ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2013 თბილისის დრო 14:37

ბლოგები / გიორგი გვახარია

ჯეობარი და სისხლიანი ოპერეტა

x
ტექსტის ზომა - +
2003 წლის ნომებერში, თუ არ ვცდები, ერთადერთი დასავლური გაზეთი, რომელმაც კრიტიკულად შეაფასა საქართველოში განვითარებული მოვლენები, ბრიტანული ”გარდიანი” იყო. ”ოპერეტა-რევოლუცია” უწოდა მემარცხენე გაზეთმა ”ვარდების რევოლუციას”.

მახსოვს, როგორ აღვშფოთდით - რუსეთის და ”გაზპრომის” კვალის ძიება დავიწყეთ. თუმცა ისიც მახსოვს, როგორ გვეღიმებოდა ამ სიტყვაზე -  ე.ი. არა ოპერა, არამედ ”ოპერეტა”, არა ”რევოლუცია”, არა ძირეული ცვლილება, არამედ რევოლუციის მსუბუქი, ”მასკულტურული” გამოვლენა, ერთგვარი პოპრევოლუცია.

ამდენი წელი გავიდა და ოპერეტამ და მიუზიკლმა მართლაც ძლიერად დაიმკვიდრა ადგილი ქართულ კულტურულ სივრცეში. იმდენად, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი საპატიო სტუმრები ”ქეთო და კოტეს” პრემიერაზე დაჰყავდა, იმდენად, რომ მთელი ამ ეპოქის ხელოვნების მთავარი კულტურული სახე, მისი სიმბოლო გახდა სწორედ მიუზიკლის, - მე ვიტყოდი, უფრო ოპერეტის, - მსახიობი და მომღერალი სოფო ნიჟარაძე. ის სოფო ნიჟარაძე, რომელმაც ორი დღის წინ განაცხადა, ”ვერის უბნის მელოდიების” ჩვენება იმიტომ შევწყვიტეთ, რომ მოვლენების ეპიცენტრში (ფილარმონიაში) აღმოვჩნდითო.

სიმბოლურია, რომ ”ოპერეტა”, რომელსაც მთელი ეს წლები უწევდა პროპაგანდას საქართველოს ხელისუფლება, აღშფოთებულმა საზოგადოებამ ”გააჩერა”. ძალიან სიმბოლურია ეს!  საზოგადოებამ გააჩერა ტოტალური იმიტაცია, რომელიც ჩვენი ყოფის ატრიბუტი გახდა - იმიტაცია ჯარის, იმიტაცია დემოკრატიის, იმიტაცია ქრისტიანობის, იმიტაცია კულტურის... იმიტაცია უმანკოების.  საზოგადოებამ უთხრა ხელისუფლებას: ”მიგიხვდით, ეს არაა ოპერა. ეს მხოლოდ და მხოლოდ ოპერეტაა!”

არადა, მართლა რამდენი იმუშავეს, რამხელა ძალისხმევა დასჭირდათ.

იმავე რევოლუციიდან რამდენიმე თვის შემდეგ, როცა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ში ტოკ-შოუ ”ფსიქოს” შესაძლებელ დახურვაზე დაიწყო ლაპარაკი, ამიხსნეს, რომ ქვეყანას აღარ სჭირდებოდა ეს დისკუსიები, რომ ”ხალხი დაიღალა” და რომ ქართულ საზოგადოებას ”მაღალი ხარისხის გართობა” (ეს სიტყვები კარგად მახსოვს) სჭირდება. არადა, სწორედ რევოლუციის შემდეგ ვიგრძენით ამ გადაცემის საჭიროება - ”ფსიქოს” ქუდში სისხლი ირეცხებოდა, აგრესია წყლის დინებას მიჰყვებოდა; სისხლი და ზიზღი იცვლებოდა აზრთა გაზიარებით, დისკუსიით, კოლექტიური ფიქრით, რაც - ამაშიც სრულიად დარწმუნებული ვიყავით - არაჩვეულებრივი საშუალება იყო ტოტალიტარული ცნობიერებისგან განთავისუფლებისთვის, იმისათვის, რომ ”საბჭოთა ქართველი” ნელ-ნელა გადაქცეულიყო თავისუფალ, მოაზროვნე პიროვნებად, იმისათვის რომ ქვეყანაში დაწყებულიყო სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა.

არაჩვეულებრივი საშუალება იყო პირადაად ჩემთვის - მეტი გამეგო ადამიანებზე და ადამიანთა ურთიერთობებზე, გამოვსულიყავი დეკადენტური ესთეტიზმის მარწუხებისგან (რასაც ჩემი ცხოვრების მთავარ პრობლემად მივიჩნევდი ყოველთვის) და სიცოცხლის დინების გემო მეგრძნო.

მოკლედ, სასიამოვნო იყო ეს განცდა - გაზრდის და სიცოცხლის ”დაყნოსვის” განცდა.

მაგრამ გადაცემა მოიხსნა. ”ფსიქო” შეცვალა რეალიტი შოუმ, რომელიც  სრულიად ახალი რაღაც იყო ჩვენს ცხოვრებაში. ამ გადაცემამ, რომელსაც ”ჯეობარი” ერქვა, მართლაც ყველა რეიტინგი მოხსნა. ”ჯეობარს” ლანძღავდნენ. ეკლესიამ, რომელიც მანამდე ”ფსიქოს” ყურებასა და მისი აკრძალვის მოთხოვნაზე ხარჯავდა დროს, ახლა ”ჯეობარს” გამოუცხადა ომი.

”ჯეობარი” მთლიანად შედიოდა ახალი ხელისუფლების სტრატეგიაში. რეალიტი-შოუსთვის დამახასიათებელი ”ოპერეტულობა”, ანუ სიცოცხლის იმიტაცია,  ქართული პუბლიკის უფრო დახვეწილ, უფრო ოსტატურ მანიპულაციას განაპირობებდა.

ხელისუფლებამ დაიწყო ძალიან მწვავე, რადიკალური რეფორმები. მაგრამ ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტელევიზიებში საზოგადოებას ამ რეფორმებზე მსჯელობის საშუალება მთლიანად წაართვეს.  იმხანად ”ოპოზიციურად” მიჩნეულ პატარკაციშვილის ”იმედზე” გადიოდა ჯანრი კაშიას გადაცემა, რომელიც დახურეს დაბალი რეიტინგის გამო. რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველ მაყურებელს მართლაც ნაკლებად აინტერესებდა ეს დისკუსიები.

ქართველი მაყურებელი ”ჯეობარით” ერთობოდა. მოსწონდა ეს ფარული კამერა და სიამოვნებდა თვალთვალის პროცესი. მოსწონდა მეგობრობის ეს იმიტაცია (ეს ხალხი ერთმანეთის გაგდებისთვის იღწვოდა, რაც, ცხადია, სრულიად გამორიცხავდა ნამდვილ მეგობრობას)... კი, ვიცოდი, რომ ასეთი პროგრამები სხვა ქვეყნებშიც პოპულარული იყო. ისიც ვიცოდი, რომ ამ ”რეალიტი შოუს” ძირები უძველესია; რომ ბორდელებში ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში იყო ”ფუღუროები”, საიდანაც სექსუალურ აქტს უთვალთვალებდნენ და ეს სიამოვნება უფრო ძვირი ღირდა. მაგრამ ასეთი შემართება, ერთი სატელევიზიო პროგრამით ასეთი მონუსხვა, მგონი, მაინც მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში შეიძლებოდა გამოხატულიყო; საზოგადოება, რომელიც მიჩვეული იყო მანიპულაციებს, ერთი  გადაცემით ცხოვრობდა. მართალია, მოგვიანებით სხვა პოპულარული პროგრამებიც გაჩნდა. ”ჯეობარი” მაინც კლასიკად იქცა - კარგად გაკეთებული, კარგად ”გაპიარებული” სატელევიზიო პროგრამა ვუიარისტი საზოგადოებისთვის!

”ვუიარიზმი” ჰიჩკოკოკმა ”კინემატოგრაფისტის დაავადებად” მონათლა. ფილმიც მიუძღვნა, ”ფანჯარა ეზოს მხარეს”, რომლის გმირს, ფეხმოტეხილ ჟურნალისტს, ცოცხალი მზეთუნახავი, გრეის კელის გმირი უმშვენებს გვერდს, მაგრამ ის მაინც მოპირდაპირე სახლის ფანჯრებში იჭყიტება. სიცოცხლის დინებაში მოქცევას - რაც ქმედებას, პასუხისმგებლობას, პოზიციას მოითხოვს, მას მხოლოდ და მხოლოდ ყურება ურჩევნია - სხვისი ცხოვრების თვალთვალი!

მოკლედ, ეს რეალიტი-შოუ ღვთისგან ბოძებული საჩუქარი იყო საქართველოს ხელისუფლებისთვის. პუბლიკას მიართვეს სიცოცხლის იმიტაცია. თავად ხელისუფლებამ კი სწრაფი ქმედება დაიწყო, მისთვის დამახასიათებელი ქედმაღლური სტილით და ოპონენტებთან (საბედნიეროდ, დროდადრო ასეთი ხალხიც გამოჩნდებოდა ხოლმე), იმის მტკიცებით, რომ ”ხალხი ბნელია” და რამეს რომ დაეკითხო, ამით შეფერხდება რეფორმები.

ის, რაც ქედმაღლობამ უქნა ხელისუფლებას, ცალკე თემაა და ამაზე ჩემს მეგობრებს თავის ბლოგებზე არაერთი ჩანაწერი გამოუქვეყნებიათ. ქედმაღლობამ ნელ-ნელა დააპატარავა ეს წრე, გადაიზარდა პერვერსიულ ნარცისიზმში, რომელმაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა ქვეყანას.. მაგრამ საზოგადოებას რაღა მოუვიდა?  ყველას თუ არა, მის ნაწილს? თუნდაც მე? რატომ გახდა აუცილებელი ფარულად გადაღებული კადრების ხილვა იმისთვის, რომ  დეკადენტური ესთეტიზმის მარწუხებისგან გავთავისუფლებულიყავი?

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, კაპუცინების ბულვარზე მოწყობილი პირველი კინოსეანსის დროს, პუბლიკამ ისტერიულად დატოვა სკამები, როცა ეკრანზე ლიუმიერების მატარებელი გამოჩნდა. ტრავმა, დარტყმის შიში იყო პირველი კინემატოგრაფიული რეაქცია. დღეს დასავლელ მაყურებელს ასეთი ატრაქციონებით ვეღარ გააკვირვებ. როგორი მძიმეც არ უნდა იყოს კინოგამოსახულება, ასეთი იდენტიფიკაციები ვეღარ ხდება. პუბლიკის მანიპულაცია ასეთი სახით შეუძლებელია.

რეაქცია, რომელიც ჩვენ გვქონდა ციხეში გადაღებულ ამაზრზენ კადრებზე (მათ შორის ნაცმოძრაობის მხარდამჭერებზეც კი, ვისაც არ შეეხო გასამხედროებული პარტიული დისციპლინა), ცხადყოფს, რომ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ამ ინფანტილური ვუიარიზმის მარწუხებში ვიმყოფებით. ჩვენ გვიყვებოდნენ პატიმართა წამებაზე, გვიჩვენებდნენ ამ წამების ამსახველ სურათებს, მაგრამ რეალურად შოკი მხოლოდ მაშინ განვიცადეთ, როცა ვნახეთ ”სისხლიანი რეალიტი შოუ”. მხოლოდ ახლა გაგვიჩნდა პროტესტის გრძნობა, მხოლოდ ამ ტკივილის განცდამ გამოგვიყვანა გარეთ. ლიუმიერების კინოსეანსით შეშინებული მაყურებელივით. რადგან ჩვენ, ქართული საზოგადოების ეს ნაწილი, ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის მიწურულში ვიმყოფებით. ძალიან შორს ვართ იმისგან, რასაც ”დღევანდელი ცივილიზაცია” ჰქვია. ჩვენ ოპერეტა გვირჩევნია ყველაფერს, რადგანაც უფრო კომფორტულია იმის შეგრძნება, რომ ”ყველაფერი კარგადაა”.

მაგრამ ისტორია, - თუ გნებავთ, ამას ”ღმერთი” უწოდეთ, - სამართლიანიცაა ხანდახან და თავისი კანონზომიერებები აქვს. მოხდა ისე, რომ ”ვარდების ხელისუფლების” მიერ შემოტანილი და დამკვიდრებული ოპერეტა-პოლიტიკა, ეს ეფექტური ”ჯეობარი” ამავე ხელისუფლების საწინააღმდეგოდ ამოქმედდა („დადგმულიაო”, უკვე ამბობენ ხელისუფლების მომხრეები ამ კადრებზე) ჰოდა სწორედ ” რეალიტი შოუ” აღმოჩნდა ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო შოკი. ხელისუფლებას ტყვია სწორედ იმ სივრციდან ესროლეს, რომელსაც თავად აშენებდა მთელი ამ ხნის მანძილზე - სისხლიანი ოპერეტიდან!


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 3
ავტორი: ანონიმი
19.10.2012 12:45
კი დაიწყო ალბათ !
აღარ სცალია კომენტარების საწერად.

ავტორი: შენზე უარესი ანონიმი
18.10.2012 12:32
ძლივს არ გათავისუფლდა ადამიანი?!
ჩალიჩი თავისუფლებაა, შემოქმედებაა.ეს წაართვა წინა ხელისუფლებამ ხალხს.

ამას ვაპატიებდით?

ღოღია უიშვილო, დეიწყე უკვე ჩალიჩი?

ავტორი: ანონიმი
17.10.2012 20:48
ხა, ხა, ხაააა !!!
დიდი მხიარულება გველოდება წინ ...
ყველა ტელევიზია რომ "მაესტრო" იქნება! :))

ე, მაშინ ექნება მსოფლიოში არნახული დემოკრატია ბიძოს :))

ავტორი: ანონიმი
17.10.2012 00:32
ავტორი: NATIA
13.10.2012 14:42 პარდონ, ისევ შემეშალა ბლოგი:))
მიშა არ შეგეშალოს არავიში, მიშა :))))
ბატონო გოგი, ნათიას 1 ოქტომბრის შემდეგ ემართება ასეთები. :((

ავტორი: NATIA
13.10.2012 14:42
პარდონ, ისევ შემეშალა ბლოგი:))

ავტორი: NATIA
13.10.2012 12:33
OK ალბათ სხვა ბლოგზე გავგზავნე...
ბოდიშს მაინც არ მოგოხდით ;)) იმიტომ რომ გაბრაზებული ვარ მთელს თქვენ რადიოზე... ძალიან ცალმხრივები იყავით წინა ორი წელიწადი მაინც.
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
13.10.2012 12:41
მერე ბოდიშის მოხდა ვინ მოგთხოვათ? :-)

ავტორი: ანონიმი
11.10.2012 11:05
დივა გაუბრაზდა პუბლიკას - ბვეშველება ვითომ?

ავტორი: ანონიმი
09.10.2012 14:57
საინტერესოა... ჩემი თავი დავიჭირე იმაში, რომ აღარ მაინტერესებს გვახარიას სტატიების წაკითხვა.

და მე მგონი ეს ჩემი ბრალი არ არის ! - მისია !

ავტორი: nino საიდან გვწერთ: tbilisi
07.10.2012 00:39
შემთხვევით დაგინახეთ ქუჩაში და მივხვდი როგორ მომენტრა თქვენი გადაცემა "ფსიქო". ძალიან დაგვაკლდა, იქნებ დაგვიბრუნდეთ. ისე როგორც მთელი ჩვენი ქვეყანა გაიყინა ერთ ადგილას და ერთი და იგივე წრეს ვუვლით გარს, ასე მგონია ვართ ჩვენც, ადამიანებიც. ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ ბევრი და იქნებ მოვიგონოთ რაიმე სასიკეთო.

ავტორი: GERMANE
04.10.2012 06:20
თქვენც გაოგნებული ხართ ბატონო გოგი თქვენი კოლეგებივით?
ცოცხალი თუ იხილეთ ვინმემ ბატონი გოგი არჩევნების მერე? რაიმე ხომ არ შეემთხვა? რავა არ იღებს ხმას არავინ ამ რადიოს ბლოგებზე - არც მოდერატორი და არც ბლოგერი. მეგონა ამათთვის ისროლა მეთქი ავრორამ. ერთი შეხმიანება მაინც რა იყო - HALLO მაინც გეთქვათ

ავტორი: Schauspieler საიდან გვწერთ: Germany
03.10.2012 14:46
ფსიქოთი გავიზარდე, ბევრი რამ ვისწავლე ამ გადაცემით და მისი დახურვა ჩემთვის დიდი დანაკლისი იყო. მაშინ ვიფიქრე, რომ "ფსიქოს" დახურვით დაიწყო საღი აზროვნების დათგრუნვა. ძლიერ გამაოცა "ვარდების რევოლუციას" ეს რომ მოყვა. ამით მივხვდი რომ დემოკრატიამდე კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი.

ავტორი: ანონიმი
03.10.2012 13:27
პატარკაციშვილი ოპოზიცია არ იყო. მოსკოვში ამერიკული ფორბსის რუსული ვარიანტის გამხსნელი ამერიკელი რუსის (მისი პაპის პაპა რუსი ადმირალი ბოლშევიკებმა უპრობლემოდ გაუშვეს გაღმა) თქმით პატარკაციშვილი იყო რუსი განგსტერების უსტაბაში ბერეზოვსკის შუამავალი კავკასიურ მაფიასთან. ამის თქმის მერე იმ ადმირალის შვილთაშვილსაც ესროლეს,მოასწრეს მისი რაღაც ლიფტში შეგდება და ის იქ მოკვდა კიდეც. მაგრამ ეს დეტალებია და ქართულ დემოკრატიას ეს რა თქმა უნდა არ აინტერესებს.

ავტორი: tamar საიდან გვწერთ: tbilisi
01.10.2012 18:43
ჩვენ ვართ დიადი პროლეტარიატის შვილები. რას ითხოვთ ჩვენგან გოგი? პროლეტარული გენები ისევ დაშლიგინებენ ჩვენში. მემკვიდრული ინფორმაცია ჯერ არ წაშლილა. ასი წელი არ არის საკმარისი გადარჩევისთვის.
ისე მეცხრამეტე საუკუნისათვის არაუშავს სიტუაციას, სულ ცოტა მეტი განათლება და სულ ოდნავი კრიტიკული აზროვნებაც და იქნებ გავიწიოთ წინ.
რა ვუიარიზმი და ვინ ჰიჩკოკოკი, რისი დეკადენტური ესთეტიზმი?
P.S ეს ოპერა და ოპერეტა რაღაა ნეტავ?

ავტორი: ლიტერატორი საიდან გვწერთ: სა-ცოცხ-ეთიდან
01.10.2012 12:37
ავტორი: ბელა საიდან გვწერთ: თბილისი
24.09.2012 19:12
ანა, მე ზუსტად ეგ ავღნიშნე, ის ვინც თვითონ ვერ ქმნის, ის ასწავლის (ან აკრიტიკებს). "Критики - навозные жуки роющиеся в чужом дерьме." М. Твен. -კარგია, რომ მარკ ტვენის ციტირება შეგიძლია, მაგრამ ჯობია ქართული კერგად ისწავლო " აღვნიშნე"-ა მართებული ფორმა, რადგან სიტყვა იწარმოება -აღნიშვნიდან... მეორეც მარკ ტვენი კრიტიკაში- ლიტერატურულ კრიტიკას გულისხმობდა და არა პოლიტიკსა...უკრიტიკოდ პოლიტიკოსთა საქმიანობის არსებობა- მხოლოდ საბჭოთა, ფაშისტურ და ავტორიტარულ სახელისუფლებო სისტემებს ახასიათებდა და ამჯერადაც ახასიათებთ, სხვათა შორის ლიტერატურ ნორმებსაც ისინი აწესებდნენ... უახლოეს წარსულს გაგახსენებთ: როგორ გვიკითხავდა ერთი "ლიდერი" "მეწარმე-პოეტის" ლექსებს და როგორ ჩაფლავდა იგივე პერსონა "ვეფხისტყაოსნის" საყოველთაოდ ცნობილი აბზაცის ციტირებისას...ასეთებზე ამბობდა ერთი მწერალი-"Рожденные ползать-лететь не смогут!"

ავტორი: სანდრო საიდან გვწერთ: მარსიდან
30.09.2012 03:10
გოგი,ვუაიერიზმია სწორი ფორმა და არა ვუიარიზმი

ავტორი: ნინა გოგოხია საიდან გვწერთ: ფეისბუქი
29.09.2012 15:05
სად გაქრა თქვენი გვერდი ფეისბუქიდან?!

ავტორი: გოგა
29.09.2012 02:17
როგორც სხვებმა უკვე აღნიშნეს-კარგი სტატიაა.
მართალია რომ უსამართლობის უკიდურესი გამოვლინება სანამ ცხვირწინ არ მოგვიტანეს მანამ არაფერი შეიცვალა. თუმცაღა ცვლილებების მილოდინიც და მცდელობები მანამდეც იყო. ჩვენ ნაბიჯ ნაბიჯ დავკარგეთ ვარდების რევოლუციის დროს მოპოვებული თავისუფლება( თუ ასეთი გვქონდა საერთოდ). ხელისუფლებაც კარგად "გვეხმარებოდა" ამაში ტელევიზიებში გამართული ტაშ-ფანდური-გასართობი გადაცემებით. თანდათან ვრწმუნდები რომ არც ერთ მთავრობის წინაშე ერთი ნაბიჯითაც არ უნდა დავიხიოთ როცა დემოკრატიის ხარჯზე კომპრომისს გვთავაზობენ.

ავტორი: K_gur საიდან გვწერთ: Tbilisi
27.09.2012 08:33
მაშინაც, ეხლაც მე მუდამ ამას ვფიქრობდი http://www.youtube.com/watch?v=fAZm1OespKs

ავტორი: tasi საიდან გვწერთ: ateni
26.09.2012 19:16
ბატონო გოგი! ძალიან დიდ პატივს გცემთ.თქვენ გადამარჩინეთ ისე, რომ არც კი იცით. თქვენმა გადაცემამ გადამაწყვეტინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი ჩემს ცხოვრებაში. იმედი მაქვს, ოდესმე ისევ გიხილავთ ეკრანზე თქვენი საოცარი გადაცემით.

ავტორი: GERMANE
26.09.2012 15:34
თუმცა, რა დიდი შოუც არ უნდა მოვიმიზეზოთ - საძაგლობაა წამება. ამას არ გააჩნია არავითარი გამართლება, არავითარი კონტექსტი.
რა შუმაც არ გამოიყვანა ხალხი ქუჩაში, რა მიზეზიც არ უნდა ჰქონოდა ქუჩის აქციას, რა მდაბლურ სულიერ სიბნელეებზეც არ უნდა იყოს მსგავსი "სისხლიანი შოუები" მიმართული - მაინც უმჯობესია იმის დემონსტრირება, რომ წამება დაუცველი ადამიანისა არის დანაშაული ადამის მოდგმის წინაშე.
ის ვინც პატიმარს აწამებს, მიუხედავად აპ პატიმრის მიერ ჩადენილი დანაშაულისა, გინდაც ეს დანაშაული სხვა დაუცველის მკვლელობაც იყოს. მაინც, წამება არის უდიდესი დანაშაული. ამ ფაქტს ვერ გაექცევა ვერც ხელისუფალი და ვერც სისხლიანი შოუს მომხრე-მოწინააღმდეგე, ვერც ინტელექტუალი და ვერც სისხლის მოყვარული უწიგნური.
ვინ როგორ იყენებს ამ საზარელ ფაქტს - ეს სხვა თემაა, ეს სხვა სფეროა დისკუსიისა.
ერთმანეთსი ნუ შევაჯერებთ ფაქტს და ემოციას, აზროვნებას და ბნელ სურვილებს. ყველაფერს დავარქვათ საკუთარი სახელი - ასე აჯობებს.
"ქართული ოცნების" პოლტიკოსებს ჯერ არავინ უწამებიათ - ანუ ეს ჯერ არ გასაჯაროებულა, თორემ, რამდენი ეყოლება ყოფილ პოლიცმაისტერს დანაჩაგრი - ამაზე სპეკულაცია შორს წაგვიყვანდა. "ქართული ოცნების" პოლიტიკოსებს, ამ ახალ ამპლუაში, რასაც "ქართული ოცნება" ჰქვია, ჯერ არ მისცემიათ იმდენი ძალაუფლება, რომ ვინმეს წამება-არწამებაზე მიიღონ გადაწყვეტილება. ამიტომაც ისინი უდანაშაულონი არიან. ხელისუფლებამ კი ჩაიდინა უმძიმესი დანაშაული - არათუ ვერ დაიცვა მსჯავრდადებული, არამედ ის აწამა. პატიმრისა და ტყვედ ჩავარდნილის წამება არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე. ამ ფაქტს ვერ გაექცევა ვერსად ვერც ხელისუფალი, ვერც ინტელექტუალი და ვერც კარვის ხალხი, ადრე რომ ზვიადის ყვიროდა, მერე ედიკას სკანდირებდა, ახლა მიშას ყვირილით რომ ხმა ჩაუწყდა და მომავალში ბიძინას საყვირლად რომ თოლხო კვერცხის ყლაპვა მოუწევს.

ავტორი: GERMANE
26.09.2012 11:13
მშვენიერად დაწერილი სიღრმისეული ანალიზია.

დარტყმა საკუთარი იარაღით, "მითვისებული" მეთოდებით.

სააკაშვილის კლანის მიერ აკინძული დემოკრატიის მარგალიტები ერთმანეთთან კავშირს კარგავს, ახლა რამდენიმე ნაცის ხელის მუჭშია მოქცეული და არ იციან რა ძაფზე აკინძონ - ეს ძაფი დაეკარგათ, ეს "შოუს იდეა" დაეკარგათ.

სამწუხარო ისაა, მეორე მხარემ გახსნა ახალი შოუ და ვერ ხვდება, რომ ეს იგივე შოუა, რომელიც ხელისუფლებამ წააგო, რომელიც ხელისუფლებას უდიდეს მტრად გაუხდა - დემოკრატიის მტრების დამარცხების, მათი "სისხლიანი პირების" დამხატველი შოუ.

აი დემოკრატიის გამარჯვების, ადამიანის უფლების დაცვის შოუ, მიტევებისა და ერთად ქმნის შოუ - აქ მათ ჯერ არ გამოუჩენიათ ინიციატივის სურვილი.
ხელისუფლებასავით.
ხელისუფლებამ დაამხო ე.წ." სამართლიანობის" ქურდული ინსტიტუტი და შემოგვთავაზა სახელმწიფო გარიგებათა ინსტიტუტი. ოღონდ უფრო ძვირად, გაცილებით ძვირად.
თუკი ქურდი საჭოჭმანო და სადაო თანხის 20-50% გართმევდა, ხელისუფლება ამ თანხის ხუთმაგი ოდენობით გაჯარიმებს. ეს ალტერნატივა არ გახდა მიმზიდველი. თუმცა, ამაზე არავის ტკენია გული, რადგან, მე ამ ხნის კაცს კანონიერ ქურდთან ურთიერთობა მხოლოდ სუფრაზე მქონია - მე არ მაქვს ის შნო, იმ კატეგორიებში რომ ვითამაშო, სადაც ამგვარ თანხებზე დაობენ.
ხელისუფლებამ ამოწურა ამგვარად ის მაქსიმალური იმპულსი, რომელიც "ქურდების, კრიმინალური სამყაროს სისხლიანი შოუს" სახელით იყო ცნობილი. სხვა შოუ, ან ამ შოუს გაგრძელება როგორც დემოკრატიის შოუ - ვერ გაქაჩა ხელისუფალმა. ვერ გაქაჩა იმიტომ, რომ მერე მხარემ ახალი სისხლიანი შოუ დადგა.

სისხლიანი შოუები ყოველთვის გაიმარჯვებენ

გაიმარჯვებენ გამარჯვებული სახეების შოუებზე - გიგების, გოგების, მიშების და ნათიების ბედნიერ სახეებზე, რადგან, ჩვენ ადამიანების ჯიშისა ვართ.

ჩვენ ამოვძირკვეთ და დავასამარეთ ნეანდერტალელი თანამოძმე.
ჩვენ ამოვჟლიტეთ ამერიკული ტომები.
ჩვენ დავამონეთ აფრიკელები - ცხვირში ლაგამგაყრილი დაგვყავდა ჯერ სტამბულის ბაზარზე და მერე ამერიკისაკენ ვუქენით ყველას ლაგამი.
ჩვენ დავასამარეთ ორიენტი და მშვიდობიანი, ტოლერანტი მუსულმანური კულტურა თვითმკვლელების ბრბოდ გადავაქციეთ - ჩვენ, არა ქრისტიანებმ,ა და არა თეთრებმა ან შავებმა, ჩვენ ყველამ ერთად - ადამიანებმა. ჩვენ საკუთარი სისხლი და ხორცი დავამონეთ, გავყიდეთ, ვერცხლად და ოქროდ ვაქციეთ ბეზობლის გოგო-ბიჭი - არა მარტო 17-ე-მე-18ე საუკუნეში, არა , აგერ ახლაც, პუტანკებად დავყიდეთ სისხლხორცსავსე გოგო-ბიჭები იგივე სტამბულისა თუ ვენის ბაზრობებზე.

ადამიანების ისტორია სისხლია და სისხლის ყივილი ყველაზე დიდი ძალისაა.
ამიტომაც გვხიბლავს "სისხლიანი შოუ" - გინდაც ანტიკრიმინალური, გინდაც ანტიზვიადისტური და გინდაც ანტისახელისუფლო-ანტიპოლიცისტური.

ჩვენ ადამიანები ვართ ვამპირები და ამის დასამალად მოვიგონეთ გრაფი დრაკულა.
ჩვენი უფალი - დრაკულაა, ჩვენი გულის უფალი, ყველა ადამიანის გულის უფალი, რამეთუ ჩვენ სისხლით ვსაზრდოობთ, ყველაფერს, რასაც ვიღებთ ბუნებისაგან სისხლად ვაქცევთ და მხოლოდ ამგვარად გვაქვს უნარი ბუნების აღქმისა, მისი თანამოწილადოებისა..

სისხლით სავსე თასი მინდა, გრაალის თასი ჯობდა, თუარადა, ერთ კარგ სისხლით სავსე ყანწსაც ვიკმარებდი.
ცერა თითზე დავიწურავდი და ბოლო წვეთსაც დახარბებით ავლოკავდი, სისხლის მწყურვალი.

ავტორი: +/-
26.09.2012 02:59
"....პუბლიკას მიართვეს სიცოცხლის იმიტაცია..."

ეს ფრაზა აუცილებლად მოითხოვ მის ლოგიკურ განვითარებას: "პუბლიკის იმიტაციას მიართვეს სიცოცხლის იმიტაცია".
მერე: "პუბლიკის იმიტაციას იმიტირებულად მიართვეს სიცოცხლის იმიტაცია"
და ბოლოს პირდაპირი ტექსით: "ბრბოს შეაპარეს სიკვდილი".

პირქუში ფინალია, თუმცა ჟანრის ფარგლებიდან არ გადის.


ავტორი: NATA
26.09.2012 00:59
ტატა, ჩვენი პრეზიდენტია ნეიტრალური. ხალხს აწამებს და ფეხებზე კიდია. მაინც ფსიქო "გინდა"?

ავტორი: tata საიდან გვწერთ: tbilisi
25.09.2012 20:11
ძალიან მინდა, "ფსიქო" დაბრუნდეს და ბატონი გოგი, როგორც ადრე, ნეიტრალური იყოს...

ავტორი: ANA-ANE საიდან გვწერთ: TBILISI
25.09.2012 15:37
ნაციონალ აქტივისტებზე ირაკლი ტრიპოლსკის საუბარი შემშურდა,მის გამონათქვამში ჩანდა ადამიანის სიყვარული მიუხედავდ მათი პარაზიტობისა,ასე ლამაზად არ მინახავს ფაქტის დაგმობა,მის გამონათქვამში ჩანდა ადამიანი საყვარელი არსებაა და უნდა დავეხმაროთო, ასეთმა მიდგომამ ბევრ ნაც აქტივისტს მონანიების სურვილი გაუჩინა და დაკარგული ცხვრის იგავის არ იყოს აპოვნინა კეთილი მწყემსი,"ჩემი ცხვარი ისმენს ჩემს ხმას " ეს ხმა უნდა იყოს თბილი რბილი და მიმტევებელი

ავტორი: ეკა საიდან გვწერთ: თბილისი
25.09.2012 13:21
ფსიქო მომენატრა, გამზარდა თავის დროზე.არ შეიძლება გაკეთდეს ინტერნეტ ფსიქო? ან რამე ამდაგვარი...

ავტორი: დიტო
25.09.2012 12:39
საზოგადოების ქცევის ზოგადი ანალიზი მომეწონა, ბატონი გოგი როგორც ყოველთვის ძალიან კარგად იჭერს ჩვენს ავკარგს (ძირითადად ავს :) ) მაგრამ იმაში ვერ დაგეთანხმებით რომ ნანახის შემდეგ გამოწვეული ათმაგი და ასმაგი ემოცია იყო არასწორი და ადრე ნათქვამზეც მსგავსად უნდა მოქცეულიყო ხალხი. ის რაც ჩვენ ვნახეთ იყო მტკიცებულება, ყველაზე მძაფრად გამოხატული ფორმით ამიტომ ვერანაირად ვერ მოთხოვ ადამიანს ასავალდასავალში დაწერილ ტექსტებზე რომ სისტემა აყროლდა და ამ კადრებზე ქონდეთ ერთიდაიგივე რეაქცია

ავტორი: თათა საიდან გვწერთ: აქედან
25.09.2012 12:08
მადლობთ გოგი ასეთი წერილისთვის, მახარებს თქვენი პოზიცია!!!

ავტორი: ხატია საიდან გვწერთ: თელავი
25.09.2012 11:55
ვკითხულობდი ამ სტატიას და სირცხვილისა და სინანულის გრძნობა მეუფლებოდა..დიახ, მე ვაგიარებ, რომ ამ გულგრილი საზოგადოების შვილი ვარ და მრცხვენია, მართლა მრცხვენია..განა მე კი არ წამიკითხავს გაზეთებში ნაწამები პატიმრების მიერ ციხიდან გამოგზავნილი წერილები სადაც შველას ითხოვდნენ. რატომ ვაძლევთ ჩვენს ხელისუფლებას, რომელიც ჩვენ სამსახურში უნდა იყოს,ჩვენით მანიპულირების საშუალებას? იღებენ კაბალურ კანონებს და ჩვენ ჩუმად ვართ... თავს მხოლოდ იმით ვინუგეშებ, რომ ჯერ პატარა ვარ და ბევრი არ შემიიძლია.მით უმეტეს მაშინ, როცა გარშემო თამოაზრეებს ვერ ვხედავ...

ავტორი: თამარი საიდან გვწერთ: თბილისი
25.09.2012 11:40
გეთანხმებით, ბატონო გოგი, ზედმეტი ქედმაღლობა და ნარცისიზმი ახასიათებს რევოლუციით(გნებავთ, ოპერეტა რევოლუცია დაარქვით) ხელისუფლებას. გადაცემას გადაცემაზე რომ ხურავდნენ, დისკუსიისა და კრიტიკის გაგონებაც არ უნდოდათ, გაზეთებს არ ვკითხულობთ, წერეთ და იკითხეთო, სახალხო დამცველის მოხსენებას ერთი ყურიდან შეუშვებდნენ და მეორიდან გაუშვებდნენ, აი, რა მიიღეს შედეგად - საყოველთაო პროტესტი და აღშფოთება. თუმცა თუ ობიექტურები ვიქბებით, დადებითიც ბევრი რამ გაკეთდა, ჩამოთვლას არ მოვყვები,კოლოსალური შრომაა გაწეული( ყველად საკუთარ გულში ჩავიხედოთ). ახლა ის დროა, დიდი სიფრთხილე გვმართებს, ვინ შეიძლება ჩაიგდოს ხელში ძალაუფლება? ისევ რუსეთის გავლენის ქვეშ თუ აღმოვჩნდით, ალბათ, თავს ვეღარასოდეს დავაღწევთ. მთავარია, ეს საფრთხე ავირიდოთ თავიდან და მომავალ ხელისუფლებას ჩვენი აქტიურობით, მტკიცე სამოქალაქო პოზიციით მოსვენება არ უნდა მივცეთ და ვაიძულოთ მოგვისმინოს და პატივი გვცეს.
პატივისცემით, თამარ ტურძელაზე

ავტორი: მედეა ნიჟარაძე საიდან გვწერთ: უშკუჭი
25.09.2012 11:22
რაც ამ დღეებში მესტიაში ხდებოდა, არის კიდევ ერთი მახასიათებელი იმისა, რომ ჩვენ შუასაუკუნეების ხალხი ვართ, უფრო უწინდელი თუ არა.

სახელმწიფოში პოლიტიკური პროცესების არევა-დარევა ივანიშვილს და მის მიერ მოსყიდულთ აძლევდა ხელს.

ივანიშვილის რუსეთში დანაშაულებრივად მოპოვებული ფულებით გაერთიანებულ ამ დესტრუქციულ ძალას, რომელიც ფულის გამო კიდევ ბევრ რამეს გაჰყიდის, დღეს სვანეთში იმ დროს დაბრუნება სურს სხვადასხვა გვარები და მეთაურად შესახელებულნი ველური ტომების ბელადებივით რომ დათარეშობდნენ, ჰკლავდნენ, აწამებდნენ და მარხავდნენ, მთელი რიგი გვარები კი თავისი მდუმარებითა და თანამონაწილეობითაც კრიმინალებად იყვნენ ქცეულნი.

მთელი საქართველო და განსაკუთრებით სვანეთი ქცეული იყო აფრიკის დღევანდელი ერთი-ორი ვითომ-სახელმწიფოსავით, რომლის მოსახლეობა მხოლოდ ყაჩაღობით ირჩენს თავს.

არ დაბრუნდება ის დრო, ბატონებო, არასდროს !... შუა საუკუნის იმპულსებს არ გაეხსნება გზა.

ანტისახელმწიფოებრივ, ველურ ინსტინქტებს არ გაეხსნება კარი. ვინც ამას გაბედავს ცხვირიც მიემტრევა ძირში.

ისტორიულად ასე მოქმედებდა ნებისმიერი სახელმწიფო მსგავს სიტუაციებში და ასე მოიქცევა საქართველოს სახელმწიფო.

ავტორი: nuca საიდან გვწერთ: tbilisi
25.09.2012 05:21
ავტორს ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს ქართულ საზოგადოებაზე და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე.

ავტორი: +/-
25.09.2012 04:24
შოუ შოუდ, მაგრამ ის დეკორაცია, რომლის ფონზეც იგი ასე მახვილგონივრულად და არხეინად თამაშდება, არ გაგვიცოცხლდეს და ბირმანის ტყედ ად შემოგვესიოს.

ავტორი: ვანო საიდან გვწერთ: გორი
25.09.2012 03:21
ძალიან ვწუხვარ გოგი თქვენი კონფორმიზმის გამო. იმის მიუხედავად, რომ უშუქობასა და სიცივეში ძალიანაც მათბობდა „ფსიქო“, დღეს უადგილოდ მიმაჩნია თქვენი ნოსტალგია. ეს არ არის ჟანსაღი პროტესტი, რასაც თქვენ წერთ. „ფსიქოს“ მერე იყო „წითელი ზონა“, სადაც ძალიან მამაცურად აკრიტიკებდით ბოლშევიკებს. იქვე თქვენს გვერდით, თქვენსავე სტუდიაში თანამედროვე ბოლშევიკები ისხდნენ და მათ მიმართ, საკმაოდ ლოიალური იყავით. „ფსიქოს“ მისტირით და აგერ ამხელა ინტენეტ სივრცეა. იქნებ უფრო გარკვევით გეთქვათ სათქმელი? ციხის კადრების შედარება „ჯეობართან“ კი უზნეობაა და მეტი არაფერი. თქვენ ის გოგი აღარ ხართ, ვინც „ფსიქოში“ იყო და მესმის თქვენი გულისტკივილიც. იმედი გამიცრუეთ.

ავტორი: ანონიმი
25.09.2012 02:16
1992 წელს შევარდნაძემ მოსკოვიდან ქართველებს მიულოცა დემოკრატიის და დემოკრატიული ძალების გამარჯვება. წლისთავია და გილოცავთ.

ავტორი: temuri საიდან გვწერთ: qutaisi
25.09.2012 00:50
სააკაშვილმაც ბევრი ყლაპა რა თქმა უნდა, მაგრამ ივანიშვილმა რომ თქვა თავის თანამოაზრეებზე "ძირითადად პრინციპული ხალხი მყავსო" იქ უნდა დაამთავრო ბიძინაზე როგორც პოლიტიკოსზე საუბარი.

ავტორი: temuri საიდან გვწერთ: qutaisi
25.09.2012 00:40
არც ივანიშვილი აღიარებს მარცხს და არც სააკაშვილი,ეს საბოლოოდ და მთლიანადაა გამორიცხული.ასე რომ დიდი ამბებია მოსალოდნელი გაცილებით დიდი ვიდრე 7 ნოემბერს და 26 მაისს იყო.რატო ხდება ასე,მარტო იმიტომ კი არა რომ პოლიტიკოსები არიან გადამგდებები არამედ იმიტომაც რომ ისინი ხალხის მძევლებიც არიან,ხალხია თვითონ ბოროტი,გადამგდები,არ დამთმობი,მოღალატე და გამყიდველი ამიტომაც არავინ არ გამოვა 2 ში და არ ეტყვის თავის მხარდამჭერებს ახლა წავაგეთ ბიჭებო და სახლში წავიდეთო.

ავტორი: ლაშა
25.09.2012 00:03
მესტიის კადრები თუ ნახეთ?
ხალხის დიდი მასა ქუჩებშია გამოსული. ქართველი სამხედროები იქვე დგანან. არავინ იცის, რა ბრძანება გაიცემა მათთვის. ხალხი კი სასოწარკვეთილებაშია და ლოცვას იწყებს. 9 აპრილის ღამე გამახსენდა. ოღონდ, იქ რუსის სამხედორები იდგნენ!

ავტორი: მაკა საიდან გვწერთ: თბილისი
24.09.2012 23:52
ახლა, როცა ქვეყანას ასეთი ფსიქოზი დამართა პატრიოტმა ხელისუფლებამ, "ფსიქო" ნამდვილად აუცილებელია, რათა მოხდეს გააზრება, გაანალიზება, თუ როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორ მოვიშუშოთ ჭრილობები.

ავტორი: ნათია საიდან გვწერთ: თბილისი
24.09.2012 23:46
მაღალი ხარისხის ანალიტიკური სტატიაა.
გმადლობთ!!!

ავტორი: ლაშა
24.09.2012 23:12
ავტორი: keti საიდან გვწერთ: Tbilisi
24.09.2012 13:49 "ფსიქო" არასდროს დაბრუნდება?
ჯერ ფსიქოზი უნდა მოცილდეს ქვეყანას!

ავტორი: aleqsandre საიდან გვწერთ: tbilisi
24.09.2012 22:39
ამ სტატისთვის რამის მიმატება ძნელია, მაგრამ მე განსაკუთრებულად ავღნიშნავდი სამთავრობო არხებს. სამწუხაროდ ისინი არსად არ მიდიან უბრალოდ იცვლიან მთავრობებს და მუშაობენ მათვის. ეწევიან მანიპულაციას და აკეთებენ არასწორ აქცენტებს, ბოროტად იყენებენ თავიანთ ძალას. და ამიტომ გვიდგავს მთავრობა წარმოდგენებს ჩვენს ტელევიზიებში. უბრალოდ ამაზრზენია.......... და სამწუხაროდ დროც ამ შემტხვევში მათვის მუშაობს.

ავტორი: keti chigladze საიდან გვწერთ: tbilisi
24.09.2012 22:28
საინტერესოა, რატომ ვერ წერს ბატონი გოგი და ვერ მიყავს ტელეგადაცემები ისე, რომ რაიმე ჭუჭყი არ შეაწმინდოს ეკლესიას?
ბატონო გოგი, თქვენი გადაცემა, როცა მიცვალებულის გასვენების კადრები გამოიყენეთ ქართული რეალობის გასაკრიტიკებლად, ამაზრზენი იყო. თქვენ ამით შეურაცხყოფა მიაყენეთ ადამიანის ტკივილს (არა აქვს აქ მნიშვნელობა როგორი ფორმით იყო გამოხატული ესტკივილი) და გარდაცვლილ ადამიანს . ეს ის ცინიზმი იყო, რომელიც ხშირად ჩრდილავს თქვენს გადაცემაში არსებულ კარგს.

ავტორი: ნინო ფურცხვანიძე საიდან გვწერთ: როტერდამიდან
24.09.2012 21:53
ძალიან მომეწონა! ძალიან.

ავტორი: katie khitarishvili საიდან გვწერთ: Tbilisi
24.09.2012 21:19
ძნელია ბატონი გოგის წერილის კომენტირება, მისი ლაკონური, მართალი სიტყვის გაგრძელება, მეც მიჭირს რამე დავწერო! ალბად არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ შეაძრწუნა ამ კადრებმა, მაგრამ სანამ ჩვენი თვალით არ ვნახეთ, ვერ აღვიქვით პრობლემის სიმწვავე. ალბად ეს იმ ინფანტილიზმის, უმწიფრობის, გულგრილობის შედეგია, რითაც დაავადდა ჩვენი საზოგადოება. ერთ გაბმულ ტელესერიალს დაემსგავსა ჩვენი ცხოვრება, სადაც – პირველი და ბოლო სერიის გარდა სიუჟეტი არ იცვლება, – ტყუილის სამყაროში ცხოვრობს ყველა, – ხალხი დაკავებულია ერთიდაიგივე საქმის ფუჭად კეთებითა და სხვის "ფანჯარაში ჭყიტინით" , გამეფებულა არაპროფესიონალიზმი, უმეცრება და რაც უფრო კარგად აკეთებ ყოველივე ამას მით უფრო "წარმატებული" ხარ! მე მრცხვენია ჩვენი შემგუებლობის, ფარისევლობის და გულგრილობის....
მენახეთ უკეთეს დროში!
პატივისცემით ქეთი ხითარიშვილი

ავტორი: ანონიმი
24.09.2012 21:10
კი ვიცოდით, რომ ციხეებში პატიმრებს არავინ ეფერება და ურტყამენ. მაგრამ რაც ვნახეთ ეს არც რეალითი შოუა, არც ოპერეტა და ამის სახელი კაცობრიობას ჯერ არ მოუფიქრებია და ალბათ თუ დაერქმევა რაღაც ქართული იქნება. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ყველაზე ჭკვიანი ყველაზე ლამაზი, ყველაზე წმინდა, ყველაზე სტუმართმოყვარე, ყველაზე ყველაზეეე....:(

ავტორი: ლამბალო
24.09.2012 20:55
Человек кончил петь, раздались редкие хлопки – не скажу, что восторженные, но и не совсем равнодушные. Посетителей в заведении было не густо: десять – пятнадцать, не больше. Певец встал со стула и поклонился. Отпустил какую-то шутку, несколько человек засмеялись. Я подозвал бармена и попросил третью порцию виски. Потом наконец снял шарф и пальто.
– На этом сегодняшняя программа закончена, – объявил певец, сделал паузу и огляделся. – Но здесь, наверное, сидят люди, которым мои песни не понравились. Для таких у меня есть маленький аттракцион. Обычно я его не показываю, так что можете считать, что вам очень повезло.
Он положил к ногам гитару и достал из чехла толстую белую свечу. Чиркнув спичкой, зажег ее и установил на тарелку, накапав туда воска. Потом с видом греческого философа поднял тарелку над головой.
– Нельзя ли убавить свет? – попросил певец. Официант повернул выключатель, и в баре повис полумрак. – Еще, пожалуйста. – Стало темно, пламя свечи, которую он держал в руках, было очень ярким. Согревая в ладонях стакан с виски, я не сводил глаз с певца и его свечи.
– Как вы знаете, – продолжал он, не повышая голоса, но так, что было слышно каждое его слово, – в жизни человеку приходится испытывать разную боль. Физическую, душевную… Мне доводилось сталкиваться с болью в самых разных проявлениях, да и вам, думаю, тоже. Хотя часто чувство боли очень трудно передать или объяснить словами. Люди говорят, что их боль, кроме них самих, никто понять не в состоянии. Но так ли это на самом деле? Я лично иного мнения. Если прямо у нас на глазах человек по-настоящему страдает, мы подчас воспринимаем его мучения и боль как свои. Здесь действует фактор сострадания. Вы понимаете, что я имею в виду?
Он сделал паузу и снова окинул взглядом помещение.
– И песни люди поют, чтобы испытать это ощущение, чтобы выбраться из своей тесной раковины и разделить с другими боль и радость. Но дается это, конечно же, нелегко. Я хочу, чтобы сегодня в порядке эксперимента вы пережили такое чувство на более низком, физическом уровне.
Все, кто оказался в тот вечер в этом баре, затаили дыхание в ожидании того, что произойдет, и не сводили глаз со сцены. В полном молчании певец глядел в пространство перед собой, точно хотел зафиксировать паузу или сконцентрировать волю. Потом молча поднес левую ладонь к пламени и медленно стал опускать ее ниже и ниже, к самому огню. У кого-то вырвался странный звук – то ли стон, то ли вздох. Было видно, как язычок пламени лижет ладонь. Мне даже почудилось, что я слышу, как с шипением поджаривается на огне плоть. Какая-то женщина тихо и отрывисто вскрикнула. Остальные наблюдали эту сцену словно в оцепенении. Певец терпел боль. Его лицо перекосилось. «Что здесь происходит? – мелькнуло в голове. – К чему весь этот дурацкий, бессмысленный спектакль?» Я почувствовал, что у меня пересохло во рту. Секунд через пять-шесть он так же медленно убрал руку от пламени, поставил тарелку со свечой и плотно сжал ладони.
– Господа, только что вы видели, как боль в буквальном смысле сжигает человеческую плоть, – сказал певец. Его голос звучал спокойно и твердо, как и прежде. На лице – никаких следов боли, даже слабая улыбка. – Вы смогли ощутить присутствовавшую здесь только что боль как свою собственную. В этом и заключается сострадание.

Харуки Мураками

ავტორი: აზრო-ვ-ნება
24.09.2012 20:42
თუ კარგად წავიკითხავთ ამ სტატიას ნებისმიერ წინადადებაში ძალიან დიდი ინფორმაციაა ჩადებული. კრიტიკა ყოველთვის სასურველია, მაგრამ ვისწავლოთ ქართველებმა ერთხელ და სამუდამოდ სხვა ადამიანში კარგის დანახვა და აღიარება. შეიძლება სტატია ხსენებული გადაცემების გამო ზოგიერთმა მისაკუთრებად ჩაუთვალოს ავტორს, მაგრამ აქცენტი აქაც სწორად არის გაკეთებული იმ მხრივ, რომ წარმოაჩენს მასმედიის ზეგავლენას ქართული საზოგადოებაზე და ინდივიდუალურობის დაქვეიტებულ შეგძნებას პიროვნებაში. ისე კი პირადად მე ძალიან ხშირად მიფიქრია რომ საქართველოს განვითარების დონე 19-ე საუკუნის მიწურულს შეეფარდება. არამარტო კინოს ისტორიის გადასახედიდან,როგორც ამას ბ. გოგი აღნიშნავს, არამედ ბევრი სხვა დანარჩენი კულტურული, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივ-სამეცნიერო სფეროების გადასახედიდან,რას ძალიან სამწუხაროა. ასე რომ ევროპისაგან ძალიან, ძალიან შორს ვართ, სანამ აზროვნების სტილს არ შევიცვლით, სიმართლესთან თვალის გასწორებას და შეცდომების აღიარებას და პასუხისმგებლობის საკუთარ თვზე აღებას არ ვისწავლით. ვროპელობა მარტო იარლიყად არ გამოდგება.

ავტორი: ანონიმი
24.09.2012 20:04
http://www.youtube.com/watch?v=qs35t2xFqdU&feature=player_detailpage

ავტორი: ბელა საიდან გვწერთ: თბილისი
24.09.2012 19:12
ანა, მე ზუსტად ეგ ავღნიშნე, ის ვინც თვითონ ვერ ქმნის, ის ასწავლის (ან აკრიტიკებს). "Критики - навозные жуки роющиеся в чужом дерьме." М. Твен.
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 3

ყველაზე პოპულარული