ხუთშაბათი, 23 ოქტომბერი, 2014 თბილისის დრო 03:55

პოლიტიკა / საქართველო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ბრალს სდებს გიგი უგულავას

x
22 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა განცხადება თბილისის მერ გიგი უგულავასთვის დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტებზე  ბრალის წაყენების შესახებ. უგულავა 23 თებერვალს 2 საათზე საგამოძიებო ორგანოშია დაბარებული. მანამდე კი თბილისის მერმა ბრალდების საპასუხოდ განცხადება გააკეთა, ”შიზოფრენიად” და ”აბსურდის თეატრად” შეაფასა ხელისუფლების მოქმედება და საზოგადოებას ახალი ვიცე-მერების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება გააცნო.

”თუ ჩემი ქვეყნის თავისუფლებისთვის გზა გადის ომზე, მე ვიყავი და მზად ვარ კიდევ წავიდე ომში”, - აცხადებს გიგი უგულავა და თავს თვლის უდანაშაულოდ წაყენებული ბრალდების ორივე ეპიზოდში. მისი შეფასებით, მიმდინარეობს ბრძოლა ძალაუფლებისთვის.

უგულავას მიმართ ბრალდება ორ ეპიზოდს მოიცავს. პირველი ტელეკომპანია ”იმედის” ხელში ჩაგდების სქემას ეხება. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესმდივანმა ნათია სუხიაშვილმა პარასკევს ჟურნალისტებს განუცხადა: ”პირველ ეპიზოდთან დაკავშირებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ გამოძიების პროცესში მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ფაქტობრივად, გახსნილია იმჟამინდელი ხელისუფლების მიერ ტელეკომპანია "იმედის" ხელში ჩაგდების დანაშაულებრივი სქემა და უტყუარად დადასტურებულია, რომ მისი განხორციელების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე სწორედ გიორგი უგულავა იყო”.

”იმედის” ეპიზოდი თავის მხრივ მოიცავს რიყის ტერიტორიის ყიდვა-გაყიდვის ისტორიას, რა გზითაც თავის დროზე შესაძლებელი გახდა ”ტელეიმედის” მფლობელ ჯოზეფ კეისთვის თითქმის 9 მილიონი დოლარის გადაცემა იმ მიზნით, რომ მას დაეთმო ტელეკომპანია.
რეალური მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ მათ სურთ თბილისის მმართველობიდან ჩემი ჩამოშორება. ეს არის კომბინაციაში საკრებულოს ”ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის გატეხვასთან პარალელურად...

გიგი უგულავასთვის წაყენებული ბრალდების მეორე ეპიზოდი ეხება საბიუჯეტო თანხების გამოყენებით პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობის თვალთმაქცურ დაფინანსებას, რომლის ორგანიზატორიც, გამოძიების თანახმად, ასევე გიგი უგულავა იყო. ნათია სუხიაშვილი აცხადებს: ”კერძოდ, მისი დავალებით 2009 წლის 31 დეკემბერს შპს "თბილსერვის ჯგუფ"-ში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებისათვის ფულის დარიგების მიზნით სპეციალურად შეიქმნა "საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება", სადაც ფიქტიურად გაფორმდა 764 აქტივისტი - ე.წ. ”ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორი. უმეტესობას ამ სამსახურში არც ერთი დღე არ უმუშავია და ეწეოდა პარტიულ საქმიანობას, თუმცა, მათ ხელფასის სახით დედაქალაქის ბიუჯეტიდსათვის განკუთვნილი ასიგნებებიდან მიღებული აქვთ 4 130 728 ლარი”.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნათია სუხიაშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ გიგი უგულავა უკვე ცნობილია ბრალდებულად და 23 თებერვალს, შუადღისას ის უწყებაში ბრალის პირადად გასაცნობად არის დაბარებული.

თბილისის მერი პარასკევს ღამითვე გამოეხმაურა მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას. ის არც ერთ ეპიზოდში არ ეთანხმება გამოძიებას. გამოძიების წამოწყებას კი, უგულავას შეფასებით, პოლიტიკური საფუძველი აქვს: ”რეალური მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ მათ სურთ თბილისის მმართველობიდან ჩემი ჩამოშორება. ეს არის კომბინაციაში საკრებულოს ”ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის გატეხვასთან პარალელურად. ეს ნიშნავს იმას, რომ ვინმე ან შიხიაშვილის მსგავსი, ან მუსხელიშვილის მსგავსი, ან რაფავას მსგავსი, ან ნებისმიერი სხვა დაინიშნოს პირველ ვიცე-მერად და მათი ჯიბის ოცნებების აღსრულება დაიწყოს თბილისელების ხარჯზე”.
მისი დაკავება რომ გვდომოდა, ეს დღეს შეგვეძლო გაგვეკეთებინა, რადგან ის უკვე, ამ წუთის მდგომარეობით ბრალდებულად არის ცნობილი. ხვალ მხოლოდ მას ბრალდება წარედგინება პირადად...

უგულავა ამბობს, რომ ის მზად არის ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედებისთვის. ამასთან, თბილისის მერი აცხადებს: ”მაგრამ, იცოდეთ... მივმართავ ამ შემთხვევაში პირადად პრემიერ-მინისტრს და მის გუნდს, რომ თბილისის მერიას ვერ დაეპატრონებიან. ამიტომ, მე ვაპირებ კანონის მიხედვით, პირველ ვიცე-მერად დავნიშნო... კანონის მიხედვით, საკრებულოს წევრებიდან ხდება პირველი ვიცე-მერის გამოვლენა. ბატონ დავით ნინიძეს მე გადავუხდი დიდ მადლობას და ის გადავა ჩვეულებრივ მოადგილედ. პირველ ვიცე-მერად დაინიშნება ქალბატონი სევდია უგრეხელიძე და ასევე მე ვთავაზობ მოადგილეობას ბატონ ვანო მერაბიშვილს, რომელსაც დიდი პოლიტიკური გამოცდილების გარდა აქვს ასევე დიდი სამეურნეო გამოცდილება, რომ ყველა ის პროგრამა, ყველა ის დაპირება, ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, განხორციელდეს განუხრელად”.

თბილისის მერისთვის ბრალის წაყენების ფაქტის გამო პარასკევს საღამოს პარლამენტის სხდომა დატოვეს უმცირესობის წევრებმა და ქუთაისიდან თბილისში გაემგზავრნენ.

უმცირესობის მიერ სხდომის დატოვების გამო, პარლამენტის სპიკერმა დავით უსუფაშვილმა უმრავლესობის დეპუტატებს სხდომის შეწყვეტა და კენჭისყრების მორიგი სხდომისთვის გადადება შესთავაზა, რასაც უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.

ტელეკომპანია ”იმედის” გადაცემა ”ღია ეთერში” სტუმრობისას მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა გამოძიების ზოგიერთ დეტალზე ისაუბრა. გადაცემის წამყვანის შეკითხვას გიგი უგულავას დაკავების საკითხზე, მთავარმა პროკურორმა ასე უპასუხა: ”მისი დაკავება რომ გვდომოდა, ეს დღეს შეგვეძლო გაგვეკეთებინა, რადგან ის უკვე, ამ წუთის მდგომარეობით ბრალდებულად არის ცნობილი. ხვალ მხოლოდ მას ბრალდება წარედგინება პირადად. მაგრამ, არ ვართ იმ აზრზე, რომ მისი დაკავება განვახორციელოთ, რამეთუ ეს ადამიანი აცხადებს მზადყოფნას, რომ იყოს ქვეყანაში და ითანამშრომლოს გამოძიებასთან და არ შეუშალოს ხელი”.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
23.02.2013 18:27
ყურებზე ხახვს როგორ აჭრიან? ყურებზე რომ ხახვი არ არის?!

ავტორი: დავითი საიდან გვწერთ: თბილისი
23.02.2013 12:56
თუ ამდენი ხალხი იყო მერიაში გაფორმებული, არ მუშაობდა და მარტო ხელფასს იღებდნენ არ უნდა ცოდნოდათ რომ როდესმე დაიბარებდნენ და თუნდაც დაკითხავდნენ? ამდენი წლები მოსახლეობა რომ ამხელა გადასახადებს ვიხდიდით არ უნდა მოეკითხოს არავის?

სხვა მასალები

აუდიო მთავარი სერჟანტი და სამხედრო კორესპონდენტი

აქვს თუ არა საქართველოს არმიაში ადგილი ჯარისკაცთა უფლებების დარღვევას მათი რელიგიური თუ სექსუალური ორიენტაციის გამო; რა როლი აკისრია სამხედრო მოძღვრის ინსტიტუტს საერთაშორისო სამხედრო მისიებში და რატომ აგვიანებს დაზუსტებული ინფორმაცია კონფლიქტის ზონიდან? ამ და სხვა საკითხებზე საუბრობენ "დაბრკოლების ზოლის" სტუმრები.
გაგრძელება

აუდიო თინა ხიდაშელი: „ნულოვანი ტოლერანტობა ოჯახში ძალადობას“

უწყებათაშორისმა ჯგუფმა, რომელმაც ოჯახური ძალადობის პრევენციაზე უნდა იმუშაოს, შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გამართა.
გაგრძელება

აუდიო ბაჩო ახალაიას პატიმრობა შეეფარდა

სასამართლომ ეგრეთ წოდებული ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დამნაშავედ ცნო ბაჩანა ახალაია და მას თავისუფლების 7 წლითა და 6 თვის ვადით აღკვეთა მიუსაჯა.
გაგრძელება

აუდიო გენერალი ბრიდლავი ნატო-საქართველოს დაახლოებაზე

გენერალ ფილიპ ბრიდლავის ვიზიტის ფარგლებში განსახილველ ერთ-ერთ მთავარ თემას ნატოს საწვრთნელი ცენტრის საოპერაციო ნაწილის მომავალი წარმოადგენდა.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული