ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013 თბილისის დრო 23:41

ეკონომიკა / საქართველო

არჩევნები და ეკონომიკის ზრდა ერთად

იუსტიციის სახლის მშენებლობა თბილისში
იუსტიციის სახლის მშენებლობა თბილისში

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
კარს მომდგარი საპარლამენტო არჩევნების მიუხედავად, ხელისუფლება ირწმუნება, რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადი შარშანდელზე მეტია და ეკონომიკა ნავარაუდევზე მეტადაც იზრდება. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2012 წლის პირველ კვარტალში გაორმაგდა, ხოლო ეკონომიკის ზრდამ თითქმის 7 პროცენტი შეადგინა. რა განაპირობებს ეკონომიკური მაჩვენებლების ასეთ ზრდას მსოფლიოს ეკონომიკის შენელებისა და წინასაარჩევნო ბატალიების პერიოდში?

მაშინ როდესაც ევროკავშირის ქვეყნების ნაწილს რთული ეკონომიკური პრობლემები აქვს და ზოგადად მსოფლიოში ეკონომიკის შენელების ტენდენციაა, საქართველოში საწინააღმდეგო ტენდენცია შეიმჩნევა. მიუხედავად წინასაარჩევნო პოლიტიკური დაძაბულობისა, საქართველოში ეკონომიკური აქტივობა ნავარაუდევზე მაღალია. ამის შესახებ მიმდინარე კვირაში გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ისაუბრა:

საქართველოს ეკონომიკა პირველ კვარტალში, გასული წლის პირველ კვარტალთან  შედარებით, გაიზარდა 6.8 პროცენტით. დელფატორმა შეადგინა 1.7 პროცენტი. ფასების ცვლილება ქვეყანაში, საერთო დონით, არის 1.7 პროცენტი ...
„პირველი ხუთი თვის მონაცემებით, იანვარ-მაისში საგარეო ვაჭრობა გაზრდილია 19-20 %-ით. ექსპორტი გაზრდილია 12-13 %-ით, ხოლო იმპორტი - 21-22 %-ით, რაც არ არის ცუდი მაჩვენებელი. რაც შეეხება პირდაპირ ინვესტიციებს, ა/წ პირველი კვარტალი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კვარტალი იყო ბოლო წლების განმავლობაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით. პირველ კვარტალში საქართველოში 270 მლნ დოლარი შემოვიდა პირდაპირი უცხოური ინცვესტიციების სახით.“

პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებული აქტივობის მაჩვენებლები ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპზე აისახება. ამის შესახებ გასულ კვირაში რამდენჯერმე ისაუბრა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უფროსმა ზაზა ჭელიძემ:

„პირველ კვარტალში ეკონომიკის ზრდამ შეადგინა 6.8 პროცენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა პირველ კვარტალში, გასული წლის პირველ კვარტალთან  შედარებით, გაიზარდა 6.8 პროცენტით. დელფატორმა შეადგინა 1.7 პროცენტი. ფასების ცვლილება ქვეყანაში, საერთო დონით, არის 1.7 პროცენტი, გასულ წელთან შედარებით. ხოლო რაც შეეხება 5 თვის წინასწარ შეფასებებს, მისმა ეკონომიკურმა ზრდამ  შეადგინა 7 პროცენტი საქართველოში. ეს არის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი, იქიდან გამომდინარე, რომ, შარშანდელ პირველ კვარტალთან შედარებით, წელს არის მაღალი ზრდა. მოსალოდნელია, რომ მეორე კვარტალში კიდევ უფრო მაღალი ზრდა იქნება.“

საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის  მაჩვენებლების ზრდის ძირითად მიზეზად ექსპერტების ნაწილი ინვესტიციების ზრდას ასახელებს. მათი აზრით, ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე, ეს კი გარკვეული საფრთხის შემცველიც კი არის, განსაკუთრებით საარჩევნო წელს. ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დავით ნარმანია.

რეალურად რომ ვთქვათ, ეს პირდაპირი უცხოური ინვესტირებაა და, ფაქტობრივად,  ამ პერიოდში უცხოელები აკეთებენ საქართველოში ინვესტირებას, რაც საკმაოდ კარგი გზავნილია ...

„ინვესტორები ელოდებიან მაინც უმეტეს შემთხვევაში არჩევნების შედეგებს, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებენ. ამიტომ ჩვენ შემოდგომისთვის, წინა წლის კვარტალთან შედარებით და სხვა წინა კვარტალებთან შედარებით, არ უნდა ველოდოთ მაღალ საინვესტიციო ზრდას. შეიძლება კლებაც იყოს. პირველი კვარტალი, წინა წლის კვარტალთან შედარებით, აქტიურობს, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს აქტივობა მალევე შენელდება. “

მსგავს მოსაზრებას გამოთქვამს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ისაკაძეც. მისი განცხადებით, საარჩევნო ციკლი ზოგიერთ ბიზნესმენს მოლოდინის რეჟიმში გადაიყვანს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ინვესტორი გაჩერდება. გიორგი ისაკაძე ბოლო დროს საქართველოში განხორციელებული ორი მსხვილი ინვესტიციის მაგალითზე საუბრობს. ლაპარაკია კომპანია „მადნეულისა“ და „ბაზისბანკის“ ახალი ინვესტორების ხელში გადასვლის შესახებ:

„რეალურად რომ ვთქვათ, ეს პირდაპირი უცხოური ინვესტირებაა და, ფაქტობრივად,  ამ პერიოდში უცხოელები აკეთებენ საქართველოში ინვესტირებას, რაც საკმაოდ კარგი გზავნილია საიმისოდ, რომ წინასაარჩევნო წელია საქართველოში, საპარლამენტო და შემდეგ საპრეზიდენტო. ფაქტია, რომ ტურბულენტობა მათზე იმდენად არ მოქმედებს, როგორც შეიძლება იმოქმედოს ქართველ ბიზნესმენებზე. თუმცა მგონია, რომ იქაც იქნებიან საკმაოდ წარმატებული გამონაკლისები.“

გიორგი ისაკაძის პროგნოზი რომ საფუძველს მოკლებული არ არის, ეს „საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელმა ირაკლი გილაურმა მიმდინარე კვირაში დაადასტურა. საბანკო ბაზრის ლიდერი საარჩევნო წელს ბიზნესისთვის რეალურ ხელისშემშლელ ფაქტორებს ვერ ხედავს. ირაკლი გილაურის განცხადებით, ბიზნესი აქტიურია და არ ჩანს, რომ საარჩევნო პროცესებმა ის შეიძლება შეაფერხოს. განსხვავებულ მოსაზრებას გამოთქვამს ზურაბ ჯაფარიძე, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში:

”საქართველოს ბანკი””საქართველოს ბანკი”
x
”საქართველოს ბანკი”
”საქართველოს ბანკი”
„ნებისმიერი საარჩევნო წელი, განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, - იგულისხმება, რომ ეს არის ქვეყანა პროსაბჭოთა სივრციდან, ეს არის ქვეყანა,რომელმაც მნიშვნელოვანი კატაკლიზმები გადაიტანა უკანასკნელი წლების განმავლობაში, - ნებისმიერი საარჩევნო წელი გულისხმობს გარკვეულ პოლიტიკურ რყევებს, ამიტომ ამას გავლენა მაინც ექნება. ამის დათვლა, უბრალოდ, შეუძლებელია, იმიტომ რომ შეუძლებელია იფიქრო, თუ რა იქნებოდა, რომ არა საარჩევნო წელი. მიუხედავად ამ გავლენისა, მაჩვენებელი მაინც კარგია. “

ჯაფარიძისვე თქმით, მოსალოდნელი პოლიტიკური რყევების მიუხედავად, საქართველოს უცხოური ინვესტიციებისთვის მაინც აქვს მიმზიდველობა, განსაკუთრებით ევროკავშირის ეკონომიკური პრობლემების ფონზე. ამით აიხსნება შარშანდელთან შედარებით ინვესტიციების ზრდის დინამიკაც. მაგრამ, ეკონომისტების დიდი ნაწილის აზრით, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობა უკეთ ცხოვრობს, ვიდრე ევროკავშირისა. საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი, ერთ სულ მოსახლეზე გადანაწილებული, 3600 დოლარს შეადგენს, მაშინ როდესაც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 10-ჯერ მეტია. ექსპერტული გაანგარიშებით, თუ საქართველომ ეკონომიკური ზრდა იმ ტემპით გააგრძელა, როგორიც ახლა შეინიშნებ,ა ევროკავშირის დღევანდელ მდგომარეობას ოცდაათი-ოცდათხუთმეტი წლის შემდეგ მიაღწევს.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: გულჩინა საიდან გვწერთ: კუხნა
26.06.2012 21:32
ავტორი: aratutuci
26.06.2012 14:48

შენ ეხლა იბრძმედები და იწრთობი როგორც ჩანს. იწრთობი, იხვეწები გაბიანის და ბენდუქიძის ბენზინის ქურაში!

ცოტაც და მოვა მალე ფოცხოეწერის ევრორემონტიან ბინებში თქვენი ჟრიამულის ჟამი.

ავტორი: aratutuci
26.06.2012 14:48
გულჩინა, სტალინის და ბერიას კანტორა უკეთესი ადგილი გგონიათ? არადა აშკარად იმ ნესტიან კედლებში ხართ გამობრძმედილი.

ტუტუცი, შენს ბოლო პოსტს ვეთანხმები. ნამდვილად ეგრე უნდა იყოს.

ავტორი: გულჩინა საიდან გვწერთ: კუხნა
26.06.2012 12:11
"თუ ვინმეს აქვს სერიოზული არგუმენტი"

შენ კი ჩაქრი მაგ სერიოზულობაში.
ბენდუქიძის და თქვენაირებს გადასახლება და გაკულაკება ნაღდად არ ასცდებათ!!!

"ხელისუფლება ნუ გგონიათ ძიძა ან მეწველი ძროხა"

ქართულ ლიბერტარიანული, ვირეშმაკული მსჯელობა:)
ვინ ვის წველის ეგ ხომ ყველამ იცის!

ქეთა გაბიანის დაწესებულებიდან ხართ ეტყობა და "არგუმენტებიც" უხვად გქონიათ.

ფოცხოეწერის ნესტიან ბინებში ორ ტომარა ფქვილზე ცხოვრება არ აგცდებათ თქვენ!!!
აი, მაშინ გვექნება ეკონომიკური ზრდაც!!!

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
26.06.2012 08:56
ისევ იგივე- ხელისუფლება ნუ გგონიათ მეწველი ძროხაო

არავინ არაფერი არ გვგონია უბრალოდ გვინდა რომ ბიზნესის კეთება დაგვცალდეს და არჩევნების მოსვლა სიკვდილის დღესავით არ გვძულდეს

ჩვენ უფლებეს იცავდნენ ანდა თუ არ იცავენ - ნუ არღვენენ მაინც

ავტორი: aratutuci
26.06.2012 00:14
აგრესიული ტონით საუბარი სულაც არ განმაწყობს ნორმალური დისკუსიისთვის, სადაც მნიშვნელობა არგმენტებს აქვს და არა ქუჩურ, ძველბიჭურ, გაბრაზებულ, თუ გატუტუცებულ წამოძახებებს. ნუ ვაჭრობთ სოციალური თემებით, ხელისუფლება ნუ გგონიათ ძიძა ან მეწველი ძროხა, ყველამ თავის თავს და საქმეს მიხედოს ასე უფრო გამოასწორებენ საკუთარ ყოფას ვიდრე ახალი საოცნებო ექსპერიმენტის მოწყობით.

თუ ვინმეს აქვს სერიოზული არგუმენტი იმის დასასაბუთებლად, რომ საქართველოში ეკონომიკა არ იზრდება, დაწეროს და სიამოვნებით ვიკამათებ. ქვეყანას დედა აღარ ყავს და დენი ჩვენთან უფრო ძვირია ვიდრე თურქეთში და გზა ჩვენი აშენებული არაა და ასეთებზე ყურადღების მიქცევა დიდი პატივია მათი ავტორებისთვის.

ავტორი: ქართველი საიდან გვწერთ: საქართველო
25.06.2012 18:55
არატუტუცი, ტუტუცი უნდა გერქვას შენ.. ბოდიში მომიხდია ტუტუცთან... სექტემბერში გაზრდილი პენსია სოციალური დახმარებებით ანუგეშებ პენსიონრებს, თუ უწყლო უდენო (კი, კი, არ მოგეყურათ, დღე არ გავა, შუქი რო არ ჩაქრეს) სოფლებში დადგმული კარუსელებით?...
2002 მდე დედა რო არ ყავდა საქართველოს, მაგიტომ დაუდგა ამ ტუტუცს (უკაცრავად, იმ ტუტუცს) ხალხი გვერდით.. ახლაც არ ყავს საქართველოს დედა, ამიტომაც გარბის ხალხი "საოცნებოდ", და არა იმიტომ რომ ეკონომიკური ზრდა კარებს გვიმტვრევს...

ავტორი: გულჩინა საიდან გვწერთ: კუხნა
25.06.2012 17:13
ავტორი: არატუტუცი
24.06.2012 22:59

ფოცხოეწერის ჩანესტიანებულ სახლებშია შენი და ბენდუქიძის ადგილი!

უნდა გაგაკულაკოთ სუყველა.. და იალაა.. გადასახლებაში!!!

დაჯექით იქ, გამოამჟღავნეთ ნიჭი, უნარები, სიბეჯითე და იფილასოფოსეთ კუხნებში ფქვილის ზელვასა და პურების ცხობაში!!!!

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutuceti
25.06.2012 15:54
ტველაზე ნაკლებად ამ ფორუმზე კამათი მიზიდავს მარა როგორ უნდა დავტოვო არატუტუცის არგუმენტები უკომენტაროდ არ მესმის

თუ სახელმწიფო სახელმწიფოა მე მგონი ელექტროობა და მალფუჭებადი გზები ტრაბახის მიზეზი არ უნდ იყოს... ბოლო 9 წლის განმავლობაში მეტი სალაპარაკო არაფერი აქვს ამ ხელისუფლებას

კაი ბატონო აღარ ყიდიან მირცხულავასავით უნამუსოდ დენს თურქეთში და ჩვენ გაძლევენ 24 საათით (მაგრამ საკმაოდ ძვირად)

და მსოფლიოს განვითარების ბანკის კრედიტით აშენებულ ავტობანს ლამისაა სახეში გვახეთქბენ, დიდი ბოდიში ეგ გზა ამათი აშენებული არაა, ეგ სხვების პროექტი და სხვების ფულია - თუმცა იგოეთამდე არმისულს სულ მეღიმება- ჩაწოლილია გზა ყოველ 6 თვეში ერთხელ

მეტი ვერაფერი გაუკეთებეიათ ბოლო 9 წელია და მაინც ბედნიერები უნდა ვიყოთ

არც სამუშაო ადგილები, არც ნორმალური ხელფასები, მარტო ლაპარაკი

განათლების არშემდგარი რეფორმა და წარმატებული გატუტუცებული პოლიცია- აი ჩვენი მონაპოვარი

ჯარი- ერთადერთი სტრუქტურა რომელიც თან დაამშვენეს, გახადეს უნარიანი და არ მიუციათ მათთვის პოლიციის-ოდენა უფლებები.... ჯარი ერთადერთი წარმატებული პროექტი საქართველოში და თუ რუსებს ომს ვერ ვუგებთ დიდი ბოდიში ბატონო კარგად შეხედეთ შესაძლებლობებს

არც მეოცნებე ვარ და არც ნაციონალისტი - უბრალოდ არც ბრმა ვარ ამავდროულად

ავტორი: არატუტუცი
24.06.2012 22:59
არავინ არ გამილანძღია და მიწისქვეშაში მყოფი მოხუცები არ არიან ამ ქვენის მოქალაქენი მხოლოდ. სხვათაშორის იმ მოხუცებს სოფიალურად გაჭირვებულების პროგრამა და პენსია ეხმარება. არავის აქვ ილუზია, რომ ის დახმარება ვინმეს თავზე გადასდის, მაგრამ არც ქვეყანაა მდიდარი ამაზე ლაპარაკი. არ უნდა იყოს რთული იმის გაგება, რომ არა მარტო მოხუცები, არამედ მთელი ქვეყანა მიწისქვეშა გადასასვლელების მათხოვრებზე უარეს მდგომარეობაში იყო სულ ცოტა 8 წლის წინ. ყველას რატომღაც დაავიწყდა დენი საერთოდ რომ არ იყო, გარე განათება და გზები მართლა "ოცნების" საგანი, პოლიციაზე, მექრთამეობაზე, ქურდებზე და ყაჩაღებზე აღარაფერს ვამბობ. ისე მათხოვრები და ბუნკერებში ჩამძვრალი ხალხი არცერთ კარგად განვითარებულ ქვეყნებს აკლია.

ავტორი: EXIT საიდან გვწერთ: გასასვლელიდან
24.06.2012 15:18
მიშასტის შეკითხვა ადრე ასეთი იყო: "აბა გრეჩეხა გინდათ?"

ნეტავ ეხლა რა კითხვას დასვამენ? ალბათ ამას? "გგონიათ ბიძინა ფულებს დაგირიგებთ?"

ვაი ვაი ვაი... რა პრიმიტიულები არიან დღევანდელი ხელისუფლების მოტრფიალენი.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
24.06.2012 10:00
მადლობა ადილას და არატუტუცს... კარგად გამლანძღეს :)))

მეოცნებე არ ვარ არც პირდაპირი და არც არაპირდაპირი გაგებით მაგრამ იმის დანახვა შემიძლია რაც თბილისის მიწისქვეშა გადასასვლელებში მოხუცებს სჭირთ

ავტორი: არატუტუცი
24.06.2012 01:11
ტუტუცო, ნამდვილად ტუტუცურად პოსტაობ. გასაგებად წერია აქ, გამგები გაიგებ, რომ ეკონომიკური ზრდა არ ნიშნავს ერთ დღეში გამდიდრებას. სხვა დანარჩენი რაც დაწერე ისეთი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ ცხოვრებაში ოცნების მეტი რომ არაფერი შეუძლია.

ავტორი: adila საიდან გვწერთ: tbilisi
23.06.2012 20:13
ეს ტუტუცი სულ გატუტუცდა. ისე საერთოდ ვერ ხედავ ვერანაი წინსვლას ხო? საერთოდ არა?

სახელებს ძალიან მჭერმეტყველურად ირქმევენ ამ საიტის მპოსტავები

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
23.06.2012 16:20
კიიიიი კიიიიიი აბა რა, სახლში ვეღარ მივსულვართ ეკონომიკური ზრდის გადამკიდეები უკვე, სულ სამუშაოზე ვართ, ადრე ერთი სამსახური არ გვქონდა ეხლა კიდე სამსახურებს და ხელფასებს ვეღარ აუდივართ

სადღაა ხელგაწვდილი მოხუცების რიგირ რუსთაველზე, რომელი პენსიონერი იქექება ნაგავში ლუკმა-პურის სანახავად

ამის არ დანახვა შეიძლება???? არა ბატონო, იმდენი ფული გვაქვს რომ ბიძინას ბიჭებიც ვეღარ გვყიდულობენ თავისი "თეფში-ანტენებით" ან რად გვინდა მაგათი ანტენები, ჩვენ ხომ ყველას ჩვენი მინი-სატელიტური სტუდიები გვაქვს ეზოებში და სახურავებზე

დედებიც აღარ დარდობენ შვილებს ხვალ რა ვაჭამოთო, ჯანდაცვა ფეხზე დგას, მეცნიერება ყვავის და შენობებიც შეღებილ შელამაზებულია

სადღაა პრობლემები, სადღა დედა ღმერთო ჩემო მიშველეთ აღარ ვიცი როგორი მადლობელი ვარ ჩვენი მატყუარა ხელისუფლების

ყველაზე პოპულარული