედებები, რომ "დიდმა მთავარსარდალმა" წამოიწყო ფაქტია და ამას იმიტომ ვერ უარვყოფ, რომ რუსები ჩვენი მტრები არიან და მათი პოლიტიკა არ მომწონს...სიმართლეს ვერსად წაუხვალ! ამიტომაც ღიზიანდებით ლენინის თანამზრახველი "ნორჩი ლენინელები"

ავტორი: საქართველოსთვის
23.08.2012 01:18
ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania კარგი იქნება ყვველა შენსავით რომ ფიქრობდეს.

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
22.08.2012 23:43
გიორგი თქვენ მკითხეთ მჯერა თუ არა, რომ რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით რუსეთის ხსენბა თითქმის ტაბუა ამ საიტზე. მჯერა. გადახედეთ სტატიების შინაარსს ამ ოთხი წლის განმავლობაში, ამ თემასთან დაკავშირებით და თავად დარწმუნდებით.
რუსეთის მხილება საქართველოსთან მიმართებაში გიჭირთ "თავისუფლების" ჟურნალისტებს. რამით ხართ დავალებულები მისგან?..)))

ავტორი: საქართველოსთვის
22.08.2012 22:53
ავტორი: ანონიმი მეცინება ყველა შენ კომენტარზე ,ძაან გინდა რუსეთის მონობა გეტყობა შენ.ხალხოოო გაახილეთ თვალები და გაიხსენეთ 2008წლის აგვისტო ომი არ ყოფილაოო რომ იდძახიან და არ მოექცეთ სხვისიი აზრების ქვეშ.

ავტორი: ანონიმი
22.08.2012 17:17
რა ომი არ იყო რიო ომი არ იყოოო...რა ვერ გაიგეთ ხალხო :სათაური არის ალეგორიული, ფილოსოფიური იტერპრეტაცია იმისა რაც მოხდა და ხდება..

ავტორი: უიშვილი საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
22.08.2012 16:43
რა ომი არ იყო რიო ომი არ იყოოო...რა ვერ გაიგეთ ხალხო :სათაური არის ალეგორიული, ფილოსოფიური იტერპრეტაცია იმისა რაც მოხდა და ხდება...თქვენ მართლა ხომ არ გგონიათ რომ ავტორს ომის მოხდენის ფაქტისა არ სჯერა? კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა.... ნაცების მიდგომებმა ხომ საერთოდ "დაგლიჯა"! ციტატა :"სააკაშვილი იმ შუაშია, რომ ამისთანა ინტელექტუალებით გაივსო ქვეყანა". აი ერეკლე, აი ჩემი ჩოხა ახალუხი...

ავტორი: ტაქსისტი საიდან გვწერთ: ომიდან
22.08.2012 15:58
კაცოო შენაა, გამაგებინე ერთი რას მერჩოდი ან ახლა რას გამომიჭედე ყურები არ იყო ომი,არ იყოო..! აი, ამ წუთებშიაც ეს ოხერი რადიო მეუბნება, მეხუთე კოლონიაა თბილისში დაბანაკებულიოოოოო. ცივი წყალი დალიოს ყველამ!

ავტორი: ხოო საიდან გვწერთ: ხოხონიდან
22.08.2012 15:38
ომი იყო თუ სიზმარი ჯერაც ვერ გარკვეულან!? ჰმ!ჰმ! სიზმარი თუ სიზმარია ომი რატომაა სიზმარი? ან იქნებ სულაც სიზმარია,მაგრამ მაინც ხომ ომი არის? ამაზე რას მიპასუხებთ???

ავტორი: ანონიმი
22.08.2012 13:42
სააკაშვილი იმ შუაშია, რომ ამისთანა ინტელექტუალებით გაივსო ქვეყანა.

ავტორი: Max საიდან გვწერთ: საქრთველო
22.08.2012 13:40
უნამუსობას საზღვარი არ აქვს!

ავტორი: ახირებულისიმართლისმოყვარული საიდან გვწერთ: აქედან
22.08.2012 09:13
ავტორი: ანონიმი
22.08.2012 01:18
"ნაცებს ყველაზე მეტად მოაზროვნე ადამიანის ეშინიათ."
აქ ავტორს ხომ არ გულისხმობ? ვაიმე დედა!
ასეთები აწყობთ, პირიქით.-ენა გამოყავი, იქნებ ზედ წავიკითხო რისი თქმა გინდა-რას მიედებ მოედები და პასუხი გაეცი კითხვას:ვინ დაიწყო საომარი მოქმედებები პირველმა ("ამ ადამიანებს უხაროდათ ომის დაწყება და ქართული ტელეარხებისგან მოწოდებულ ინფორმაციებს საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმატებების შესახებ საფეხბურთო სიხარულით ეგებებოდნენ, განსაკუთრებით, როდესაც 21 საათზე სააკაშვილმა თავის მიმართვაში განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის მთელ ტერიტორიას, დაბა ჯავის გარდა, საქართველოს შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ. მისივე თქმით, „დღეს საქართველოს შეჰყურებს მთელი მსოფლიო!“, ანუ სწორედ აქ წყდება მთელი მსოფლიოს ბედი.") თუ ეს მონტაჟია, ან სააკაშვილის ორეული როშავს ასეთ რამეს? გააკეთე კომენტარი თუ შეგიძლია ხმის ამოღება და ავტორის მიმართ აბდა უბდებს შეეშვი!

ავტორი: ანონიმი
22.08.2012 01:18
"ნაცებს ყველაზე მეტად მოაზროვნე ადამიანის ეშინიათ."

აქ ავტორს ხომ არ გულისხმობ? ვაიმე დედა!
ასეთები აწყობთ, პირიქით.

ავტორი: ზაზა
21.08.2012 22:40
ამ ბლოგზე ერთი-ორი ნაცმაცუნაა შემომძვრალი. ამ ბლოგზე, თორემ გიგია ზედანიასთნა კი არა.
ნაცები ერთმანეთში არასოდეს საუბრობენ, ერთმანეთს არ მიმართვანე. მათ ერთმანეთთან სალაპარაკო არც არაფერი აქვთ. კარგად იციან, რა დავალება უნდა შეასრულონ და თანმიმდევრულად მუშაობენ. რა მნიშვნელობა აქვს ზონდერისთვის, რას დაწერს გიორგი მაისურაძე? ბევრი არ გაიგონ! იმდენს მაინც მიხვდებიან, რომ ის მედროვე და კონფორმისტი არ არის. არ მლიქვნელობს, არ თვალთმაქცობს. წერს იმას, რასაც ფიქრობს. ნაცებს ყველაზე მეტად მოაზროვნე ადამიანის ეშინიათ.

ავტორი: თამარა საიდან გვწერთ: ქუთაისი
21.08.2012 18:13
ერთადერთი სწორო ხედვა ამ ომთან დაკავშირებით. ყველაზე სწორი ასახვა მოვლენების და ზოგადად იმ სიტუაციის რაც ხდებოდა.

ავტორი: უიშვილი საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
21.08.2012 17:12
ავტორი: ანონიმი
21.08.2012 12:25-მაგ "ბიჭის" ნაწერებიდან ობიექტურობის სული ბერავს, პიგმენტიც ინტელექტუალისა აქვს! თქვენნაირი ამებები და ერთუჯრედიანი ნაცXები განათლებულ კაცს რას გაუგებთ? მაგ "ბიჭის" მიხვედრას- "ფილტვი" უნდა "ფილტვი " ....თქვე გოიმო გორსალებოოოოოოოოოოოოო!!!!!!!!!!!!!!!!!!

ავტორი: ანონიმი
21.08.2012 12:25
ამ ბიჭის ნაწერებიდან რა სულიც ქროლავს, ვითომ პატარაა, მაგრამ რა ფერი აქვს? და რა შემადგენლობის პიგმენტი?

ავტორი: ხოო საიდან გვწერთ: ისევ ხი-ხონიდან
21.08.2012 10:13
ეს ომი რომ არა არავინ იცის, რამდენი შენიღბული გვეყოლებოდა კიდევ ქვეყანაში.. წარმომიდგენია კიდევ რამდენ საიდუმლოს ახდის ფარდას ეს ომი, რამდენი გამცემი გამოაშკრავდება! კიდევ ერთი ომი უნდათ ეხლაც სულ რომ გამოძვრნენ სოროებიდან!

ავტორი: ანონიმი
21.08.2012 04:17
ავტორი: საქართველოსთვის
20.08.2012 23:25
ავტორი: საქართველოსთვის
21.08.2012 01:31
ავტორი: არაა საიდან გვწერთ: ესეც ხიხონიდან
20.08.2012 17:16
---------------------
მგონი ამ კომენტარებს მართლა სააკაშვილი წერს. ნამდვილად მისი ხელწერაა.

ავტორი: საქართველოსთვის
21.08.2012 01:31
სიმართლის არ დანახვა მინდოდა დამეწერა :):)იმედია მიხვდებოდით მაგრამ მაინც ჩავასწორებ ინტრიგანებმა რომ კარგად წაიკითხონ

ავტორი: საქართველოსთვის
20.08.2012 23:25
ხალხო თავს სასაცილოდ რატო ვიხდით?რატო გვაქვს ქართველებს სისხლში გამჯდარი საკუთარის ზურგის შეგცევა(სიმართლის დანახვა) და სხვისი გამართლება,ბრმებო გაახილეთ თვალები.....

ავტორი: Khatia საიდან გვწერთ: UK
20.08.2012 20:59
ბედნიერი "საქართველო", "აგვისტოს ომს" მხოლოდ ეკრანზე უყურებდა.. მაშინ როდესაც ბედნიერი ერი "ოდა სიხარულისას" უსმენდა, მე "ოდა ტკივილისას" ვწერდი, მხოლოდ ომში გამარჯვებული საქართველოს ვუძღვენი ლექსი; "საქართველო გლობალურად გაბოზდა"... აგვისტოს მოვლენები იყო კიდევ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დავტოვე საქართველო.. "აგვისტოს ომის" დროს მივხვდი, რომ ჩვენ გვიყვარს ომი და გვძულს მშვიდობა.. მე მახსოვს როგორ გამოცოცხლდა ხალხი, ჩემმა ტაქსისი მძღოლმა 12 აგვისტოს მითხრა; "რატომ ცხოვრობ ქირით, გამოვყაროთ სომხები სახლებიდან".. კარგია რომ ტელე რეპორტაჯები მაინც გახსოვთ.. თანამიმდევრულად.... holy cow bless Georgia!:)

ავტორი: ბიჭიკო
20.08.2012 19:18
ანონიმს:მართალია, მითუმეტეს თუ კი მეორე მხარეს ან ციხეში, ანდაც უარესი საგიჟეში მოხვდებიან.

ავტორი: ანონიმი
20.08.2012 18:50
ეგ არაფერი! ეხლა თქვეს რომ საქართველოში ნაციონალური მოძრაობის წევრების და ივანიშვილის მოიმედეების მეტი პოლიტიკურად მოაზროვნე კაცი(ქალიც) აღარ დატოვეს ანუ ყველაფერი ოკ იქნება!!!

ავტორი: არაა საიდან გვწერთ: ესეც ხიხონიდან
20.08.2012 17:16
თავიდან რომ, ვერ ამოშლი:)

ავტორი: მიწიერი
20.08.2012 16:43
ბ.გიორგიმ მთელი ჩემი თავისუფლება გადაყლაპა.

ავტორი: ხო საიდან გვწერთ: ხიხონიდან
20.08.2012 15:09
იყო თუ არა დავნაძლევდეთ, არ გინდათ?
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 3

ყველაზე პოპულარული