Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰომოსექსუალთა უფლებადამცველების მორიგი გამარჯვება აშშ-ში


ერთსქესიანი წყვილების უფლებების განხილვისას, ამერიკის უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, არ ჩაერიოს ადგილობრივი სასამართლოების საქმიანობაში და არ გადახედოს მათ გადაწყვეტილებებს ერთსქესიანი ქორწინებების ნებართვის შესახებ, რომელთა გაუქმებას ხუთ შტატში ითხოვდნენ.

ვირჯინიის შტატის ქალაქ არლინგტონის სასამართლოში მხიარულებაა. გეი წყვილებს უკვე ამ შენობაშიც შეუძლიათ ქორწინების მოწმობის მიღება.

„სანაძლეოს ჩამოვდივარ, წინ ბევრი ქორწილი გველის,“ ამბობს ვირჯინიის მკვიდრი დაიან ულიუსი.

დაიან ულიუსმა და რონდა ბაკნერმა ხელი კანადაში მოაწერეს. ახლა ისინი თავიანთ მშობლიურ შტატში ქორწინების აღიარებას ელიან.

„ძალიან გვიხარია. აღფრთონავებულები ვართ,“ ამბობს რონდა.

“თავს დაცულად ვგრძნობთ. ადამიანებმა დიდხანს იმუშავეს იმის დასამტკიცებლად, რომ თანასწორობა ნიშნავს თანასწორობას. ესაა სამართლიანობა,” ამბობს დაიანი.

ვირჯინია, ინდიანა, ვისკონსინი, ოკლაჰომა და იუტა იმ 19 შტატს შეემატება, სადაც ერთსქესიანი ქორწინება უკვე აღიარებული უფლებაა.

ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი ნან ჰანტერი ამბობს, რომ უზენაესი სასამართლო დაეყრდნო ადგილობრივ სასამართლოთა ერთსულოვან გადაწყვეტილებებს, როდესაც მათ ერთსქესიანი ქორწინებების აკრძალვაზე უარი თქვეს:

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უზენაესი სასამართლო განზე დგება. თუ ყველა თანხმდება, ე.ი. ჩვენი ჩარევის საჭიროებაც არ არის, ასეთია სასამართლოს პოზიცია“, ამბობს ჰანტერი.

ჰომოსექსუალთა უფლებადამცველები ნაწილობრივ გამარჯვებას ზეიმობენ. დარლენ ნიპერი ერთ-ერთი მათგანია:

„ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის. ეს ასევე ნიშნავს, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ამის შემდეგ ამერიკის მოსახლეობის დაახლოებით 60% იცხოვრებს სივრცეში, სადაც მათი ქორწინების თავისუფლება კანონითაა დაცული, მაგრამ ეს 60%-ია და არა 100“, ამბობს უფლებადამცველი.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას გმობენ კონსერვატიული ჯგუფები და მას ტრადიციული ოჯახის დაშლად მიიჩნევენ. ქრის გაცეკი ოჯახის კვლევის საბჭოს წევრია:

„სასამართლოს ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი შავი ლაქა იქნება. თუ მათ ქორწინების არსის შეცვლა და ამერიკაში კულტურული რევოლუციის მოწყობა სურთ, მაშინ რევოლუცია უნდა მოაწყონ.“

ბევრი იურისტი მიიჩნევს, რომ ერთქესიანი ქორწინების ქვეყნის მასშტაბით დაკანონება გარდაუვალია.

„მე ვფიქრობ ეს გადაწყვეტილია, დროის ამბავია. მალე მათ ყველგან შეეძლებათ დაქორწინება.“

საზოგადოებრივი აზრის კვლევები ერთსქესიანი ქორწინების მიმართ მზარდ მხარდაჭერას აჩვენებს. უკანასკნელი მონაცემებით, მომხრეები უმრავლესობაში არიან.

XS
SM
MD
LG