შაბათი, 25 მაისი, 2013 თბილისის დრო 05:46

პოლიტიკა / საქართველო

"ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნო შეკრებებს მართავს

"ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო შეკრება ქუთაისში"ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო შეკრება ქუთაისში
x
"ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო შეკრება ქუთაისში
"ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო შეკრება ქუთაისში
ტექსტის ზომა - +
8 სექტემბერს ზუგდიდიდან დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო შეკრებების სერია, რომელიც სულ 11 ქალაქში გაიმართება. ეს ქალაქებია: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ახალციხე, გორი, თელავი, მცხეთა, რუსთავი, ამბროლაური, თბილისი.

ზუგდიდის ცენტრში მრავალათასიან მიტინგს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც პირველი ოქტომბერს „მტრის ბოლო გაფართხალება“ უწოდა.

8 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი პროკურორი როლანდ ახალაია დაახასიათა და მას „უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანი“ უწოდა.

„მინდა მთელმა საქართველომ დაინახოს, როგორი ერთიანი ვართ. მინდა ჩვენმა მტერმა დაინახოს, რომ საქართველო არ იყიდება და არ იცვლება ტყუილ დაპირებებზე. ჩვენ ბევრი რამ გვინახავს, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი ჩვენი მიწა, ჩვენი თავისუფლება და ჩვენი მომავალია. წარსულში ვეღარავინ დაგვაბრუნებს და ვივლით მხოლოდ წინ, მხოლოდ თავისუფლებისკენ. აშენდება ახალი სამეგრელო, აშენდება ლაზიკა და აშენდება მთლიანად საქართველო. აღმშენებლობა, რომელიც დავიწყეთ ბათუმში, ქუთაისში, თბილისში, ახლა უკვე ლაზიკაში, აუცილებლად დაგვიბრუნებს სოხუმს“,  - განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა.

მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდში ქვეყნის პირველ ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსთან და უმცროს ვაჟიშვილთან ნიკოლოზთან ერთად ჩავიდა.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
ამ ფორუმში კომენტარი არ არის. დაწერეთ პირველი კომენტარი

ყველაზე პოპულარული