საქართველოში დაბრუნდა რამდენიმე ათეული ემიგრანტი
ბათუმი
დღეს საქართველოში დაბრუნდა რამდენიმე ათეული მოქალაქე, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ და სამშობლოში აპირებენ პროტესტის გამოხატვას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის გამო. აშშ-სა და ევროპის სახელმწიფოებში მცხოვრები ემიგრანტები სტამბოლში შეიკრიბნენ და საქართველოში თურქეთის გავლით დაბრუნდნენ. მათი განცხადებით, საზღვარგარეთ ხმის მიცემის პრობლემა შეუქმნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმად, საარჩევნო რეგისტრაციისთვის საცხოვრებელი ადგილის ცნობა უნდა წარადგინონ. როგორც ემიგრანტები ამბობენ, ამ პირობას უდიდესი ნაწილი ვერ შეასრულებს, რადგან საზღვარგარეთ არალეგალურად ცხოვრობს.
ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.
რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)