ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 თბილისის დრო 04:30

პოლიტიკა / საქართველო

დებატები გააზრებული არჩევანისათვის

x

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე შეიძლება ტრადიცია დაირღვეს და ძირითადმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა მონაწილეობა მიიღონ საჯარო დებატებში. ამგვარი ვარაუდის წინაპირობას იძლევა მმართველი პარტიისა და კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერთა განცხადებები, თუმცა მათივე მხრიდან დებატებში მონაწილეობის ფორმალურ თანხმობას თან ახლავს პირობები, რომლებიც დებატების გამართვას სათუოს ხდის. რატომ გაურბიან ქართველი პოლიტიკოსები დებატებს და რას კარგავს საზოგადოება, როცა საარჩევნო კამპანიები დებატების გარეშე ტარდება?

საქართველოს კანონმდებლობით, საარჩევნო დებატების გამართვის ვალდებულება დაკისრებული აქვს „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, რომლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა,  დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისა და საზოგადოებისათვის ინფორმირებული არჩევანის საშუალების მისაცემად, უმასპინძლოს ტელედებატებს. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ვალდებულება მოაწყოს დებატები განსაზღვრულია მაუწყებლობის შესახებ კანონითა და საარჩევნო კოდექსით.
ასეთ შემთხვევაში, თუ არ მოდის კვალიფიციური სუბიექტი, რა თქმა უნდა, არ ჩაითვლება, რომ მაუწყებელი ვერ იცავს კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. მაუწყებელმა ასეთ დროს უნდა განაცხადოს ღია ეთერში, თუ ვის იწვევდა, რა პასუხი მიიღო... და მოიწვიოს ის პირები, რომლებიც თანხმობას გამოხატავენ დებატებში მონაწილეობაზე...

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლის ნათია კაპანაძის თქმით, მაუწყებელი ვალდებულია არადისკრიმი-ნაციულად  უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში, თუმცა შესაძლოა მაუწყებელი აღმოჩნდეს ისეთი პრობლემის წინაშე, როგორიც არის საარჩევნო სუბიექტების ნება მიიღონ მონაწილეობა ან უარი თქვან დებატებზე.

„ასეთ შემთხვევაში, თუ არ მოდის კვალიფიციური სუბიექტი, რა თქმა უნდა, არ ჩაითვლება, რომ მაუწყებელი ვერ იცავს კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. მაუწყებელმა ასეთ დროს უნდა განაცხადოს ღია ეთერში, თუ ვის იწვევდა, რა პასუხი მიიღო... და მოიწვიოს ის პირები, რომლებიც თანხმობას გამოხატავენ დებატებში მონაწილეობაზე“, - უთხრა ნათია კაპანაძემ რადიო თავისუფლებას.

ჯერჯერობით დებატებში მონაწილეობაზე უარი არც ერთ კვალიფიციურ სუბიექტს არ განუცხადებია, თუმცა, ცხადია, ყველაზე მეტად საზოგადოებას ძირითადი მოთამაშეების - მმართველი პარტიისა და კოალიცია „ქართული ოცნების“  - პოზიციები აინტერესებს. „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით განცხადება ჩიორა თაქთაქიშვილმა, ხოლო „ქართული ოცნების“ სახელით ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.
ბიძინა ივანიშვილიბიძინა ივანიშვილი
x
ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

„ხელისუფლებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი არის სააკაშვილი, კოალიციის ლიდერი გახლავართ მე და ვიწვევ დებატებში. მათ არ ჰყავთ სხვა პიროვნებები. არ გამოვა ეგრე, რომ ბაქრაძესთან დავჯდე დებატებში ან ვანოს დავუჯდე“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნა, მასთან დებატებში მონაწილეობა მიიღოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა, არამართებულად მიაჩნია პოლიტოლოგ კახა გოგოლაშვილს:

„სააკაშვილი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს. ის არის „ნაცმოძრაობის“ ლიდერი, მაგრამ, ამავდროულად, არის ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებთან არ უნდა ჰქონდეს ასეთი სახის დამოკიდებულება. უბრალოდ, პოლიტიკურმა პარტიებმა, საარჩევნო სიებში ვინც ჰყავთ ლიდერები, ისინი უნდა შეაჯიბრონ ერთმანეთს, პირველ რიგში, და შემდგომ უკვე, საარჩევნო სიებისა და იმ კომპეტენციების მიხედვით, რომლის გაძღოლასაც აპირებენ ისინი შემდგომში, თუ პარლამენტში მოვლენ - აი, ამის მიხედვით უნდა მოხდეს წარდგენა კანდიდატებისა დებატებში.“
დებატების გარეშე მხოლოდ „მჯერას“ პრინციპით მუშაობს საზოგადოება. ანუ ვიღაცამ ვიღაცას უნდა დაუჯეროს, ხოლო თუ ჩვენს თვალწინ დებატები გაიმართება და მოვუსმენთ ოპონენტებს, გაგვიჩნდება რეალური შეფასების შესაძლებლობა, ანუ დებატები იძლევა საშუალებას, ვიყო არა ე.წ. „მორწმუნე ამომრჩეველი“, არამედ მოაზროვნე ამომრჩეველი...

ფსიქოლოგი მარინა ჩიტაშვილი კი მიიჩნევს, რომ პარტიების ლიდერებს შორის დებატების მოწყობა საზოგადოებისთვის საინტერესო და სასარგებლო იქნება, თუმცა, მისი აზრით, გაცილებით მნიშვნელოვანია დებატების გამართვა იმ ადამიანებს შორის, რომლებიც წარმოადგენენ ამა თუ იმ პოლიტიკური სუბიექტების პარტიული სიების ავანგარდს და რომლებიც საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარი დეპუტატის მანდატებისთვის იბრძვიან. მარინა ჩიტაშვილის თქმით, საარჩევნო დებატების მოწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს ოპტიმალური არჩევანის გაკეთებისა და ქვეყნის განვითარებისთვის:

„დებატების გარეშე მხოლოდ „მჯერას“ პრინციპით მუშაობს საზოგადოება. ანუ ვიღაცამ ვიღაცას უნდა დაუჯეროს, ხოლო თუ ჩვენს თვალწინ დებატები გაიმართება და მოვუსმენთ ოპონენტებს, გაგვიჩნდება რეალური შეფასების შესაძლებლობა, ანუ დებატები იძლევა საშუალებას, ვიყო არა ე.წ. „მორწმუნე ამომრჩეველი“, არამედ მოაზროვნე ამომრჩეველი.“

სწორედ მოაზროვნე ამომრჩევლების სიმრავლის გამო, განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში დებატებზე უარის თქმა პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფას ქმედებად ითვლება. პოლიტოლოგ კახა გოგოლაშვილის თქმით, დებატებზე უარის თქმით, პარტია საზოგადოებას უგზავნის სიგნალს, რომ მისი დაპირებები ან არარეალისტურია, ან განიცდის კვალიფიციური კადრების დეფიციტს.
კახა გოგოლაშვილიკახა გოგოლაშვილი
x
კახა გოგოლაშვილი
კახა გოგოლაშვილი

„საქმეა არა მხოლოდ ის, რამდენად რეალისტურია და სწორად გათვლილი რომელიმე პარტიის დაპირებები, არამედ ისიც, თუ რა კადრები ჰყავს ამ პოლიტიკურ ძალას, რამდენად არიან ისინი დარწმუნებული თავის იდეებში და რამდენად შეუძლიათ მათი სიტყვით რეალიზება მაინც. როგორც მინიმუმ ეს მაინც უნდა შეეძლოს, რადგანაც ამის იქით უკვე არის საქმე, რომლის მიმართაც ნდობა არ იქნება იმ შემთხვევაში, თუ სიტყვით ვერ ამტკიცებს თავის სიმართლეს პოლიტიკური ძალა“, - უთხრა კახა გოგოლაშვილმა რადიო თავისუფლებას.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: გარემარბი საიდან გვწერთ: აშშ-დან
24.08.2012 04:42
,,მჯერა - არ მჯერა" ამომრჩევლის საპირისპირო ცნება ალბათ ,,ინფორმირებული ამომრჩეველი" უფროა, ვიდრე ,,მოაზროვნე ამომრჩეველი". თუმცა, ინფორმირებული ალბათ უმეტეს შემთხვევაში მოაზროვნეც ხდება :)

ავტორი: ხუთკუნჭულა საიდან გვწერთ: გერმანიიდან
23.08.2012 18:02
ტელედებატებს კულტურა სჭირდება, ელემენტარული კამათის კულტურა, ანუ, დაუშვებელია სხვა თემაზე გადახტომა არასასურველი კითხვისას, პასუხის მაგივრად ნიშნის მოგება, უფრო ხმამაღლა ყვირილი და ოპონენტის ხმის გადაფარვა, და ა.შ.
ივანიშვილი რომ მაინცდამაინც სააკაშვილს იწვევს, ეს უკვე იმას მიუთითებს, რომ კამათი არა პოლიტიკურ და კონსტრუქციულ ხასიათს მიიღებს, არამედ დანაშაულის წაყენების და მტრად გამოცხადების უალტერნატიო დუელად იქცევა...
ივანიშვილს ბევრი კარგი შეეძლო გაეკეთებინა, მაგრამ როგორც ჩანს, თავად არ ისურვა და თავისი გარემოცვით გაუმჯობესების მაგიერ კონსტიტუციური რევოლუციისკენ გადაიხარა...

ავტორი: პესი საიდან გვწერთ: მისტიდან
23.08.2012 14:46
ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
23.08.2012 03:05-წამოცდენა არც შენს პროტეჟეს აკლია, სიცრუეები (ამერიკაში, უნივერსიტეტში გამოსვლისას თქვა რუსეთი თავს იმ დროს დაგვესხა იტალიაში დასასვენებლად ვიყავიო...გიორგი მაისურაძემ ხომ დაუდო ფაქტი რომ "საომარ ოპერაციებს" თვითონ "მართავდა") და ტრაბახი არ მეგონა თუ პოლიტიკოსის უპირატეს თვისებად ითვლებოდა, "ვეფხისტყაოსნის" მეცხრეკლასელის დონის საზეპირო კუპლეტში ხომ "გაიჭედა", სამხედრო "სტრატეგი" ხომ არის და არის, მერცხალი რომ გაზაფხულს მოიტყვანს-მისგან გავიგეთ...ჩარეცხილები, იყიყინონ,ლილიპუტინი -აი მისი პოლიტიკური მიდგომები და ლექსიკონი...ჯონდი ბაღათურიამ დედამისის შემოქმედება ხომ "დაახურა თავზე"-პასუხად მუქარა დაუწყო-ტალახის აბაზანები და მგავსი "მიშურიზმები"-აი მისი ჭეშმარიტი სახე -ზურაბ ჟვანია ხომ "გაზით გაიგუდა" გაზგადაკეტილ ბინაში...ივანიშვილი მოიგებს თუ წააგებს ჩემთვის სულერთია. მიშას ხელში საქართველოს საქმე წასულია უფო მეტსაც დავკარგავთ....ბოლო ბოლო მსოფლიო ფაქტიურად აღიარებს და დააკანონებს "აგვისტოს შემდეგ შექმნილ რეალიებს" (ლავროვი) რუსეთთან შერდარებით ფეხებზე არ ჰკიდიათ მიშა და საქართველო სნობისტ ევროპელებსა და პეტუხ ამერიკელებს....

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
23.08.2012 03:05
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენთან პოლიტიკოსებს ერთმანეთთან შეხვედრისას, უჭირთ საქმეზე საუბარი და ურთიერთდადანაშაულება ურჩევნიათ, არ მგონია ამ დებატებს რაიმე სარგებელი ჰქონდეს. ამიტომ ჯობია ცალ-ცალკე გამოვიდნენ და ისე მოგვახსენონ რა უნდათ.
რაც შეეხება ბიძინას ინიციატივას, .))) წამოცდება ხოლმე ამ კაცს რაღაცეები და მერე ოცნებისტები იმტვრევენ თავს, როგორ გაამართლონ... ივანიშვილი, მე მეგონა 1 ოქტომბრამდე მოიცდიდა, წინასწარ, 1 სექტემბრისთვის უნდა მიიღოს არჩევნებში წაგების შედეგები?..)))
სად სააკაშვილი და სად ივანიშვილი. პოლიტიკოსი და რუსული ყაიდის ოლიგარქი, განსხვავებული განზომილებებია. ბიძინასთვის პოლიტიკა ისეთი უცხო ხილია, რომ ... ნამდვილად ვისურვებდი მის სატელევიზიო დებატებში ხილვას..))
არა, თუ წამყვანი ეკა ბერიძე აღმოჩნდა, შეიძლება გადარჩეს და ფსიქოლოგიის ლექციებითაც კი "დააბნიოს" ოპონენტი.)))
ისე ნაციონალურმა მოძრაობამ მერაბიშვილი პრემიერობის კანდიდატად დაასახელა. სააკაშვილი კი პრეზიდენტია.
ივანიშვილი გაურკვეველი მოქალაქეობის მქონე "ლიდერი".
მას 6 მილიარდი აქვს კრემლის წყალობით, მაგრამ დებატებში ყველას გამოწვევის სურვილის დაკმაყოფილება რამდენადაა დამოკიდებული ამ თანხებზე....
არ არის ბატონო ყველაფერი ბიძინას სურვილზე და თითის გაწკაპუნებაზე. ამიტომ მაისურების და საარჩევნო ბუკლეტების 7 ნომრით დაბეჭვდის არ იყოს, იმედია ივანიშვილი წინასწარ არ დაამონტაჟებინებს რომელიმე არხის სტუდიაში განსაკუთრებით რბილ სავარძელს თავისთვის და არ შეუკვეთავს " დაფებს" მისი სასურველი პოლიტიკოსის გვარით..)) ხარჯებს რომ თავი გავანებოთ..))

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
22.08.2012 20:49
წარმომიდგენია მიშას და ბიძინას დებატები... დაახლოებით იგივე იქნება რაც მიშამ დადგა ჟირინოვსკისთან დებატებში, ზუსტად მაშინ როცა პრეზიდენტად ვირჩევდით

მაგ საქციელით მოიხიბლა მაშინ "კაჩაობას" შეყვარებული ქართველი ხალხი. და არა მარტო მაგით

არ ვართ ჩვენ იმ კულტურის ხალხი რომ დებატები წარიმართოს პირდაპირ ან არაპირდაპირ ეთერში, ძალიან მდაბიო კულტურაა საამისოდ, არ ეყოფა

ყველაზე პოპულარული