სამშაბათი, 27 იანვარი, 2015 თბილისის დრო 18:22

რუბრიკები / მეათე სტუდია

„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიში საქართველოსა და სადავო ტერიტორიებზე

x

მულტიმედია

აუდიო
დამოუკიდებელმა ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსმა“, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების კუთხით არსებულ ვითარებას სწავლობს, მორიგი ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ამ ანგარიშში შესულია როგორც საქართველო, ასევე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, როგორც სადავო ტერიტორიები.  ანგარიშის მიხედვით, საქართველო „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს, თუმცა პოლიტიკური უფლებების დაცვის კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესებულია.
„ფრიდომ ჰაუსი“ ქვეყნების განვითარების კვლევას სხვადასხვა მონაცემების მიხედვით აფასებს - იქნება ეს დემოკრატიული არჩევნები, პოლიტიკური პლურალიზმი, სიტყვის თავისუფლება, მართლმსაჯულება თუ სხვა ბაზისური უფლებები. ანგარიშის მიხედვით,  საქართველოში ჩატარებული არჩევნები წინგადადგმულ ნაბიჯადაა შეფასებული, თუმცა ქვეყნის სტატუსი წელსაც „ნაწილობრივ თავისუფალი“ რჩება. ამ სტატუსს თავად ორგანიზაცია ასე განმარტავს: „ნაწილობრივ თავისუფალი“  ნიშნავს, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ  უფლებებს სათანადოდ ვერ იცავენ, დაბალია სამოქალაქო თავისუფლების ხარისხი, არის კორუფცია, სუსტი მართლმსაჯულება, ეთნიკური თუ რელიგიური შუღლი და, გარკვეულწილად, ერთპარტიული წყობაც.

ანგარიშში წერია, რომ საქართველოში არჩევნების გზით პირველად გადაეცა ძალაუფლება სხვა მთავრობას. ექსპერტების თქმით, სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ საქართველომ 1-7 ქულიან სკალაზე წინ გადაიწია და 4-ის ნაცვლად 3 ქულა მიიღო. იმავე სკალაზე აფხაზეთმა მეხუთედან მეოთხე დონეზე გადაინაცვლა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი  ეკა გიგაური  ამბობს, რომ ახალი ხელისუფლების მოვალეობაა მიღწეული შედეგი შეინარჩუნოს:
მომდევნო ანგარიშში იქნება ასახული უკვე ახალი ხელისუფლების ქმედებები და დაველოდოთ, დამატებთ ქულებს მიიღებს საქართველო, თუ ქულები, პირიქით, დააკლდება ...

„კი, ნამდვილად პოზიტიურია, რომ წინ წავიწიეთ რეიტინგში, თუმცა ასევე მგონია, რომ დღევანდელ ხელისუფლებას უკვე აქვს გარკვეული გამოწვევები. მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ეს შეფასებები და ეს რეიტინგი შეინარჩუნონ და ასევე წინ წაიწიონ. ამისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში არსებობდეს თავისუფალი სასამართლო, პოლიცია, სხვა სამართალდამცავი სტრუქტურები კი პოლიტიკური ზეწოლისგან გათავისუფლდეს“.

საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის ნიკა ჩიტაძის თქმით, „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში საუბარია ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ოცდაათი მაღალჩინოსნის დაკავებაზე, თუმცა ეს თემა ანგარიშში ბოლომდე ამოწურული არ არის და, სავარაუდოდ, უფრო 2013 წლის ანგარიშში აისახება იმისდა მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები:

„მომდევნო ანგარიშში იქნება ასახული უკვე ახალი ხელისუფლების ქმედებები და დაველოდოთ, დამატებთ ქულებს მიიღებს საქართველო, თუ ქულები, პირიქით, დააკლდება“.

ადამიანის უფლებათა ცენტრის თანადირექტორი ნინო ცაგარეიშვილი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში არაფერი წერია მთელ რიგ სამართალდარღვევებზე; ასევე, არაფერია ნათქვამი სკანდალურ ვიდეოფირებზე, რომლებიც პატიმრების წამებას ასახავდა:
„’ფრიდონ  ჰაუსის’ ანგარიში, რომელიც პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების კუთხით მსოფლიოში არსებულ ვითარებას ასახავს, ყურადღების მიღმა ტოვებს წლის განმავლობაში ამ კუთხით დაფიქსირებულ უმნიშვნელოვანეს მოვლენებს. ანგარიშში არ არის საუბარი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემზარავ ფაქტებზე, რაც წელს სხვადასხვა ვიდეოკადრებით გამოაშკარავდა და რამაც დაადასტურა საერთაშორისო თუ ადგილობრივი უფლებადამცველების მტკიცებები ამ პრობლემის მასობრივ და სისტემურ ხასიათთან დაკავშირებთ“.
მე ვფიქრობ, რომ ეკონომიკური თავისუფლების საკითხში შეიძლება ცოტა დამძიმდეს სიტუაცია, იმიტომ რომ შეიძლება ბევრი რეგულაცია შემოვიდეს და ჩვენ ამ კომპონენტში დღეს საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს ...

ნინო ცაგარეიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ანგარიშში არ მოხვედრილა წინასაარჩევნო დევნის ამსახველი ფაქტები, კერძოდ, ოპოზოციური პარტიების მომხრეების დაკავება, კონტროლის პალატის სანქციები, შერჩევითი მართლმსაჯულება და ასე შემდეგ.

ეკონომიკური საკითხების ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ „ფრიდომ ჰაუსი“ უფრო შედეგებზე ორიენტირებული ორგანიზაციაა და შეიძლება ამით აიხსნას ის, რომ მან უფრო არჩევნების მშვიდობიანად დასრულებაზე გაამახვილა ყურადღება, ვიდრე სხვა ფაქტებზე. 

მისივე თქმით, არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად ხელისუფლებამ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე უნდა იზრუნოს:

„მე ვფიქრობ, რომ ეკონომიკური თავისუფლების საკითხში შეიძლება ცოტა დამძიმდეს სიტუაცია, იმიტომ რომ შეიძლება ბევრი რეგულაცია შემოვიდეს და ჩვენ ამ კომპონენტში დღეს საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს. რაც შეეხება ადამიანის უფლებებს და პოლიტიკურ თავისუფლებებს, 2013 წელს აქ გარკვეული ზრდის მაჩვენებლები შეიძლება გვქონდეს“.

რაც შეეხება სადავო ტერიტორიებს, უნდა ითქვას, რომ სამი სტატუსიდან „თავისუფალი“, „ნაწილობრივ თავისუფალი“ და „არათავისუფალი“ აფხაზეთს „ნაწილობრივ თავისუფალის“ სტატუსი აქვს. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, მისი სტატუსი კიდევ უფრო მძიმეა - „არათავისუფალი“, რაც ძირითადი პოლიტიკური უფლებების არარსებობასა და სამოქალაქო თავისუფლების კუთხით სისტემატურ დარღვევებს ნიშნავს.

„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის მიხედვით, დამატებითი ქულა აფხაზეთმაც მიიღო. ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ ეს უფრო პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესების ხარჯზე მოხდა, ვიდრე სხვა ცვლილებების:

„მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური პროცესების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაზე აქვს  „ფრიდომ ჰაუსს“ აქცენტი გაკეთებული. ეს უკავშირდება იმ არჩევნებს, რომელიც აფხაზეთში ჩატარდა. რაც შეეხება მეორე მხარეს, „ფრიდომ ჰაუსი“ საუბრობს ეკონომიკურ სირთულეებზე, მთავრობის მხრიდან ბიზნესის ზეწოლაზე, პოლიტიკურ კონიუნქტურაზე და ამ კომპონენტში გაუმჯობესება არ ჩანს“.

ექსპერტი ნიკა ჩიტაძეც ამბობს, რომ დამატებითი ქულა სადავო ტერიტორიაზე არჩევნების ჩატარებას უკავშირდება. ის ასევე არ გამორიცხავს, რომ საერთაშორისო საზოგადოებას არ ჰქონდეს სრული ინფორმაცია აფხაზეთში რეალურად არსებულ ვითარებაზე.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
19.01.2013 19:39
ძალიან სასიამოვნოა რომ მოსპარ ქართველებს კიდევ ქონიათ ვიღაცასთან დავის თავი მაგრამ რატომ არაა აღნიშნული რომ ესაა მომსპარი ქართველების დავა მათ მომსპობ საბჭოთა დემოკრატიასთან?

სხვა მასალები

ზაზა ნათენაძე: "შსს–ს დაქვემდებარებაში გადასვლით, იმედია, ბიჭებს ჩინი და ხელფასი გაეზრდებათ"

კახა ბერიძის თქმით, მერიის ინიციატივით ის შენობა, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურია განლაგებული, ძალოვან სტრუქტურას უსასყიდლოდ სამი წლის ვადით გადაეცა.
გაგრძელება

აუდიო დევნილები ზუგდიდში ბინების განაწილების პროცესს უნდობლობას უცხადებენ

​ზუგდიდის სხვადასხვა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის ტერიტორიული ორგანოს მუშაობით უკმაყოფილონი არიან.
გაგრძელება

ლიკვიდირებული სამაშველო სამსახურები და მუნიციპალიტეტიდან დაფინანსებული სააგენტო

​ქუთაისის სახანძრო-სამაშველო და იმერეთის მხარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების ლიკვიდაცია 2014 წლის ბოლოს გამოცხადდა და სანაცვლოდ მიმდინარე წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო შეიქმნა.
გაგრძელება

ომის რუსი ვეტერანი ოსვენციმის გათავისუფლების ამბებს იხსენებს

ოსვენციმის გათავისუფლების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის კორესპონდენტი, ელენა პოლიაკოვსკაია ესაუბრა 91 წლის ომის ვეტერანს ივან მარტინუშკინს.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული