ხუთშაბათი, 11 თებერვალი, 2016 თბილისის დრო 16:52

პოლიტიკა / საქართველო

დე ფაქტო საზღვარი მავთულხლართებით – გამოწვევა ახალი ხელისუფლებისთვის

x

მულტიმედია

აუდიო
გორის რაიონის სოფელ დიდი ხურვალეთის მცხოვრები დავით ვანიშვილი ოსმა ძალოვანებმა გუშინ გაათავისუფლეს. ვანიშვილი რუსმა მესაზღვრეებმა საკუთარი სახლის წინ მდებარე ნაკვეთში 3 დღის წინ დააკავეს და მას ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა წაუყენეს ბრალად. ვანიშვილი ამბობს, რომ მის მიმართ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ აღარ იცის მომავალში ცხოვრებას როგორ გააგრძელებს, რადგან რუსებმა ეგრეთ წოდებული საზღვარი მავთულხლართებით მისი ნაკვეთის ბოლოზე გაავლეს და მოხუცს ფაქტობრივად სახლიდან გასვლა აუკრძალეს.

დიდი ხურვალეთის პრობლემის შესახებ საუბარი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზეც მიმდინარეობდა. ქართულმა მხარემ ეგრეთ წოდებული საზღვრების მავთულხლართებით მონიშვნა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის პრობლემების შექმნა ერგნეთის შეხვედრაზე გააპროტესტა, მაგრამ, როგორც ქართული დელეგაციის წარმომადგენელი კახა ქემოკლიძე ამბობს, ოსური და რუსული მხარეებისგან ვერ მიიღო არგუმენტირებული პასუხი, თუ რატომ აკეთებენ ამას.
 
რუსი სამხედროების მიერ სოფელ  ხურვალეთის მცხოვრებთა დაკავების ეს უკვე მესამე შემთხვევაა. პრობლემას ქმნის ის გარემოება, რომ 2008 წლის ომის შემდეგ ახალმა ეგრეთ წოდებულმა საზღვარმა სოფლის ნაწილზე გაიარა და რამდენიმე ოჯახი დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოყვა. კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი მიიჩნევს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობრივი ქმედებები ახალი ესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯი და საქართველოს ახალი ხელისუფლების გამოწვევაა. ბენდიანიშვილი მთავრობის წარმომადგენლებს ურჩევს, დიპლომატიური არხებით სასწრაფოდ დაიწყოს ამ პრობლემაზე რეაგირება საერთაშორისო დონეზე.

კონფლიქტის ზონაში მცხოვრებლები უსაფრთხოების გარანტიების უქონლობის გამო ვერც იმ მიწის ნაკვეთებს ამუშავებენ, რომლებიც ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარეობს. ადგილობრივი მოსახლეობა მოითხოვს საშუალება მიეცეთ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები უსაფრთხოდ ჩაატარონ.


ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
ამ ფორუმში კომენტარი არ არის. დაწერეთ პირველი კომენტარი

სხვა მასალები

გასულ კვირაში რუსეთის ავიაციამ სირიაში 1900-მდე სამიზნე დაბომბა

მოსკოვმა უარყო ბრალდება რუსი მფრინავების მიერ ალეპოს დასახლებული უბნების დაბმომბვის შესახებ და განაცხადა, რომ არ კისრულობს პასუხისმგებლობას ჩრდილოეთ სირიაში ორი საავადმყოფოს დანგრევაზე.
გაგრძელება

აუდიო 422: სადაც ნიკო მარტოობისგან ნელ ნელა სახეს კარგავს

ნიკოს პოდკასტის" რადიოში ყოველ სამუშაო დღეს, FM 107.4-ზე, 11:05 საათზე გადის. ასევე შეგიძლიათ პოდკასტი გამოიწეროთ მობილური ტელეფონის ან პლანშეტისათვის - თქვენ საყვარელ საპოდკასტო პროგრამაში მოძებნეთ "ნიკოს პოდკასტი".
გაგრძელება

ვიდეო ნინო დარსაველიძე სამედიცინო ტერმინების გამოყენებაზე

11 თებერვალს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო აუტიზმის საზოგადოების დამფუძნებული ნინო დარსაველიძე. აუტიზმის საზოგადოებამ შეიმუშავა მემორანდუმი პოლიტიკური შეფასებისას სამედიცინო ტერმინების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ.
გაგრძელება

კორნელი კაკაჩია რუსეთის გავლენაზე

11 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო კორნელი კაკაჩია, პოლიტოლოგი, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული