პარასკევი, 04 სექტემბერი, 2015 თბილისის დრო 09:49

რუბრიკები / რეგიონული მაცნე

კახეთში საჯარო მოხელეები შვებულებაში მასობრივად გავიდნენ

სიღნაღისიღნაღი
x
სიღნაღი
სიღნაღი

მულტიმედია

აუდიო
კახეთის რეგიონში თითქმის ყველა რაიონის გამგებელი და მათი პირველი მოადგილე შვებულებაში იმყოფება. გამგებლების გარდა შვებულებაში არიან  გამგეობებს დაქვემდებარებული საჯარო სამსახურის თანამშრომლები.  ისინი ოფიციალურად "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიაში არიან ჩართული. მედიისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ინფორმაციით, თვითმმართველი ორგანოები შეფერხებით მუშაობენ, თუმცა სამსახურების პარალიზება არ მომხდარა.

შვებულებაში იმყოფება ლაგოდეხის გამგებელი დიმიტრი ლოლაძეც. რეპორტაჟის მომზადების დროს გავარკვიეთ, რომ გამგებლის გარდა შვებულებაშია გამგეობის 18 თანამშრომელი და 21 სპეციალისტი სოფლის საკრებულოებში. გამგებლის მოვალეობას ლაგოდეხში გიორგი წვერავა ასრულებს. მისი განცხადებით, ის, რომ 40-მდე საჯარო მოხელე ერთდროულად შვებულებაშია გასული, ამაში საგანგაშო არაფერია:

„გამგეობიდან შვებულებაშია გასული 18 ადამიანი, მათ შორის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი და ერთ-ერთი სტრუქტურული სამსახურის ხელმძღვანელი.  შვებულებაში არ არის გასული ტერიტორიული ორგანოს არც ერთი რწმუნებული, თუმცა მუნიციპალიტეტის მასშტაბით ამ ეტაპისთვის შვებულებით სარგებლობს 21 სპეციალისტი. გამგეობის მუშაობას ამ მხრივ შეფერხება არ ჰქონია, ჩვეული რიტმი არ დარღვეულა, პირიქით, სექტემბრის ბოლოს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა დაახლოებით 152 დასრულებულ პროექტს აბარებს და ჩვენ ამ ობიექტს  ყოველგვარი პრობლემის და შეზღუდვის გარეშე ჩავაბარებთ.“
გუბერნიაში შესულ მოქალაქეს ეკითხებიან ვისთან არის, რა საკითხზე, და მხოლოდ ამის შემდეგ აძლევენ პასუხს, რომ ახლა არ სცალიათ სამსახურების უფროსებს და არჩევნების შემდეგ გადახედავენ მათ პრობლემას. როცა წინასაარჩევნოდ ყურადღებას არ აქცევენ მოქალაქეებს, როგორ შეიძლება ეს მოხელეები არჩევნების შემდეგ ვინმეს დაეხმარონ...

ის, რომ გამგეობებსა და საკრებულოებში თანამდებობის პირები შვებულებაში მასობრივად გავიდნენ, საგანგაშოს უწოდებს პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველოს" კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი მოსიაშვილი.  მისი ინფორმაციით, დღეს კახეთში ფასიან შვებულებაში 400-მდე საჯარო მოხელე იმყოფება. ოპოზიციონერის თქმით,  ამის გამო, პირველ რიგში, მოსახლეობა დაზარალდა:

„კახეთის მასშტაბით ფასიან  შვებულებაშია გასული 400-მდე საჯარო მოხელე. აქვე აღვნიშნავ, რომ კახეთის მხარის გუბერნიაში დღის ნებისმიერ მონაკვეთში ვერ იპოვით ადგილზე თანამდებობის პირს, რომელიც კომპეტენტურია ამა თუ იმ საკითხზე. გაკეთებულია პოლიციის  კორდონი, გუბერნიაში შესულ მოქალაქეს ეკითხებიან ვისთან არის, რა საკითხზე, და მხოლოდ ამის შემდეგ აძლევენ პასუხს, რომ ახლა არ სცალიათ სამსახურების უფროსებს და არჩევნების შემდეგ გადახედავენ მათ პრობლემას. როცა წინასაარჩევნოდ ყურადღებას არ აქცევენ მოქალაქეებს, როგორ შეიძლება ეს მოხელეები არჩევნების შემდეგ ვინმეს დაეხმარონ.“

მასობრივი შვებულებებით გამგეობების პარალიზება არ მომხდარა, თუმცა შექმნილ პირობებში ინფორმაციის მოპოვება უძნელდებათ  მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, - აცხადებს ჟურნალისტი და კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გელა მთივლიშვილი.  მისივე თქმით, პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც გამგეობებს სხვადასხვა საკითხის მოგვარების იმედით აკითხავენ:

„როცა ჩვენ ვაგზავნით განცხადებებს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე, კანონით დადგენილ დროში ადეკვატურად ვერ ვიღებთ პასუხს და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ საჯარო მოხელეთა უმრავლესობა შვებულებაშია გასული. ადგილზე არიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ვერ იღებენ გადაწყვეტილებას ვერც ერთ საკითხზე. რაიონული ცენტრებიდან დაშორებული სოფლების მოსახლეობას უწევს ადმინისტრაციულ ცენტრში 3-4 გზის ვიზიტი, თუმცა კონკრეტულ პასუხს მაინც ვერ იღებს. შესაძლებელია ამ ადამიანებმა საარჩევნო წლის დასასრულამდე ვერ მოახერხონ საკუთარი პრობლემის მოგვარება.“
ჩვენ გვქონდა რეკომენდაციები იმის თაობაზე, რომ გამგებლებს, გუბერნატორებს და თანამდებობის იმ პირებს, ვინც არ არის არჩეული პირდაპირი საარჩევნო წესით, არ ჰქონოდათ უფლება, მიეღოთ მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში და აგიტაციაში. თუმცა ეს არ გათვალისწინეს და, პირიქით, მათი უფლებები წინასაარჩევნო კამპანიაში გაიზარდა...

კახეთში მასობრივი შვებულებების შესახებ საქმის კურსში არიან არასამთავრობო ორგანიზაციებიც. „სამართლიანი არჩევნების“ იურისტი ნინო რიჟამაძე ამბობს, რომ თუ საჯარო მოხელე შვებულებაშია, მას წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვა არ ეკრძალება. თუმცა რიჟამაძეს უკვირს, როგორ გაუჩნდა ერთდროულად  ამდენ საჯარო მოხელეს  წინასაარჩევნო პროცესში ჩართვის სურვილი. რიჟამაძის თქმით, ისინი კანონპროექტის მიღების დროს  წინააღმდეგნი იყვნენ  გამგებლებს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის  უფლება მინიჭებოდათ, მაგრამ მათი აზრი მაშინ არ გაითვალისწინეს:

„ჩვენ გვქონდა რეკომენდაციები იმის თაობაზე, რომ გამგებლებს, გუბერნატორებს და თანამდებობის იმ პირებს, ვინც არ არის არჩეული პირდაპირი საარჩევნო წესით, არ ჰქონოდათ უფლება, მიეღოთ მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში და აგიტაციაში. თუმცა ეს არ გათვალისწინეს და, პირიქით, მათი უფლებები წინასაარჩევნო კამპანიაში გაიზარდა.“

2012 წლის 1 აგვისტოდან  შვებულებაში იმყოფება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის 38, გურჯაანის გამგეობის 57 და ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის 23 თანამშრომელი. მათ უმრავლესობას შვებულება 2 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების მეორე დღეს, უმთავრდება.


ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
ამ ფორუმში კომენტარი არ არის. დაწერეთ პირველი კომენტარი

სხვა მასალები

ბათუმში გაიხსნა აშშ-ის დახმარებით შექმნილი ნავმისადგომი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სამი წლის განმავლობაში სასაზღვრო პოლიციის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მოხდა სანაპირო დაცვის ფლოტის მოდერნიზაცია.
გაგრძელება

ვიქტორ ორბანი მიგრანტების კრიზისს „გერმანიის პრობლემას“ უწოდებს

სულ მცირე, 2000 ლტოლვილი და მიგრანტი ბუდაპეშტშია გაჩერებული 1 სექტემბრის შემდეგ, როცა მათ საშუალება არ მისცეს ქალაქის მთავარ სადგურზე მატარებლებში ასულიყვნენ.
გაგრძელება

პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტის მიერ შენიშვნების სახით წარმოდგენილ კანონპროექტს ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო უწყების გამოტანის შესახებ.
გაგრძელება

აუდიო ზუგდიდის სოფელ შამადელაში საპროტესტო აქცია გაიმართა

შამადელას მცხოვრებლების თქმით, ელექტროსადენების სიძველის გამო, მცირედი წვიმის ან ქარის დროსაც კი სოფელს ელექტროენერგია ეთიშება.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული