ორშაბათი, 22 სექტემბერი, 2014 თბილისის დრო 22:15

რუბრიკები / ინტერაქტიული დიალოგი

გია დვალი: ”კითხვა - ვართ თუ არა მზად დემოკრატიისთვის? - შეურაცხმყოფელია”

x
ავტორი ია ანთაძე
დღეს „ინტერაქტიული დიალოგის“ სტუმარია პროფესორი გია დვალი. იგი საუბრობს თემაზე: „აკადემიური თავისუფლება“. ორშაბათობით სტუმრისთვის შეკითხვის დასმის საშუალება აქვს ყველას, ვინც თავის შეკითხვას ტექსტური შეტყობინებით წინასწარ გამოგზავნის ნომერზე 15 - 10, ან მოგვწერს რადიოს ვებსაიტზე: www.radiotavisupleba.ge

გია დვალი: ”კითხვა - ვართ თუ არა მზად დემოკრატიისთვის? - შეურაცხმყოფელია”
გია დვალი: ”კითხვა - ვართ თუ არა მზად დემოკრატიისთვის? - შეურაცხმყოფელია”i
|| 0:00:00
...
 
🔇
X


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
17.01.2013 20:49
საბჭოთა კავშირში მეცნიერება განვითარებული იყოო, წერს ერთი ამ კომენტარებში, მე ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას.

ავტორი: anoni
04.01.2013 12:03
მიხედეტ ტქვენს საქმეს. არ გაგიგიატ ორი კურდგლის მადევრის ისტორია? პოლიტიკა კი მიტუმეტეს სწრაფად დარბის

ავტორი: ანონიმი
03.01.2013 13:18
“მე არ ვეთანხმები თქვენს შეხედულებას, მაგრამ მზად ვარ შევწირო ცხოვრება რომ თქვენ გქონდეთ მისი გამოხატვის შესაძლებლობა” (ვოლტერი)
“კითხვა – ვართ თუ არა მზად დემოკრატიისთვის? – შეურაცხმყოფელია”.
ვფიქრობ შეურაცხმყოფელი კი არა, უაზროა. მზად შეიძლება იყო ლობიოს საჭმელად. დემოკრატია ნამდვილად არ არის ლობიო.
დემოკრატია (არაპოლიტიკური გაგებით), პირველ რიგში სხვისი და საკუთარი თავის პატივისცემაა.
თუ საკუთარ თავს სცემ პატივს, ვერ ეტყვი თანამოსაუბრეს “ნაძირალა”, ვერ “ჩააგინებ” (არ შევაგინე, ჩავაგინე!), არ ესვრი ქვებს შენი ქვეყნის პრეზიდენტს, “შელაპარაკების” შედეგად არ გაუყრი დანას შენს ახლობელს და მერე, როცა მანქანით ჩაუვლი ეკლესიას, პირჯვარს დაიწერ და კეთილ ქრისტიანად აღითქვამ თავს.
ხალხნო, იქნებ ხანდახან ჩავიხედოთ სარკეში? რასაც სარკეში დავინახავთ, არა მგონია სარკის ბრალი იყოს.
თავისებურ სარკედ ტელევიზორი გახდა. მოგვწონთ ჩვენი თავი ტელევიზორში?
მე არ მომწონს. მაგრამ ეს ჩემი პირადი შთაბეჭდილებაა.

ავტორი: სულეიმანი
02.01.2013 18:22
თენუარი რა უბედურებაა? არ შეიძლება, რომ "უვადო კონტრაქტი" ან რამე ასეთი ვიხმაროთ?

ავტორი: ანონიმი საიდან გვწერთ: თბილისი
01.01.2013 21:25
ბატონო გია,
ერთი შეკითხვა: შეხეება თუ არა თენუარის სისტემა მეცნიერებს, რომლებიც არ არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში, ანუ აკადემიურ კვლევებს აწარმოებენ, მაგრამ არ ასწავლიან უმაღლეს სასწავლებლებში?

წინასწარ გიხდით მადლობას.

ავტორი: ანონიმი
31.12.2012 00:21
ბატონო გია, ვშიშობ თქვენს გია მაისაშვილივით არ მოგივიდეთ - დიდი კაცი რო ეგონა ყველას და ბოლოს ერთი სამარცხვინო ადამიანი რომ აღმოჩნდა.

მოკლედ აკადემიას არ გასცდეთ არავითარ შემთხვევაში, გაერიოთ პოლიტიკაში და ღიად არ დაიჭიროდ არც ერთი პოლიტიკოსის მხარე!
დიდი პატივისცემით..

ავტორი: დაღმავალი რიგი საიდან გვწერთ: ქუთაისიდან
30.12.2012 23:05
მეცნიერ -თეორეტიკოსის მოსაზრბებები დემოკრატიაზე ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა.
ისევე როგორც ნაკლებად სინტერესო იყო მშვენიერი ბალერინას საუბრები პოლიტიკაზე (კიდევ კარგი, ის ბალწერინა მიხვდა ანას და გაჩერდა).
ისევე როგორც სპორცმენის მოსქზრებები დემოკრატიაზე.
ეს რომ იყოს ალბერთ ეინშტეინის მაშტაბის ადამიანები - მაშინ ასეთი პიროვნების ყველაფერზე მოსქზრებაა საინტერესო.
ანდა მაგალითად ალბერთ შვეიცერის აზრები ჰუმანიზმზე.
ისე, სხვათა შორის - ჩემთვის ნაკლებად სარწმუნოა ეფექტურობა კომისისიისა, რომელმაც სამეცნიერო და საგანმანათლებლო პოლიტიკა უნდა დანერგოს - და როცა ასეთ კომისიასი მეცნიერები შედიან და არა - განათლების სისტემის მენეჯერები.
კახი კალაძე ბევრად მისაღებია ენერგეტისკის მინისტრად, ვიდრე ფიზისკო-თეორეტიკოს დვალის იდეები მეცნიერების ორგანიზაციის შესახებ.
დროა მი(ვ)ეჩვიოთ, რომ მეცნიერების ორგანიზაციაც და განათლების სისტების ორგანიზაცია - ცალკეული დარგებია და ასეთ დარგს ცოდნა ჭირდება.
ამერიკულ უნივერსიტეტებში რექტორები როგორც წესი სწორედაც რომ მეცნიერების, განათლების სისტემის ორგანიზატორები არიან სპეციალობით (განათლების დარგში მენეჯერები).
თუ ჩვენ სისტემას ვიწუნებთ და ახალი გვინდა - ეს ახალი სწოედაც რომ მეცნიერევის ორგანოზატორებმა უნდა დაგეგმონ და არა მეცნიერებმა. რამდენად საპატივცემულონიც უნდა იყვნენ ისინი.
სამწუხარიოა, რომ ამაზე კიდევ გვჭირდება თურმე საუბარი.

ავტორი: დათოტ საიდან გვწერთ: ევროპა
30.12.2012 15:36
ზოგი წერს: "გია დვალზე უკთესი და მსოფლიოში აღიარებული მეცნიერი საქართველოს არ ჰყავს, ეს ფაქტია." არა ბატონო საქართველოს ბევრი აღიარებული მეცნიერი ჰყავს და ჯეჯერობით "საუკეტესოს კონკურსი" არ ჩაუტარებიათ. განსხვავება იტაა ვის უკეტესი "პიარი" აქვს. ეს მეცნიერიბი (მათი ნაწილი) არ იზიარებენ მის შეხედულებებს.
ჩემთვის პირადად გაუგებარია "აკადემიური თავისუფლება" იმ ადამიანისგან რომელიც მომხრე იყო რომ მისი "მშობლიური" ფიზიკის ინსტიტუტი უნივერსიტეტს მიერთებოდა და გარკვეული აკადემიური თავისუფლება დაეკარგა.
პატივისცემით,
ქართველი პროფესორი (არა გია დვალი) ევროპიდან

ავტორი: სოფო საიდან გვწერთ: უნივერსიტეტიდან
29.12.2012 16:58
რამხელა აგრესია წამოვიდა კომენტარებში :( კაი ტიპია დვალი, და წარმატებული ფიზიკოსი, არასრულფასოვნების კომპლექსი არ აწუხებს ერთი ცნობილი პერსონასავით, არც უსახო და ნაცრისფერია ყოფილი პარლამენტის თვჯდომარესავით(რომელსაც ნაცებიდან თურმე ყველაზე დიდი ნდობა აქვს) ხოდა ესაა ცუდი? რა ათუხთუხებთ? მალე ჩაცმულობის სტილსაც დაუწუნებენ და ეგაა. არა ის იყო ნორმალური ყოფილი უნივერსიტელი თსუ-ში რომ ვერ კითხულობდა ლექციას, არ მიასუნინეს მაშინდელმა ადმინისტრაციამ და იმიტო. ან ორი კინკილა ბავშვი რომ არის ფიზიკის მიმართულებაზე და დაბალი დონის გამო სად გაიქცნენ აღარ იციან. ესენი კიდე მოსდგნენ და "კაი მეცნიერია მაგრამ მაგაზე უკეთესებიც გვყვანან", ვინ აბა? ერთი მაინც დაასახელეთ, ისე მაგათ კი შეიძლება მართლა ჰყვანან

ავტორი: ოქსფორდიდან
27.12.2012 10:51
ვერ ათავსებს ფიზიკას და ლირიკას ერთად,თუმცა ჭკვანი,ძლიერი მეცნიერი,ყველამხრივ ძლიერია ჰიგსის ბოზონს მიხედოს თუ შეუძლია.ციცერონი ნაკლებადაა და საუბედუროდ,უკვე გადაწყვეტოლი საკითხის თემასაც სუსტად აანალიზებს

ავტორი: ანონიმი
27.12.2012 10:18
სალამ მალეიქუმ-მოგესალმებით თუ გაგიმარჯოთ.ვაი Viva Academia.Viva Рrofesure-ს გამოთქმულსში მომეწონა-მდგომარეობს შემდგომში და ინტერვიერის მირ ნათვამში კი-ძალიან ვე გამიგია-სად გამოძებნეს ეს მცნიერები!!!

ავტორი: იაშვილი საიდან გვწერთ: ლოს-ანჯელესი
27.12.2012 10:07
ინტერაქტიული დიალოგის რუბრიკა,თავის წამყვანიანად და მის მიერ მოწვეული " ბრძნებით",მათი და წამყვანის აზროვნების,მჭერმეტყველების გათვალისწინებით,"წამოჭრილი აქტუალური საკითხების განხილვით"-სირცხვილია, თავისუფლების დონის საიტისათვის,ამგვარი "განათლებულების" ადგილი,მაესტროში და ახალი ამბები გე-ს, ყვითელ საიტებზეა,ამგვარი "მეცნიერული" დაონის ხალხის "ნააზრევის" მერე,და თითქმის ყოველთვის,ამგვარებს იწვევენ ამ რუბრიკაში,"ძველ-ახალის გამომგონებლებს" , მსოფლიოს მიერ უკვე დიდი ხნის წინ დაღეჭილი საკითხების,"განხილვით და წყვეტის გზების"მათი უტვინობით გამწარებული,ტვინების ჭყლეტით",ძებნით, და მათი მომსმენი კომენტატორების,ათასჯერ, ერთი და იგივის გამმეორებელი კომენტარებით ყველა გამომსვლელის ნათქვამის კომენტირებისას,"სოლომონ თერნალების, ბრძნობით გამსჭვალულ ნაღაღადევში და ანონიმის გამახვილებულ შემჩნევაზე , საბჭოთა არტილერისტების ზარბაზნების შესახებ"-დაკარგული ათი წუთია,თავისუფლებაზე შემოსული,ნორმალური ადამიანითვის,მკითხელისათვის.აკადემიური თავისუფლება-ყოვლისმომცველი ავტონომიური თვითმართველობითაა მოგვარებული,კემბრიჯშიც,ჰარვარდშიც და მთელს დემოკრატიულ სამყაროშიც,ეგრეთწოდებული უმაღლესი განათლების მატარებლებო,ბეჭდიანნი ქაღალდის,ვეჭვობ სიფრიფანა ქაღალდისა,ბენიერო მფლობელებო,"ხარისხიანო ქართველებო"

ავტორი: marlen
26.12.2012 14:06
გია დვალზე უკთესი და მსოფლიოში აღიარებული მეცნიერი საქართველოს არ ჰყავს, ეს ფაქტია. ამიტომ სწორედ მას უნდა
მოუსმინონ და მისი შეხედულებები გაითვალისწინონ განათლების და მეცნიერების პრიორიტეტების განსაზღვრისას

ავტორი: რუსუდანი
26.12.2012 12:21
”ავტორი: ნანა-----პატივს ვცემ ბატონ გია დვალს, მაგრამ მასზე უკეთესი მეცნიერებიც გვყავს და განათლების სფეროს სპეციალისტებიც.”.....
ამ კომენტარის ავტორი მთლად ნორმალური არ ჩანს......ნამდვილად არ ვართ --ავტორო ნანა --განებივრებული ქართველები ასეთი ”მოთხოვნადი” და ქვეყნის გარეთ მოღვაწე ფიზიკოსებით...და თუ გვყავს ან პოლიტიკის წუმპეში ჩაეფლო ან ჩარჩა ლაბორატორიაში... ადამიანმა გამოძებნა თავისი ძვირფასი დრო და დააფასე...

ავტორი: vano საიდან გვწერთ: saqartvelodan
26.12.2012 09:31
რა კავსშირშია მეცნიერაბის განვითარება დემოკრატიასტან? საბჭოთა კავშირში მეცნიერება განვთარებული იყო, მაგრამ დემოკრატიის არაფერი შეიმჩნეოდა!

ავტორი: ნანა
25.12.2012 22:21
პატივს ვცემ ბატონ გია დვალს, მაგრამ მასზე უკეთესი მეცნიერებიც გვყავს და განათლების სფეროს სპეციალისტებიც. რატომ გახდა ასეთი პოპულარული ვერ ვხვდები, იმდენს ალაპარაკებენ და ილაპარაკებენ მასზე რომ ბოლოს ხალხს ყელში ამოუყვანენ. წინასწარ ვუთანაგრძნობ, ქართველებმა ორ უკიდურესობაში გადავარდნა იციან ხოლმე...

ავტორი: ელენ საიდან გვწერთ: თბილისი
25.12.2012 21:31
მგონი, აკადემიურ თავისუფლებამდე სანამ მივალთ, აკადემიური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა მოვაგვაროთ. თსუ-ს მონიტორინგის სამსახური დასჭირდა პროფესორების გასაკონტროლებლად, რომ ლექციები არ გაეცდინათ (მაინც არ ეშველა ამ სამარცხვინო პრობლემას). რომელ აკადემიურ თავისუფლებაზე უნდა ელაპარაკო ასეთ ლექტორებს? რამდენიმე წლის წინ დავამთავრე თსუ და იყო ისეთი შემთხვევები, როცა ლექტორი მთელი სემესტრის განმავლობაში ერთხელაც არ გამოჩენილა. მაგისტრატურაში ხომ ძმობისა და მეგობრობის ხათრით ვიღებდი უმაღლეს ქულებს. არც საკუთარ პასუხისმგებლობას უარვყოფ. არ უნდა მისეცს სტუდენტმა უნივერსიტეტს ამის საშუალება, მაგრამ ეს ხომ ხათრისა და ჯიგრობის ქვეყანაა და ვიმკით ყველანი ამის შედეგს.

მართლა მაინტერესებს, ამ მარტივ, მაგრამ ყველაზე მთავარ პრობლემას- უპასუხისმგელობას- როგორ უნდა მივხედოთ...

ავტორი: bladi საიდან გვწერთ: arabeladan
25.12.2012 17:29
რამდენი წელია ვწერ, რომ დემოკრატიას ქმნიან და აყალიბებენ ლიდერები, რომლებიც მაგალითს აძლევენ თავისუფლებისა საზოგადოებს. საზოგადოება მიყვება ამ ლიდერებს, როდესაც მათთვის ამოსავალი წერტილი ადამიანის თავისუფლება და სამართლიანობაა. ეს აყალიბებს დემოკრატიას. მადლობთ ბატონო გია. დიქტატორები, მოძალადეები, უბრალოდ ადამიანები რომელთა მოთხოვნილებაა სხვზე მაღლა წარმოჩინდნენ, მათი საყვარელი თემაა, საზოგადოება არაა მზად თავისუფლებისთვის ამიტომ უნდა მყავდეს დამონებული.

ავტორი: ანდრია როგავა საიდან გვწერთ: თბილისი
25.12.2012 12:46
"ვართ თუ არა მზად დემოკრატიისთვის?" - ეს ორუელის 'ცხოველთა ფერმის' პოლიტიკანთა რიტორიკაა, თავად რევოლუციურ ტალღაზე რომ მოდიან და მერე ფსევდოდემოკრატიულ-ანტიდემოკრატიულ რეჟიმს რომ ქმნიან. ასეთ იდეოლოგიურ საფუძველზე აგებენ ისინი თავის ინდოქტრინაციულ მახეებს. მათი პროპაგანდის მიზანიც ესაა: 'დემოსს' იმის განცდა გაუჩინონ, რომ მას ჯერ არ დაუმსახურებია 'სრული' თავისუფლება. ასეთი რეჟიმების ადეპტებს (ტერმინი 'მართვადი დემოკრატია' მათი მოგონილია) არ აწყობთ განათლებული, გონებაგახსნილი და კრიტიკულად მოაზროვნე დემოსის არსებობა, ამიტომვე მათ არ სურთ აკადემიური თავისუფლების არსებობაც. ეს თემები პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. გია სრულებით მართალია იმაშიც, რომ ასეთი განწყობის დანერგვის და კულტივირების მცდელობა, ამის დაჯერება და ამასთან შეგუება, არა მარტო შეურაცხმყოფელია არამედ დამღუპველი და დამანგრეველიცაა საზოგადოებისთვის.

ავტორი: ქეთი ჩოქური საიდან გვწერთ: თბილისი,53საჯაროსკოლა
25.12.2012 10:50
ეჭვგარეშეა. რომ საღ აზროვნებას საფუძველი ადრეულ ასაკში უნდა ჩაეყაროს.რატომ არ ხერხდება საზოგადოების ყურადღების კონცენტრირება სკოლამდელ და სასკოლო განათლებაზე რჩება შთაბეჭდილება ,რომ ეს მნიშვნელოვანი სეგმენტი დარჩენილია თქვენი ყურადღების მიღმა


ავტორი: ანონიმი
24.12.2012 20:25
რა თქმა უნდა შეურაცხმყოფელია იმისთვის ვინც დემოკრატიისთვის მოამზადეს საბჭოთა არტილერისტებმა და მაფიამ.

სხვა მასალები

საპარტნიორო ფონდის როლი

2014 წლის მეორე კვარტალის მონაცემების მიხედვით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინვესტიციების შემოდინებამ თითქმის 25 პროცენტით იკლო და მხოლოდ 150.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
გაგრძელება

წარმატება კიბოს კვლევებში

ბელგიელი მკვლევრები აცხადებენ, რომ შეძლეს ზოგიერთი სახის კიბოს მეტასტაზების შეჩერება.
გაგრძელება

გაეროს წლევანდელი ასამბლეის მთავარი თემები

გაეროს 2014 წლის გენერალურ ასამბლეაზე განსახილველ საკითხებს შორის მთავარი იქნება ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული პრობლემები.
გაგრძელება

აუდიო 21 წლის შემდეგ გახსენებული ტრაგედია

​თბილისში, ადამიანის უფლებათა სახლში, 21 წლის წინ, 22 სექტემბერს, თვითმფრინავის აფეთქების შედეგად დაღუპულთა ახლობლები შეიკრიბნენ.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული