კვირა, 02 აგვისტო, 2015 თბილისის დრო 22:21

საზოგადოება / საქართველო

კავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრის იდეა

x

მულტიმედია

აუდიო
ერგნეთის ბაზრობის აღდგენა მალე დაიწყება. ეს განცხადება გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა მალხაზ ვახტანგაშვილმა ერგნეთის მცხოვრებლებთან ახალი წლის მილოცვისას გააკეთა. მისი თქმით, იქ, სადაც ახლა ქართველი პოლიციელების საგუშაგოა, ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი აშენდება და ეს ქართველებისა და ოსების ურთიერთნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს. 

ერგნეთის ბაზრობის თემაზე დისკუსია როგორც ქართულ, ისე ოსურ საზოგადოებაში პერიოდულად იწყება ხოლმე. თავიდან ამ ბაზრობის აღდგენის იდეა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გორში წინასაარჩევნო შეხვედრისას გაახმაურა. მისი აზრით, ერგნეთის ბაზრობა იყო ის ადგილი, სადაც ქართველებისა და ოსების დაახლოება ხდებოდა. ბაზრობის აღდგენის მზაობაზე განცხადებები თიბილოვის ხელისუფლების მხრიდანაც გაჩნდა, თუმცა მოგვიანებით ოსურმა მხარემ ეს გაუგებრობას მიაწერა და ამ თემაზე საუბარი დაამთავრა. ქართველმა ექსპერტებმა მაშინ იფიქრეს, რომ დე ფაქტო ხელისუფლებას ამ თემაზე დისკუსია რუსებმა აუკრძალეს. რაც შეეხება პირობითი საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრებთა პოზიციას, როგორც გორში, ისე ცხინვალში მცხოვრებთა  დიდი ნაწილი ბაზრობის აღდგენის მომხრეა. მათი აზრით, სავაჭრო ურთიერთობისა და ეკონომიკური სარგებლის გარდა, ბაზრობა ქართველებსა და ოსებს შორის ნდობასაც აღადგენდა.   ამ აზრს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ოპონენტები ჰყავს. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბაზრობა კონტრაბანდის ბუდედ იქცევა, რაც ქართულ ეკონომიკას დიდ ზარალს მოუტანს.

ტერიტორია, სადაც 2004 წლამდე ერგნეთის ბაზრობა იმართებოდა, ახლა ოკუპირებულია და იქ რუსი მესაზღვრეების საგუშაგოა განთავსებული, საგუშაგოს მიღმა კი პატარა ბაზარი დღემდე მუშაობს. ეგრეთ წოდებულ „ტეკის“ ტერიტორიაზე, ძირითადად, საბითუმო ბაზრობაა, საიდანაც ცხინვალის მაღაზიები მარაგდება. ამ ბაზრობაზე მოვაჭრე ადამიანები ჩვენს რადიოსთან საუბარში ძველ დროს იხსენებენ და აცხადებენ, რომ სავაჭრო ურთიერთობის აღდგენა დაძაბულობის მოსახსნელად აუცილებელია. ზარემა კოჩიევა, რომელიც ამ ბაზრობაზე წლების განმავლობაში მუშაობდა, მიიჩნევს, რომ დროთა განმავლობაში ადამიანებს შორის დაახლოება მაინც უნდა დაიწყოს. 
 
გორის მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ ვახტანგაშვილი ამბობს, რომ ცხინვალში მცხოვრები ნათესავების, მეგობრებისა და ნაცნობებისგან იცის, რომ ბაზრობის აღდგენის საკითხს ყველა მიესალმება. ჯერჯერობით უცნობია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, როგორ მოაგვარებს რუსეთის ხელისუფლებასთან ეგრეთ წოდებული საზღვრის გახსნის პრობლემას, რათა მოსახლეობას პროდუქციის გადატანის შესაძლებლობა მიეცეს. ის ტერიტორია, რომელზეც ვახტანგაშვილი ლაპარაკობს, ქართული პოლიციის საგუშაგოს სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს, სადაც ცხინვალელები მისვლას სწორედ ამის გამო ვერ ახერხებენ.


ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: devnili gori საიდან გვწერთ: gori
08.01.2013 00:51
წავიკითხე აქ პირვლი კომენტარი და მინდა გამოვეპასუხო. ჩემო საყვარელო ყველამ ყველაფერი ვიცით იმაზე მეტიც კი ვიდრე ვიღაცეებს გონიათ, მაგრამ ამ ტონით ლაპარაკმა ორიათეული წელია სასტუმროებში დაგვაბერა.ჩვენი წინაპრების ადგილს მოგვანატრა, რამდენი ტკივილი ვიგემეთ ყველამ ერთად. თქვენ გადაწყვიტეთ როგორი ტონით გავაგრძელოთ საუბარი და ცხოვრება! მესმის ყველას გულისტკივილი და ემოცია. მიყვარხართ ყველა!!!

ავტორი: ბეწინტური საიდან გვწერთ: ხევსურეთი
07.01.2013 23:45
რაღა გვიჭირს. აღდგება ერგნეთის ბაზრობა და ცხინვალსაც დავიბრუნებთ. ვაი თქვენს პატრონს.

ავტორი: tutuci
07.01.2013 22:14
და ეს დაახლოება რომ ისევ გაგრძელდეს ყველა შესაძლო გზით და სასუალებით, ამაში ცუდს რას ხედავს თქვენი გონება?

თუ მარტო გრადების და მ-4-ების ენაზე შეიძლება სამაჩაბლოელ ოსებთან საუბარი?

ეგ ენა და სკმაოდ გრძელი თან, უკვე გამოსცადა თქვენმა ფავორიტმა და დემოკრატიის შუქურამ უკვე და შედეგებიც ვნახეთ

ავტორი: ramazi საიდან გვწერთ: kashuridan
07.01.2013 20:48
არუნდა ახდგეს ერგნეტის ბაზრობა ეს იკნება ქარტულ ეკონომიკისტვის დამხუპველი სჰემოვა დაუბეგრავი კონტრაბანდული პროდუკტი და ქარტულ ცარმოებას ხელს სჰუსჰლის დაიხურება ცისკვილ კობინატები სიგარეტის ქარხნები ბევრი ქარტული ცარმოება გაკოტრდება გაცჰერდება და უსები ფულს ისჰოვიან,ცჰვენ ბლოკადასჰი უნდა გკვავესდაუნახველი ოსები და აქტ დაგვიცკონ ხვერცვნა მუდარა რომ ქარტველებტან ცხოვრება გვინდა რუსები არაო

ავტორი: ანონიმი
07.01.2013 19:24
ბატონებო და ქალბატონებო თუ შეიძლება განუმარტეთ პრემიერ მინისტრს რომ ქართველებისა და ოსების დაახლოება დაიწყო მას შემდეგ ქართველებმა შეიფარეს თემურ ლენგის მიერ მათხოვარ მაწანწალა უბედურ ბოგანოებად ქცეული ოსები. ეს დაახლოება ხდებოდა არა მარტო ბაზრებში და საროსკიპოებში. ქართველი დანიელ ჭონქაძე ასწავლიდა ოსებს ოსურ ენას.

სხვა მასალები

სტალინის მუზეუმი - საქართველოს გაუაზრებელი სირცხვილი

სტალინის სახელობის მუზეუმში არასდროს ვყოფილვარ. არც მომავალში ვაპირებ, რომ ვესტუმრო მუზეუმს, რომელიც პოზიტიურად წარმოაჩენს დიდ ბელადს.
გაგრძელება

„ჩვენ“

არ ვიცი სხვაგან, სხვა ქვეყნებში როგორ არის, მაგრამ ქართულ რეალობაში ერთი დიდი პრობლემაა: მშობლების და შვილების ურთიერთობა.
გაგრძელება

უარი ავტოკრატიას!

„არჩეულმა“ პარლამენტმა, ახალი კონსტიტუციის მიღების დროს, კონსტიტუციური პოლიტიკური წყობილების და ძირითადი პრინციპების საწინააღმდეგოდ, შეუზღუდა ხალხს ძალაუფლების რეფერენდუმით განხორციელების უფლება.
გაგრძელება

ჩემი განათლების ფილოსოფია

განათლების მრავალგვარი გააზრება არსებობს, მას სხვადასხვაგვარად იაზრებენ და ინტერპრეტაციას უკეთებენ ადამიანები. ამბობენ, განათლება თავისუფლებაა, ცოდნაა, დამოუკიდებლობაა.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული