ოთხშაბათი, 01 ოქტომბერი, 2014 თბილისის დრო 22:16

ბლოგები / გიორგი გვახარია

ნოემბრიდან დეკემბრამდე

x
”რად გვინდა ნატო და ევროპა, თუკი ადამიანებს აწამებენ, ბიზნესს აახევენ, ტელეფონებს მოუსმენენ”...

თქვენი არ ვიცი და ჩემს ირგვლივ სექტემბერ-ოქტომბერში ყველა ამას ამბობდა. ზოგი უფრო ადრე ამბობდა - ჯერ კიდევ 2004-ში. ზოგი კიდევ უფრო ადრეც. მაგრამ 2012 წლის სექტემბერში, როცა ნაცმოძრაობამ თავისი საარჩევნო კამპანია წარმართა დევიზით ”ივანიშვილი რუსეთის კაცია”, ჩემს გარშემო განსაკუთრებით ბევრი ამბობდა ამას.

დღეს ვიღაცები გამარჯვებულის პოზაში მიუთითებენ დაგვიანებულებს, ახლა მოკეტე, რადგან მე რომ მცემდნენ, შენ ხმა არ ამოგიღიაო, ვიღაცები იხტიბარს არ იტეხენ და ”ასეთი რამეები ყველგან ხდებაო” (ბოლოს და ბოლოს პატრიარქმა გვითხრა ეს, ადამიანმა, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობა ქართული საზოგადოება)... ჩემი დაკვირვებით, იმ ხალხს, ვინც ნაცმოძრაობიდან გადავიდა ”ოცნებაში”, წარსულს იშვიათად უხსენებენ (”სად იყავი 2003 წლის ნოემბერში, როცა ხალხი პარლამენტში შეიჭრა”, ”სად იყავი 7 ნოემბერს”, ”რატომ არ ამოიღე ხმა გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ”)... არადა, მეგობრებო, ზოგი დღეს კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერი გახლავთ (!) და საინტერესო იქნებოდა ამ თემაზე მათთან საუბარი. რა ვიცი, მე მგონი უფრო საინტერესო, ვიდრე ქალბატონი იუსტიციის მინიტრის პირადი ცხოვრება და ფროიდის ფსიქოანალიზის მიმართ პრემიერ-მინისტრის დამოკიდებულება.

საინტერესო იმისთვის, ვისაც უყვარს ეს ”სად იყავი, სად იყავი მაშინ”. თორემ მე ყოველთვის მჯეროდა და მჯერა, რომ ადამიანები განსხვავებულად რეაგირებენ უსამართლობაზე, სისასტიკეზე, ძალადობაზე - ზოგი დროულად, ზოგი დაგვიანებით, ზოგი მასებში ყოფნით, ზოგი სახლში ჯდომით და უსამართლობაზე მხოლოდ და მხოლოდ ფიქრით. უფრო მეტიც, ზოგი ლოცვითაც!

ჩვენ განსხვავებულები ვართ და არავის აქვს უფლება მოგვთხოვოს გავხდეთ ერთნაირები! მაგრამ ისტორიაში დგება მომენტები, როცა ყოველი ჩვენგანი უმრავლესობის წევრად ვგრძნობთ თავს. როგორც, მაგალითად, სექტემბერში, ვუყურებთ არასრულწლოვანის წამებას ციხეში და შეძრწუნებასთან ერთად ვიხსენებთ ”პატრიოტულ ბანაკებს”, შადრევნების გახსნის საზეიმო ცერემონიალებს, ქუჩაში გაყრილ დევნილებს... ყველაფერი ერთიანდება ამ დროს. დგება წამი, როცა ახლებურად აფასებ წარსულს და ახლებურად ფიქრობ მომავალზე.

პირადად მე ძალიან კარგად მახსოვს ეს წამი, ეს გამონათება. და ძალიან კარგად მესმის იმ ოპტიმისტი თანამოქალაქეების, რომლებიც დარწმუნებულები იყვნენ - 1 ოქტომბრიდან საქართველოში შესაძლებელია არ გაქრნენ უსახლკაროები და მათხოვრები, შესაძლებელია ყველა არ დასაქმდეს და ხალხს მართლაც არ გაეზარდოს ხელფასები და პენსია, მაგრამ მაინც სხვანაირად ვიცხოვრებთ... სტილი შეიცვლება! თუ გნებავთ, ასე ვთქვათ - შეიცვლება დიზაინი!

„ნოემბრიდან ნოემბრამდე“ რომ იყო, ცუდი ფილმი, ხომ გახსოვთ? იმ ფილმში ყველაფერი ცუდი იყო - დრამატურგია, მონტაჟი, წამყვანის ხმა. უნიჭობის ფოირვერკი იყო! მაგრამ ყველაზე დამთრგუნველი იყო იმის განცდა, რომ საბჭოთა კავშირის შემდეგ არაფერი შეცვლილა, ფორმა და დიზაინი უცვლელი რჩება - ხელისუფლება და მედია (ეს ”ფილმი” ერთდროულად 3 ტელევიზიით გადაიცა) ისევ ცდილობს მასების მანიპულაციას. დამთრგუნველია ეს განცდა, როცა გგონია, რომ მხოლოდ უმცირესობა გრძნობს ამ სიყალბეს, უმრავლესობა კი ისევ ადვილად იჯერებს ყველაფერს, რასაც ხელისუფლება სთავაზობს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ სულაც არ იყო ასე - ფილმს მგონი ყველამ დასცინა. ისე დასცინა, რომ ნაცმოძრაობის მთავარმა იდეოლოგებმაც კი ”პეტრეს როლი” აირჩიეს და სათითაოდ ამტკიცებდნენ, რომ ნაცმოძრაობის ამ სამარცხვინო ოპუსთან არაფერი აკავშირებთ.

„ნოემბრიდან ნოემბრამდე“ ნიკა გვარამიას დაპატიმრებამ გამახსენა. საქართველოს მაშინდელი გენერალური პროკურორის მოადგილე განმარტებებს იძლევა ფილმში, რაც სრულიად საკმარისი გახდა იმისთვის, რომ სწორედ გვარამიასთვის დაებრალებინათ, ეგაა ფილმის ავტორიო.

დღეს მის სატელეფონო ჩანაწერებს აქვეყნებს ამჯერად უკვე ახალი ხელისუფლების სატელევიზიო არხი. ზუსტად ისეთი ”დიზაინით”, როგორც ფილმში ”ნოემბრიდან ნოემბრამდე” და ისევ დგება ეს წამი-გამონათება.. ისევ ხვდები, რომ ბევრი არაფერი შეცვლილა ამ ქვეყანაში - 2003 წლის ნოემბერში აღტკინებულმა ბრბომ ქვები დაუშინა ვახტანგ რჩეულიშვილს. 2012 წლის დეკემბერში იგივე ხდება ქუთაისში... 2004 წელს სააკაშვილის ხელისუფლებამ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებით დაიწყო. 2012 წლის ნოემბერ-დეკემბერში იგივე ხდება საქართველოში...

სააკაშვილის ხელისუფლება სატელეფონო საუბრებს რომ ისმენდა, კომპიუტერებში რომ დაძვრებოდა, ჩვენს პირად ცხოვრებას რომ ”იღებდა”, ამაზე ადრეც დაგვიწერია. ისტორიის თუ ბედის ირონიით გვარამიას სატელეფონო საუბრებს დღეს ის ტელეარხი გადმოსცემს, რომლის ჟურნალისტებს აშანტაჟებდა წინა ხელისუფლება. ”ოცნება” თავს იმით იმართლებს, რომ ამ საუბრების ჩაწერის უფლება ჰქონდა, თუმცა ვრცელდება სულ სხვა ინფორმაცია. პრინციპში არც ესაა მთავარი; გამონათების ეს წამი ბადებს კითხვას, რომელზეც პირადად მე ვერავინ გამცა პასუხი - რატომ გვიჩვენებენ ამ საუბრებს ტელევიზიით? რას ამტკიცებენ ამით? მით უმეტეს, როგორ შეიძლება იმ საუბრების ”ჩვენება”, რომელთა ავთენტურობა ექსპერტიზას არ დაუდგენია?

დიახ, დიახ ექსპერტიზას! სხვათა შორის, არჩევნების წინ აჟიტირებულები ხომ მოვითხოვდით იმ სატელეფონო ჩანაწერების ექსპერტიზას, რომელთაც ”ოცნების” წევრთა დისკრედიტაცია უნდა გამოეწვია. ხომ გვჯეროდა, რომ ოდესმე სიმართლეს შევიტყობდით, ზუსტად გვეცოდინებოდა, გვყავს თუ არა, მაგალითად, რასისტი დეპუტატი პარლამენტში?

სადაა ახლა ეს ჩანაწერები? ჩვენი ჩანაწერები სადაა? გვაქვს თუ არა გარანტია, რომ მომავალში ეს ხელისუფლებაც არ გამოიყენებს ჩვენს საუბრებს? ფარული კამერით, ტელეფონით გადაღებულ ჩვენს ცხოვრებას? არ გამოიყენებს ჩვენი დაშანტაჟების, დაშინების მიზნით?

ლია მუხაშავრია ჯერჯერობით პირველი უფლებადამცველია, რომელიც ახალი ხელისუფლებისგან იმ აპარატურის განადგურებას მოითხოვს, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტრო უკანონოდ უსმენდა მოქალაქეებს. ვფიქრობ, ამ მოთხოვნას მთელი ქართული საზოგადოება უნდა შეუერთდეს. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ საჯაროდ განადგურდეს ადამიანთა ცხოვრების ”ასლები”, რათა ასე მაინც დავრწმუნდეთ, რომ 2007 წლის ნოემბრიდან 2012 წლის დეკემბრამდე ”დიზაინი” შეიცვალა ამ ქვეყანაში. ვფიქრობ, დღევანდელ პირობებში, როცა საზოგადოებაში სერიოზული დაპირისპირების ნიშნები ჩნდება, როცა კითხვები იბადება ყოფილი მღალჩინოსნების დაპატიმრებებთან დაკავშირებით, როცა დასავლური მედიით ვრცელდება კრიტიკული პუბლიკაციები ივანიშვილის ხელისუფლებაზე და როცა პრეზიდენტი სააკაშვილი ”თალიბებად” შერაცხავს ხალხს, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია, ეს იქნება მოთხოვნა, რომელიც ყველას გააერთიანებს - გაბრაზებულებს და ნაკლებად გაბრაზებულებს, მებრძოლებს და კონფორმისტებს, იმასაც კი, ვინც დღეს ქვებს ისვრის და იმას, ვინც მხოლოდ და მხოლოდ ლოცულობს.

Tags: პოლიტიკა,ბლოგი,საზოგადოება



ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2
ავტორი: nika საიდან გვწერთ: saqartvelo
15.01.2013 04:03
ანონიმს- თქვენ კი იცით რომ მიშა ვაჟკაცი კაცია მაგრამ მიშამ თუ იცის ეგ ამბავი? იქნებ მიაწვდინო ხმა...

ავტორი: ემზარ ხვიჩია საიდან გვწერთ: თბილისი
11.01.2013 21:18
ავტორი ნამეტნავად აჩქარებულა, ძველსა და ახალს შორის პარალელის გავლებაში. ასეთი სიმარდე ნაციონალების მიმართ რომ გამოეჩინათ იქნებ მათ ასე არც აეწყვიტათ (თუმცა ამგვარი იმედი მეამიტობაა).
ის ნაკლი რომელსაც ავტორი სამართლიანად გამოყოფს, ახალსა და ძვესლს შორის ფუნდამენტური სხვაობის შედეგია: სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების ტოტალური წმენდის ნაცვლად, ახალი ხელისუფლება, კადრების აუცილებელი მინიმუმით შეკვეცის პრინციპს მისდევს, სახელმწიფო სამსახურიდან დათხოვნის პირობა ქცევის ყოფილი ხელისუფლების მიერ დანერგილი ნორმის რეციდივის გამოვლენაა, და, ასევე, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, ახალი ხელისუფლება ამგვარ შემთხვევაშიც არ გაურბის პასუხისმგებლობას.

მინდა ერთ-ერთ პოსტსაც ვუპასუხო, პრეზიდენტად წოდებილის სიმამაციოს შესახებ: ამ პიროვნების სიმამაცე ყველამ კარგად ნახა გორის ინციდენტის ვიდეო ჩანაწერით. ეს კაცი თავის დაცვის ზურგს ამოფარებული ლომისკენაც კი გაიწევს, მაგრამ თუ იცის, რომ მცველები ვერ დაიფარავენ მოიქცევა ისე, როგორც ხსენებულ ინციდენტისას გამოჩნდა. ეს არცაა გასაკვირი: თავის კულტურაში რეალიზებული ადამიანი ვერ გამოდგება ამ კულტურის ტრანსფორმაციაზე გამიზნული გარეგანი ზეწოლის გამტარებელი მექანიზმის ნაწილად. მისეული "მართვის" სტილი სახეა მშობლიურ კულტურაში თვითრეალიზაციის არასრულფასოვნების განცდით გამწარებული ადამიანის შურისძიებისა ამ კულტურის მატარებელი საზოოგადოების მიმართ. მისი გუნდიც ამ კრიტერიუმითაა ჩამოყალიბებული. უნდა ითქვას რომ მათი სიმრავლე აღზრდის სისტემის არაეფექტურობის შედეგია, ამდენად, სამწუხაროდ, მათს შურისძიებას აქვს გარკვეული სუბიექტური გამართლება.
კეთილი სურვილებით _ ე.ხვიჩია

ავტორი: მოპასუხე საიდან გვწერთ: თბილისიდან
11.01.2013 12:37
გოგის მადლობა,
რამდენჯერ გვიფიქრია ამ საკითხებზე და გოგიმ ამ ყველაფერს თავი მოუყარა და ასე ლაკონურად, მარტივად და გასაგებად ჩამოაყალიბა.

ავტორი: naturali
06.01.2013 21:36
მოდერატორს

მაინტერესებს ბლოგერებს რა კრიტერიუმით ირჩევთ

გამოცდებია ჩაწყობითაა თუ სიცრუის დეტექტორზე აერთებთ

არა მართლა მაინტერესებს
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
06.01.2013 22:04
საიდუმლო მეთოდი გვაქვს. დაახლოებით ისეთი, ახალი თანამშრომლების აყვანისას რომ ვიყენებთ :)

ავტორი: naturali
06.01.2013 17:25
მისტერ ანონიმ

აქაც და სხვაგან ბევრი ქართველებს ტლუებს ველურებს ჩამორჩენილებს და რა ვიცი რას არ ეძახის

საქმე იმაშია რომ თითქმის სულ ტყუილად ნე პო დელუ

მეც და სხვებიც ამას ვეწინააღმდეგებით რაც შეგვიძლია

მაგრამ თუ ვინმე ქართველებს სულელებს უბირებს და უტვინო მასას იმისთვის უწოდებს რომ ამ ერმა

მიშა ვანო გაკუ აკუ დარჩო გიგი ეს არარაობები დაისვა თავზე თავისი უნიათობით

მისცა საშუალება თვითონვე ეძარცვა და დაეჩმორებია

ხოლო მას კი ბიძინა დასჭირდა ანუ თვითონ ვერ მოახერხა კონსოლიდაცია და ამ სკამის და ქსივების გარეშე არარაობების ვირთხის სოროში ჩარეკა

ვეთანხმები და რაც სკაბრეზული არსენალი გამაჩნია ზედვე სართად ვატან

შენი ბიჭის ვაჟკაცობა ჩემს ახლობლებს კითხე ზოგი მაგის კლასელი და ერთიც მაგის მასწავლებელი იყო ინსტიტუტის დამთავრებისთანავე

გორში დაფიქსირებულ სიფათს კარგად დააკვირდი

აი რა ომახიანად გამოიყურებიან ვაჟკაცები.

ისე ადამიანი ის მდგომარეობაა რაშიც მიშა ვერანაირი გაუგებრიბითაც რომ ვერ მოხვდება

ისე შენნაირებს რომ ვაკვირდები სულ უფრო მომწონს ცხოველები ტურაც სხვათა შორის

უკბილო მასხარა

ავტორი: ანონიმი
06.01.2013 15:16
"გეკითხებით ვინაა მიშა 2013 წლის 5 გინა 20 იანვრის მერე. "
----------------------------------
ნა-ტურალო,
მხოლოდ შენნაირ ადამიანებს ჰგონია, რომ ადამიანი მხოლოდ თანამდებობაა.
პრეზიდენტი იქნება თუ არ იქნება, მიშა ვაჟკაცი კაცია და ასევე დარჩება... ზოგიერთებისაგან განსხვავებით.

ზოგი კი( როგორც თვითონვე აღიარებს! ), ტურა იყო და ტურადვე რჩება !)))

ავტორი: naturali
05.01.2013 20:55
SOS SOS SOS

ღრმად პატივცემულო საზოგადოებავ
მინდა თქვენ შეგეკითხოთ იმ თემის შესახებ რაც გული მიგრძნობს მალე ნამეტური საწივკივილო გახდება

რადგანაც მთლად მყარი პოზიცია არ მაქვს დარბაზის დახმარებას ვითხოვ

როგორც ვიცით ძალაუფლების წყარო ხალხია დემოკრატიაში რათქმა უნდა

ეს ხალხი არჩევნების გზით ახდენს ამ ძალაუფლების დელეგირებას მოქალაქეთა გარკვეულ ჯგუფზე

მომავალში პარლამენტარებად და პრეზიდენტად წოდებულები

თვითმმართველობა გვერდით გადავდოთ

არჩეულ ტიპსონებს ეძლევათ უფლება ჩამოაწიკწიკონ კანონები კანსტიტუცია შეთხზან და ქვეყანაც ამ ფარგლებში მართონ

ბევრ ასპექტს არ შევეხები მაგალითად ისეთს რომ კანონი სამართლიანი და მისაღები უნდა იყოს და ა.შ.

ორი რამის უფლება რაც არის

1 პრეზიდენტის არჩევის უფლება
თვითონ პრეზიდენტისათვის და ასევე პარლამენტისათვის

2. პარლამენტის არჩევნის უფლება
თვითონ პარლამენტისათვის და ასევე პრეზიდენტისათვის

ხალხს არ გ ა დ ა უ ც ი ა

თანაც მათ ირჩევს განსაზღვრული ვადით

პრეზიდენტის ან პარლამენტის არჩევნის უფლების მითვისება
ასევე ვადის გაგრძელება რაც არჩევის უფლების ნაირსახეობაა

თუ ხალხთან ძალაუფლების მომცემ პირველწყაროსთან არ იქნა შეთანხმებული

ჩემის აზრით არის ძალაუფლების

უ ზ უ რ პ ა ც ი ა

ომის და ასეთი ფორსმაჟორული სიტუაციების დროს ვადების გაგრძელება ან სხვა ალტერნატიული გზები განსაზღვრული უნდა იყოს ასევე ხალხთან შეთანხმებით კონსტიტუციაში

ვინაიდან 2008 წლის იანვარში საქართველო ომში არ იყო ჩაბმული და არც მეტეორიტს გაუყენებია ბრაგვანი ბაზალეთის ტბაზე. და დღესაც იგივე სიტუაციაა

გეკითხებით ვინაა მიშა 2013 წლის 5 გინა 20 იანვრის მერე.

ავტორი: ანონიმი
05.01.2013 19:26
ჩამოვიდა დემოკრატი ხუბუტიაც,საპასუხოდ ამერიკელებმა თურქეთში პეტრიოტები დააყენეს და ყველაფერი ოკეი იქნება.

ავტორი: naturali
05.01.2013 12:15
გერმანე

რა გჭირს
ცივი ომიდან ცნობილი ხერხია ხუთი სამზე
ჯერ შენ სახელმწიფოზე იტყოდი ხუთ მწარე სიმართლეს მაგრამ მეორეხარისხოვანს ხოლო შემდეგ მოწინააღმდეგე სახელმწიფოზე სამ უგვან ტყუილს

ისე კარგად ამათრახებდი ნაცრეჟიმს და ისე აურიე ეხლა რომ არ ვიცი რა ვიფიქრო

იარაღის ჩადება ხომ აღიარეს ეს პროგრესი არაა წარსულთან შედარებით?

ურჩხულს ვინც კლავს ურჩხულია ყოველთვის?
მაშ ნიურბერგის პროცესის მონაწილეებიც ურჩხულები არიან?

მტკიცებულებებს სიმტკიცე აკლიაო ჯერ ეს ერთი სასამართლოს ეს არ უთქვამს
მეორეც ის რომ აღიარება არ არის და მითუმეტეს სასტიკი კიარა არანაირი მიუღებელი მეთოდები არ გამოუყენებიათ ამის მისაღწევად პროგრესი არაა?

ხალხო ბუნებრივი ფორმაციების გამოტოვება რომ გამოაცხვეს ბოლშევიკებმა და თითქმის მონათმფლობელური რუსეთის იმპერიიდან სოციალიზმში მოინდომეს გადახტომა რაზე დახტნენ ქე ვიცით

უკეთესობა ნელნელა მოდის თუ ბუნებრივია
უცებ ნატიფი დემოკრატიის ზეიმი გინდათ აქ გაიფურჩქნოს

გერმანე კიდევ ჩემდა სამწუხაროდ იმეორებ იმ ღრმა შეცდომას თუ დანაშაულს ჯარისკაცის შეურაცყოფის გამო გენერალი რად დააპატიმრესო

თან ადრე ისიც დაწერე ჯარისკაცზე ხელის გასვრამდე არ უნდა დაეცეს გენერალიო
ჯარისკაცი ხორცია თუ ნეხვი შენი აზრით

სირცხვილია

ცნობილი ფაქტია ჟურნალისტმა გაზეთის ის ფურცელი შეჭამა სადაც მისი სტატია ეწერა და სადაც მოყვანილი ვარაუდები არ გამართლდა

ეკრანს ვერა მაგრამ იმედია სირცხვილს ვიტუალურად შეჭამ რაც ბიძოს უწინასწარმეტყველე თუ არ ახდა

ხოლო შენდა და ჩემდა სამწუხაროდ თუ ახდა
იმისდამიუხედავად რომ მეც ვაკრიტიკებ დაცვასთან ერთად და იმისდამიუხედავად რომ უფრო მეტსაც გავაკრიტიკებ მიშას მოცილების შემდეგ და რომ ფაქტია მისი ფანი არ ვარ.

საჯაროდ ვაღიარებ რომ მართალი იყავი და მე ვცდებოდი

ავტორი: GERMANE
04.01.2013 19:24
ნატურალ, მიკვირს ამგვარ რამეებს რომ წერ.

ნუთუ არ იცი ისტორია?

ის ვინც ურჩხულს კლავს ურჩხულად იქცევა.

ასე მოუვა ბიძინასაც (უკვე მოსული აქვს).
მეტი ურჩხულობა რად გინდა? მოსვლის მეორე კვირაში დაჭერები სასაცილო ბალდებებით, იარაღის ჩადებით, ნარკლოტიკების ჩადებით, და მერე დაპატიმრებულზე და რითი და როგორ დაკითხულზე ბრალის დამძომება. ამაზე მეტი რა გინდა რომ გადემონდეს?
მართლა ახალაიასავით რომ არ იქცევა და საჯაროდ არ გაჩვენებს თუ რა სული აქვს, ამიტომ ეს კარგი გგონია?

არა ნატურალ, არა.
გამოსავალი არაა იმაში რომ ნაცმოძრაობა ან სააკაშვილი გაანადგურო - სისხლს რომ გემოს გაუგებ, მერე ძნელია გადაჩვევა.
სააკაშვილს ისე უნდა მოეპყრო, თითქოსდა ძმა იყოს ბრალდებული და შენ სამართლიანი გამსჯელის როლი გქონდეს. ანუ: ჯერ მოაგროვე ფაქტები, დაკითხე მოწმეები, მოიპოვე სიმტკიცე იმაში რომ კანონი სენს მხარეზეა არა წკიპურტისთვის, არამედ ციხესი ადამიანების ჩაკვლöისათვის და მერე დაიჭირე.
აი ესაა სამართლიანობა და არა ის, რასაც ივანიშვილი ჩადის.

ის, რითაც და რა დროსიც სააკაშვილმა დაიწყო და სადამდეც მიიყვანა, რომ შეადარო ივანიშვილის სისწრაფეს და ავანტიურულ განწყობას (აბა რაა ან მისი ურთიერთობა დასავლეთთან და ნატოსთან ან რუსეთთან?), ვგრძნობ, რომ ივანისვილი სულ რაღაც 1 წელიწადში ცამოყალიბდება ნაზარბაევისეულ და ალიევისეულ დემონად. შენ იმ დროს მოესწრები, როცა ბიძინას მუზეუმს გახსნიან და მისი ხელის ოქროს აღნაბეჭდში შენს ხელს ჩადებ - ყაზახებივით - ამას ბედნიერება და სიმდიდრე მოაქვსო.

ამ საქმეს რაიმე კიდე ეშველებოდა, თუკი ადამიანები, მოქალაქეები პროტესტს გამოთქვამდნენ დასწყისშივე - როცა უმაღლესი ქართველი გენერალი დაიჭირეს ჯარისკაცისათვის შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით.

აი ეს რომ გადაყლაპე, ცემო ნატურალ, ამის მერე ყველაფრის გადამყლაპველი გახდებით თქვენნაერი ლოგიკის ადამიანები.
ამგვარი კი საქართველოსი ბოლო მონაცემებით 79%-ია და ესაა საქართველოს უბედურება.
ჩვენი უბედურება არაა არც ბიძინა და არც მიშა - ჩვენი უბედურება ისაა, რომ ვიღაცას მოსახლეობის 90% ემხრობა. ეს გამორიცხავს არათუ დემოკრატიას, არამედ საერთოდ საზოგადოების წინსვლას.

აი ამაზე თუ გიფიქრია ძვირფასო ნატურალ?
მე და შენ რომ აქ რაღაცაზე კიარა, ძალიან ბევრზეც რომ შევთანხმდებით - ეს არაა დიდი ბედნიერება.
ბედნიერება ის იქნებოდა, თუკი გამგებელი (ნაციონალი და ასეთად დარჩენილი) შეუთანხმდება მეოცნებე მაჟორიტარს არ პოლიციის უფროსი არ ჩაუდებს ამ გამგებელს ჯიბეში ნარკოტიკს.

ავტორი: nika საიდან გვწერთ: saqartvelo
03.01.2013 21:13
დავით : ვიფიქრე ვუპასუხებთქო... თუმცა რომ წავიკითხე თქვენი აზროვნება, მივხვდი რომ კარგია ადამიანმა წერა ან კითხვა რომ იცის... და თუ ორთავეს ართმევს თავს, ეს ხომ საერთოდ, უკვე გასაკვირიცაა)))

ავტორი: ნატურალი
01.01.2013 19:59
ეს ხალხი გამაგიჟებს

28 წლის ბალღი მინისტრად რად დანიშნაო

რატომ აგვიანებენ და ასაეჭვოებენ მტკიცებულებებსო

და ასეთი უამრავი პრეტენზია

თთქოს 21 წლის დეპუტატებს და ძროხის ვერმცნობ მინისტრებს არ ვიცნობდეთ

თითქოს მხოლოდ ერთდაიგივე მოწმის და სასიკვდილოდ ცემის შემდეგ მიღებულ შედევრ აღიარებებს და შუაღამეზე მთვარეულებით ქონების გაჩუქებით გახარებულ ბიზნესმენებს არ ვიცნობდით

ყველა უკვე რაფინირებული გახდა დემოკრატიის საკითხებთან მიმართებაში

კარგია ასეთ მაღალ სტანდარტებს რომ უყენებთ ახალ მთავრობას და იმის შესრულება გათვალისწინებას თხოვთ რასაც ნაცებს ვერ გაუბედავდით და თუ გაუბედავდით დუბინკის მსუბუქი მასაჟით და რეზინის ტყვიების სასიამოვნო ზუზუნის თანხლებით გაუბერავდით ზოგი შუაღამის ნოტარიუსთან ზოგი მკურნალიძის მკურნალ მუშტებისაკენ მე-7-ე დაწესებულებაში

ეს ყველაფერი რასაც ახალ მთავრობას თხოვთ იმას ნიშნავს რომ ის დემოკრატიის შკოლაში გაცილებით მაღალ კლასშია ხოლო რეციდივებს და უკმარისობის თუ უხარისხობის განცდას რაც შეეხება, თქვე დალოცვილებო პირველი კლასიდან უცებ გაგანია დემოკრატიაში როგორ ვისკუპებდით

ბიძო წავა დასხვა მოვა რომელიც მინიმუმ დამამთავრებელ კლასში გადაგვიყვანს, მაგრამ ჩვენც ყურადღებით ვიყოთ ამ კაცს ქართული ეშლება ხანდახან და თუ არ გავაკონტროლეთ დემოკრატიის შკოლაში უკუთვლა არ დაიწყოს

მე სიმართლე გითხრათ ნაცების შესაძლო რევანშის გამო ვიცავდი და მხოლოდ შიგდაშიგ ვაკრიტიკებდი ბიძოს რაზმს

ეხლაც მიშიკოს წირვას რომ გამოუყვანენ მერე ოოოოოოოოოოოო

მეც იმდენი დამიგროვდა როდის მოვაღებ პირს ერთი სული მაქვს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს ყველას

ჩხუბს და კამათს ვერ მოვიშლით და არცაა საჭირო თუ სიმართლის დადგენა და უკეთესობა გვინდა მარა პატიება და შეცდომის აღიარება შეგვაძლებინოს ღმერთმა

ზარბაზნიანო გავიხაროთ.

ავტორი: vazari
29.12.2012 21:45
ბოლო საუკუნეების ომების,სისხლის ღვრის, ადამიანთა წამებისა და დასახიჩრების (როგორც ფიზიკურად , ისე სულიერად), ქვეყნებისა და ხალხების ერთურთ გადამტერების და სიძულვილის მიზეზი იყო და არის -მხოლოდ და მხოლოდ --- რ ე ლ ი გ ი ა.

ავტორი: პროფესორები
27.12.2012 20:03
სიცრუის რელიგია

ყოველგვარი რელიგია ეფუძნება გარკვეულ რწმენას. ტერმინი „სიცრუის რელიგია“ ეკუთვნის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბენჯამენ დიზრაელს. ეს რელიგია აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც მიდრეკილი არიან განსაკუთრებული დამოკიდებულებით სიცრუისა და ჭორის მიმართ. რაც დროთა განმავლობაში მოთხოვნილებად ექცევა, ვინაიდან ჭორი და სიცრუე მათთვის უკვე ჭეშმარიტებად ყალიბდება. ხშირ შემთხვევაში ისე ხდება, რომ ისინი თვითონ იგონებენ ჭორს, რათა დაიჯერონ იგი და შემდეგ იმსელონ მასზე. ჩვეულებრივ ასეთი „მორწმუნეები’’ გაუაზრებლად, მეტიც, ბოროტად “იმარჯვებენ“ არგუმენტებს, რათა გაამართლონ ჭორი და თუ მას კითხვას დაუსვამენ ამის შესახებ, “პასუხებს“ უმალ, იმავე მომენტში იგონებენ.

ექსპერიმენტი 1.

კითხვა: არის თუ არა ბაჩო ახალაია დამნაშავე?

პასუხი: რა თქმა უნდა არის.
კითხვა: თქვენ თვითონ რა დაგიშავათ?
პასუხი: მე არაფერი.
კითხვა: რაში ადანაშაულებთ?
პასუხი: ციხეში პატიმრებს აწამებდა!
კითხვა: საიდან იცი?
პასუხი: ყველა ამბობს.

აქ არსებობს უფრო „ღრმად მორწმუნეთა“ პასუხიც: “ჩემმა ძალიან ახლობელმა მითხრა, რომელმაც ყველაფერი თავისი თვალით ნახა.“

ექსპერიმენტი 2

კითხვა: როგორ ხდება, რომ დასავლეთის პრესა და პოლიტიკოსები მკაცრად აკრიტიკებენ „ქართული ოცნების’’ მიერ ქვეყანაში გატარებულ პოლიტიკას: რეპრესიებსა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების შევიწროებას?

პასუხი: დასავლეთის ქვეყნებმა სიმართლე არ იციან. მათ ინფორმაციას სააკაშვილი აწვდის. ბატონი ბიძინა ახლა მათ ნამდვილ ინფორმაციას მიაწვდის და ისინი ყველაფერს შეიტყობენ.

კითხვა: თქვენ მართლა გგონიათ რომ ამერიკამ სინამდვილე არ იცის და ისინი მარტო სააკაშვილის ინფორმაციაზე არიან დამოკიდებული? ამხელა სადაზვერვო და საინფორმაციო სამსახურები ტყუილად ჰყავთ?

ეს კითხვა “ნაკლებმორწმუნეებს“ ვერაფერს დააკლებს, ვინაიდან ისინი მას პასუხს არ გასცემენ. მაგრამ „ღრმადმორწმუნეებს“ ამ კითხვაზეც აქვთ პასუხი: სააკაშვილი ფულს უხდის ამერიკას. ერთმა ძალიან ახლობელმა მითხრა, რომ 2012 წელს გაზაფხულზე ორი მილიარდი ლარი თუ დოლარი (კარგრდ არ მახსოვს) გადაუხადა მათ. ნეტარ არიან მორწმუნენი!

ასეთია ის რელიგია, რომელის მრევლზეც ამბობს ესაია წინასწარმეტყველი: „თვალები აქვთ და ვერ ხედავენ, ყურები აქვთ და არ ესმით, არც უნდათ გაიგონ.“

ავტორი: დავითი
27.12.2012 05:39
ავტორი: Goga საიდან გვწერთ: Singapore
24.12.2012 13:19

რაც შეეხება "ამის" მხრიდან დაჭერებს, ჯერ როგორც მე ვიცი არავინ დაუჭერიათ.
---------------------------------------------------------------------
შენა და .....ჯერ მარტო გუნავა რამდენჯერ უნდა დაიჭირონ, თვალი რომ აგეხილოს და დაჭერები დაინახო??? :) თითო კაცს, სამ- ოთხჯერ იჭერენ და კიდევ თუ ვერ ხედავ,მხედველობის პრობლემები გქონია მაშინ...

ბოლოს როგორც იქნა აღიარეს.... იარაღი და ნარკოტიკი ჩავუდეთო...ხოდა ახლა,როცა აღიარეს, ეჭვი მაქვს კიდევ ოთხჯერ დაიჭერენ,რადგან დამკვეთი ვინ იყო?ვინ დაავალა, მიდით ბიჭებო გუნავა იარაღით და ნარკოტიკით გაძეძგეთო? ოდნავ მოაზროვნე ადამიანების თავშიც კი,აღარ ვლაპარაკობ ტვინიკოსებზე, ეს კითხვები ჩნდება ... ესეც თუ არ გაინტერესებს, კიდევ უფრო ვერ ყოფილხარ მიუკერძოებელი და სიმართლის მოყვარული მამულიშვილი....

"იმან" რა ააშენა "შანგრილა" და "ბუდა ბარი"?- როცა ეს კითხვა დაგებადა,იქვე მაგის "შუშის ცისტერნებიანი წისქვილკომბინატი" თუ გაქვს ნანახი სოლოლაკში?ქართლის დედის გვერდით რომ აქვს წამოჭიმული??...

როცა "შანგრილა" და "ბუდა ბარი" არ მოგწონს,წესით და კანონით ის სიმახინჯეც არ უნდა მოგწონდეს გემოვნებიან და დახვეწილ ვაჟკაცს....

...ისე უფრო გავრცელებული პასუხი ვიცი აშენების თემაზე;),ამ დროს ,როგორც წესი ასე ამბობენ: კი აშენებდა, მაგრამ ბიძინას ფულებით აშენებდაო :).... მაგრამ არც ეგ პასუხი ვარგა,რადგან ბადებს კითხვას-თუ მასეა და მართლა ბიძინა აშენებდა, სად გაქრა არჩევნების მერე ეს კაცი? რატომ ჩამოყავს ქვეყანაში ნგრევის სპეციალისტები?(წმინდა ბიძინა მდიდარს ვგულისხმობ, აღმაშენებელს ;)....)

რაც არ გინდა დაინახო და მოისმინო,იმას ვერ ხედავ და არ გესმის,მაგრამ ხამსას დაითვლი ოკეანეში, თუ მოინდომე....
ამას ქვია სუბიექტურობა,მიკერძოვება,უსამართლობა,ან სხაგვარად რომ ვთქვათ შერჩევითი სამართალი....

შეყვარებულ კაცს მაგონებ...მახინჯი ქალი, რომ უწევს გვერდით და ციდან მოწყვეტილი ანგელოზი,რომ ჰგონია....

შენ რომ "ინტელიგენცია"ს უწოდებ ეგენი მაშინ ჩაირეცხა,როცა სამშობლო, უშანგის სქელ ჯიბეს ანაცვალეს...თორემ ნამდვილ, ნათია მეგრელიშვილის მსგავს ინტელიგენტს, ვერცერთი მთავრობა ვერ ჩარეცხავს...მასეთები იქეთ ჩარეცხავს ყველა მთავრობას! და თუ შეატყვე ჩარეცხა უკვე )))))

ავტორი: pikria საიდან გვწერთ: tbilisi
26.12.2012 20:57
მომეწონა სტატია!

ავტორი: ანონიმი
26.12.2012 18:35
ბესელიამ, როგორო, დეპუტატი რომელმაც გარაჟი დაუნგრია ადამიანსო( და იმას არ ამბობს,რომ ამის ადგილზე ბავშვებისთვის ეზო მოეწყო!!!), პასუხი არ უნდა აგოსო...
ამასთან, თვითონ(ბესელიამ ) როდის უნდა აგოს პასუხი იმაზე, რომ ადამიანის მკვლელობისთვის გასამართლებული პირები ციხის გარეშე დატოვა... და რამდენი, ვინ იცის

ავტორი: MAIA საიდან გვწერთ: tbilisi
26.12.2012 11:49
http://youtu.be/R1d_RuiH1o4

ავტორი: დავითი
25.12.2012 22:57
ავტორი: niკa საიდან გვწერთ: saqartvelo
24.12.2012 20:16
დღეს კი, ამ ეტაპზე, სასაყვედუროს ახალ ხელისუფლების საქმიანობისა ვერ ვხედავ. ასევე უამრავი მიზეზის გამო ახალ ხელისუფლებას ვერც კი შევადარებ წინას.
მეორე გადამუშავებული ვერსია 

ან რატომ ვიტყვი საყვედურს? ისეთი შიდა კონკურენციაა და იმისთანა მწვერვალებზე ავიდა დემოკრატია,ხელის განძრევა აღარ მჭირდება...დემოკრატიის მამები გაკვირვებული და პირდაფჩენილნი შემოგვცქერიან დასავლეთიდან: ნეტა ამისთანა კაცი, "ფულიანი დემოკრატია",ჩვენთან ველურ დასავლეთშიც გახდებოდეს ოდესმე პრემიერმინისტრიო 

ამ დროს მესამე ცაზე გამეფებული,შარავანდედით მოსილი "ფულიანი დემოკრატია" ჩამომიყრის ზეციურ მანას მწვანე კუპიურების სახით ;) :) დაარეგულირებს ოპოზიციის შიდა კონკურენციას,გაამყარებს პოზიციის დისციპლინას,პოზიციაც თვითონ იქნება და ოპოზიციაც,გააიაფებს დენის ტარიფებს,გაზს სიმბოლურად,ბენზინს,კარტელურ გარიგებები ხომ მოსპო უკვე...ციხეებიდან გამოუშვებს "ერისთვის ტანჯულ" ყაჩაღებს,მოძალადეებს,ნარკობარიგებს,გამუპატიურებლებს და ჩვენც გაგებით მოვეკიდებით ამ ზეციურ წყალობას....

ისღა დაგვრჩენია ბედნიერად და უზრუნველად ვიცხოვროთ ბუტკაში!!!....

ავტორი: მიშა
25.12.2012 02:31
ავტორი: GERMANE
23.12.2012 22:16


"პოლიტიკური კორექტნისი" :))))

ნეტაი ერთი თქვენ არ "კორტნიერებდეთ" და "აბდაუბდირებდეთ" გაუთავებდლად, ამ აცაბაცა პოსტებით... რა "იქნებოდირებოდა"?




ავტორი: niკa საიდან გვწერთ: saqartvelo
24.12.2012 20:16
Germane - ფაქტის აღქმაში სრულიად გეთანხმები. თუმცა ცუდი ტრადიცია დემოკრატიულ საზოგადოებაში თავისით ქრება და მას ანაცვლებს ახალი, რომელიც უფრო მყარი და მისაღებია თანამედროვეობისათვის.
ის ტრადიცია რაზეც საუბრობთ, დრომ გამოსცადა და ქართველი მშობლები დარწმუნდნენ რომ ქონების დატოვება უკეთესია ვიდრე აღზარდო შვილი დამოუკიდებელი და საკუთარი წარმატების შემქმნელი. რატომ? იმიტომ რომ საზოგადოებრივი სტრუქტურა, რასაც "კაცის" პოვნის მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენდა ფინანსური რესურსი. ჭკვიანებს სხვადასხვა გზით უჭრიდნენ გზას ასევე ფულის მეშვეობით. ეს, ზოგადსაზოგადოებრივი პრობლემაა მაგრამ ზუსტად აქაა დემოკრატია წამალი, კონკურენცია ყველაფერს ისე წარმართავს თავისთავად, როგორც უკეთესია. დემოკრატია, კონკურენტუნარიანი გარემო არის ერთადერთი გამოსავალი საზოგადოებისა და შესაბამისად ქვეყნის განვითარებისა. აი, რის გამოც მე, პირადად, სასტიკად ვერ ვეგუებოდი სააკაშვილის რეჟიმს.
დღეს კი, ამ ეტაპზე, სასაყვედუროს ახალ ხელისუფლების საქმიანობისა ვერ ვხედავ. ასევე უამრავი მიზეზის გამო ახალ ხელისუფლებას ვერც კი შევადარებ წინას. არ ვიცი რა იქნება ხვალ თუმცა თუ სწორად არ წავა პროცესი მაშინ კვლავაც საბრძოლი გვექნება.
ზოგადად კომპეტენტური ოპონირება მუდმივად გვჭირდება. მაგრამ ნაციონალურ მოძრაობას ეს მინიმალურადაც კი არ შეუძლია, არც მორალურად არც ლეგიტიმურად და არც კომპეტენტურად. აი, რა არის ცუდი დღევანდელ პოლიტიკურ რუკაზე. ვიმედოვნებ,საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტიურობა თითქმის დააბალანსებს ამ ნაკლოვანებას.

ავტორი: tamari საიდან გვწერთ: safrangeti
24.12.2012 16:11
აკიბა ---- :-))))))))))))

ავტორი: GERMANE
24.12.2012 13:22
ნიკა ძმაო, შენ ძალიან დიდი მადა გაგხსნია ამ დასავლური შობის დღეს - იმედი დიდი რამეა და ღმერთმა ნუ მოგაკლოს.

ოღონდ მე ერთს გეტყვი - აქ საქმე არ ეხება იმას, თუ როგორი ავტორიტარ-პოლიცისტური იყო სააკაშვილის სისტემა და არც იმას, რომ ჯაბა იოსელიანის დროს ქართველებმა ოს-აფხაზები კიარა, დედ-მამა და ბებია-ბაბუა დავაუთავეთ.
ყველა ერის ცხოვრებაშია დროის მონაკვეთი, როცა მამა შვილს კლავს და პირიქით, როცა მეფე ხალხს აუპატიურებს და პირიქით (იხილე რუსეთის ბოლო ცარი).
აქ საქმე ეხება იმას, თუ რა პრინციპებით აზროვნებს საერთოდ მოსახლოების გადაჭარბებული ნაწილი.

მე დასავლეთში ამგვარ პრონციპს ვხედავ - სულერთია რა მდიდარიცაა მშობელი, ის ყოველთვის მომავლის ზრუნვაშია შვილის მიმართ და საკუთარი სიმდიდრის თუ ძალაუფლების მიმართაც - ეს საერთო გვაქვს დასავლეთთანაც და ალბათ აღმოსავლეთთანაც.
განსხვავება ისაა, რომ ქართველი ასე ფიქრობს - მე დავაგროვებ ფულს ან მივცემ რაღაც განსაკუთრებულს შვილს და მერე იქნება უზრუნველყოფილიო.
დასავლეთში ადამიანი ფიქრობს - რა დიდი სიმდიდრეც არ უნდა დავუტოვო შთამომავლობას - ყველაფრის დახარჯვა-განიავება შეიძლება. ამიტომაც აუცილებელია კარგად აწყობილი კონიუნქტურის ანუ საერთო სიტუაციის დატოვებაო.
აი ამას ვერ ვხედავთ ქართველები და ეგოიზმის მეფეები ვართ დებილური საქციელი რომ არ იყოს ეს ყველაფერი.

ავტორი: ანონიმი
24.12.2012 13:20
ბიძინას პრესკონფერენციას ვუყურე)))
რად გინდა ასეთი "კონფერენცია", თუ არც ერთ კითხვას არ უპასუხე)))

ავტორი: Goga საიდან გვწერთ: Singapore
24.12.2012 13:19
სრულად ვეთანხმები სალის, რომ ძალიან დიდი მონაპოვარია ის რომ ხალხს კრიტიკულად აზროვნების მოთხოვნილება გაუჩნდა.
და მინდა შევეკითხო დავითს;
როდის ერიდებოდა "იმას" დასავლეთის ფორმალურად მაინც და როდის თამაშობდა დემოკრატიულობას, 7 ნოემბერს თუ 26 მაისს?
"იმან" ინტელიგენცია კი არ გადაიმტერა არამედ ჩარეცხა და "ეს" არსებობისათვის მინიმუმს მაინც აძლევდა.
"იმან" რა ააშენა "შანგრილა" და "ბუდა ბარი"?
და "ამან" რისი დანგრევა მოასწრო?
კი ბატონო გეთანხმებით რომ კრიმინალი შემცირდა, მაგრამ რის ხარჯზე ყველამ კარგად ვნახეთ.
რაც შეეხება "ამის" მხრიდან დაჭერებს, ჯერ როგორც მე ვიცი არავინ დაუჭერიათ. ყველას საქმე ძიებაშია და თუ კი უსამართლობაზე ეჭვი გაგვიჩნდება არ უნდა გავჩუმდეთ და და "არ უნდა ვაცალოთ" ისევე როგორც ბატონმა გოგიმ პირველივე შეცდომაზე საჯაროდ მიუთითა.

ყოველ შემთხვევაში შორიდან ასე ჩანს.



ავტორი: გოგია საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
24.12.2012 11:33
ავტორი: NATIA
21.12.2012 20:28
ავტორი: მოდერატორი
21.12.2012 20:30
ნათია, თქვენი მილოცვა ერთხელ უკვე გამოქვეყნებულია. ახლა ამასაც ვაქვეყნებ. მაინც უკმარისობის გრძნობა გაქვთ?-ეს შეკითხვა (რომელშიც გოგის ოსტატობაა ჩაქსოვილი) იუმორის გამონათებად ჩავთვალე, იუმორისა, რომელიც ჩემს მიმართ რომ გამოეყენებინა, თავს თუ არ მოვიკლავდი, კომენტარების დაწერას შევწყვეტდი საერთოდ!

ავტორი: nika საიდან გვწერთ: saqartvelon
24.12.2012 04:24
შემოვიარე... უბრალოდ, ერთი თვალის გადავლებით დარწმუნდები რომ ზოგიერთმა ადამიანმა უარი აზროვნებაზე მტკიცედ თქვა. სააკაშვილს როცა ადამიანი მხარს უჭერს იქ უკვე აზროვნებაზე სასტიკი უარია ნათქვამი. დემაგოგია როგორ არა ბატონო, რამდენიც გინდა... ( თურმე მერიას თუნდაც არ უყიდია 1000 ლარად კიპარისები) 7 მილიონად გაყიდეს მიწა და იმავე წელს 17 მილიონად გამოისყიდეს ვისაც მიყიდეს იმათგან,კერძო ფირმისგან. ეს , ხომ ჩვეულებრივი ამბავია, რაა აქ დანაშაული. როცა არ იაზროვნებ მართალი ხარ, აბა რა იაფად გაყიდა და მერე ძვირად იყიდა, ამ დროს ანაზღაურების გარეშე სახელმწიფოსთვის სრულიად უსასყიდლოდ ნოტარიუსებში დარბოდა ხალხი ოღონდ თავისი ქონება სახელმწიფოსთვის გადაეცა რაც შეიძლება ადრე და ღამით. მოსმენის აკრძალვაც მოუთხოვია ვიღაცას( კი ბატონო, გამოძიებაც აიკრძალოს) კანონიერი მოსმენა არ განსხვავდეს უკანონო მოსმენისგან, მოსმენა ხომ მოსმენაა- ადამიანს როცა ექიმი საოპერაციოდ კვეთს( კანონიერია)- ამისთვის უნდა დაპატიმრებულ იქნეს როგორც მკვლელობის ჩამდენი, მინიმუმ მცდელობა, დიახ ბატონებო...ნატოსთან ურთიერთობები ისე გაფუჭებულა რომ... კრიმინალის დაპატიმრების გამო... თურმე რომ ჩატარდებოდა ოთხმხრივი შეხვედრა და მერე უნდა აეყვანათ, მერე ერთმანეთისთვის ეთქვათ, თვალისჩაკვრით: ნატო ხომ გავაბაიბურეთო. ნუ აზროვნება მიმართული დამცირებული პოზიციიდან. ყარსის რკინიგზა თურმე ქართული სალოცავი ყოფილა და მისი არ ექსპლუატირება, არამოქმედება, საკითხის ქვეყნის სასარგებლოდ გადაწყვეტა რუსეთის სასიკეთოდაა თურმე.... და რატომაა რუსეთის სასიკეთოდ? იმიტომ რომ ბელადმა თქვა.კარგია, წავედით : სამართლიანობის აღდგენა ხელწამოსაკრავია, კი ბატონო, ასეც უნდა იყოს, სამართალი საჭიროა ქვედა ფენებში თორემ ზემოთ როგორც კი აბობღდები, ინდულგენციას იღებ ავტომატურ რეჟიმში და მორჩა. მერე, ისე ხარ როგორც ინდოეთში ძროხა. მორჩა, ძროხები ხელშეუხებელია. რასაც ვხედავთ, რაც გვესმის ის რა დასაჯერებელია: თურმე უცხოურ გაზეთში და უცხოელის ნათქვამია "ინდური ძროხა", ჰოდა, აქაური ამბავი იქაური გაზეთით ითქმის ჭეშმარიტების სიტყვით. ჩვენ ვერ მივხვდით რაშია საქმე და უცხოელი ( მერაბიშვილი საუბრისას ახსენებს უცხოელ ადვოკატს, არა შემთხვევით) როგორც იტყვის ისეა. ნუ.... აზროვნების სტრუქტურა აქაც მეტისმეტად მრუდეა. მერე წავიდეთ ამ გზით: სამართლიანობა არ აღდგეს! ( ამაზე გპასუხობენ, რათქმაუნდა აღდგეს უნდაო, მაგრამო.... ჩვენ ძროხებს ნუ შეეხებითო-პოლიტიკურიაო) ამით ქვეყნის დემორალიზაცია გარანტირებულია და კრიმინალიზაცია, ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემა ქრება და საზოგადოება ეფლობა ჭაობში. ოღონდ ძროხები გადარჩეს და ეგ რა სათქმელია. ჯერ არც ერთი სასამართლო არ გამართულა. საქმეები კი პოლიტიკურად ინათლება, ვინ ნათლავს? ისევ დაჭერილ დაპატიმრებულები. წინა ხელისუფლების დროს აღიარებდნენ გვირაბების მშენებლობას ლონდონიდან ჭიათურამდე, დღეს კი გამოდიან და .... რას ამბობ ბატონო, ზეწოლააო და ისეთიო..... რა ძროხა გაუძლებს ამასო.... ზეწოლა მაშინ იყო ლონდონიდან ჭიათურამდე ვთხრიდი გვირაბსო ომახიანად რომ გვაჩვენებდნენ სახეებს. მაიასაია დაიჭირეს ერთი მეცნიერი კაცი, საქმეში წერია რომ ნატოს სამხედრო პრირებს გადასცემდა ინფორმაციას გენშტაბიდანო, ამ დროს კი ის არ მუშაობდა საერთოდ თავდაცვის უწყებაში და მონათლეს როგორც რუსეთის ჯაშუში. გირგვლიანი მოკლეს....... სტრასბურგის სასამართლომ მთელი ხელისუფლება შემოიმასქნაო კი არა ჩართული იყო პრეზიდენტის სახითო....... რა ვიცი, რამდენი რამ მაგრამ.... როცა ადამიანები აზროვნებაზე უარს ამბობენ, აი იქაა ყველაზე დიდი პრობლემა და ინდური ძროხების პარპაში ქვეყანაში... თუმცა არა ამჯერად, საბედნიეროდ....

ავტორი: აკიბა
23.12.2012 23:12
4.

ჩვენ უნდა მოვითხოვოთ საჯაროდ, ანუ ჯარის მიერ, მეტი რა საქმე აქვთ მაინც/მართლა, ხომ არ იცით ვინმემ, ჩვენს ჯარში გენერალი უფრო მეტია თუ ჯარისკაცი?!/, ტანკებისა და ზარბაზნების მუხლუხოებით განადგურდეს ადამიანთა ცხოვრების არა მარტო ”ასლები”, რათა ასე მაინც დავრწმუნდეთ, რომ 2007 წლის ნოემბრიდან 2012 წლის დეკემბრამდე ”დიზაინი” შეიცვალა ამ ქვეყანაში, არამედ თავად „ორიგინალებიც„. ეგება ამის მერე მაინც აღარ დაგვიჭირონ ამ ოხრებმა!

ვფიქრობ, ეს იქნება მოთხოვნა, რომელიც ყველა დასაჭერს გააერთიანებს, ისე, როგორც აერთიანებდა, მაშინ, როცა, ყველაფერი იყო ძლიერ კარგად! - გაბრაზებულებს და ნაკლებად გაბრაზებულებს, გაბრაზებულებსა და მეტად გაბრაზებულებს, მებრძოლებსა და მსმელებს, იმათაც კი, ვინც დღეს ქვებს ისვრის სხვების ბოსტნებში/არა, ეს დაუფიქრებელი და გულქვა მსროლელები ნუთუ არ ფიქრობენ ამ პროცესისას, რომ მათი ნასროლი ქვა გულდაგულ და გამეტებით ხვდება თავში ან კუდში ბოსტანში დანდობილად მოსაუზმე რომელიმე საცოდავ, მიუსაფარ, უსახლკარო და უპატრონო კურდღელს, ციყვს, ანდა სულაც თახვს?! სად ხართ თქვენ, ამ დროს, ცხოველთა უფლებების დამცველო, სოკოებივით მომრავლებულო, საზოგადოებებო და სხვა ენჯოებო?! რისთვის გიხდით სიმწრით დასავლეთი იმდენ ფულს?!/ და იმათ, ვინც მხოლოდ და მხოლოდ ლოცულობს/მაგრამ, ვაითუ ეკლესიაში არ ლოცულობს?! აქვს ფასი ასეთ ლოცვას?!/.

დიახ, გაუმარჯოს სამართლიანობის აღდგენას! ყველანი გილიოტინაზე!..

აჰა, ესეც სადღეისო და აქტუალური ლოზუნგი!..

ხომ აღარ დაგვიჭერთ, წმინდაო ბიძინა?!


ავტორი: GERMANE
23.12.2012 22:16
ბატონო მიშა და ბატონო გოგი - ის კომენტარი მეც მომეწონა - უფრო სწორად, პოლიტიკური კორექტნისი მკარნახობს, რომ უნდა მომწონებოდა.
აი რატომ:
მთავარის რელატივირება და ისე დაწახნაგება, რომ თვალი აგიჭრელდება - აი ეს ტოლერანტულ მიდგომაში, სხვის ტყავის ყოფნაშიც გადის.
თუარაა....
რა "ასაკის გამო" ცდუნებებზეა ლაპარაკი?
სააკაშვილი მოვიდა აშკარა მესიჯიტ და მიზნით - ქვეყანა გეოპოლიტიკურად ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოსცილებოდა რუსეთის სატელიტის, ვაზალის და არაერთხელ გაუპატიურებული მონამორჩილის გზას და დასდგომოდა დასავლეთის სატელიტის (ოღონდ ტერიტორიულად მოცილებულის), დასავლეთის ვაზალის და დასავლეთის გეოპოლიტიკური კურსის გატარების გზას. გათვლა და მოგება ქართველი სახელმწიფოსი ის იყო (და არის), რომ თუკი დასავლეთი წაგიტაქებს, ეს გაუპატიურება არ არის - უბრალოდ რუსულ ცარიზმზე მეტი კულტურა აქვთ და რუსულ საპოგივით არ გეტკინება კავბოის ჩექმა.
შიდაპოლიტიკურად კი სააკაშვილი აგებდა (და ააგო კიდეც) სავსებით დახვეწილი ავტორიტარული სისტემა - და ეს დასავლეთის თავისდაკვრით. ალბათ, მე ასე ვფიქრობ, დაარწმუნა მიშამ დასავლეთი, რომ თუკი ძალოვანი ხერხიტ არა, ეს ჩემი თანამემამულე ხეპრეები რუსებს მისცემენ ხმასო.

ასეც არ გამოვიდა?
ჩაშლილი ოთხმხრივი შეხვედრა.
ჩაშლილი აშშ-ს ვიზიტი.
ნატოსთან აშკარა კონფრონტაცია სამხედრო უმაღლესი პირის დაპატიმრებით.
ახლა კი - ალტერნატიული კარიდორის - ყარსის რკინიგზის აშკარა დაბლოკვა.
მეტი ახლა რა უნდა გაეკეთებინა 2 თვეში გინდაც ტოტლებენი აგვერჩია ხელისუფლად?
მართლა წითელ მოედანზე ხომ არ უნდა იცეკვოს მატროშკასთან ერთად და პუტინს ხომ არ უნდა დაეგოს ფეხქვეშ?
ვისაც თვალი აქვს ხედავს.

სააკაშვილის ავტორიტარულ-პოლიციური სისტემის ახსნა კი არაა "ასაკი" - ეს იყო გათვლა საკუტარი მიზნებისათვის და ალიბად კიდევ დასავლური ორიენტაცია ედო.

ახლა რაც შეეხება -"გამოგვეპარაო".

ესეც ილუზიაა:
"ანუ, როგორ მოხდა, რომ 21-ე საუკუნეში თვალსა და ხელს შუა ასეთი საშინელება გამოგვეპარა? "

საქართველოში არავის არაფერი გამოჰპარვია -
არც ჯაბა იოსელიანი - ბოლობოლო მთელი ინტელიგენცია, კაკო ბაქრაძის თამადობით გმირად თვლიდა.
არც აფხაზების დარბევა გამოპარვია არავის.
არც ვაჟა ადამიასა და ზვიად ძიძიგურის არასამთავრობო შენაერთების მიერ ოსების დარბევა გამოჰპარვია არავის (ბოლობოლო ძიძიგურის "ჯარს" მაშინ აბაშა-სამტრედია-ქუთაისი ტაშფანდურით აცილებდა "ცხინვალში").
არც შევარდნაძის მოსვლა გამოჰპარვია არავის - ვიცოდით ყველამ ვინც და რაც იყო. აფხაზეთიდან 200 ათასი ლტოლვილი, ზუგდიდთან რუსეთის საზღვარი და ესენგეში შესვლა დაგვირგვინებული რუსეთისათვის სამშვიდობო მისიის მინიჭებით და 50-წლიანი ბაზების ხელშეკრულებიტ იყო შედეგი ედიკას ხელისუფლებისა. რაო, არ ვიცოდით ვისი კაცი იყო? არ ვიცოდიტ ვინ მოიყვანა?
მერ გგონიათ რომ სააკაშვილის მიერ კოსტუმივით მორგებული კონსტიტუცია ან კიდევ ყოველგვარი ბრალდების გარეშე ახალგაზრდა კრიმინალების საკუთარი სახლის წინ უბრალოდ ჩაკვლა გამოგვეპარა? არა ბატონო - ეს მივირეთ და ამაზტე ყველამ ავიღეთ პასუხისმგებლობა.
ვიღაც მეტყვის - ქვეცნობიერადო - არამც და არამც, ცნობიერად და ისე ცნობიერად, რომ თავად მოსახლეობა იქვა ნასედკად და ცამშვებად. გახსოვთ? მამა შვილს არ ენდობოდა და და ძმას. რაო - ეს გამოგვეპარა?

და ახლა?
ბიძინა გამოგვეპარა?
საიდან მოდის? რა ტიპის ქარხანაში მუშაობდა თბილისში? ვინ დააფინანსა მისი გაინჟინრება? ვის მიჰყიდა პირველი კომპიუტერები საქართველოსი 80-იან წლებში? მე და თქვენ? თუ სახელმწიფო სტრუქტურებს? რა დროს გახდა მილიარდერი მოსკოვში? რამდენი გადაურჩა მაშინ ტყვიას? და რამდენი გგონიათ თუ რატომ გადაურჩა? რამდენი მევალე დატოვა ბიძინას ბანკმა (ახლა გაყიდულმა) რუსეთში და რამდენი საქმეა აღძრული თანხის მითვისებაძე? - არცერთი!

მოდით რა ჩემო ბატონო გოგი და ბატონო მიშა - თავს ნუ ვიბავშვებთ.
არც არავითარი "ახალგაზრდობა" და არც "გამოპარვა" შველის ამ საქმეს.
ჩვენ ყველა ვართ ისინი, ვინც იქ დგას, სადაც არ უნდა იდგეს.

ავტორი: აკიბა
23.12.2012 22:11
3.

დიახ, დიახ ექსპერტიზას! სხვათა შორის, არჩევნების წინ აჟივილხივებულები ხომ მოვითხოვდით იმ სატელეფონო ჩანაწერების თავხელიძისეულ ექსპერტიზას, რომელთაც ”ოცნების” წევრთა დისკომფორტიზაცია უნდა გამოეწვია. ხომ გვჯეროდა, რომ ოდესმე სიმართლეს შევიტყობდით, იმგვარ ხალასს და მოღაღადეს, თავის დროზე შესანიშნავ ქართულ სიურეალისტურ, ფსიქო–თრილერურ, ავანგარდისტულ–დადაისტურ ფილმში რომ ვიხილეთ, და რაც მთავარია, მოვისმინეთ, „მე ვიტყვი სიმართლეს!„. რა დამავიწყებს და როგორც კითხულობთ, ვერც ვივიწყებ, ოთარ კობერიძის სინსეტიური და დისკურსიული პერსონაჟის ალტერეგო და არქეტიპი, როგორც ცნობილია, ყველაზე ჰუმანურ საბჭოთა სასამართლოზე მთავარ პროკურორს, მთავარ მოსამართლესა და მთავარ ადვოკატს აჩიკო კბილებაშვილს პეპოსავით ხმამაღლა, როყიოდ და ქართულად რომ განუცხადებს, დიახ მე ვიტყვი სიმართლეს, და ჰა, ვამბობ კიდეც თქვე სვავებო და ქორებო, მე მოვკალი უდანაშაულო საბჭოთა ირემი ქობულეთის სანაპიროზე და ბარემ მეორეც მივაყოლე, პირველს საბჭოურ–ჰუმანისტურად ბალახს რომ უწვდიდა! და ჩემი ბრალი არ იყო, უფალო სუდო, რამეთუ ოთხი საათის მშიერი გახლდითო! ახლა ხომ მიკვირს და მაშინ უფრო მიკვირდა, რაფერ გაეპარათ იმ ურჩხულებს ეკრანებზე ეს, აწი მაინც თამამად შეიძლება ითქვას, პირველი ქართული საბჭოთა და საერთოდ, საბჭოთა საბჭოთა დისიდენტური და ანტიმილიტარისტული, აგრეთვე ეკოლოგიური, უმცირესობის/ირმული უმცირესობის/ ინტერესების ესოდენ თამამად და ლიბერალურად დამცავი ფილმი, როცა აგერ, ამდენი ხნის შემდეგ ძლივს მივიდა თანამედროვე ქართული და ლიბერტარიანული საზოგადოება ანალოგიურ იდეებამდე და რასაც ასე წარმატებით ემსხვერპლა ზემოაღნიშნული ბურჭულაძის, ზაზას, ნეკნები და მალები!

დიახ, იმას ვამბობდი, ზუსტად გვეცოდინებოდა, გვყავს თუ არა, მაგალითად, რახისტი დეპუტატი პარლამენტში/„ოჯალეშს„ რატომღაც რახს და „სამაგონს„ რომ ამჯობინებს პორნოსაიტებზე დასაყოლებლად!/?

სადაა ახლა პორნოსაიტების ეს ჩანაწერები? სადაა ის ტყვია, მე რომ ამომიღეს ფეხიდან?! უკაცრავად, „მონანიებიდან„ გამახსენდა, მოგეხსენებათ, ეს წყეული პროფესია, ღმერთმა იცის, სად და როდის შეგახსენებს უადგილოდ თავს. მართლა, ვინმე ვერ შეახსენებთ იმ არამკითხე გიგას, ზედანიას, არიან აქ, ამ საიტზე პროფესიონალი და კომპეტენტური კინომცოდნეები და შენს საქმეს მიხედე, ძამიკო, თუ გაქვს, საერთოდ, როგორც ასეთიო?!

დიახ, ჩვენი ჩანაწერები სადაა? გვაქვს თუ არა გარანტია, რომ მომავალში ეს ხელისუფლებაც არ გამოიყენებს ჩვენს საუბრებს, მათ შორის, ამ ჩემს თბილ და ტოლერანტულ საუბრებს თქვენთან და ნაყურებლებს. თქვენ რა გენაღვლებათ, დღეში ოთხმოცდაათჯერ მაინც უყურებთ ჩემს პორტრეტს აქვე, მართლა, რა საჭიროა?! გეკითხებით მე თქვენ, გადმოხვალ ხანდახან მანქანიდან და აუზიდან, ან სტაფილოა საყიდელი სუპერში ან კომბოსტო, გაგაჩერებს რომელიმე ახმახი ღიპით, ვაა, შენა ის არა ხარ, მშობლიური მმკ რო არ გევასებაო?! – აქედან გამომდინარე ყველა უსიამოვნო შედეგით, არადა, რომ იცოდეთ, მართალია, პირადი და ინტიმური საკითხია და არაა ლამაზი ამაზე ლაპარაკი, მაგრამ, დე, იცოდეთ ყველამ, რომ არც მთლად ეგრეა საქმე, და თქვენ წარმოიდგინეთ, როგორც იტყვიან, „ჩემს ჯვარს ვათრევ მეც!„.

არ გამოიყენებენ ფარული კამერით, ტელეფონით გადაღებულ ჩვენს ცხოვრებას ძილში? არ გამოიყენებს ჩვენი დაშანტაჟების, დაშინების მიზნით/თქვენ რომ გეძინათ ჩვენ ვფხიზლობდითო!/?

ავტორი: ბესიკი საიდან გვწერთ: თბილისი
23.12.2012 15:54
მედალს ორი მხარე აქვს ბატონო გოგი.

რომ არ გამოქვეყნდეს ჩანაწერები და მტკიცებულებები მერე ჟურნალისტები ატეხავთ ყიჟინს გაუმჭვირვალეა გამოძიება და საზოგადოება არა ვართ ინფორმირებულიო.
გამოაქვეყნებენ და მერე იმაზე იწყებთ წუწუნს რატომ აქვეყნებენო.

ჩამოყალიბდით და უფრო პრაქტიკულად და რეალისტურად მიუდეგით საკითხს რა, თორემ ჭრელო პეპელა გამოგდით მასე. ხელისუფლებას ეუბნევით :ნურც გაფრინდები და ნურც მოფრინდებიო.

პ.ს. ხო კიდევ უკანონო და კანონიერი მოსმენები უნდა გაარჩიოთ ერთმანეთისგან ! იმ "აპარატის" განადგურებას რომ მოითხოვთ, მაგით კანონიერი მოსმენებიც ხორციელდება სხვათაშორის.

ავტორი: შერლოკ ჰოლმსი საიდან გვწერთ: სქოთლენდ იარდიდან
23.12.2012 14:39
ცხრა წელის მანძილზე შეჭამა ქვეყანა ელიტური კორუფციის მცდელობებმა!!!(რეალური კორუფცია ვერ ვნახეთ,დოქტორი ვატცონი მყავს ჩანერგილი მტრის ზურგში,მაგრამ ვერ მივაგენით ჯერ.ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ კაცმა არ იცის)

ბანკების გაკოტრების მცდელობებმა!!!

მხოლოდ ბიუჯეტის არშევსების მცდელობებზე 80 ათასი განცხადებაა შემოსული პროკურატურაში!!!

ასევე ქონდათ ქალაქების ნგრევის,ჩაბნელების,პენსიების და ხელფასების არდარიგების,ეკონომიკური სტაგნაციის,ჯარის და პოლიციის პოლიტიზაციის მცდელობები,მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ!!!

აბა რა ეგონათ "ნაძირლებს"?რასაც ცდილობდნენ,იმის საწინააღმდეგო შედეგი მიიღეს)))....ამიტომ ყველანი ციხეში ))))

ბენზინზე და ენერგომატარებლებზე,ამ სფეროში კარტელურ გარიგებებზე,სააფთიაქო მონოპოლიებზე და კრილოვის ზღაპრებზე აღარ ვილაპარაკებ...))))))))


ავტორი: ანონიმი
23.12.2012 14:21
მშურს იმ ადამიანების, ვისაც ჯერ კიდევ არ ეშინია იმდენად, რომ კომენტარის გაკეთება შეუძლიათ.

ავტორი: აკიბა
23.12.2012 12:12
2.

„ნოემბრიდან ნოემბრამდე“ რომ იყო, ცუდი ფილმი, კუბრიკის, სტენლის, ხომ გახსოვთ? იმ ფილმში ყველაფერი ცუდი იყო - დრამატურგია, მონტაჟი, წამყვანის ხმა, ტიტრები. უნიჭობის ფოირვერკი იყო, როგორც მოგეხსენებათ ყველა განათლებულს და გემოვნებიანს, ანუ ჩემს მკითხველებს, ბერგმანისა არ იყოს, არც კრემერია ჩემი რეჟისორი! მაგრამ ყველაზე დამთრგუნველი იყო იმის განცდა, რომ საბჭოთა კავშირის შემდეგ არაფერი შეცვლილა, ფორმა და დიზაინი უცვლელი რჩება - ხელისუფლება და „მედეა„ (ეს ფილმი ერთდროულად 3 ტელევიზიით გადაიცა) ისევ ცდილობს მასების მანიპულაციას, და სამიოდე კინოთეატრში შეტყუებას. დამთრგუნველია ეს განცდა, როცა გგონია, რომ მხოლოდ უმცირესობა გრძნობს ამ სიყალბეს, როცა მედეა ქართველი ხალხისა და ბაგრატიონთა მოღალატე იყო, უმრავლესობა კი ისევ ადვილად იჯერებს ყველაფერს, რომ მედეა ბერძენი და ექსტრასენსი იყო, რასაც ხელისუფლება სთავაზობს აბუნტებულ მოსახლეობას დაქცევამდე მისულ თანამედროვე საბერძნეთში. მაგრამ აღმოჩნდა, რომ სულაც არ იყო ასე - ფილმს მგონი ყველამ დასცინა, მაქს ფონ რეინჰარდტმაც კი, რომ არაფერი ვთქვათ ზიუდოვზე და ზორბეგ ზეინაბოვზე/მართლა, ამ უკანასკნელზე გამახსენდა, ვამაყობ, პატარა, მაგრამ მცირე წვლილი მეც რომ შევიტანე იურა მეჩითოვის კულტურის მინისტრის მოადგილის მძიმე, უმადური ტვირთისგან გათავისუფლების მადლიან საქმეში! აწი უფრო მეტი დრო, საშუალება და მიზეზი ექნება ცხელ გულზე ცივი გონებით დააშიშვლოს და გაშიშვლდეს თავისი დალოცვილი კამერის წინაშე, რითაც უთუოდ უფრო გაამდიდრებს ქართულ კულტურას, ვიდრე გაამდიბრებდა იმ ბიუროკრატიულ თანამდებობაზე! როგორც იტყვიან, თაფი მეთოფეს და კამერა მეკამერესო! მართლა, კამერები აღარ ყოფნით, მგონია, გლდანის ციხეში და მუხიანში ხომ არ აგვეშენებინა სასწრაფოდ მრავალკამერიანი?! ამათ გაქანებას რომ ვუყურებ, მალე ყველას რომ მოგვდგებიან, რატომ უნდა დავიძინოთ მორიგეობით და კენჭიყრით იქ?! არ სჯობია, დროულად დავიჭიროთ თადარიგი?! მოკლედ, გთავაზობთ და მოგიწოდებთ, ყველამ გავიღოთ დიდ–პატარა თანხა და საკუთარი ხელითა და კაი დიზაინითა და კეთილმოწყობით ავიშენოთ საკუთარი, მომავალი კარცერ–ლუქსები, სადაც, ბოლოსდაბოლოს, მოგვეცემა საშუალება, წყნარად, მშვიდად, მამაპაპურად, თითის დასველებითა და დაგემოვნებით წავიკითხოთ ნამდვილი წიგნები – ყველანაირი გაგებით, – გირჩევთ აქ, ჯერ კიდევ გარეთ, ვისაც არ გაქვთ წაკითხული, წაიკითხოთ ჯორჯ ორუელის „1984„. მერწმუნეთ, ძალიან გამოგვადგება„ იქ„ რომ აღმოვჩნდებით!/. ისე დასცინა, რომ ნაცმოძრაობის მთავარმა იდეოლოგებმაც კი ”პეტრე დიდის„ „როლი” აირჩიეს და სათითაოდ ამტკიცებდნენ, რომ ნაცმოძრაობის ამ სამარცხვინო ოპუსთან არაფერი აკავშირებთ, განსაკუთრებით პოლტავისა და პუშკინის „ონეგინის„ შემდეგ.

„ნოემბრიდან ნოემბრამდე“ ნიკა გვარამიას დაპატიმრებამ გამახსენა. საქართველოს მაშინდელი გენერალური პროკურორის მოადგილე განმარტებებს იძლევა ფილმში, რაც სრულიად საკმარისი გახდა იმისთვის, რომ სწორედ გვარამიასთვის დაებრალებინათ, ეგაა ფილმის ავტორიო, კრეჩმერი კი ამჯერადაც მშრალზე გამოვიდა სველი მისისიპიდან.

დღეს მის სატელეფონო ჩანაწერებს აქვეყნებს ამჯერად უკვე ახალი ხელისუფლების უცნობი სატელევიზიო არხი. ზუსტად კროჩეს ისეთი ”დიზაინით”, როგორც ფილმში ”ნოემბრიდან ნოემბრამდე” და ისევ დგება გოეთესებური ეს წამი-გამონათება/„შეჩერდი წამო, შე ვერაგო, რა მსწრაფლ გარბიხარ! ცოტა ხანს კიდევ მაყურებინე ამ მადლიანი მზის, მთვარისა და ვეიმარის ლოტასათვის!..„/... ისევ ხვდები, რომ ბევრი არაფერი შეცვლილა იმ ქვეყანაში - 1918 წლის ნოემბერში აღტკინებულმა ბრბომ ქვები დაუშინა კაიზერ ვილჰელმს. 2012 წლის დეკემბერში იგივე ხდება ქუთაისში, მტკვარში თევზებს დაუშინეს ხელყუმბარები... 2004 წელს სააკაშვილის ხელისუფლებამ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებით დაიწყო. 2012 წლის ნოემბერ-დეკემბერში იგივე ხდება საქართველოში, უყვართ ბატონო, ტრადიციები საქართველოში! ვერა, ვერ წაგგვრი, დასავლეთო, ჩვენს ტრადიციებს, რწმენას და ლექსებს!..

გამონათების ეს წამი ბადებს კითხვას, რომელზეც პირადად მე ვერავინ გამცა პასუხი, ვერც ფასბინდერმა, ტავიანებმა - რატომ გვიჩვენებენ ამ საუბრებს რადიოთი? რას ამტკიცებენ ამით? მით უმეტეს, როგორ შეიძლება იმ საუბრების ”ჩვენება”, რომელთა ავთენტურობა მიშა თავხელიძის ექსპერტიზას არ დაუდგენია?


ავტორი: მიშა
23.12.2012 04:34

ავტორი: ანონიმი
22.12.2012 04:23

ამ კომენტარზე სახელის დაწერა რატომღაც გამომრჩენია (ანონიმი ჩანს ავტომატურად დაეწერა).
სახელს ყოველთვის ვაწერ ხოლმე.

******

ავტორი: გოგი გვახარია
22.12.2012 05:20

"ძალიან საინტერესო ანალიზია. ვწუხვარ, სახელი და გვარი რომ არაა დართული. მადლობა.. საინტერესო და დამაფიქრებელი"


ჩემი კომენტარი თუ იგულისხმებოდა(?) სიამოვნებით.
კარგია და მიხარია ამ კითხვებს თანამოაზრეებიც თუ გამოუჩნდებიან..
სხვა ადამიანები იქნებ უფრო საინტერესოდ გაავრცობენ კიდეც?

ავტორი: აკიბა
22.12.2012 23:48
1.

ნოემბრიდან დეკემბრამდე

”რად გვინდა ნატო და ევროპა, თუკი ადამიანებს აწამებენ, ბიზნესს აახევენ, ტელეფონებს მოუსმენენ”...

თქვენი, არ ვიცი და ჩემს ირგვლივ სექტემბერ-ოქტომბერში ყველა ამას ამბობდა. ზოგი უფრო ადრე ამბობდა - ჯერ კიდევ 1984-ში. ზოგი კიდევ უფრო ადრეც, 1904–სა და განსაკუთრებით 1913–ში, მაგრამ 2012 წლის სექტემბერში, როცა ნაცმოძრაობამ თავისი საარჩევნო კამპანია წარმართა დევიზით ”ივანიშვილი რუსეთის კაცი–ობობაა”, ჩემს გარშემო განსაკუთრებით ბევრი ამბობდა ამას, და მოუთმენლოად მოელოდნენ „ობობას„ მეშვიდე სერიას.

დღეს ვიღაცები, რაღა ვიღაცები, თავად ბურჭულაძე, ზაზა, გამარჯვებულის პოზაში მიუთითებენ დაგვიანებულებს, კერძოდ, ზაალ საკრებულოს თავმჯდომარეს, ახლა მოკეტე, რადგან მე რომ მცემდნენ, შენ ხმა არ ამოგიღიაო, ვიღაცები, ბუღაძე ლაშას სახით იხტიბარს არ იტეხენ და ”ასეთი რამეები ყველგან ხდებაო” (ბოლოს და ბოლოს გოგიბედიშვილმა დეფიმ გვითხრა ეს, ადამიანმა, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობა ქართული საზოგადოება)... ჩემი დაკვირვებით, იმ ხალხს, ვინც ნაცმოძრაობიდან გადავიდა ”ოცნებაში”, რაღა ხალხი, ივანიშვილი, ბიძინა, წარსულს იშვიათად უხსენებენ (”სად იყავი 2003 წლის ნოემბერში, როცა ხალხი პარლამენტში შეიჭრა”, ”სად იყავი 7 ნოემბერს”, გაუხსენებენ და პასუხი ნათქვამი აქვს უკვე, სად ვიყავი და სად იყო სოროსი და რას ჰქვია, იმ მასონმა დააფინანსა რევოლუცია, ჩემი ფულით მოხდა მაგიო, შვიდ ნოემბერს კიდო ჩემი ნაჩუქარი ეკიპირება და ტექნიკა იყო იქანეო!/... არადა, მეზობლებო, ზოგი დღეს კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერი გახლავთ, ბიძინა, ივანიშვილი... (!) და საინტერესო იქნებოდა ამ თემაზე მათთან საუბარი. რა ვიცი, მე მგონი უფრო საინტერესო, ვიდრე ქალბატონი იუსტიციის მინიტრის პირადი ცხოვრება ამ ცხოვრებამდე და ფროიდის ფსიქოანალიზის მიმართ პრემიერ-მინისტრის დამოკიდებულება მთავარი პროკურორის ჭრილში.

საინტერესო იმისთვის, ვისაც უყვარს ეს ”სად იყავი, სად იყავი მაშინ, როცა მცემდნენ და მირტყამდნენ თავში”. თორემ მე ყოველთვის მჯეროდა და მჯერა, რომ ადამიანები განსხვავებულად რეაგირებენ უსამართლობაზე, სისასტიკეზე, ძალადობაზე - ზოგი დროულად, როცა თავადაა მცემელისა და მგვემელის პოზიციაში, და იგივე ზოგი დაგვიანებით, როცა პირიქით ცემულ–გვემულია, ზოგი მასებში ყომარით, ზოგი სახლში ყანწით ხელში ჯდომით და უსამართლობაზე მხოლოდ და მხოლოდ სამართლიანი ფიქრით. უფრო მეტიც, ზოგი ლოცვითაც კი წმინდაო ყვარყვარეს ჭერში დაკიდებული ხატის ქვემოთ!

ჩვენ განსხვავებულები ვართ არა მარტო ცხვირ–პირით, არამედ შემოსავალ–გასავლებითაც და არავის აქვს უფლება მოგვთხოვოს გავხდეთ ერთნაირ ცხვირპირიანები, ანდა უცხვირპიროები, რომ აღარაფერი ვთქვათ შემოსავალ–გასავლებზე! მაგრამ ისტორიაში დგება მომენტები, როცა ყოველი ჩვენგანი უმრავლესობის წევრად ვგრძნობთ თავს, როცა ზოგად „ბურჭულაძეს„ მიმტევებლობისა და ტოლერანტობის მტკივნეულ გაკვეთილს ვუტარებთ ნეკნების ჭახა–ბუხის ჰანგთა თანხლებით... ყველაფერი ერთიანდება ამ დროს, მოგვიანებით კი აღნიშნული ნეკნებიც. დგება წამი, როცა ახლებურად „ბურჭულაძე„ აფასებს წარსულს და ახლებურად ფიქრობს მომავალზე, რომ არ ღირს ქუჩაში უდანოდ და შიშველი ნეკნებით არხეინად სეირნობა.

პირადად მე ძალიან კარგად მახსოვს ეს წამი, ეს გამონათება, როცა მეშვიდე ნეკნზე ჩემი ავტოგრაფი დავუტოვე მადლიერს. და ძალიან კარგად მესმის იმ ოპტიმისტი თანამოქალაქეების, რომლებიც დარწმუნებულები იყვნენ - 1 ოქტომბრიდან საქართველოში შესაძლებელია არ გაქრნენ უსახლკარო ძაღლები, კატები და თაგვები და მათხოვარი ჩიტები და მტრედები, შესაძლებელია ყველა არ დასაქმდეს ზოოპარკსა და ოჯახებში და ხალხს კიდევ მართლაც არ გაეზარდოს იმედი და მოლოდინი, მაგრამ მაინც სხვანაირად ვიცხოვრებთ, დაჭერების სიხარულითა და „ჰკა მაგას!„ ძახილით... სტილი შეიცვლება! თუ გნებავთ, ასე ვთქვათ - შეიცვლება დიზაინი, იყო მიშა, გახდა გრიშა!


ავტორი: galina blanka საიდან გვწერთ: sanpaulos, sop. arashenda
22.12.2012 21:39
საზოგადოების აქტიურობას ვერაფერი დაუდგება წინ, მთავარი ხალხის ძალაა და არა მინისტრი, რამდენი წლისაც არუნდა იყოს იგი! საზოგადოების პროტესტი იქნება გადამწყვეტი, დაჭერებთან, მოსმენებთან და სხვა დანარჩენ გადაცდომებთან საბრძოლველი იარაღი. ერთადერთი მიზეზი რატომაც მხარს ვუჭერ (ჯერჯერობით) ამ მთავრობას, ბიძინას მოსმენის და გათვალისწინების თვისებაა. ასერომ მგონი დროა დავიძაბოთ და ყველაფერზე ხმა ამოვიღოთ, რაც არ მოგვეწონება. თუმცა არანაირი სურვილი არამაქვს, პროპაგანდისტული ტელევიზიის დირექტორი და მილიონი პარია მინისტრები დავიცვა.

ავტორი: მერკური საიდან გვწერთ: ოლიმპიდან
22.12.2012 20:43
თორნიკე ადამაშვილი - რესპექტ!!!!!!!!!

ავტორი: მაია
22.12.2012 16:52
დაგვმოძღვრე მამაო ანუ დიდაქტიკური მოტივი...

ავტორი: გოგი გვახარია
22.12.2012 05:20
ძალიან საინტერესო ანალიზია. ვწუხვარ, სახელი და გვარი რომ არაა დართული. მადლობა.. საინტერესო და დამაფიქრებელი

ავტორი: ანონიმი
22.12.2012 04:23
"გამონათების ეს წამი ბადებს კითხვას, რომელზეც პირადად მე ვერავინ გამცა პასუხი - რატომ გვიჩვენებენ ამ საუბრებს ტელევიზიით? რას ამტკიცებენ ამით? მით უმეტეს, როგორ შეიძლება იმ საუბრების ”ჩვენება”, რომელთა ავთენტურობა ექსპერტიზას არ დაუდგენია?"

ვეთანხმები ყველა დასმულ პრობლემას.

ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ ჩემში დიდი ანტიპათია გამოიწვია ახალმა ხელისუფლებამ.
ზუსტად ეგ კითხვებია, რომლზეც პასუხი პირველ რიგში მაინტერესებს (გავრცელების დღიდან) .

უსამართლო გამოძიება და სასამართლო პროცესები
უარეს შედეგს გამოიღებს და ადრე თუ გვიან ბუმერანგივით შემოუბრონდება ქვეყანას.

სანამ ზუსტად მაგ კითხვებზე პასუხი საჯარო და დასაბუთებული არ გახდება ჩემთვის პირადად ახალი მთავრობის ნებისმიერი "სიტყვა" დადგება სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ.

მიკვირს რატომ დაინიშნა შინაგან საქამეთა მინისტრად 28 წლის ადამიანი.
ეს ჩემთვის ამოუხსნელი განტოლებაა.

28 წლის ხალხი ასეთ რთულ და საპასუხისმეგებლო პოსტებს არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არ უძღვებიან.
მიტ უმეტეს დღევანდელ საქართველოში ეს დიდი შეცდომაა.
რამდენადაც ცნობილია მას არც ამ სტრუქტურაში მუშაობის გამოცდილებაც არ აქვს.

მაგალითად ბატონი ახალაიას შეცდომები, მძიმე დანაშაულებრივი "გადაცდომები" ასაკსაც უკავშირდება.
ისევე როგორც ვარდების რევულუციის ხელისუფლების ბევრი პრობლემა ზუსტად ასაკის და ცხოვრებსეული გამოცდილების უქონლობის გამო იქნა განპირობებული.
ცხადია ეს არავის და არაფერს ამართლებს, მაგრამ
გამოცდილება ეხლა მაინც ხომ უნდა შეიძინოს ქვეყანამ.

გადახედონ დასავლეთის ქვეყნებს და მოძებნონ სადმე 28
წლის ჯერ მინისტრი, მერე შინაგან საქმეთა მინისტრი,
თანაც ზუსტად იმ მომენტში, როცა ქვეყანაში სერიოზული სახელმწიფო დანაშაულებებია გამოსაძიებელი.


P.S.

"ადამიანები განსხვავებულად რეაგირებენ უსამართლობაზე, სისასტიკეზე,"

ეგ ვფიქრობ ცალკე და ძალიან ვრცელი თემაა.
უბრალოდ, ამას სხვა პრობლემებიც ემეტება.

მართლა ასე განსხვავებულად რეაგირებს/რეაგირებდა ხალხი უსამართლობაზე, თუ ამ განსხავევბულობას
მედიის "დამსხვრეული სარკეებიდან" წამოსული ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები უფრო იწვევდა?

ამ ინფორმაციებს, ემატებოდა პოლიტიკოსების
საოცარი მოკლეფეხება ტყუილები. ყველა მხრიდან. იქნებოდა ეს ოპოზიცია თუ ხელისუფლება.
წესით ეს თემა უნდა ყოფილიყო გიორგი მაისურძის ბლოგის გაგრძელებაც.
ანუ, როგორ მოხდა, რომ 21-ე საუკუნეში თვალსა და ხელს შუა ასეთი საშინელება გამოგვეპარა?
რატომ ადრევე ვერ მოხერხდა მკაცრად, მხოლოდ ამ საკითხზე კონცენტრირება?
იყო ეს მართლაც ხალხის "ბუნებრივად/თანდაყოლილი" განსხვავებული/აცდენილი რეაქციების გამო?
თუ მედიის და პოლიტიკოსების მიმართ დიდი უნდობლობის გამო?
ეს ძალიან მცირე ჩამონათვალი იქნებოდა იმ უპასუხო და ასევე საჯაროდ არ დასმული კითხვებიდან, რომელიც სხვადასხვა რაკურსით ანახებდა პრობლემას.

ავტორი: kethy საიდან გვწერთ: Saprangetidan
22.12.2012 03:20
მემგონი პირველი არ ვიქნები, რომელიტს ვიტყვი რომ რელიგიას ადგილი არ აქვს პოლიტიკასთან.
სიმართლე ყველასთვის ნათელი უნდა იყოს და ჟურნალისტების ინფორმაცია ყოველგვარი პოლიტიკური მხარდაჭერისგან შორს, მხოლოდ გასინჯული-შემოწმებული სიმართლე.
და თქვენ ყველამ კი მოინდომოთ სიმართლის დანახვა და არა თავი მოიტყუოთ მხოლოდ იმისთვის რომ დაიჯეროთ "ვითომც ყოველივე კარგად არისო°
არ შეგეშინდეთ სიმართლის თქმა და იქნებ შეისმინონ ამ თუ იმ პოლიტიკოსებმა, თუ არადა ეცადეთ ნაკლებ ბოროტი, ხამი და ფუფუნების მოყვარული ამოირჩიოთ ამ პატარა ქვეყნის სამართავად.

ავტორი: ანონიმი
22.12.2012 00:42
ქეთი სილაგაძე,
რა დაუშავა ქართულმა ეკლესიამ გოგი გვახარიას?
ქართული ეკლესია ყველას გვიშავებს, ქართული ეკლესია ყველაზე დიდი დიქტატორია, ქართული ეკლესია მიგვაქანებს შუასაუკუნეებისკენ, სიბნელეს და რეგრესს ქადაგებს, სულში გვიძვრება, ქართული ეკლესია სამყაროს შავ-თეთრად გვიხატავს, ქართულმა ეკლესიამ უკვე საკმარისად დაატლუა და დააყუმა ადამიანები , ქართული ეკლესია ზღვარს გადადის , ქართული ეკლესია ქართულ სახელმწიფოებრიობას ებრძვის, რომელ ერთი ჩამოვთვალო.
აღმერთეთ ვისაც გინდათ პატრიარქი, გეგონოთ ის ღმერთი, მაგრამ ნუ მოითხოვთ მსგავს საქციელს ყველასგან, დაგვანებეთ თავი ჩვენ 7%ს, ნუ ცდილობთ ჩვენს ტერორს, ისედაც ბევრნი ხართ თქვენ- 93%.(ბოლო გამოკითხვებით ასეა)

ავტორი: theo საიდან გვწერთ: Germany
22.12.2012 00:35
სუსტი წერილია, არაფრისმთქმელი.. მოვალეობის მოხდის მიზნით, ბატონო გიორგი.

ავტორი: Tazo
21.12.2012 21:42
მიუხედავად იმის,რომ ვთვლი, ყველას და ყველაფერს უნდა უსმინო :)( და აქ მოსმენილზე რეაგირების ხასიათი,ტიპია მნიშნვნელოვანი და არა თავად სმენის პროცესი), სტატია მომწონს, რადგან ვეთანხმები,რომ საქართველოში მხოლოდ ბუნების ევოლუციური კანონი მოქმედებს(ზოგჯერ, მგონი მასთან მებრძოლნიც ჩნდებიან), ხელოვნება კი სამწუხაროდ მას,საქართველოს არ ეხება.

ავტორი: NATIA
21.12.2012 21:19
სანამ არ ვიჩხუბე არ გამოაქვეყნეთ!))

ავტორი: NATIA
21.12.2012 20:28
პრეზიდენტს ვულოცავ დაბადების დღეს და ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს!

იმედია, მოდერატორი ამ კომენტარს არ დაბლოკავს
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
21.12.2012 20:30
ნათია, თქვენი მილოცვა ერთხელ უკვე გამოქვეყნებულია. ახლა ამასაც ვაქვეყნებ. მაინც უკმარისობის გრძნობა გაქვთ?

ავტორი: დავითი
21.12.2012 18:00
ჯერ სად ხართ!!!,ეგ კაცი სისხლის გუბეებს დააყენებს ამ ქვეყანაში!!!...

იმას დასავლეთის მაინც ერიდებოდა ფორმალურად და რაღაც ანგარიშს უწევდა,ამას არავის არ ერიდება და არავის არ უწევს ანგარიშს პუტინის გარდა!!!

ის დემოკრატიობანას მაინც თამაშობდა,ეს პუტინ-სტალინობანას თამაშობს!!!

იმან ინტელიგენცია გადაიმტერა,ამან იყიდა!!!ამან იყიდა ადამიანის სულები!!!ამან პირში წყალი ჩაუგუბა ყველას და ყველაფერს,ვინც და რაც აზროვნებს ამ ქვეყანაში!!!

ის აშენებდა მაინც რაღაცას, ეს ანგერვს ყველაფერს!!!იმას ევროპისკენ მაინც გაყავდა რკინიგზა, ეს ჯანდაბაში,ჩრდილოეთში და მოუსავლეთში მიგვაქანებს!!!

იმან კრიმინალი მაინც შეამცირა,ეს გარეთ უშვებს ათასი ჯურის ნაძირლებს!!!

ეს ყველას დაიჭერს, ვინც პოლიქრონიონს არ უმღერებს!!!
დაგვიჭერს და დაგვიჭიროს!!!ახლა მართალი კაცის ადგილი ციხეშია!!!!!გილოცავთ არჩევანს ქართველო მოაზროვნეებო!!!!

სანამდე გაგრძელდება ეს მოჯადოვებული წრე ამ ქვეყანაში!!!

ავტორი: Lazy საიდან გვწერთ: Mosow
21.12.2012 14:43
როდემდე უნდა ვიყოთ ცუდსა და უარესს შორის აჩევანის წინ. ეგ უკვე ჩვენი ნორმალური მდგომარეობაა (((
...
გოგი მაგარი ხარ.
...
ქართული ეკლესია რომ მარაზმს დაემსგავსა და ქართველები კერპთაყვანისმცემლები გახდნენ და ღმერთს კი არა პატრიარქს ეთაყვანებიან ეგ აქსიომაა უკვე. სასულიეროები საკუთარი თავის თაყვანისცემას ითხოვენ მრევლისგან. დაწერილია რომ სატანა უპირველესად მათ სხეულებში დაისადგურებს !!!
...
სატელეფონო მოსმენები დაშვებულია ყველა ქვეყანაში შესაბამისი სანქციის შემდეგ და ეგ ნორმალური პრაქტიკაა !!!

ავტორი: ვარსქენი საიდან გვწერთ: თბილისი
21.12.2012 14:39
ბატონო გოგი,ბევრ რამეში გეთანხმებით,მაგრამ.......მაგრამ,ძალიან არ მომწონს,როდესაც მომენტს არ უშვებთ, რათა უწმინდესი უარყოფით კონტექსტში მოიხსენიოთ.ასევე იქცევა ქ–ნი ნინია კაკაბაძე.რამდენადაც ვიცი მეგობრობთ.მაინტერესებს, ხომ არ გვაქვს საქმე "შეთქმულება"–სთან ?
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2

ბლოგერები

სხვა მასალები

აუდიო ოპტიმისტური რეიტინგი და ხანდაზმულთა საჭიროებები

გაეროს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს გამოქვეყნდა რეიტინგი, რომელიც სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის მიხედვით 96 ქვეყანაში აფასებს ხანდაზმულთა მდგომარეობას.
გაგრძელება

საქართველოს დემოკრატია ევროსაბჭოს ახალ რეზოლუციაში

მწვავე დებატების შემდეგ დამტკიცდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე რეზოლუცია - ”საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება”.
გაგრძელება

აუდიო ბრძოლა თავისუფლების სახელით

საზოგადოებისა და მედიის ყურადღება მიიპყრო ორი არასამთავრობო ორგანიზაციის - „თავისუფალი თაობისა“ და „თავისუფალი ზონის“ - ფიზიკური დაპირისპირებისაკენ.
გაგრძელება

ფესტივალი დისკუსიებით

ფესტივალის თავისებურება ისაა, რომ თითოეული ფილმის ჩვენების შემდეგ მოწვეულ სპეციალისტებსა და მაყურებელს შორის დისკუსია იმართება.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული