შაბათი, 20 დეკემბერი, 2014 თბილისის დრო 07:38

რუბრიკები / მეათე სტუდია

რა ხდება ”40 კილომეტრში”?

ერეკლე დეისაძე
ერეკლე დეისაძე

მულტიმედია

აუდიო
ერეკლე დეისაძის პანკ პროექტი, სახელად ”40 კილომეტრში”, სოციალურ  ქსელში ჯერ კიდევ ოქტომბრის არჩევნებამდე  გახდა პოპულარული. ეს პროექტი ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ დაწერილი და ქართული საესტრადო მომღერლების მიერ შესრულებული სიმღერების ახლებურ კავერებს მოიცავს. ”გამარჯობა, აფხაზეთო შენი”, ”მიშა მაგარია” - ერეკლე დეისაძემ ამ და სხვა სიმღერების ტექსტი შეცვალა და მათზე კლიპებიც გადაიღო. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი ახალი სიმღერა, ”სისტემა უნდა დაინგრეს”, დაწერა.  მუსიკოსის პროტესტი გრძელდება.

ამ სიმღერას ”ვაზელინის პარტია" ჰქვია, ავტორიც და შემსრულებელიც ერეკლე დეისაძეა. სიმღერა სოციალურ ქსელებში უკვე კარგად ცნობილი პანკ-პროექტისთვის დაიწერა, რომელსაც ჰქვია ”40 კილომეტრში”.



რადიო თავისუფლება: პროტესტი დღესაც  გრძელდება, როგორც შენი შემოქმედებიდან ჩანს.  თუმცა ეს სიმღერა არჩევნებამდეა დაწერილი.

ერეკლე დეისაძე: კი, ასე იყო. სპეციალურად გავაკეთე არჩევნებამდე რამდენიმე სიმღერა, რომ მაგ პერიოდს დამთხვეოდა, თუმცა დღეს ვიცი, რომ ამ პროექტს უფრო მეტი მიზანი აქვს. რასაც მე ვეხებოდი, ვაპროტესტებდი, ეს საკითხები დღესაც დგას და უკვე ვიცი, რომ ხვალაც აქტუალური იქნება.

რადიო თავისუფლება: პროექტს ჰქვია ”40 კილომეტრში”. რატომ დაარქვი ეს სახელი?

ერეკლე დეისაძე: ერთი პერიოდი იყო, ტელევიზორიდან სულ ეს გვესმოდა, რომ 40 კილომეტრში მტერია, მტერია! და ამაზე ლაპარაკობდა ხელისუფლებაც, ოპოზიციაც, თითქოს გვაშინებდნენ, რომ რაღაცები მოგვეთმინა. მე კი ერთ დღეს ჩემთვის მივხვდი, რაც არის მაგ 40 კილომეტრში, და ამ სიმღერებში ვთქვი. აი, მაგალითად, ვისაც განსხვავებული აზრი ჰქონდა, ყველა რუსეთის აგენტად მოიაზრებოდა. მე ჩავთვალე ჩემი თავი რუსეთის აგენტად და ეს ხმამაღლა ვთქვი. მაინტერესებდა რა რეაქცია იქნებოდა. ვფიქრობდი, ამაზე პასუხს მომთხოვდნენ, მაგრამ არ მიიღეს სერიოზულად და ეს კარგიცაა.

რადიო თავისუფლება: ”ვაზელინის პარტიამ” ძველი დრო გამახსენა, კომკავშირი, კომუნიზმი... როგორ ფიქრობ, დღესაც შემოგვრჩა იქიდან რაღაცები, სტუდენტობასა და უნივერსიტეტებში მსგავსი რამ დღესაც ხდება? შენ ამბობ, ”უნივერსიტეტთან ვაზელინის ვარსკვლავი” ანთია...

ერეკლე დეისაძე: კი, მგონია, რომ უნივერსიტეტის, ზოგადად, სტუდენტობა  თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკისგან. ამას წინათ გავიგე, რომ შეიქმნა რაღაც სტუდენტური გაერთიანება, რომლის სახელშიც სიტყვა ”ოცნება” ფიგურირებს და თვითმმართველობის სისტემაში მოსვლისთვის ემზადებიან. ანუ ჩემთვის ეს ზუსტად იგივეა, რაც ადრე ნერვებს მიშლიდა. რა მნიშვნელობა აქვს სახელებისა და გვარების შეცვლას, თუ მიდგომა დარჩება იგივე?

რადიო თავისუფლება: შენ მღერი მედიაზეც, პოლიტიკურ კულტურაზე, ზოგადად კულტურაზე, ეკლესიაზე, მთავრობაზე. არჩევნების შემდეგ თუ დაგიგროვდა ისეთი თემები, რის შესახებაც იმღერებდი?

ერეკლე დეისაძე: მართლა მეგონა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო ძალიან მაგარი მასალა და სწრაფად უნდა გამომეყენებინა, მაგრამ ისე მოხდა, რომ არჩევნებმა ჩაიარა და მივხვდი, რომ კიდევ უფრო ზღვა მასალაა, რაზეც უნდა ილაპარაკო, იფიქრო და კითხვები დასვა. ეს სიმღერები ხომ რეალურად კითხვების დასმაა.

რადიო თავისუფლება: „სისტემა უნდა დაინგრეს“ - რა არის შენთვის სისტემა, რომელ სისტემაზე მღერი?

ერეკლე დეისაძე: ეს სიმღერა, სხვათა შორის, არჩევნების შემდეგ დავწერე, რადგან პირველი - ”სისტემა უნდა დაინგრეს” - რომ დაიწერა, რაღაც შაბლონივით გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ იყო. მერე კი გაეცა, მე მგონი, პასუხი ყველა კითხვას. ამ ახალი სიმღერით კი მე ახალ ხელისუფლებას მივმართავ და მასში  ჩემი მოთხოვნებია ასახული. ამ მოთხოვნებით ყველა ხელისუფლებას მივმართავდი, ვინც არ უნდა მოვიდეს.

ერეკლე დეისაძემ რამდენიმე წლის წინ ქართული ესტრადის მომღერლების მიერ ჩაწერილი სიმღერაც - ”გამარჯობა, აფხაზეთო, შენი“  - გადააკეთა.



”ახალგაზრდები რას ფიქრობენ, ეგ კიდევ ცალკე თემაა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ თვითონ ხელისუფლების პოლიტიკა რა იყო ამ მიმართულებით, ჩემთვის გაუგებარია. არასოდეს ახსენებდნენ აფხაზ ხალხს, ოს ხალხს. ხომ შეიძლებოდა რაღაც კულტურული ღონისძიებები მაინც გაკეთებულიყო, ჩამოეყვანათ მწერლები, მუსიკოსები, მხატვრები... მხოლოდ ის გვესმოდა, რომ ტერიტორია, ტერიტორია უნდა დაბრუნდეს, იმ კაპიტალზე იყო ლაპარაკი, რაც იქ დარჩა”.

მერე იყო კიდევ ერთი, კარგად ცნობილი სიმღერის, ”მიშა მაგარიას”, კავერი. ერეკლე დეისაძემ „მიშა რავარია“ დაარქვა:



”ალბათ, ყველა პრეზიდენტს დავცინებ. პრეზიდენტი უნდა იყოს ისეთი, რომ ხალხზე უფრო მეტად ზრუნავდეს და მე ამას ვერ ვხედავდი.
იმ სიმღერაში ხომ იყო პირდაპირი მოწოდება, რომ ”მიშა მაგარია”, აქ კი მე ხალხს ვეკითხები, მათ უნდა გადაწყვიტონ, როგორია. თუმცა კი კლიპში ვცადეთ, პასუხები გაგვეცა. სადაც მე სულ დამყვება მწვანე ფონი, იქ ყველაფერი ლამაზია, ყველაფერი კარგადაა, არადა, სინამდვილეში, ყველაფერი ფასადურია, მის მიღმა კი არის გაჭირვება. კარგი მაშინ იქნებოდა, თუ იმ კლიპში, მაგალითად, გარემოვაჭრეებს გამოაჩენდნენ, ან მათ, ვისაც დღეს მართლა უჭირს”.

სულ ბოლო სიმღერა კი ერეკლე დეისაძის და ჯგუფ ”კუნფუ ჯანკის” გიტარისტის, თემო ეზუგბაიას (Vinda Folio), ერთობლივი პროექტია და მას ”აგურით ხელში” ჰქვია:

”ასეთი ტექსტია: „რევოლუცია მარტივად იწყება შენში, როდესაც დგახარ აფთიაქის კართან, აგურით ხელში“. შემდეგ ობიექტები იცვლება - არის სუპერ მარკეტის კართან, შენი სკოლის კართან, ტაძრის კართან, საკუთარ კართან, ტელევიზიის კართან... ანუ იდეა ის არის, რომ რევოლუცია შენი საკუთარი ოჯახიდან და სახლიდან უნდა დაიწყოს დ ა შემდეგ უნდა გამოხვიდე გარეთ და მესიჯი ეგეთია: .ხომ არ ცდიდით?’ ”
აგურით ხელში
აგურით ხელშიi
|| 0:00:00
...    
🔇
X

რიგში დგას ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ დაწერილი კიდევ რამდენიმე სიმღერა - მათ შორის, პოლიციის ჰიმნი, რომლის კავერსაც ერეკლე დეისაძე მალე მოგვასმენინებს.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: alfa საიდან გვწერთ: hillsbrow ,johanesburg
01.12.2012 17:46
უბრალოდ კაი ტიპი ერეკლე დეისაძე!

ავტორი: მე საიდან გვწერთ: თბილისი
01.12.2012 16:54
უნიჭობის ტრიუმფი!

ავტორი: ანონიმი
01.12.2012 16:30
იმ მხედრიონელთან ერთად ბარემ ესეც წარადგინეთ ნობელის პრემიაზე და სოროსს შეახვედრეთ. ნუ დაჩაგრავთ.

ავტორი: gvanca
01.12.2012 05:03
კარგი და ნიჭიერი ადამიანია!

სხვა მასალები

აუდიო არჩილ სულაკაურის თბილისი და თბილისელები

არჩილ სულაკაურის „თბილისურ ჩანახატებში“ შესული 14 ამბავი ამ სახით მისმა ვაჟმა, ლაშა სულაკაურმა გააერთიანა და შარშან გამოსცა, ავტორის გარდაცვალებიდან 16 წლის შემდეგ.
გაგრძელება

აუდიო რადიოჟურნალი – 1066-ე გამოშვება

მეათე სტუდიაში მიგიწვევთ გერმანელი ხელოვანის, გასული საუკუნის 40-50-იან წლებში მოღვაწე, მოდის ილუსტრატორის მარგოტ ვაკვიცის ნამუშევრების გამოფენაზე.
გაგრძელება

აუდიო ტუსკი: ევროკავშირს რუსეთთან მიმართებით გრძელვადიანი სტრატეგია სჭირდება

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის თქმით, ევროკავშირს რუსეთთან მიმართებით სჭირდება სტრატეგია, რომელიც გათვლილი იქნება წლებზე და არა თვეებზე.
გაგრძელება

აუდიო გზა და გაზი – სოფელ წარბასთუმნის პრობლემა

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წარბასთუმნის მოსახლეობა ცენტრალურ ხელისუფლებას განცხადებით მიმართავს. ადგილობრივები სოფელში არსებული გზის მოწესრიგებას ითხოვენ. მათი თქმით, პრობლემა მას შემდეგ გაჩნდა, რაც გაზის კომპანიამ სოფელში ბუნებრივი აირის შეყვანა დაიწყო. მოსახლეობა ირწმუნება, რომ შპს „ინტერგაზს“ სამუშაოების ჩატარება გზების გადათხრის გარეშეც შეეძლო.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული