ორშაბათი, 20 მაისი, 2013 თბილისის დრო 07:30

პოლიტიკა / საქართველო

”ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული მიმართვა ევროსაბჭოდან

ტექსტის ზომა - +
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს საკითხებზე მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს თანაბარი პირობები 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიისთვის. მათ მიერ 21 აგვისტოს გამოქვეყნებული განცხადების შინაარსი ცხადყოფს, რომ შეშფოთების საფუძველი ძირითადად კოალიცია ”ქართული ოცნების” შევიწროებასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უსამართლო ქმედებებთან დაკავშირებულ ინფორმაციებს უკავშირდება.  ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები შეცდომაში არიან შეყვანილი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ”შერჩევით მიდგომებზე” არასამთავრობო სექტორიც ლაპარაკობს.

ვიდრე 11-12 სექტემბერს საქართველოს წინასაარჩევნო მისიის ფარგლებში ეწვევიან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები - დანიელი დეპუტატი მიკაელ იენსენი და ლატვიელი დეპუტატი ბორის ცილევიჩი - შეშფოთებით ეხმაურებიან გავრცელებულ ცნობებს კოალიცია ”ქართული ოცნების” საბანკო ანგარიშების დაბლოკვასთან დაკავშირებით, ”რითაც ხელი ეშლება” კოალიციის მონაწილეობას წინასაარჩევნო კამპანიაში. "სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გადაჭარბებული და არაპროპორციული ჯარიმების დაკისრება ფაქტობრივად ძირს უთხრის ოპოზიციური პარტიის ნორმალურ პოლიტიკურ აქტივობას”, - ვკითხულობთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებსაიტზე 21 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში და იქვეა გამოკვეთილი ხელისუფლების სამომავლო პასუხისმგებლობაც:

”საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის არსი ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის თანაბარი პირობების შექმნაა და არა საარჩევნო რბოლიდან რომელიმე პარტიის  განდევნა. მომავალ არჩევნებსა და მის დემოკრატიულად ჩატარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება და უზრუნველყოს ყველა პარტიის - მათ შორის, კოალიცია ”ქართული ოცნების” - სრულფასოვანი მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში.”

განცხადების თანახმად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების შეშფოთებას იწვევს არაერთგზის გავრცელებული ბრალდებები ”აუდიტის სამსახურის მიკერძოებულობის შესახებ” და ”სანდო ორგანიზაციების” მიერ გავრცელებული ინფორმაციები. ერთ-ერთ ასეთ სანდო ორგანიზაციად განცხადებაში სახელდება ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, რომელიც, ტექსტის მიხედვით, ”ეჭვქვეშ აყენებს აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილებების სამართლიანობას”.
ყველა ადამიანი, ვისაც საქართველოსთან და ჩვენს არჩევნებთან შეხება აქვს (სხვათა შორის, დღეს რამდენიმე საინტერესო შეხვედრა გვქონდა), ფაქტობრივად, იბომბება უზარმაზარი რაოდენობის ინფორმაციით  - და ხშირად დღეში რამდენჯერმე - ივანიშვილის მიერ ...

საიას თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილისთვის უცნობია, თუ კონკრეტულად რომელ განცხადებას თუ ანგარიშს ეყრდნობიან ამ შემთხვევაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები, მაგრამ ის სრულად იზიარებს 21 აგვისტოს განცხადებაში ასახულ მოსაზრებებს. ჩუგოშვილი თანამომხსენებლების მიმართვას ჯერჯერობით კვლავაც დროულად მიიჩნევს:

”მართალია, უკვე ბევრი დარღვევა დაფიქსირდა და საკმაოდ მძიმედ წარიმართა ეს საარჩევნო პროცესები, მაგრამ ოფიციალური კამპანია ჯერ კიდევ მიმდინარეობს, არის ჯერ კიდევ დრო და მნიშვნელოვანია, თუ ამ მიმართვას პოზიტიური გავლენა ექნება პროცესებზე. მგონი, ეს ძალიან წაადგებოდა წინასაარჩევნო კამპანიას.”

ჩუგოშვილის ამგვარი ოპტიმიზმის მიუხედავად, ხელისუფლება რეაგირებას სულ სხვა მიმართულებით გეგმავს. როგორც  საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრმა გიორგი კანდელაკმა უთხრა რადიო თავისუფლებას, თანამომხსენებლები, სხვა არაერთ ადამიანთან ერთად, შეცდომაში არიან შეყვანილი:

”ყველა ადამიანი, ვისაც საქართველოსთან და ჩვენს არჩევნებთან შეხება აქვს (სხვათა შორის, დღეს რამდენიმე საინტერესო შეხვედრა გვქონდა), ფაქტობრივად, იბომბება უზარმაზარი რაოდენობის ინფორმაციით  - და ხშირად დღეში რამდენჯერმე - ივანიშვილის მიერ დაქირავებული ლობისტების მიერ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვცდილობთ, რომ სხვადასხვა ინსტიტუტებსა და სხვადასხვა ადამიანებს (ვისაც შეხება აქვს საქართველოს არჩევნებთან), რომლებსაც ეს ლობისტები ტყუილებსა და არასწორ ინფორმაციას აწვდიან, მივაწოდოთ სიმართლე.”

ფინანსური მონიტორინგის სამსახური, პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, პოლიტიკური გაერთიანებებისათვის 32 პირის მიერ შეწირული თანხების წარმომავლობის კანონიერების შესწავლას ახორციელებს. მათ შორის 21-მა პირმა შემოწირულება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ განახორციელა ...

თუმცა მესამე სექტორის არაერთი ორგანიზაცია საქართველოში ხშირად გამოხატავს წუხილს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ”შერჩევით მიდგომებთან” დაკავშირებით. საიას მსგავსად, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოც” თვლის, რომ ყოფილი კონტროლის პალატა -აწ უკვე სახელმწიფო აუდიტის სამსახური - განსაკუთრებულ ძალისხმევას იჩენს ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებთან (და განსაკუთრებით კოალიცია ”ქართულ ოცნებასთან”) დაკავშირებული დარღვევების აღმოსაჩენად თუ შესასწავლად, მაშინ როცა იგივე არ კეთდება მმართველი პარტიის - ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” -  შემთხვევაში.

ასეთი ეჭვები ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ”  21 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში „ბი-ტი-ვი სტუდიოს“ მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების საფუძველზეც გამოხატა. ორგანიზაცია  კანონდარღვევის მანიშნებლად მიიჩნევს ფილმში ასახულ მონაცემებს იმის შესახებ, რომ, მაგალითად, „ნაციონალურ მოძრაობას“ შემოწირულების სახით დაახლოებით 650 ათასი ლარი გადაურიცხა 27-მა ფიზიკურმა პირმა, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან დარეგისტრირებული; ხოლო დაახლოებით 280 ათასი ლარის შემოწირულება ამავე პარტიის სასარგებლოდ განახორციელა 7-მა ფიზიკურმა პირმა, რომელთა ქონებაც დაყადაღებული იყო. ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მიმართავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, დაიწყოს მოკვლევა ფილმში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით.

თავის მხრივ, ასევე 21 აგვისტოს გამოაქვეყნა განცხადება სახელმწიფო აუდიტის სამსახურმაც, რომელშიც აღნიშნავს, რომ ”ფინანსური მონიტორინგის სამსახური, პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, პოლიტიკური გაერთიანებებისათვის 32 პირის მიერ შეწირული თანხების წარმომავლობის კანონიერების შესწავლას ახორციელებს. მათ შორის 21-მა პირმა შემოწირულება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ განახორციელა, 6-მა პირმა თანხები „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" შესწირა, 2-მა პირმა - „თავისუფალ საქართველოს“, 3 პირმა კი - „რესპუბლიკურ პარტიას".

ამ მოკვლევის შედეგებს მოუთმენლად დაელოდება არასამთავრობო სექტორი. როგორც ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა უთხრა რადიო თავისუფლებას, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის  ეს ერთგვარი ტესტი იქნება.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: მე-გობარი საიდან გვწერთ: სა-მეგობროდან
28.08.2012 21:59
ავტორი: nd საიდან გვწერთ: tbilisi
22.08.2012 15:06-არ გაგიკვირდეთ-ტატა გერმანიიდან ესაა თანამედროვე ეპოქის ნაციონალი ზოია კოსმოდემიანსკაია, ხოლო გიორგი (ისიც გერმანიიდან) ნაციონალი ოლეგ კოშევოია...ისინი მუდამ მზად არიან "შრომისა და თავდაცვისათვის".... სხვადასხვა ბლოგზე მათი უკაცრავად პასუხია-კომენტარი, ერთი საბჭოთა ფილმის, ბრილიანტოვაია რუკა ჰქვია მგონი, ეპიზოდს მაგონებს:ვიღაცა კითხულობს- ვინაა მოწმე? მე! ყვირის ერთი ქალბატონი და თან ინტერესდება-რა მოხდა? აი მათი "დონე"...

ავტორი: ნინა საიდან გვწერთ: ფსიქიატრიულიდან
27.08.2012 15:15
ისე ძალიან მიკვირს ფული ამდენი საიდან აქვს ნაციონალურ მოძრაობას :) ჩემს ვარსკვლავებს :)

ავტორი: ანონიმი
22.08.2012 17:20
ყირგიზეთში ხომ დაიშალა????

ავტორი: nd საიდან გვწერთ: tbilisi
22.08.2012 15:06
Tata germany–დან, რა მაგარი ვინმე ხარ შენ ისე, მართლა:)))) საოცარია, პირდაპირ ინკვიზიტორის პრინციპულობით და შეუპოვრობით ამტკიცებ შავი თეთრიაო...აფერუმ შენს ქალობას.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
22.08.2012 14:50
მნიშვნელობა არ აქვს მოვა თუ არა ოცნება სათავეში. მაინც იგივე სცენარით წავა ჩვენი ცხოვრება

ეხლა თუ ნაციონალური მოძრაობა ლანძღავს ყველას და ყველაფერს სრულიად დაუმსახურებლად, მერე ბესელია და ძიძიგური მოსდგებიან საია-საც და ევროსაბჭოსაც

მერე ბიძინაზე დაიწყება ლეგენდების მოყოლა: ეგ იზოლაციაში ყავთ და თვითონ ბესელიები და ძიძიგურები რასაც უნდათ იმას შვრებიანო

ჩვენისთანა უკულტურო ხალხი მე სამყაროში არ მეგულება, ან საიდან მოსდით ამდენი ცილისმწამებლური აზრი, ანდა როგორ აფრქვევენ სხვათა ლანძღვას ყველას დასანახად

ჰიტლერის 30-40იანი წლების გერმანიაზე დოკუმენტურ მასალას ვერ წაიკითხავ ისე რომ თანამედროვე საქართველოსთან პარალელი ვერ მოძებნო

სამარცხვინოა ეს ყველაფერი, შუბლზე ძარღვი არც გაგვაჩნია და რა უნდა გამწყდარიყო

აკაკის სიტყვებს ვიმეორებ

ავტორი: ანონიმი
22.08.2012 14:22
აუცილებლად წააგებენ ნაცისტები და უნდა გაიმარჯვოს ქართულმა ოცნებამ რომ გადარჰეს საქართველო გაბრწყინდეს, გამთლიანდეს და გაძლიერდეს და ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფო გახდეს... უფალმა დაიფაროს საქართველო

ავტორი: ანონიმი
22.08.2012 13:51
ცნობილია რომ კრემლისტანმა კგბს მიერ შექმნილი აიდგილარას ხელით ომში ჩაითრია შევარდნაძე რომელიც გადააყუდეს მისმა ახლობლებმა ბურჯანაძისა და ჟვანიას თამადობით,მერე ხომ ამბობს ექსპერტი ზაქარეიშვილი რომ ჩაითრია სააკაშვილიც,რხლა ბურჯანაძე ამბობს რომ მზადდება ომში მორიგი ჩათრევა. რას ელით,დაიწყეთ საქართველოდან ქართველების ევაკუაცია. იმედია რომ კრემლისტანი მისიან სომხებს არ დაარტყამს,ქართველების მცირე ნაწილი კი სადმე როგორმე გადარჩება...

ავტორი: ako საიდან გვწერთ: Tbilisi
22.08.2012 13:31
მართალი ხარ თათა! ბიძინას მომხრეები ყველა რუსეთუმეები და გაზპრომისტები ვართ, მაგრამ შენ მაინც გვიყვარხარ:)))

ავტორი: ელენე საიდან გვწერთ: თბილისი
22.08.2012 13:17
აღარ არის დრო? როდემდე შეიძლება ასეთი შევიწროვება! იმედია კიდევ ბევრი გაახელს თვალს!

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
22.08.2012 00:24
ახალგაზრდა იურისტთა საზოგადოება სანდო და მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?..))) ხუმრობთ?
ბიძინას და მისი გუნდის ადვოკატები რომ არიან?

ისე ეგეთი რამეები არ ხდება, რასაც ოცნებისტები ჩივიან ,მხოლოდ მათივე დაფინანსებულ-შექმნილი პრესისა და ტელევიზიის შექმნილია. ბიძინას წაგება გარდაუვალია და სიტუაცია მაინც ხომ უნდა გაამწვავონ, მეტი არაფერი შეუძლიათ.

ავტორი: giorgi საიდან გვწერთ: Germany
21.08.2012 23:19
თანამომხსენებლებს საკუთარი მოკვლევა არ ჩაუტარებიათ და ეყრდნობიან "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" სანდოობას, რომელიც something tells me (ჩიტმა მომიტანა ამბავი) პოლიტიკური ოპოზიციის ნაწილია და აქედან გამომდინარე მიკერძოებული.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
21.08.2012 22:44
მართალია ბატონო კანდელაკი, რა იციან ევროპელებმა რა ხდება საქართველოში, ანდა რას მიხვდებიან, ან რას გაიგებენ :)) მათ იგივე ხომ უკვე რამდენიმე საუკუნის წინ გამოიარეს

ტყუილია ბატონო საია-ს დასკვნებიც, ეგენი ხომ ნეპტუნის პრო-რუსული მოსახლეობის დაქირავებულები არიან და ჩვენი საოცარი დემოკრატიის დაფსება და გადაშენება უნდათ

ანდა ეს ორი ევრო-პარლამენტარი რომ მოუსყიდია პლუტონის პუტინისტური მიმდევრობის პლაზმურ ჰომინიდთა პარტიას, რა ალაპარაკებთ, მაშინ როცა დანარჩენი 752 წევრი ჩუმად ზის?

არადა მაინც რა არის იდეისთვის და დემოკრატიისთვის მხარდაჭერის ეს ოხერი წყურვილი, ჩვენში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფნიც კი მოხარშულ კარტოფილს შუაზე ყოფენ და ნაციონალურ მოძრაობას ურიცხავენ საბანკო ანგარიშზე (ძია ლენინის და ჯარისკაცის ამბავს არ ჰგავს?)

არა ბატონო, არ იციან ევროპაში აქ რა ყვავილობა უდგას დემოკრატიას, როგორ საფუძველს უმაგრებენ მას ქონება დაყადაღებულნიც კი

იხარე ერო!!! დაგიდგა ზეობა დემოკრატიისა და ადამიანთა უფლებების ხელშეუხებლობისა

ხო, ლელა რაზიკაშვილი მოუსყიდია ვოვას და დიმას, ერთად ორივეს, ხოდა მოხსნეს და უფრო გონება-ნათელ და ვაჟას ცხოვრების უკეთეს მცოდნეს დანიშნავენ ეხლა ვაჟას მუზეუმის ხელმძღვანელად

ვაჟა თუ არა, ქვების სროლა ხო ეცოდინება კაცო კარგად

უხეთქნე ქვანი თავსა შინა ძმისა შენისასაო, ეს გერბზე უნდა მივაწეროთ

კეთილი სურვილებით

ყველაზე პოპულარული