Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია ნოდია: ზიანი მიადგა ევროპულ იდეას


გია ნოდია
გია ნოდია

ორიოდე დღეც და საბერძნეთში, გეგმით, კვლავ გაიხსნება ბანკები. გადაივლის საბერძნეთის ვალებით გამოწვეული კრიზისის უმძიმესი ეტაპი და, სავარაუდოდ, განახლდება კრედიტორების მოლაპარაკება საბერძნეთთან, მისთვის დახმარების მესამე პაკეტის მისაწოდებლად - მომჭირნეობის ზომების სანაცვლოდ. განვლილი კვირების განმავლობაში ბევრი ითქვა საბერძნეთის კრიზისზე, ათენი და კრედიტორები ერთმანეთის მისამართით სხვადასხვა სიმძიმის კრიტიკულ შეფასებებს აკეთებენ. ერთმანეთისაგან განსხვავებულ, ზოგჯერ ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებებს მოისმენთ კრედიტორ ქვეყნებშიც, მათ შორის გერმანიაში, რომლის პოზიციაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის არის ეკონომიკურად უძლიერესი ევროკავშირში და ის არის საბერძნეთის უდიდესი კრედიტორი ქვეყანა.

ძნელი არ არის დაგრჩეს შთაბეჭდილება, რომ საბერძნეთის ულტრამემარცხენე პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასს, მის მცდელობას შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები, პენსიები, საერთოდ მომგებიანი პირობები მოქალაქეებისათვის - მემარცხენეები თანაუგრძნობენ, ხოლო ევროკავშირის სტაჟიანი ლიდერების, ასე ვთქვათ, ისტაბლიშმენტის პოზიციას, რომ ვალებს გასტუმრება უნდა (თუ საჭიროა მომჭირნეობის მტკივნეული ზომების ფასად) და რომ ევროკავშირის არსებობისათვის აუცილებელია წესების დაცვა - ამ პოზიციას მემარჯვენე-კონსერვატიული ძალები ემხრობიან.

თუმცა, საქმე ასე მარტივად არ არის... საბერძნეთის მმართველ კოალიციაში ულტრამემარცხენეებთან ერთად ულტრამემარჯვენეები შედიან და ათენის პოლიტიკას აღტაცებაში მოჰყავს, მაგალითად, ულტრამემარჯვენე ძალა საფრანგეთში, მარინ ლე პენის „ნაციონალური ფრონტი“. ამ საკითხზე, და ზოგადად, საბერძნეთის კრიზისზე სასაუბროდ, რადიო თავისუფლების სტუდიაში მოვიწვიეთ პოლიტოლოგი გია ნოდია - ავტორი ჩვენი რადიოს რუსულენოვანი სამსახურის, "ეხო კავკაზას" საიტზე გამოქვეყნებული ტექსტისა „ბერძნები და ქართველები“.

გია ნოდიასთან საუბარი დავიწყე საბერძნეთის კრიზისზე მემარჯვენეობა-მემარცხენეობის ჭრილში.

გია ნოდია: ზიანი მიადგა ევროპულ იდეას
please wait

No media source currently available

0:00 0:20:29 0:00
გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG