პარასკევი, 01 აგვისტო, 2014 თბილისის დრო 01:37

პოლიტიკა / საქართველო

გიგი უგულავა ისევ მერია და გირაოსაც არ გადაიხდის

გიგი უგულავა და მისი ადვოკატი გოგიტა გაბაიძე სასამართლოს სხდომაზე.
გიგი უგულავა და მისი ადვოკატი გოგიტა გაბაიძე სასამართლოს სხდომაზე.

მულტიმედია

აუდიო
თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის მერის მიმართ პროკურატურის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. პროკურატურა  გიგი უგულავას მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის შეფარდებას მოითხოვდა; ამასთან, სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვდა გიგი უგულავა კვირაში ერთხელ საგამოძიებო სამსახურში გამოცხადებულიყო. დღესვე სასამართლომ,  ზეპირი მოსმენის საფუძველზე,  განიხილა და არ დააკმაყოფილა  პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ გიგი  უგულავას თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე.

საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ 2-საათიანი შესვენების შემდეგ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებამდე ყველას ემოციებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა, მიუხედავად იმისა, მოსაწონი იქნებოდა თუ დასაწუნი მიღებული გადაწყვეტილება. მოსამართლემ  გიგი უგულავას მიმართ პროკურატურის მიერ მოთხოვნილი არც ერთი აღმკვეთი ღონისძიება არ დააკმაყოფილა, რასაც დარბაზში დამსწრეთა ტაში მოჰყვა.

პროკურატურა გიგი უგულავას მიმართ 1 მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, პროკურატურის მოთხოვნა იყო ასევე, რომ იგი საგამოძიებო ორგანოებში კვირაში ერთხელ გამოცხადებულიყო.
თავად თბილისის მერმა სასამართლო პროცესზე განაცხადა,1- მილიონლარიანი გირაოს მოთხოვნა პროკურატურის მხრიდან ჯეკპოტის მოხსნის სურვილს ჰგავს და ვინაიდან მსგავსი ოდენობის თანხა არ გამაჩნია და ვერ გადავიხდი, ეს არის პროკურატურის შენიღბული მცდელობა, გადაუხდელობის შემთხვევაში, პატიმრობა შემეფარდოსო; ზოგადად კი, პროკურატურის მიერ ჩამოთვლილი შუამდგომლობები თბილისის მერის უფლებების შეზღუდვას ემსახურებაო. ხოლო უკვე სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ  გიგი უგულავამ თქვა, რომ ის  სიმართლის დადგენაში თავადაცაა დაინტერესებული  და დარწმუნებულია, ეს პროცესი პროკურატურის ფიასკოთი დამთავრდება:
აბსოლუტურად გასაგებია, რასთან გვაქვს საქმე. ეს არის ივანიშვილის პირადი დავალება, რომ უგულავასთან მოხდეს პოლიტიკური ანგარიშსწორება. ეს არის თავიდან ბოლომდე შეთითხნილი და გამოგონილი საქმე...

”ეს არის ჩვეულებრივი ბრძოლა ძალაუფლებისთვის, რომელიც ინიცირებულია პრემიერ ივანიშვილის მიერ. ხელწერასაც ეტყობა, - მათ შორის, აღმკვეთი ღონისძიების მოთხოვნის ნაწილში, - რომ ეს პირადად ივანიშვილთან არის შეთანხმებული. მეტიც, მე დანამდვილებით ვიცი, რომ 2-დღიანი პატიმრობაც უნდოდათ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მერე მოერიდნენ, არ ვიცი რა გარემოებებს, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მე ვარ დაინტერესებული, რომ სასამართლო პროცესი შედგეს, წარმოადგინოს სრულად თავისი მტკიცებულებები ამ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთან დაკავშირებითაც მე თავს ვცნობ აბსოლუტურად უდანაშაულოდ. მეორე ბრალი საერთოდ სასაცილოა და ის დაახლოებით, ჩემი ბრალი, იკვეთება  მღვდელი თეიმურაზ ჩიხლაძე რომ იყო იდეოლოგიური ხელმძღვანელობის გამო, თვითმფრინავში რომ არ იჯდა, მაგრამ იდეოლოგიური ხელმძღვანელობის გამო რომ დახვრიტეს და დაახლოებით ეგეთი მუხლით, რომელიც აღარ არსებობს საბჭოთა პერიოდის შემდეგ, აი ასეთი მუხლი რომ არსებობდეს, შეიძლება ასეთი მუხლი წამიყენონ, რომ იდეოლოგიურად ვხელმძღვანელობდი რაღაცას”.

გიგი უგულავას საგულშემატკივროდ სასამართლო დარბაზში თითქის მთელი საპარლამენტო უმცირესობა იყო წარმოდგენილი. სასამართლოს სხდომას ესწრებოდნენ ასევე საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დეპუტატები. ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე გიგი უგულავას თავდებშიც უდგებოდნენ, თუმცა ამის აუცილებლობა სასამართლო გადაწყვეტილებით აღარ დადგა. სასამართლოს დასრულების შედეგ კი საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურას ჰქონდა უსუსური ბრალდებები და ყველაფერი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესითაა ნაკარნახევი:

სასამართლოს სხდომასასამართლოს სხდომა
x
სასამართლოს სხდომა
სასამართლოს სხდომა
”აბსოლუტურად გასაგებია, რასთან გვაქვს საქმე. ეს არის ივანიშვილის პირადი დავალება, რომ უგულავასთან მოხდეს პოლიტიკური ანგარიშსწორება. ეს არის თავიდან ბოლომდე შეთითხნილი და გამოგონილი საქმე და, ბუნებრივია, ასეთი საქმით სასამართლოში შემოსვლა, ალბათ, რიგით პროკურორებსაც რცხვენიათ, მაგრამ კბილაშვილი არის ერთი ჩვეულებრივი დოქსოპულო ივანიშვილის, რომელსაც არაფრის არ რცხვენია და ასეთი დავალება შეუძლია გასცეს”.

აქვე შეგახსენებთ, რომ პროკურატურა გიგი უგულავას დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას,  ფულის გათეთრებას ედავება. ბრალდება მოიცავს ორ ეპიზოდს. ერთი ეხება რიყის ტერიტორიის გასხვისებას, რომელიც, თავის მხრივ, ხელისუფლების მიერ   ტელეკომპანია „იმედის“ ხელში ჩაგდების სქემის ნაწილადაა წარმოდგენილი, მეორე ეპიზოდი კი  - „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მერიის დასუფთავების სამსახურში ფიქტიური დასაქმების საქმეს. გამოძიების თანახმად, ორივე ეპიზოდში თბილისის მერის ბრალეულობა იკვეთება. კერძოდ, საქმის მასალების თანახმად, გიორგი უგულავას დავალებით თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა ტელეიმედის დათმობაზე პირდაპირი მუქარით დაიყოლია, 2008 წლის მდგომარეობით, ტელევიზიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ჯოზეფ ქეი, რომელსაც ტელეკომპანიაში გაწეული ხარჯები 10 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობით ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მითვისებისა და შემდგომი გათეთრების გზით დაუბრუნდა.

გიგი უგულავა თავს დამნაშავედ არ ცნობს არც ერთ ეპიზოდში.  რაც შეეხება თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს, მას სასამართლომ  პატიმრობა შეუფარდა, რომლის გასაჩივრებასაც მისი და გიგი უგულავას ადვოკატი გოგიტა გაბაიძე არ აპირებს. თავად პროკურატურას სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების უფლება აქვს 48 საათის განმავლობაში,  გიგი უგულავას წინასასამართლო პროცესი კი  10 აპრილს ჩაინიშნა. მანამდე გიგი უგულავას შეუძლია კვლავ თბილისის მერის კაბინეტს დაუბრუნდეს.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: mari
27.02.2013 03:17
რაღაც არ მახსენდება ძველ პროკურორთაგან რომელიმე ტელევიზორში გამოჩენილიყო, მოქმედი "მომწიფებული" პროკურორი კი პორცია-პორცია ყვება ისტორიებს საშინელებათა ჟანრიდან
პროკურორია თუ მეზღაპრე გამაგებინოს ვინმემ

ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
26.02.2013 23:20
ესეთ "ჟულიკებსაც" აქვთ თავისი უფლებები. მისი გასამართლება უნდა მოხდეს მაქსიმალურად კანონის დაცვით. ისე არა როგორც ნაციონალების პროკურატურა აკეთებდა რუსთავი-2 პირდაპირ ეთერში.

ავტორი: ანონიმი
26.02.2013 09:04
გეუბნებით ძველი ბიჭია მეთქი და არ გჯერათ
რას ქვია მისატანი არ ეკუთვნოდეს და მაინც მიატანინოთ
მაიცა ვარძელაშვილის ხულიგნების ბანდას უთხრას ეგა...

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების ვებსაიტზე შეიქმნა ახალი რუბრიკა „თავისუფალი სივრცე“, რომელშიც შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული