Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში დანით შეიარაღებულმა პირმა მოკლა ერთი და დაჭრა სამი ადამიანი


გერმანიის პოლიციის ცნობით, დანით შეიარაღებული პირი თავს დაესხა ოთხ ადამიანს და მოკლა ერთ-ერთი მათგანი. ინციდენტი სამშაბათს დილას მოხდა მიუნხენის აღმოსავლეთით 30-მდე კილომეტრში, გრაფინგის რკინიგზის სადგურზე. პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, თავდამსხმელი დაკავებულია და ახლა მუშაობენ მისი ვინაობისა და მოტივის დასადგენად. გამომძიებლების ვარაუდით, თავდამსხმელი ისლამისტი ექსტრემისტია. ის, ზოგი თვითმხილველის თქმით, შეძახილით „ალაჰუ აკბარ“ (არაბულად „დიდ არს ალაჰი“) დაესხა თავს ოთხ პირს. ერთი მათგანი მოგვიანებით გარდაიცვალა მიყენებული ჭრილობების შედეგად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG