ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 თბილისის დრო 13:15

ბლოგები / გიგა ზედანია

სექსი და პოლიტიკა

x
ტექსტის ზომა - +
Sooner murder an infant in its cradle than nurse unacted desires.
(ჯობს ჩვილი აკვანში მოკლა, ვიდრე გაზარდო დაუკმაყოფილებელი სურვილები.)




უილიამ ბლეიკის ეს აფორიზმი შეიძლებოდა ვილჰელმ რაიხის შრომებისათვის წაგვემძღვარებინა წინ. რაიხმა, ავსტრიელმა ფსიქოანალიტიკოსმა, რომელიც გასული საუკუნის 30-იან წლებში სექსუალურ რევოლუციასა და ფაშიზმზე წერდა, ეს ორი ერთმანეთთან დააკავშირა. მისი აზრით, ფაშისტის ფსიქოლოგიური აგებულება ჯანსაღი სექსუალური ქცევის - ანუ ნევროზისაგან დაუმძიმებელი ორგაზმის განცდის - შეუძლებლობის მიერაა გამოწვეული. სადაც არაა კარგი სექსი, იქ ვერ იქნება კარგი პოლიტიკა, დაასკვნა მან.

რაიხის სერიოზულად აღქმა დღეს უკვე ძნელია - მისი ფროიდო-მარქსიზმი მოძველდა, ამერიკაში ემიგრაციის შემდეგ მის მიერ შექმნილი „ორგონომიკა“ კი რაღაც საშუალოა სიგიჟესა და შარლატანობას შორის. მაგრამ, აი, სულ რაღაც ოციოდე წლის წინ, რესპექტაბელური სოციოლოგი, ტონი ბლერის მრჩეველი და ლონდონის ეკონომიკის სკოლის რექტორი ენტონი გიდენსი დაახლოებით ამასვე იტყვის - თანამედროვე ინტიმურობა და დემოკრატია ახლო კავშირშია ერთმანეთთანო.

ზუსტად ვიცი პირველივე შეკამათება, რაც ამაზე ქართველ კაცს ახსენდება - რუსეთში სექსი, ამოიხვნეშებს ის სინანულით, ბევრია, ოღონდ პოლიტიკა იქაც არაფრად უვარგათო. მაგრამ თეორეტიკოსებმაც კი იციან, რომ ბევრი სექსი კარგ სექსს არ ნიშნავს. რაიხი აღფრთოვანებული იყო სექსუალობის სფეროში 20-იანი წლების საბჭოთა ექსპერიმენტებით, რომელთაც დასავლურ საზოგადოებებს მაგალითად უსახავდა. მაგრამ როგორც კი 1929 წელს, დიდი გარდატეხის წელს, სტალინმა ჩარხი უკან დააბრუნა და ტრადიციული ოჯახის აღორძინება იწყო, რაიხს გული აუცრუვდა საბჭოთა კავშირზე და, განსხვავებით ბევრი მარქსისტი ამხანაგისგან, არ მორიდებია ამის თქმას (რის გამოც გერმანიის კომუნისტური პარტიიდან სულ პანღურის ცემით გააგდეს. სხვათა შორის, რაიხისა და, რაც ჩვენთვის ალბათ უფრო მნიშვნელოვანია, თანამედროვე საქართველოში სექსუალობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული გამოკვლევა "სექსუალობა თანამედროვე საქართველოში". რაც შეეხება გიდენსს, ის აჩვენებს, რა არის თანამედროვე სექსუალობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარდამქმნელი ფაქტორი - თანასწორობა სქესებს შორის. ხოლო, მიუხედავად თავისუფალი სექსუალური ზნე-ჩვეულებებისა, რუსეთში გენდერული თანასწორობა ისეთივე პრობლემაა, როგორც ჩვენში, მით უმეტეს, თუ ისეთ მსოფლიო ქალაქის საზღვრებს, როგორიც მოსკოვია, ოდნავ გავცდებით და „გლუბინკაში“ გადავინაცვლებთ.

ასე, რომ დემოკრატიასა და სექსს შორის კავშირის ჰიპოთეზა ძალაში რჩება.

ახსნა არცთუ ისე რთულია - ადამიანი, ვინც ეგუება იმას, რომ მისი სხეულსა და სექსუალობას სხვები მართავენ, იმასაც შეეგუება, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები მის მაგივრად სხვებმა მიიღონ. დიახ, ის შეიძლება აუჯანყდეს ერთ ბატონს, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ სხვა ბატონს დამორჩილდეს. საქმე ეხება ავტონომიას - თუ ადამიანის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ავტონომია მოიპოვოს საკუთარი თავისათვის, ის ამას გააკეთებს როგორც სექსუალობის, ისე პოლიტიკის სფეროში. თუ ადამიანს მთავარ მიზნად ავტონომია კი არა, რაღაც სხვა დაუსახეს - სახელმწიფოსა თუ ნაციის სიძლიერე, ოჯახის პატივი, რელიგიური ერთობის სიწმინდე - მაშინ ის ამ „რაღაც უფრო დიდს, ვიდრე თვითონ არის“, შესწირავს თავის სექსუალურ და პოლიტიკურ თავისუფლებასაც.

რა ხდება ამ მხრივ საქართველოში?

ზუსტად იგივე, რაც ყველა დანარჩენ სფეროში. დაკვირვებული ვარ, რომ ბოლო ოცი წელიწადია ასეთი - ცოტა არ იყოს, ანტი-ლენინური - რიტმით ვვითარდებით: ორი ნაბიჯი წინ, ერთი ნაბიჯი უკან. იგივე ხდება სექსუალობასთან დაკავშირებითაც - 90-იანი წლებიდან მოყოლებული აქაც თავისუფლების ქარმა დაჰბერა. ზოგადად, 90-იანების სექსუალობა იყო ბევრად უფრო პერვერსიული, ვიდრე ოდესმე. ახალგაზრდებს ერთმანეთთან სექსი ჰქონდათ იმის გარეშე, რომ ქალწულობის ნორმა დაერღვიათ. ის, რაც სექსუალური დახვეწილობის (изощренность) ნიმუშად ითვლება ყველგან - ასე ვთქვათ, «ექსტრა-გენიტალური» სექსი, 90-იანი წლების ქართველი ახალგაზრდებისათვის იყო გაცნობიერებული აუცილებლობა, რომელიც გენიტალურ სექსს ანაცვლებდა (ბოლო პერიოდის ტექსტებიდან, რომელიც ამ თემას ასახავს, დავით ქართველიშვილის რომანი „სიყვარული და მსხალი“ მახსენდება). ეს ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა - ყველაფერი ლიბერალიზაციისაკენ უნდა წასულიყო. ამას მოითხოვდა ტელევიზია და ინტერნეტი, სწავლა და მოგზაურობა საზღვარგარეთ, სოციალური სტრუქტურის მოშლა და ნორმების გადაგდება. მაგრამ გლობალიზაციის ამ ტალღას ისეთი უკუდარტყმა მოჰყვა, როგორსაც ვერავინ იწინასწარმეტყველებდა. მანამდე საქართველოში სექსს არეგულირებდა ოჯახი, სამეზობლო-სანაცნობო და სახელმწიფო სტრუქტურები („ამორალური“ ყოფაქცევისთვის საბჭოთა კავშირში სამსახურიდან გაგდება სრულიად დასაშვები რამ იყო). არეგულირებდა სხვადასხვაგვარად: ქალებისათვის აკრძალვით, კაცებისათვის - გაუფასურებით. 2000-იანებში კი გამოჩნდა ახალი აქტორი - ეკლესია. რეაქციის ტალღამ სექსუალობის სფეროს საკმაოდ ძლიერად დაარტყა - დღევანდელი ახალგაზრდები აღარ არიან ისეთივე შებოჭილნი, როგორც წინა თაობები, მაგრამ მათი დისკურსი (ანუ მეტყველება) სექსის შესახებ ბევრად უფრო არქაულია, ვიდრე ჩვენი ან ჩვენი მშობლების.

მაგრამ განა ყველა კვლევა იმას არ გვაჩვენებს, რომ ეკლესიაში რეგულარულად ცოტა ადამიანი (დაახლ. 20 პროცენტი) დადის? რანაირად უნდა მოახდინოს გავლენა ეკლესიამ საზოგადოების ქცევაზე? ძირითადად, გაშუალებულად. სინამდვილეში ეკლესიის მთავარი ძალა ქცევაზე გავლენაში კი არ მდგომარეობს, არამედ დისკურსზე გავლენაში. მაგრამ არავის ეგონოს, რომ ეს ცოტაა - სწორედ დისკურსში ღიად თუ დაფარულად გადმოცემული წარმოდგენები და ღირებულებები იქნება ის ფაქტორები, რომლებიც მომავალში განსაზღვრავს ქცევასაც.

ცხადია, ეკლესია არაა ერთადერთი აქტორი. მეორე მნიშვნელოვანი სოციალური ჯგუფი, რომელსაც ცვლილებები უნდა შეეტანა სექსუალობის სფეროში, ელიტაა - საზოგადოებრივი ელიტა. საღი აზრიც და უკანასკნელი გამოკვლევებიც ადასტურებს - სექსუალური თავისუფლება პირდაპირ კავშირშია მატერიალურ რესურსებთან, ანუ, უხეშად რომ ვთქვათ, იმას უფრო მრავალფეროვანი სექსი აქვს, ვისაც აქვს მეტი ფული. მაგრამ სწორედ აქ ჩნდება დისკურსის პრობლემაც - დიახ, დღევანდელი ქართული ელიტა ბევრად უფრო თავისუფალია თავის სექსუალურ ქცევაში, ვიდრე სხვა ფენები არიან და ვიდრე თავად ის ყოფილა ოდესმე. მაგრამ იგივე ელიტა მაქსიმალურად მალავს ამ ფაქტს. არ ხდება ქცევის უნივერსალიზაცია, არ ხდება დისკურსის გავრცელება, სადაც სექსუალობის თავისუფლება ცენტრალური თემა იქნებოდა. თავისუფალ სექსს იმის მსგავსი სტატუსი აქვს, რაც ბოროტმოქმედებას - ის ექსკლუზიურია და არა - ინკლუზიური. ხშირად ეს ელიტა ხდება სწორედ ეკლესიური დისკურსის ყველაზე გავლენიანი გადამტანიც. ასე რომ, პრობლემა მოსახლეობის კონსერვატიზმში არაა - მოსახლეობამ უნდა ჯერ აღმოაჩინოს, უნდა თუ არა კონსერვატიული ღირებულებები. მაგრამ ამისთვის საჭიროა, ვიღაცამ სექსუალური თავისუფლება იქადაგოს - არა ლიბერალიზმი, რომელიც გულისხმობს ყველას შეწყნარებას, არამედ სწორედაც თავისუფლება, რომელიც გულისხმობს შეზღუდვების მაქსიმალურად გაქრობას; შემდეგ ამას დაუპირისპირდებიან კონსერვატორები, რომლებიც დაიცავენ ოჯახურ ღირებულებებს; შემდეგ ამას მოჰყვებიან არამკითხე ლიბერალი არბიტრები, რომლებიც დაიწყებენ იმაზე საუბარს, რომ საჭიროა ცივილური დისკუსია - და, აჰა, თქვენ ლიბერალური დემოკრატიის ერთი შესანიშნავი მაგალითი.

მაგრამ, ამის მაგივრად, ქვეყანაში სულ უფრო ძლიერდება ათწლეულების წინ ერთი უარღესად გამჭრიახი კაცის მიერ ნათქვამი ფრაზის ექო - „რაც თქვენ გინდათ, არის ბატონი. თქვენ მას მიიღებთ“.

P. S. მე ვიცი, რას იტყოდა ჭკვიანი კონსერავტორი საპასუხოდ - ბლეიკს სულაც არ უთქვამს, რაც თქვენ გგონიათო. თუ დავაკვირდებით და მეტაფორის ადეკვატურ წაკითხვას შევძლებთ, ბლეიკი იმას კი არ ამბობს, სურვილები გააძლიერეო, არამედ ზუსტად საპირისპირო რამეს - ჯობს სურვილი თავიდანვე მოკლა, სანამ გაძლიერდებაო. ამაზე მიგვითითებს სიტყვა „გაზარდო“, რომელიც სურვილს უკავშირდება, მაგრამ იმ ჩვილზე მიუთითებს, რომელიც აკვანშივეა მოსაშთობი. ამ ციტატის ასეთი წაკითხვის მიხედვით ბლეიკი სულაც არ გამოდის სექსუალური თავისუფლების ქადაგი, სულ პირიქით.

მაგრამ სად გინახავთ ჭკვიანი კონსერვატორი საქართველოში?

Tags: პოლიტიკა, სექსი



ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: moris
07.08.2012 00:19
მიშას პოლიტიკა და სექსი რამ გაყო: აყადაღებს და აყადაღებს ვინც ხელში მოხვდება.

ავტორი: დათო
02.08.2012 17:55
გიგა ყვითლად მიაწერე კომენტარებს ხანდახან)))არ მოგწონს არცერთი თუ არ კითხულობ?)))

ავტორი: GERMANE
01.08.2012 12:15
ქალბატონო ნათია, მე მინდოდა მხოლოდ რამდენიმე ასპექტზე გამესვა ხაზი.
ბატონი გიგა სამართლიანად აღნიშნავს, რომ 90-იანი წლების საქართველოში ე.წ. არაგენიტალური სექსი იყოო და ეს გარკვეული თავისუფლებაც იყოო - ამის მიზეზი ქალწულობის ფენომენია (მე მგონი ყველა დამეთანხმება).
ეს ფენომენი (ქალწულობა) არაა გერმანიაში და მაინც, გარკვეული ასაკის თინეიჯერები ე.წ. პეტინგ-სექსს მიმართავენ - არა იმიტომ რომ აკრძალული აქვთ, არამედ სოციალური შიში უფრო მგონია მიზეზი (უფრო სწორად კი, არ ვიცი მართალი გითხრათ რა მიზეზებით).

და თუ ნორმალურ სექსზე გადავიდნენ - რჩება ეს ნორმალურობა ანუ ერთფეროვნება, რამეთუ ახალგაზრდები აქაც (და იქნებ აქ, გერმანიაში უფრო მეტად!) ამგვარ ურთიერთობას თითქმის ცოლ-ქმრულ ურთიერთობად აღიქვამენ - ყველანაერი მინუს-პლიუსით.

ახალგაზრდები ასე ვთქვათ და თავს მხოლოდ და ისიც გამონაკლისები მაშინ ითავისუფლებენ და სჩადიან იმას, რაც სურთ, როცა არდადეგებზე ან შვებულებაში ესპანეთის კუნძულებზე არიას - ათი დღით ან მარტო, ან ძვირფს დაქალტან ერთად, სადაც არავინ არავის არ იცნობს. სხვა შემთხვევაში კი ძალიან ულტრა-კონსერვატიული ურთიერთობა აქვთ.
ამის გამო კი არაა, რომ გერმანელები პოლიტიკურად რაღაც ნაკლიანი საზოგადოება იყვნენ - ბევრ რამეში ვოცნებობთ მაგათ დონეს.
ამიტომაც სექსი და პოლტიკა - ძნელია ერთმანეთთან ამგვარად დააკავშირო, როგორც ბატონი გიგა აღწერს.
არ ვიცი, იქნებ ვერ გავუგე კარგად.

აქვე მინდა ე.წ. "რელიგიურობას" გავუსვა ხაზი.
მე დიდი ხანი მეგონა, რომ ქართველები სიტყვით მაინც ძალიან რელიგიზურები ვიყავით (არა მორწმუნენი კატეხიზმური გაგებით, არამედ ვამბობდით, რომ გვწამს).
აქ გერმანიაში კი თითქმის ყველა ახალგაზრდა (არადაბალი ფენიდან წამოსული) რაღაცის მორწმუნეა (აქ მე შემოქმედი და ღმერთი მყავს მხედველობაში და არა ის, რომ სწამს რაღაც ექსტრავაგანტული). ეკლესიაში კი ალბათ 15-20% დადის (ისევე როგორც საქართველოში).
ელიტებთან დაკავშირებითაც ასეა - პოლიტიკური ელიტა არის რელიგიური და ეკლესიასთან ურთიერთობა (აქაც არაა უფრო მრავალფეროვანია - კათოლიკი და პროტესტანტი - სექტებად ყველა დანარჩენი ითვლება!!) პოლიტიკური კაპიტალის მომტანია. ესეა საქართველოშიც.
თუმცა, პოლიტიკური ელიტა საქართველოში არადემოკრატიული მენტალიტეტისაა და გერმანიაში კი დემოკრატიული.

ერთი სიტყვით, გერმანელები ჩვენთანმ მიმართებაშიც კი სექსუალურად უფრტო კონსერვატივები არიან და პოლიტიკურად მათ ეს ხელს არ უშლით დემოკრატიულ-პლურარისტულ-თავისუფლები იყვნენ.

აი ეს მინდოდა მეთქვა და არა ის, რომ მე პოლიგამიის აპოლოგეტი ვიყო.

ავტორი: ნათია საიდან გვწერთ: თბ.
31.07.2012 11:27
რაღას უწუნებს GERMANE გერმანელებს ვეღარ გავიგე, იდეალური ურთიერთობა ჰქონიათ.
GERMANE რა გაქვთ ერთგულების საწინააღმდეგო? თუ პოლიგამია გინდათ გადასახლდით არაბულ და მაჰმადიანურ კულტურაში.

ავტორი: ანონიმი საიდან გვწერთ: paris68
30.07.2012 23:20
"მაგრამ სად გინახავთ ჭკვიანი კონსერვატორი საქართველოში?" - არსებობენ კი სადმე? მე ვფიქრობ, რომ განათლება ებრძვის საზღვრებს. თვალსაწიერის გაფართოება ბუნებრივად ამსხვრევს კონსერვს.
სექსუალური რევოლუცია გამოგვეპარა. ახლა, ჩემი აზრით ,სექსუალურ-ტექნოლოგიური რევოლუციის ხანაა, რომელიც არააქტუალურს ხდის one-night-standებს, ღალატს, სექსპარტნიორების ცვლას და ურთიერთობაში ისევ სულიერ ფაქტორებს ხდის მნიშვნელოვანს (სხვა ყველაფერზე ინდუსტრია იზრუნებს), რაც მორალურ ასპექტში ამბივალენტურია, მაგრამ....
სამწუხაროა, რომ "ჩვენსა" თავისუფ. სქესის მქადაგებელთ ხშირად ავიწყდებათ, რომ საქართველო მარტო ვაკე არ არის და ჩვენ "გაევროპელობაზე" მეტად სვაზილენდობის პერსპექტივა გვაქვს.

ავტორი: M საიდან გვწერთ: sxva planetidan
30.07.2012 00:46
ქართველები უნდა გავთავისუფლდეთ ბევრი მახინჯი ჩვევისგან ესენია: მაგ. ქალის გაუკუღმართებული არქეტიპი - ან ბოზი ( სულ ტ----ში რომ უნდა იყოლიო), ან მოსამსახურე ( ნასკები უნდა არეცხინო), ლარისუ ივანნუ ხაჩუ, ბიჭის "დაკაცების" ამაზრზენი "ტრადიცია", ეთნიკური ნიშნით სელექცია პარტნიორების- უიშვილის პოსტს ვგულისხმობ, გინება, სკაბრეზული "ხელოვნება".

პასუხად თ. ლომაძეს ვეტყვი : სქესების მიღება ნიშნავს იმას, რომ ორივე თანასწორ მოდომარეობაში უნდა იყოს, არავინ უნდა იმყოფებოდეს მონურ მდგომარეობაში, მათ შორის სექსუალურ მონობაში!!!!!!. როგორც კი ერთი სქესი იწყებს დომინანტურ პოზიციაზე დგომას, ყოველგვარ ჯანსაღ ურთიერთობებზე ლაპარაკი ზედმეტია. ესეც არის გასათვალისწინებელი. ნუ გივი სიხარულიძეებისა და გიორგი კიკონიშვილების მოსმენა საერთოდ არც კი ღირს.
სექსუალურ "რევოლუციას" პრომისკუიტეტის, სექსიზმის, მეძიებლობის ქადაგებით ვერ მოახდენ.

ავტორი: GERMANE
29.07.2012 18:36
ბატონო გიგა, ძალიან საინტერესო საკითხი წამოაყენეთ და რამდენად მოხერხებულია, ურო მეტიც ჭკვიანურია თქვენგან, რომ ამას ყველაფერს ჰიპოთეზის დონეზე აყენებთ.

მე დიდი ხანია გერმანიაში ვცხოვრობ და დიდი ხანია საქართველოში ვხოვრობდი, თანაც საქართველოში ახალგაზრდობის საწყისი ნაწილი 1980-94 წლებში გავატარე.

საქართველოზე არაფერს მოგახსენებთ.

მე მხოლოდ ჩემეული ხედვა მინდა გაჩვენოთ აქაური, დასავლეთგერმანული საზოგადოებისა. აქვე ავღნიშნავ, რომ აღმოსავლეთ გერმანიასთან ძალიან ცოტა შეხების წერტილები მქონია და რატომღაც იმათი სექსულური ცხოვრება უფრო რუსულს ჩამოჰგავს (ჩემი ასაკის ხალხისა). აი ახალგაზრდა თაობის კი მგონი არ უნდა განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან.

ჰოდა, ახლა მსურს ეს ე.წ. სექსუალური ცხოვრება დაგიხატოთ, რასაც მე აქ ვხედავ:
პირველი ნაბიჯები პუბერტირებისას იდგმება - ასე 12-15 წლის ასაკში და თავიდანვე ჩამოჰგავს კიდეც იმას, რასაც მე საქართველოშიც მოვსწრებივარ. ტუმცა, ძალიან მალე, ასე 15 წლის ასაკიდან ყველაფერი სხვანერდება - მე ქართველი ბიჭები და გოგონებიც კი (თქვენ წარმოიდგინეთ!) უფრო თავისუფალი მგონია და რატომ. იმას, რასაც აქ ვხედავ მე ვეძახი თხუთმეტი წლის ასაკიდან დაქორწინებას - დიახ, ეს ბავშვი-პარები (ე.წ. შეყვარებულები, თუმცა ამ სიტყვას აქ გოგონები ხმარობენ და ისიც ბიჭთან ურთიერთობის დასაწყისში!) იქცევიან როგორც ცოლ-ქმარი მისათითებელ საზოგადოებაში:
პირველია მკაცრი მონოგამია - სხვისი კოცნაც კი შეიძლება უდიდესი პრობლემა გახდეს. მას მოჰყვება არა ერთმანეთისგან დაცილება, არამედ ერთმანეთთან ჩხუბ-კინკლაობრივი ურთიერთობა, რაც 20 წელი ერთმანეთთან დაქორწინებულ ცოლქმარს მაგონებს ხოლმე.
მეორეა - ერთმანეთთან დროის გატარების საკითხი: ისევე როგორც ქმარი ოჯახში უნდა იყოს, უმეტესად ცოლთან, აქაც დაახლოებიტ ასეა - ეს ე.წ. "დაქორწინებული ახალგაზრდები" უმეტეს დროს ერთად ატარებენ, რაც განსაკუთრებით ბიჭების სურვილის საწინააღმდეგოდ ხდება. მეორეს მხრივ, ეს ბიჭიც, მისი ნება რომ იყოს (დიხაც არაა მისი ნება!!! ესაა პრობლემა!!!) მეტ დროს მეგობრებთან (ბიჭებთან ) გაატარებდა. ამ დათმობაზე რომ მიდის, ამის სამაგიეროდ ნამდვილად და სიტყვასიტყვით უკრძალავს თავის მეგობარ გოგონა ბევრი დრო თავის დაქალებთან გაატაროს. ამიტომაც ძალიან ხშირად მოისმენთ საუბარს როცა ბიჭი ან გოგონა თავის მეგობარს ეუბნება - სამწუხაროა, მაგრამ აი ეს, ის და ეს დრო ჩემს შეყვარებულთან (ამ სიტყვას ძალიან იშვიათად გაიგებთ!!) უნდა გავატაროო. ერთი სიტყვით - დასავლეთგერმანელი ბიჭები და გოგონები ძალიან ადრე "ქორწინდებიან" ამ სიტყვის ყველანაერი ნეგატიურ-პრობლემატური გაგებით.

აქ, მე რომ ვაკვირდები, უმთავრესი ერთია - გოგონას ჰყავდეს ბოი-ფრენდი (აქ მეგობარს ეძახიან) და ბიჭს კიდევ გოგონა. ამისათვის კი ბიჭებიც და გოგონებიც უსაზღვრო კომპრომისებზე მიდიან. მთავარია რომ მარტო არ იყოს - ეს სირცხვილად ითვლება. ის კომპრომისები კი, აქ რომ ბიჭები ან გოგონები ამ "მეგობრის" ამორჩევისას მიდიან, სავსებიტ შემიძლია "სურვილის წინააღმდეგ დაქორწინებასაც" კი შევადარო - ოღონდ მათ გარედან არავინ აძალებს - გარდა სოციალური სტატუსისა და საზოგადოებისა.
ერთადერთ დადებიტს, რასაც აქ ვხედავ ისაა, რომ სიტყვა "შეყვარებული" ან მე ის შემიყვარდა ძალიან იშვიათია - ჩემის აზრით აქ ახალგაზრდები საკუთარ თავს ისე ძალიან არ ატყუებენ - უბრალოდ ორივე მხარისათვის გამოსადეგი პრაგმატული ურთიერთობაა.

ახლა რაც შეეხება მოზრდილ ასაკში - აქაც - მხოლოდ გარკვეულ და დაბალ სოციალურ ფენებში და იქაც კი იშვიათად თუ იხილავთ, რომ ქალი ან მამაკაცი ტავის სექსუალურ სურვილებს სრულიად იკმაყოფილებდეს. დაქორწინებულები ან ასკეტურად "ერთგულები" არიან - აი ვიღაცასთან გაფლირტავება კიდევ მოსულა, მაგრამ როგორც ასეთი "ღალატი" - იშვიათია. თანაც, ამ სიტყვას აქ, გერმანიაში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს და ისე ჰარი-ჰარალედ არ აღიქმება როგორც საქართველოში - საყვარელი ჰყავსო. თუკი ქალი ან კაცი სხვასთან ურთიერთობას ამყარებს, ეს მხოლოდ იშვიათად რჩება დიდხანს და ეს ცოლ-ქმარი (ან საერთოდ ერთად მცხოვრებნი) იყრებიან.
ამ გაყრის შემდეგ კი აღდგენილია ის დაუწერელი მორალური სტატუსი - მონოგამია.
გაყრა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ მონოგამიურად იცხოვრონ - ესაა ჩემი შეხედულებიტ ერთადერთი მიზეზი.

ავტორი: M. საიდან გვწერთ: sxva planetidan
29.07.2012 13:18
საბჭოთა კაი-ბიჭურ + ქურდულ უკიდურესად პერვერსიულ საციხო სექსუალობას რატომ არავინ იკვლევს, მიკვირს. ესეც ხომ შედის სექსისა და პოლიტიკის დიფუზიაში? ნუ მთლად თუ პოლიტიკის არა, ყოველ შემთხვევაში - ამ უკანასკნელის ვერტიკალურ - საძალაუფლებო სფეროში?!

ავტორი: M. საიდან გვწერთ: სხვა პლანეტიდან
29.07.2012 12:33
ქართველები ყველაფერში რადიკალურები, ყოყლოჩინები, მეტიჩრები და ხეპრეები რომ ვართ იმიტომაც არ გვყავს არც ჭკვიანი ლიბერალები, არც ჭკვიანი კონსერვატორები. თუმცა არც ჩვენებურია მთლად ეს პრობლემა, მე ვიტყოდი, მთელ მსოფლიოში ასეა. თავისუფლება არ ნიშნავს რაც მოგეხასიათება ყველაფერი აკეთო, პროსტიტუცია, პრონოგრაფია, ექსტრა-ვაგინალურობა, ყოველ ღამე ცვლა პარტნიორების, სადო-მაზოხიზმი და სხვა ასეთი მარაზმი ნამდვილად არაა "დახვეწილობის" მანიშნებელი. მეორე მხრივ, ყოველგვარი დისკუსიის ჩახშობა და სექსუალობის უკიდურესი დემონიზება, რისი შესანიშნავი მაგალითიც მარიამის შემთხვევაა, რასაც ეკლესია ახორციელებს, ძალიან ცუდად უბრუნდება ამ უკანასკნელს, ამიტომაცაა ამდენი მარტოხელა დედა, ამიტომ გვაქვს მზარდი აბორტები..
გამოჩნდება კი ოდესმე ვინმე ისეთი ჭკვიანი, ვინც მოახერხებს აიცილოს თავიდან ეს ორი მარაზმატიკული უკიდურესობა??? ახლო მომავალში, არა მგონია, ალბათ სადღაც 20-30 წლის შემდეგ- კი.

ავტორი: ანონიმი
27.07.2012 13:53
"სექსი, ჭამა და პოლიტიკა" - მიშას სლოგანი:)))

ავტორი: სექსოლოგი
27.07.2012 11:31
საქართველოში ბევრი რამ იმდენად დაგვიანებულია (მაგ: საუბრები სექსუალურ რევოლუციაზე), რომ ამ საუბრების აქ და ახლა განახლებით უფრო მეტ დისბალანსს ვიწვევთ. სისტემებში მოქცეულ საქართველოში მოსაუბრეებს ნიჭი არ ჰყოფნით ვნებების გასაღვივებლად.

უნიჭობა, ნიჭის ჩახშობა იმპოტენციას იწვევს და ავტომატურად საზოგადოებაში ორივე სქესის თავისუფლების შეზღუდვას იწვევს. მთელი თაობა "ჩვილები დაზარდეს" უკვე. რაინდად გაზრდა დასაცინი გახდა, თავისუფლება მომავალს დაქვემდებარებულია, მომავალი კი რეფორმებშია კასტრირებული.

პს: ბრეტონმა და ბენუელმა დე სადი იკითხეს.

ავტორი: თ. ლომიძე საიდან გვწერთ: გერმანია
26.07.2012 20:22
ძალიან სერიოზული თემაა და არ მინდა ვინმეს ვაწყენინო, მაგრამ მკითხველის კომენტარი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ჩვენს საზოგადოებას შეგნებული არა აქვს სექსუალური პრობლემების მნიშვნელობა. სექსუალური დაუკმაყოფილებლობა გავლენას ახდენს ყველა სფეროზე და მათ შორის პოლიტიკაზეც. სწორად უნდა გაგება: სექსუალური დაუკმაყოფილებლობა არ ნიშნავს სქესობრივი კავშირების არქონას. შეიძლება ადამიანს ყოველდღე ჰქონდეს სქესობრივი ურთიერთობა და მაინც დაუკმაყოფილებელი იყოს. სექსუალური გრძნობის ჯანსაღი გაცნობიერება და სისავსეა მთავარი. ჯერ ადამიანებმა სწორად უნდა გაიგონ თუ რას ნიშნავს მცნებები: "სექსუალური აღზრდა-განათლება", |"სექსუალური ურთიერთობა", "სექსუალური დარღვევა" და ა.შ. როცა ხალხს "სექსუალური აღზრდა" გაიგივებული აქვს სქესობრივ აქტთან და ფანატიკურად იბრძვის რომ, ეს „სიბინძურე“ არ ასწავლონ მის შვილს სკოლაში, იქ ზედმეტია ლაპარაკი ყველაფერზე. ლათინური სიტყვა „Sex“ ქართულად ითრგმნება როგორც - სქესი. ვიმეორებ, „Sex“ იგივეა რაც სქესი. ანუ სექსუალური ქართულად ნიშნავს სქესობრივს. არცერთი ადამიანი არ იბადება სქესის გარეშე და თითოეულისათვის მისი სქესი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რელიგიურია ადამიანი თუ ათეისტი, საკუთარი სქესი ორივესთვის არის ყველაფრის განმსაზღვრელი. ის, ვინც ამბობს, რომ მისთვის სქესი არ არის მნიშვნელოვანი ან იტყუება ან არ არის ნორმალური. საუკუნეების განმავლობაში ადამიანის ზნეობრივმა გარყვნამ, ღალატმა (მრუშობამ), მხოლოდ ხორცით ტკბობამ, სქესობრივი სიამოვნებისთვის ძალადობამ, ჰიგიენური პირობების უქონლობამ და ა.შ. გამოიწვია ის, რომ სქესი და სქესობრივი ურთიერთობა გადაიქცა რაღაც სამარცხვინოდ, ცოდვისშემცველად, ბინძურად და დაცემის სიმბოლოდ. სექსუალური აღზრდა პირველ რიგში ნიშნავს, რომ ადამიანს გაცნობიერებული ჰქონდეს საკუთარი სქესი და მასთან დაკავშირებული ყველა მხარე, მათ შორის საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობაც. ნორმალურ ადამიანს, გინდა ერის კაცი იყოს, გინდა ეკლესიის მრევლი და გინდაც მონაზონი, ზუსტად უნდა ესმოდეს თუ რას ნიშნავს მისთვის საკუთარი სქესი და ისევე მოუაროს მას, როგორც უვლის საკუთარი სხეულის სხვა თვისებებს. ამ თემით დაინტერესებულებს ვურჩევ აუცილებლად წაიკითხონ: ლ. ტოლსტოი, „Kreitserova sonata“, ასევე ლ. ტოლსტოი, „ეშმაკი“. მადლობა ავტორს. მართლაც საჭირბოროტო საკითხია და პრობლემათა რიგში პირველ ადგილას დგას.

ავტორი: ანონიმი
26.07.2012 19:45
ლენინმა რომანოვების იმპერიის დანგრევისთანავე გამოსცა ოჯახის გაუქმების დეკრეტი.დაოჯახება მოსასპობი ბურჟუაზიული ინსტინქტია და შეგნებულ პროლეტარებს ეს არ ეკადრებაო. ამ დეკრეტის ერთი წლის თავზე პეტროგრადში გაიმართა დიხარულით გადარეულ შიშველ ლესბოსელთა გრანდიოზული მანიფესტაცია. ტროცკის მოგონებით ლენინი სიხარულით კიოდა ტაკ დერჟატ ტოვარიშჩი,მიდით ამხანაგებოოო. ცოტა ხნის შემდეგ პეტროგრადში უკვა ასობით სხვადასხვა სქესის ტიტველი ამხანაგი დარბოდა. ოხერმა სტალინმა არ გაახარა ეს ამხანაგები . ყველას თავი გასაგებია სადაც უკრა და რომ არ გაყინულიყვნენ მოუწიათ ჩაცმა. მაგრამ დაილოცოს პერესტროიკა. აგერ მიუნხენში და არამარტოიქ ასობით წითლად შეღებილი გერმანელი თუ არაგერმანელი ლენინისტი დესტალინიზატორი დატანტალებს და იმედია რომ ეგ ცივილიზაცია თბილისშიც მოვა. ვიდრე ცხელა...რამდენად სექსია ეს არ ვიცი,ზოგისთვის პოლიტიკაა და ნამდვილად სიგიჟეა...

ავტორი: სალომე
26.07.2012 19:20
"წაგვემძღვარებინა" გულისხმობს "წინ"-ს.

ავტორი: ბონია ღორიშვილი საიდან გვწერთ: წისქვილიდან
26.07.2012 17:59
შენ თუ გიყვარს ვინმე გიგა ბატონო?

ავტორი: ნასრედინი
26.07.2012 13:10
გაგრძელება.

ამ სურათის ანალოგიური გამოსწორებისთვის, ფალოსური სისტემის სტიმულირება–აღორძინებისთვის, უპირველეს ყოვლისა დასაფუძნებელია შპს-ს მსგავსი სტრუქტურის ფერმერული გაერთინებები (ფგ), ფგ-ის საკონტროო პაკეტი, 50,01% და ფალოსები, რომლებიც თავდაპირველად იქნება სახელმწიფოს ხელში და დაკომპლექტებული იქნება ეკონომისტებით, ადგილობრივი თუ უცხოელი გამოცდილი, წარმატებული ფერმერებით, რომლბიც (ფგ)-ს წევრ ადგილობრივ გლეხობასთან ერთად, შეიმუშავებენ პროექტს და განახორციელებენ მას შესაბამის საფალოსე ნედლეულზე.

(ფჷ)-ს შესაძლებლია გააჩნდეს სახელმწიფოსგან სუფსიდირებული ფონდი, გრანტისა და ფალოსების სახით.
დროთა განმავლობაში, როდესაც (ფგ) მოძლერდება და ფალოსებიც აღორძინდება და დადგება ფეხზე, იგი გამოისყიდის საკონტრლო პაკეტს სახემწიფოსგან და გლეხები გახდებიან მათი100%–იანი წილის მესკუთრეები. ამ პროცესის მთვარი მიზნია, ქართველი გლეხის არსებული პოტენციის გამოყენება-განვითარება და უახლესი ცოდნის და გამოცდილების შეძენა არამარტო სოფლის მეურნეობის, არამედ პორნოინდუტრიისა და მძიმე მრეწველობის სფეროებშიც.

ეს, განსაკუთრებით აღნიშნული ინდუტრიის საერთო და კონკრეტული აქტები არ არის, უფრო სწორად არ უნდა იყოს მოკლევადიანი პროცესი.

როგორც წესი, პროცესის ყოველ მონაწილეს ურჩევნია აღნიშნული შრომითი აქტი იყოს რაც შეიძლება გრძელი, ხანგრძლივი, ნაყოფიერი, და რაოდენ პარადოქსულადაც უნდა მოგეჩვენოთ, მიუხედავად დაძაბულობისა, დაღლილობისა, ხშირ შემთხვევაში გაუაზრებელი, უნებლიე მოძრაობებისა და ალაგ–ალაგ ტრამვებისაც კი – ამგვარი დაძაბული და თავდადებული შრომა, თქვენ წარმოიდგინეთ და, მით უფრო სასიამოვნო, კმაყოფილებისა და შვების მომტანია. როგორც იტყოდნენ, შრომამ შექმნა ადამიანი!

ყოველივე ამას კი, თავისუფალი დრო, კარგი კვება და საფალოსე მასალები სჭირდება. ამ ხნის განმავლობაში გამოჩნდება კიდეც, სად არის სუსტი წერტილები, რა საჭიროებს დამუშავებას, მიხედვას, შეცვლას, მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვეულებრივი მუშა პროცესია,რომელიც პროფესონალრი მიდგომისა და განსაკუთრებით ზემოაღნიშნული ფეხზე დადგომის შემთხვევში, დიდ სარგებელს მოუტანს ქვყანას.

ამ სისტემის ამუშავების შემდგომ, თანდთანობით უნდა აიწიოს ფალოსები იმპორტრებულ საფალოსე მეურნეობის პროდუქტზე, იმისათვის რომ სტიმული მიეცეთ ქართველ ფემერებს, გლეხობას, არა თუ დააკმყოფილოს ადგილობრივი ბაზარი, არმედ ექსპორტზეც გაიტანოს პროდუქცია(ომის შემდგომი იაპონის გამოციდლების მიხედვით).

ძლიერი სოფელი კი, თავისი ძლიერი ყველაფრით, ძლიერი, გამართული და ფეხზე მდგომი, დიახ, ქვეყნის საწინდარია!..

ავტორი: ნასრედინი
26.07.2012 11:52
პოლიტიკა პოლიტიკად, მაგრამ არ დაგვავიწყდეს ეკონომიკაც, რომელიც დიდადაა დამოკიდებული პოლიტიკაზე და განსაკუთრებით კი სექსსა და პოლიტიკაზე.

ამ მხრივ გადავხედოთ საბანკო -საფინანსო სექტორს.
ერთი შეხედვით აქ ყველაფერი რიგზეა, ადრე თუ გასცემდნენ კრედიტებს წლიურად 18-20% -ში, ეხ¬ლა 10-12%-ში გასცემენ. კარგია, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ ეკონომიკის სტიმულირებასა და გაჯანსღებაზე ფიქრობთ, არაა საკმარისი.

როგორც ცნობილია, ბანკი ფულს იზიდავს დიდი მაგნიტით, განსაკუთრებით 20 და 50 თეთრიანებს, ან ბანკთაშორისი ხელშეკრულებით, ან ევრო საბონდო ობლიგაციბის გაყიდვით, სესხის და ობლიგაციის პროცენტი მერყეობს 6 დან 7%-მდე. ბანკები ამ თანხებს აკერედიტებენ ნორმალურ პირობებში 12%-ად, ნთუ ეს ნორმალურია, 100%-ია¬ნი მოგება, როცა 1000–იანი მაინცაა საჭირო? ეს არის ეკონომიკის სტიმულირება? იმ დროს, როდსაც უამრავ ქვეყანაში, წლიური პროცენტი 2,5% დან 5%-მდე მერყეობს და დაექცათ ეს ქვეყნები თავებზე.

აქ მავანი იტყვის, რომ ანაბრებზე 1000% აქვთ დარიცხვა. ვის არიცხავენ მაინც? იმათ, ვისაც ფული არა აქვს, ვინც ბიზნესს ვერ იწყებს, სექსუალური ცხოვრება აუწყობელი აქვს იმის გამო, რომ ფული, ჭკუა და ქონება არ მოსდევს წინაპრებიდან, დღევანდელობა კი დაბლა სწევს მის ინტელექტუალურ–სექსუალურ შესაძლებლობებსა და სურვილებს?
კი ბატონო, ეს უკანასკნელი აღნიშნულ სურვილებს წინაც კი უსწრებს ზოგჯერ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, საქმე საქმეზე რომ მიდგება, მოჩვენებითი აღმოჩნდება ბევრისათვის, როგორც კი კრედიტი, პროცენტი და დომენიკ სტროს კანის ინციდენტი გაახსენდება.

ამას გარდა, აღნიშნულ სუბიექტს აქვს აგრეთვე ჭამის სურვილი და მადა/მეტი რა დარჩენია/, ბანკი კი ეტყვის,”გადასარევი პროექტია საცივის და ჩაქაფულის, თქვენც ძალიან კარგი მადის ადამიანი ბრძანდებით, მაგრამ ეგრეთ წოდებული “სტარტ აპ” ბიზნესია და ინდაურს და ხაშლამას ვერ მოგცემთ, გარდა ამისა მატერიალური უზრუნველყოფაც არ გაგაჩნიათ შესაბამისი ქვაბებით და ჭურჭლით და ეგენიც რომ გქონოდათ, თუ “ქეშ ფლოუ”-თი და მაღალი პოტენციით არ იქნება უზრუნველყოფილი თქვენი პროექტი, მაინც უარს გეტყოდით, სწორედ გაგვიგეთ, პირადული აქ არაფერია, ეს მხოლოდ ინდაური და ხაშლამაა, მით უფრო, თურმე სექსუალური განხრითაც გქონიათ პრობლემები„.

”ცხოვრება მშვენიერია”, უთხრათ ამ ადამიანებს და ერთჯერადი ფრთები და კურტუმოები დაურიგოთ, მაგრად ეყვარებათ ქვეყანა!!!

იმისათვის,რომ ეკონომიკამ და ფალოსმა დაიწყოს ნორმალური ფუნქციონირება, მთავარია საცივისა და ჩაქაფულის ნედლეული იყოს პირველ რიგში ხელმისაწვდომი და რეალურ ზომებში, არამეუტეს, 6,5 –7 მეტრისა(ეგეც საგრძნობლად დაბალი ზომებია), მაგიდებზე დასადებები არ უნდა აღემა-ტებოდეს 5 მეტრ-ს.

უნდა შეიქმნას სახელმწფო სატრასტო კომპანია,რომელიც სადაზღვევო სექტორთან ერთად, იქნება გარანტი თავისი თითოეული ინიციატივიანი და ინდოურიანი მოქალქისა, რომელსაც ექნება რეალური ვახშამ–გეგმა, შემდგომი სექს–ღამის გეგმითა და ფანტაზიებით, დაწყებული 3,000 აშშ დოლრიდან არა უმეტეს 1,000,000 აშშ დოლარისა.

აი, მერე ნახეთ, ყბების მოძრაობა და ფალოსების აღორძინება!

საერთო ჯამში ქვეყანა და ძროხა მოიგებს, მოქალაქეები იქნებიან კმაყფილები და დაკმაყოფილებულები, იგრძნობენ ქვეყნის გვერდში დგომას,თავს კი სრულყოფილ ადამიანებად, რაც ქვეყანას ბუმერაგივით დუბრუნდება მოქალაქეების სიყვარულის და მადლიერების სახით.

არანკლებ მძიმე სურათია სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით.

ავტორი: ნინა საიდან გვწერთ: ფსიქიატრიულიდან
26.07.2012 11:29
100% ეგრიი...რაიხისგან მაგარი რამე ვისწავლე და მინდა ყველას გავუზიარო...როცა თავს უხერხულად გრძნობთ... დაჯექით სკამზე...ოდნავ გადაწექით...(საზურგეს მიეყრდენით ანუ) ხელები და ფეხები რაც შეიძლება გადაშალეთ... და ღრმად ისუნთქეთ 2-3 წუთი...ეს არის თავისუფლების პოზა...

ავტორი: ნონა საიდან გვწერთ: ბათუმი
26.07.2012 10:24
ვფიქრობ, სექსის კი არა ღირებულებების პრობლემა გვაქვს სრულიად ერს. სექსი ღირებულება არ არის. და რაც უფრო მაღალ მნიშვნელობას მივანიჭებთ მას, მით მეტი წარმატებით გვმართავს.
თავისუფლებისათვის ბრძოლა მოითხოვს, რომ მოთხოვნილებები იყვნენ მართვადნი და არა მმართველნი.

თქვენ კი ამ მოთხოვნილებების მართვის საშუალებად მათივე კაპრიზების ხარისხიანი დაკმაყოფილებას სახავთ.

პ.ს. ბატონო გიგა, თუ მოიცლით, გთხოვთ, მიპასუხოთ - მრავალფეროვნად დაკმაყოფილებული ინსტიქტები ფლობენ მრავალფეროვნების ზედა ზღვარს?

ავტორი: ნუციკო საიდან გვწერთ: თბილისი
26.07.2012 10:11
ჩემდა სამწუხარ-სამარცხვინოდ, ამ ავტორს არ ვიცნობ, ამიტომ, გამიჩდა არაარსებითი და გულუბრყვილო კითხვა - რაიხი ფსევდონიმი ხომ არ არის და ხომ არ რაიხი= III რაიხს?

ავტორი: უიშვილი საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
26.07.2012 09:47
ავტორი გიგა ზედანია 25.07.2012-
"მაგრამ სად გინახავთ ჭკვიანი კონსერვატორი საქართველოში?" -სექსის თავისუფლება, იმასაც ნიშნავს, რომ ეს ურთიერთობები შედგეს "ყველასი ყველასთან" ეროვნული და რელიგიური ნიშნის მიუხედევად, რაც საქართველოში შეუძლებელია საზოგადოების პოლიტიზების მაღალი დონის, სტერეოტიპული "შიშების" გამო-რუსს "არ მივეკარები"- ოკუპანტია, ფუ-სომეხი და თათარი -ბინძურია და ა. შ. (ეს ჩემი პოზიცია არ გახლავთ)... სექსუალური აღზრდის, დაბალი კულტურის გამო... მნიშვნელოვანია-სექსის საკითხში ადამიანურ ღირებულებათა ფაქტორის დეფიციტი-საქართველოში ეკონომიკური სარგებლიანობის ფაქტორი, მეშჩანური გემოვნება, სექსუალურობის უგულვებელყოფის საფუძველია... ძველინდური ფილოსოფია სექსის თაობაზე წერს: "გულთა ლტოლვა ბადებს-მეგობრობას. აზრთა თანხვედრილობა ბადებს-პატივისცემას, სხეულთა ლტოლვა- ბადებს ვნებას! სამივე გრძნობის არსებობა ბადებს -სიყვარულს! რომელიმე ერთ ერთი კომპონენტის გამორიცხვის პირობებში (ზემოაღნიშნული სამიდან) სექსუალური ურთიერთობიდან მიღებული სიამოვნება ისე განსხვავდება ერთმანეთისაგან, როგორც მათხოვრის საუზმე -მეფური ნადიმისაგან...
მაგრამ სად გინახავთ ჭკვიანი (ნოვატორი) რეფორმატორი საქართველოში?

ავტორი: მიშა
26.07.2012 03:44
ისევე როგორც ჭკვიანი ლიბერალი
ბატონო გიგა:)

ჩემი აზრით მათი არსებობა ერთმანეთს განაპირობებს.
დღევანდელ მთავრობას რატომღაც უწოდებენ ლიბერალს და "ლჯბტ" უფლებების დამცველს, მაშინ როცა ბატონი გოკა გაბაშვილი სხვა ვაჟლკაცებთან ერთად საჯაროდ აპროსტესტებდა, ამ საკითხთან დაკავშირებით რაღაც კონვენციასთან შეერთებას.

სამწუხაროდ ზუსტად ვერ ვიხსენებ რა კონვენცია იყო და რა თემას ეხებოდა. უბრალოდ მათი შეღონებული სიფათები კარგად მახსოვს.

ასვე საყურაღებოა ლიბერტარიანელი, გნებავთ ლიბერალური ეკონომიკის თავგამოდებული მცველების ჯერ "უსექსობით" გატანჯული "ქალიშვილის" პოზა, როცა კატეგორიულად უარყობ მთავრობის მიერ ამა თუ იმ პროექტების დაფიანასებას და მერე უცებ სუფლის მეურნეობის 4 მილიარდიანი ფონდით, "ფეხმძიმობის" შესახებ ინფორმაციის "გავარდნა", ან ქალაქების დაარსების იდეები.

ბატონი გიგა ალბათ ყოფილხართ თბილისში ფრანგულ, ინგლისურ და გერმანულ ბიბლიოთეკებსა და კომპიუტერულ ცენტრებში.

აი სწორედ მსგავსი ორგანიყაციების გახსნაა საჭირო მთელი ქვეყნის მასშტაბით. როგორ? და რატომ?

საქართველოში, სხვადასხვა კუთხეში 62 ქლაქი, იგივე რაიონი არსებობს წარმოიდგინეთ ყველა რაიონში აშენდეს ლამაზი თანამედროვე შენობა უფასო 40-50 კაციანი კომპიტერული ცენტრით და სერიოყული თანამედროვე ბიბლიოთეკით, ასევე მაშტაბური საკონფერენციო დარბაზებით სადაც თბილისიადან სხვადასხვა არასამთავრობო, ან უცხოური ორგანიყაციებეი პრემანენტულად ჩაატარებენ დისკუსიებს, შეხვედრებს რაიონის მოსახლეობსათან.

საგანმანათლებლო ცენტრებში უფასოდ იქნება საშუალება ნებისმირმა მსურველმა იქ წაიკითხოს ნებისმიერი ქართული გაზეთის ან ჟურნალის უახლესი ნომერი.

დამზადდეს მცირე მოცულობია, ადვილად გასაგები ენით დაწერილი ბროშურები სადაც მოკლედ და გასაგებად იქნება აღწერილი რაიონის და სოფლის მკვიდრთა უფლებები, შესაძლებლობები თუ როგორ გამოხატონ თავიანთი პრობლემები უფლებები. და რა გზები იქნება პრობლემების გადასაჭრელად ყველაყე ცივილური, ყველაყე ეფექტური.

აი ის სიბნელე რაყეც თქვენ საუბრობთ გარწმუნებთ ძალიან სწრაფად აღმოიხვრება.

და დაჯდებოდა ყველაფერი ეს თუ ვივარაუდებთ ერთი თანამედროევე ინფასტრუქტურის მქონე გამართული შენობის აშენება თავის წიგნებით, საკონფერენციო და მცირე სამკითხველო დარბაყით მაქსიმუმ მილიონი მილიონ ნახევარი.

სულ არამდენი რაიონია? 62 ე.ი. სულ 62 მილიონია საჭირო იმისთვის რომ საქართველოს აბსოლუტურად ყველა რაიონში არსებობდეს ერთი კარგი ცენტრი სდაც იქნება უფასო ინტერნეტი, კარგი წიგნები ბროშურები კანონმდებლობიდან. სდაც ასევე ხშირად ჩატარდება რაიონის და ამ რაიონის სოფლების მაცხოვრებტატავის სემინარები გნებავთ ტრენინგები.

ეს არის სამომავლო და საშვილიშვილო საქმე რომელსაც მაგალითად სულ 62 მილიონი სჭირდება. შემდეგ შენახვა ბიბლიოთეკარების და მომსახურე პერსონალის ხარჯები არ ესაა კატასტროფული თანხა.

მაგრამ ტქვენ რომ კითხოთ გამჭრიახ ბენდუქიძეს ან მის მიმდევრებს ეს კომუნიზმი და სოციალზმი იქნება. სამაგიეროდ რუსლანს და სოფო ნიჟარაძის კონცერტებში მილიონების გადაყრაა ჭკვიანური და ეფექტური წამოწყებები.

კარგი იქნებიდა ასევე საყოგადოებრივ არხს დეფნინსებინა ცნობილიო ევროპული სტუდიების არტეს და ბბს-ის დოკუმენტური კარგი ქართულით ნათარგმნი ფილმების ციკლები.

აი სწორედ მაშინ თვნც აღარ მოგიწევდათ მივიწყებული ფილოსოფოსები აყრების გასხსენებლად პოლიტიკის პერვერსიების შესახებ წერა.

სულ მარტივია, მხოლოდ 6 2 მ ი ლ ი ო ნ ი ერთი კარგი საჯარო დისკუსია და საშვილიშვილო საქმე იქნება გაკეთებული.

ავტორი: ნოშრევან
26.07.2012 00:40
ბატონო გიგა, "საქართველოს გადამრჩენი" მრავალფეროვანი სექსის ქვეშ რას გულისხმობთ, გთხოვთ დააკონკრეტოთ :)
და მეორე, აქვს თუ არა უფლება ქალს/კაცს შეზრუდოს სექსის მრავალფეროვნება თავისუფალი არჩევანით, თუ ესეც დააკნინებს დემოკრატიულობის ხარისხს საზოგადოებაში?

ავტორი: მიწიერი საიდან გვწერთ: სადღაც რომ დამეწერაო
26.07.2012 00:14
პ.ს.წამსვლელი:მაგათზეა ნათქვამი:თაგვმა თხარა-თხარაო...(რათქმა უნდა დაჯარიმებას ვგულისხმობ:))))))).)

ავტორი: nin
25.07.2012 23:18
"დიახ, დღევანდელი ქართული ელიტა ბევრად უფრო თავისუფალია თავის სექსუალურ ქცევაში, ვიდრე სხვა ფენები არიან და ვიდრე თავად ის ყოფილა ოდესმე." :) ბატონო გიგა, რომელ კვლევებზე დაყრდნობით გამომგაქვთ ეს გასკვნა? :)

ავტორი: სექსოლოგი
25.07.2012 22:24
მეძაობით აქვთ მოპოვებული სექსუალური თავისუფლება ჩვენს საზოგადებრივ ელიტას...ამიტომ არ ხდება ქცევის უნივერსალიზაცია, არ ხდება დისკურსის გავრცელება, სადაც სექსუალობის თავისუფლება ცენტრალური თემა იქნებოდა.

მალავენ გიგა, რომ ბოზობდნენ მაგას მალავენ..))))

ავტორი: ანონიმი
25.07.2012 21:01
არის ხალხი ვისთვისაც საუკეთესო პოლიტიკოსი იქნებოდა საროსკიპოს კარგი ადმინისტრატორი მამაშა. ზომიერად ახალგაზრდა,ყველანაირად გამოცდილი. პარლამენტად კი ამ საროსკიპოს დეგუსტატორთა კომისიაც ივარგებდა მათი აზრით. მაგისთანებმა ლენინის ნაირ დიდ კაცს შეიძლება სიფილისით ტვინი გაუწყალონ(სიტყვა სიტყვით) და ამიტომ ჯერ ჯერობით პაუზაა ვიდრე რამე საშუალებას არ მოიგონებენ ან არ გაიმარჯვებს მაგისთანა რამეებზე რეაქციის სახით ,მაგათ გადამკიდე ნევროტიკოსთა მიერ უკვე კაი ხანია შექმნილი და გაშლილი საერთაშორისო ანტისექსუალური ჯერ-ჯერობით არასამთავრობო სრულიად საერო მოძრაობა(ბერ მონაზვნობა და დერვიშობა კიდე სხვაა). მანამდე დემოკრიტეს ნაირი ცინიკოსების ხელშია ბევრი რამ(უყვართ ჩუკუნობა აგორაზე). არ მოსწონთ ალექსანდრე მაკედონელი და ძაღლებს ეძიძგილავებიან ძვლის გულისთვის. სტალინმა კი ყველა კუთხე-კუნჭულში და საწარმო-დაწესებულებებში თუ პარტიის და კომკავშირის შეკრებებზე ინდივიდუალურად და კოლექტიურად დაუპატიურებული გოგონებისა და ქალების მიერ უდედმამო ან მარტოდედიანი საცოდავი ბავშვების მასობრივი გაჩენა რომ შეწყვიტა რაიხის საყვარელი ბოლშევიკების მიერ გაბედნიერებულ რუსეთში და ერთ-ორ თაობას კიდევ რომ შეუნარჩუნა ოჯახის მსგავსი რაღაცა სწორედ ამიტომ წამოიწყო გაბოროტებულმა საბჭოთა ლიბერალიზმმა დესტალინიზაცია თორე სისხლს ეგენიც უხვად ღვრიან და აბა ჰე. გაუძელით.

ყველაზე პოპულარული