Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი ფლაგმან ავიამზიდს იყენებს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმებში


საფრანგეთის პრეზიდენტმა ბრძანება გასცა ქვეყნის ფლაგმანი ავიამზიდი ხომალდის ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით გადაყვანის შესახებ, იმ ფონზე, როცა პარიზი აძლიერებს საჰაერო იერიშებს „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნეებზე სირიაში, პარიზში გასულ კვირაში მომხდარი ტერორისტული თავდასხმების შემდეგ. ფრანსუა ოლანდი ასევე აცხადებს, რომ აშშ-მა და რუსეთმა განსხვავებული პოზიციები გვერდზე უნდა გადადონ და ძალები უნდა გააერთიანონ „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებთან ბრძოლაში. ერთი დღით ადრე, 16 ნოემბერს, საფრანგეთის პოლიციამ 150-ზე მეტი რეიდი განახორციელა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ისლამისტურ ექსტრემიზმში ეჭვმიტანილების წინააღმდეგ. პარიზის თავდასხმებში ეჭვმიტანილების ძიება ბელგიაშიც მიმდინარეობს. 13 ნოემბერს პარიზში ტერორისტული თავდასხმები მოხდა ღამის კლუბებზე, რესტორნებზე, ფეხბურთის სტადიონზე და სხვა ადგილებში, რასაც 129 ადამიანი ემსხვერპლა და კიდევ ასობთ დაიჭრა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა იკისრა „ისლამურმა სახელმწიფომ“, თუმცა აშშ-ის და ევროპის სადაზვერვო სააგენტოებს ეს ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG