შაბათი, 18 მაისი, 2013 თბილისის დრო 16:11

რუბრიკები / მეათე სტუდია

ქართული წარმომავლობის გოგონა აშშ-ის პარაოლიმპიელი ვარსკვლავია

ელიზაბეთ სტოუნი
ელიზაბეთ სტოუნი

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
ელიზაბეთ სტოუნი, მსოფლიო კლასის მოცურავე, რომელიც მარჯვენა ფეხის ქვედა ნაწილის გარეშე დაიბადა, მსოფლიო კლასის მოცურავეა. მიმდინარე წლის პარაოლიმპიურ თამაშებზე, სადაც სტოუნი აშშ-ის სახელით ასპარეზობს, მან რამდენიმე მედალი მოიპოვა. მაგრამ ელიზაბეთ სტოუნის ბიოგრაფიაში მხოლოდ წარმატებები არ არის. 22 წლის წინ იგი საბჭოთა საქართველოში დაიბადა, სადაც უდედმამო და მიტოვებულ ბავშვთა თავშესაფარში იზრდებოდა.

31 აგვისტო ლონდონის პარაოლიმპიური ასპარეზობის ერთ-ერთი დაძაბული დღე იყო. ქალებს შორის 100-მეტრზე გულაღმა ცურვაში ოქროს მედალი თამაშდებოდა. აშშ-ის წარმომადგენელი ელიზაბეთ სტოუნი გულშემატკივართა ოვაციების ქვეშ ინვალიდის ეტლით მიუახლოვდა საცურაო აუზს.

22 წლის სტოუნმა ასპარეზობა ბრინჯაოს მედლით დაასრულა. მან დისტანცია 1 წუთსა და 12 წამში დაფარა და ფინიშთან მესამემ მიცურა. თუმცა, 2008 წელს პეკინის პარაოლიმპიურ ასპარეზობაზე მას კიდევ უკეთესი შედეგი ჰქონდა. ამერიკელმა ინვალიდმა სპორტსმენმა მაშინ ვერცხლის მედალი მოუტანა თავის გუნდს. ორივე შემთხვევაში ელიზაბეთ სტოუნმა ეს შედეგი აჩვენა მარჯვენა ფეხის ქვედა ნაწილის გარეშე.
ფინიშთან ბოლოდან მეორე ვიყავი, მაგრამ ვიღაცა მაინც დავამარცხე და, ცხადია, ერთი ადამიანის დამარცხებაც კი საკმარისი იყო ჩემთვის, რომ ავნთებულიყავი. ამის შემდეგ მე უკან აღარ ვიყურები...

ასეთი დაავადებით, რომელიც მედიცინაში თეძოს ძვლის პროქსიმალური კერის დეფიციტის სახელითაა ცნობილი, ელიზაბეთ სტოუნი 22 წლის წინ საბჭოთა საქართველოს ქალაქ ქუთაისში დაიბადა. ლონდონის ოლიმპიური სოფლიდან ჩვენს კორესპონდენტ რიჩარდ სოლაშთან საუბარში სტოუნმა ასე გაიხსენა ქუთაისის ბავშვთა თავშესაფარში გატარებული მძიმე ბავშვობა:

„დაბადების შემდეგ ქუთაისის ბავშვთა თავშესაფარში ვცხოვრობდი. იმ დროის ამბები კარგად არ მახსოვს, მაგრამ ცოტათი მახსოვს უდედმამოთა თავშესაფარი, მე ვიტყოდი, შიმშილი, რაც იქ სუფევდა იმის გამო, რომ თავშესაფარი ძალიან ღარიბი იყო. მახსოვს საშხაპე - ერთი ოთახი, წითელი ვედროთი.“

ელიზაბეთ სტოუნი, რომლის ქართული სახელი და გვარი ქეთევან ხურციძეა, 22 წლის წინ დაიბადა ქუთაისში. გოგონა, როგორც ზემოთ ითქვა, ინვალიდი გაჩნდა - მას მარჯვენა ფეხის ქვედა ნაწილი აკლდა. ელიზაბეთ სტოუნი ფიქრობს, რომ სწორედ ამ თანდაყოლილი ფიზიკური დეფექტის გამო თქვეს მასზე უარი მშობლებმა და ბავშვთა თავშესაფარს ჩააბარეს, სადაც იგი მიჩიგანელმა ფსიქოთერაპევტმა ლინდა სტოუნმა იშვილა და აშშ-ში ჩაიყვანა. რამდენიმე თვეში ოთხი წლის ელიზაბეთ სტოუნს კიდურის პირველი პროთეზი გაუკეთეს, რომელსაც იგი, ქართული „ფეხის“ გავლენით, დღემდე „ბეკის“ უწოდებს:

„როდესაც პირველად ჩავედი აშშ-ში, ქართულად ვლაპარაკობდი. შემდეგ, როდესაც პროთეზი გამიკეთეს, მას ყოველთვის ქართულად ვეძახდი 'ფეხს'. მაშინ საკმაო ენობრივი ბარიერი იყო ჩემსა და დედაჩემს შორის და ამიტომ 'ფეხი' იქცა 'ბეკიდ' იქცა. ახლაც ჩემს ფეხს, ქართულ ყაიდაზე, 'ბეკის' ვეძახი.“

მაგრამ როდესაც ცურავს, ელიზაბეთ სტოუნი „ბეკის“, ანუ პროთეზს, იხსნის და ამიტომაც იყო, რომ ასპარეზობის დროს, 31 აგვისტოს, აუზთან იგი ინვალიდის ეტლით მივიდა. ზუსტად ასე მოიქცა იგი რამდენიმე წლის წინ, როდესაც ცურვაში ჯანსაღ ათლეტებს შეეჯიბრა. ის შედეგი დღემდე ცოცხლობს ელიზაბეთ სტოუნის ხსოვნაში:


მარჯვნივ: ელიზაბეთ სტოუნიმარჯვნივ: ელიზაბეთ სტოუნი
x
მარჯვნივ: ელიზაბეთ სტოუნი
მარჯვნივ: ელიზაბეთ სტოუნი
„ფინიშთან ბოლოდან მეორე ვიყავი, მაგრამ ვიღაცა მაინც დავამარცხე და, ცხადია, ერთი ადამიანის დამარცხებაც კი საკმარისი იყო ჩემთვის, რომ ავნთებულიყავი. ამის შემდეგ მე უკან აღარ ვიყურები.“

ამერიკელი პარაოლიმპიელი ფასდაუდებელს უწოდებს იმ მკურნალობას და დახმარებას, რაზეც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს აშშ-ში მიუწვდებათ ხელი. კვირაში ექვსი დღის განმავლობაში ვარჯიშებმა კი სპორტსმენ გოგონას ლონდონში მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანა. 7 სექტემბერს ელიზაბეთ სტოუნმა მეორე ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა ბატერფლაის სტილით ცურვაში.

ზემოთ ითქვა, რომ ელიზაბეთ სტოუნი - ქეთევან ხურციძე - საქართველოში დაიბადა, მაგრამ გაშვილების შემდეგ იგი სამშობლოში აღარ ჩასულა. როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტს რიჩარდ სოლაშს უთხრა ლონდონში მყოფმა სტოუნმა, ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად ესტუმრება იგი საქართველოს და, შესაძლოა, თავისი ბიოლოგიური მშობლების მოძებნაც სცადოს.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: nd საიდან გვწერთ: tbilisi
13.09.2012 14:52
ვულოცავ ელიზაბეთს და კიდევ უამრავ წარმატებას ვუსურვებ.
ასევე წამრატებებ ვუსურვებ ყველა იმ ადამიანს, სხვის მდგომარეობაში რომ შევა და კეთილ საქმეს რომ გააკეთებს, მნიშვნელობა არ აქვს დიდს თუ მცირეს.

ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
11.09.2012 10:50
შეცდომის გამოსწორების უფლება ყველას აქვს.

ისევ როგორც ყველას გვაქვს უფლება სხვას მიუტევოთ შეცდომა.

ავტორი: ქეთი საიდან გვწერთ: თბილისი
10.09.2012 10:52
მგონი ელიზაბეთს არ მოუწევს ბიოლოგიური მშობლების მოძებნა, ახლა იქით მოძებნიათ და აღვარღვარებენ ცრემლებს, რა ვქნათ, გვიჭირდაო. შეიძლება თავიც შეაცოდონ და შესანახად აეკიდონ.
ჩემი აზრით, არ უნდა მოძებნოს.
მადლობა მის მშვილებელს, ამერიკელ ქალბატონს
და წარმატებებს ვუსურვებ ელიზაბეთს.

ავტორი: manana pruidze საიდან გვწერთ: USA
10.09.2012 10:11
Congret's Ketevan! I'm adapted also and also from Kutaisi... Good luck to you , to find your first Family , but they really don't deserve you, my dear!.. Sorry...

ავტორი: manana საიდან გვწერთ: tbilidi
10.09.2012 00:54
ვულოცავ /ქეთი ხურციძეს/ ელიზსაბეტ სტოუნს ამ წარმატებას მართლაც ძლიერი სული ქონია და მიზანსწრაფულიცაა. დიდი მადლობა სტოუნის ამჯამინდელ დედა ასეთი სულგრდძელობისათვის.თორემ როგორ წარიმართებოდა ამ ბავშვის ბედი ვინ იცის?.....

ავტორი: მარიკა საიდან გვწერთ: თბილისი
09.09.2012 10:02
ახლა გაახსენდათ, ქართველი რომ არის, ოქროს მედალი რომ მოიპოვა. და რამდენი ასეთი ბავშვი იღუპება საქართველოს ბავშვთა სახლში, ისევ და ისევ უცხოელებმა თუ არ იშვილეს და უშველეს, ამაზე წერა არავის არ უნდა, მივიწყება ურჩევნიათ. ვენაცვალე ამ გოგოს, მაგრამ ის უკვე კაი ხანია ამერიკელია და, ალბათ, ურჩევნია დაივიწყოს ის უმოწყალო ქვეყანა და ხალხი, რომელიც მას ასე სასტიკად მოექცა.

სტატიის ავტორს კი ვურჩევდი ან ქართულად გამართულად წერა ისწავლოს, არ რედაქტორს და კორექტორს მიმართოს, ასეთი დილეტანტური ნაწერით თავს ნუ ირცხვენს. დანარჩენს რომ თავი დავანებოთ, "პარაოლიმპიელი" რომ უწერია ბევრ ადგილას, ეს ტერმინი მაინც გადაემოწმებინა.
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
10.09.2012 02:34
საქართველოს სპორტის მესვეურებმა "პარაოლიმპიადა" და "პარაოლიმპიელი" დაადგინეს ტერმინებად. ფედერაციასაც ასე ეწოდება. თუ სხვა უზუსტობებზე მიგვითითებთ, მადლობელი დაგრჩებით და შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში მას გავასწორებთ.

ავტორი: manana საიდან გვწერთ: tbilisidan
09.09.2012 09:21
1. სულით და გულით ვულოცავ და კიდევ დიდ წარმატებებს ვუსურვებ.
2.ერთი მხრივ, სირცხვილი მის მშობლებს, მეორე მხრივ, ოდნავ მაინც, სადღაც შეიძლება გავუგოთ და შევუნდოთ, უნდა წარმოვიდგინოთ როგორი მდგომარეობა იყო საქართველოში 22 წლის წინ, თუმცა ისიც არ არის გამორიცხული, რომ გულქვა ადამიანები არიან და ყოველთვის ასეთი იქნებოდნენ, ღმერთმა შეუნდოს.
3. აი ამით ჯობია ამერიკა რუსეთს

ავტორი: კოტე საიდან გვწერთ: თბილისი
09.09.2012 00:01
Паралимпиада: "убийственное" регби на колясках
Official website of the Paralympic Movement
Georgian Paralympic Committee
პარალიმპიადა ალბათ და არა პარა ო ლიმპიადა

ავტორი: მარიამი საიდან გვწერთ: თბილისიდან
08.09.2012 22:47
ქეთევანს ბედმა გაუღიმა მშობლებმა ბავშვთა სახლში რომ ჩააბარეს და ამერიკელებმა იშვილეს, თორემ ახლა ცალფეხა მათხოვარი იქნებოდა

ავტორი: პაატა საიდან გვწერთ: თბილისი
08.09.2012 21:07
შემძრა ქეთევანის ამბავმა. მესმის მისი,რომ უნდა ნახოს თავის სამშობლო და ბავშვობის ადგილები.ქეთევანის საქმეა,მაგრამ პირადად მე ბიოლოგიურ მშობლებს,რომლებიც ასე გამწირავდნენ,ვნახავდი,სიტყვასაც არ ვეტყოდი და მხოლოდ თვალებში ჩავხედავდი. შვილი შვილია ,როგორიც არ უნდა დაიბადოს და ის შენი ჯვარია,როგორი მძიმეც არ უნდა იყოს. მეამაყება,რომ ქეთევანს ქართული გენები აქვს ,მაგრამის უკვე სთოუნია და ამაყად უნდა ატარებდეს ამ გვარს და ამაყობდეს იმ ადამიანებით ვინც ეს გვარიც მისცა და ყველაფერი ის,რამაც ის სრულყოფილ ადამიანად აქცია.ადვილი წარმოსადგენია,რა ელოდა მას,რომ იმ ბავშვთა სახლში დარჩენილიყო და ღვთის განგებით ეს ადამიანები არ გამოჩენილიყვნენ მისთვის.

ავტორი: fotola, საიდან გვწერთ: EU
08.09.2012 18:30
ანონიმს!
გეტანხმებით პოლონელებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ EU-ში უკვე არსებობს ასეთი ტერმინი "პროფესიით პოლონელი", რასაც მაგალითად ვერ გაიგებ EU-ს სხვა ახალ წევრ სახელმწიფოთა მოქალაქეებზე...
არადა ამ ევროპელებისა გამკვირვებია, რას გადაეკიდნენ ამ პოლონელებს, როცა მაროკოელებითა და თურქებით გაივსო ევროპა.... პოლონელი ევროპელია მაინც და არც გამუსულმანებას ცდილობს ამ უღმერთო ევროპელებისას....არა?:-)

ავტორი: khatuna საიდან გვწერთ: germnia
08.09.2012 15:37
ვიტირე, საოცრად შემრცვა მისი მშობლბეის ნაცვლად და მიხარია, რომ ბედნიერი და ცარმატებულია, ვისი სახელიტაც არ ნდა გამოდიოდეს, ვულოცავ და კიდევ მეტ ცარმატებას ვუსურვებ ცხოვრებაში

ავტორი: ანონიმი
07.09.2012 23:59
ვულოცავ ქალბატონ ხურციძეს ნორმალური ხალხის ნახვას თუნდაც ამერიკაში. ისიც თქვით რომ მას შემდეგ რაც 2004 წელს პოლონეთი ევროკავშირში შევიდა ახალგაზრდა პოლონელები თავისი ცოლ-შვილით თავქუდმოგლეჯილი გარბიან პოლონეთიდან. პოლონეთში რჩებიან უფრო მოხუცები და ცოტა ახალგაზრდები რომელთაც ორჯერ მეტად მუშაობა უწევთ ამ მოხუცების სარჩენად. თავგუდმოგლეჯით გაქცეულმა ახალგაზრდებმა კი ნახეს ცხოვრების შედარებით ნორმალური პირობები და დარჩნენ.კიდევ რამდენ ხანს გასტანს პოლონეთი დიდი გამოცანაა პოლონელებისთვის პირველ რიგში. ასე ვიცის ჩეკისტურმა პერესტროიკამ...ამის წაკითხვა ევროპულ პრესაში ევროპაში მოხვედრილ და ევროპული ენების მცოდნე ქართველებსაც შეუძლიათ თუ არ დაეზარებათ.

ყველაზე პოპულარული