დისკუსიები კლინტონის ვიზიტსა და ქუთაისის კოლორიტზე
დისკუსია ერთი ბლოგის შესახებ; ქუთაისის კოლორიტი რადიო თავისუფლების კოლორიტულ ტელეგადაცემაში; ბილწსიტყვაობა და ფორუმის მოდერატორთა მედგარი პოზიცია; რჩევები ჩვენი მასალების გამოყენების მსურველთათვის. ამ და სხვა თემებს ეხება დღევანდელი გადაცემა.
ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.
რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.