ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2013 თბილისის დრო 10:03

პოლიტიკა / საქართველო

მაისურების გამო დაწყებული მუშტი-კრივი

x

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
გორის რაიონის სოფელ დიცში „ნაციონალური მოძრაობის“ და კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა. საინფორმაციო სააგენტო “ინფო 9”-ის ცნობით, ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატის ბადრი ბასიშვილის მეგობრებმა კოალიციის აქტივისტებს სასტიკად სცემეს. ოთხ ახალგაზრდას სხვადასხვა სახის დაზიანება აქვს მიყენებული თავის და სხეულის არეში. როგორც თვითმხილველები და დაზარალებულები აცხადებენ, დაპირისპირება კოალიციის ლურჯი მაისურების გამო დაიწყო. გერასი არჩუაძე ქუჩაში მოჩხუბრების გასაშველებლად გავიდა, მაგრამ მასაც გაუსწორდნენ. მისი თქმით, სოფელში ზონდერები იყვნენ  ჩასულები და „ოცნების“ წევრებს დასდევდნენ. 

ერთ-ერთი დაზარალებული, ზვიად ბაფიაშვილი, რომელსაც თავი აქვს გატეხილი, აცხადებს, რომ თავდამსხმელებში ძმები გიგი და გოგიტა გოჩაშვილები და მათი მეგობრები ამოიცნო. 

ორი თვის წინ კარალეთის დევნილთა დასახლებაში მომხდარი ინციდენტის დროსაც ძმები გოჩაშვილები აქტიურობდნენ, დიცის ინციდენტის დროსაც საქმეში ქვები გამოჩნდა. სოფელში ჩასულ პოლიციელებს გოჩაშვილების შესახებ დაზარალებულებმა ინფორმაცია უკვე მიაწოდეს, თუმცა ჟურნალისტების კითხვა სამართალდამცავებმა უპასუხოდ დატოვეს. 

დიცელები აცხადებენ, რომ ეგრეთ წოდებული ზონდერჯგუფი სოფელში ხალხის დასაშინებლად ჩავიდა, რადგან კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მალხაზ ვახტანგაშვილს რამდენიმე დღის წინ ხალხმრავალი დახვედრა მოუწყვეს და მხარდაჭერა აღუთქვეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ძმები გოჩაშვილები და მათი მეგობრები ლიახვის ხეობის დეპუტატის ბადრი ბასიშვილის მითითებებით მოქმედებენ და ამ ეგრეთ წოდებულ ზონდერჯგუფს დეპუტატი ხელმძღვანელობს, რასაც ბასიშვილი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ დიცის ინციდენტის შესახებ მან არაფერი იცის.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: უიშვილი საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
21.09.2012 09:52
ავტორი: I Am Georgian საიდან გვწერთ: GB
18.09.2012 10:48-შევარცხვინე შენისთანა- I Am Georgian! საქართველოში მომხდარისა და მიმდინარე პროცესის ფონზე! ტიპიური ნაცXი ხარ!

ავტორი: I Am Georgian საიდან გვწერთ: GB
18.09.2012 10:48
ბორის ივანიშვილი,<ასე ერქვა ცოტა ხნის წინ, ოცწლობით რუსეთის"ორგანოებში მოღვაწეობისას-ფინანსების განხრით, როგორც, აბრამოვიჩი, ვექსელბერგი და სხვა რუსული ხანჯლის და ნაბადის უჩინარი, რიგითი თანამშრომლები " ამ კაცს, როცა მას ფულს აკეთინებდა, კრემლის მლიქვნელობისათვის, ფუტინის ხროვ>,ვისი სატელიტიცაა, ქართველებს არ ეშლებათ და შარადა-ესსე მგელზე, კრავის ქურქში, სულხან საბამ, გაცილებით ადრე უამბო მსოფლიოს, ვიდრე ფონ ვიზენმა და მისმა მთარგმნელმა, კრილოვმა.