ოთხშაბათი, 20 აგვისტო, 2014 თბილისის დრო 22:30

პოლიტიკა / საქართველო

რატომ გადაწყვიტა საგარეო უწყებამ ელჩების შეცვლა?

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
x
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

მულტიმედია

აუდიო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აპირებს გამოიწვიოს ელჩები რამდენიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყნიდან. საგარეო უწყების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, იმ ელჩების სია, რომელთა გამოცვლასაც სამინისტროს ხელმძღვანელობა მიზანშეწონილად მიიჩნევს, უკვე გადაეგზავნა ეროვნული უშიშროების საბჭოს, რომელიც  ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხებზე პრეზიდენტის უმაღლესი სათათბირო ორგანოა. საქმე ის არის, რომ, კონსტიტუციის თანახმად, ელჩების დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. რატომ გადაწყვიტა საგარეო საქმეთა სამინისტრომ ელჩების მასობრივი შეცვლა?

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ელჩების ერთ ნაწილს შეცვლა როტაციის ვადის გასვლის გამო შეეხო, ელჩების ნაწილმა კი, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაეროსა და იტალიაში, თავად მიიღო თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება. საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ჯამში, იმ ელჩების რაოდენობა, რომელთა შეცვლასაც მთავრობა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ცხრას არ აღემატება. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ეს ელჩები შემდეგ გარემოებათა გამო უნდა შეიცვალონ:
გასაგებია, რომ შეიცვალა მთავრობა და რომ მათ უნდათ თავიანთი კანდიდატურების დანიშვნა, თუმცა პრეტენზიებს ჩემ მიმართ ნამდვილად ვერ გავიზიარებ ...

„ეს არის მნიშვნელოვანი საელჩოები, რომლებიც მნიშვნელოვანია დაკომპლექტებული იყოს ისეთი ხალხით, რომელიც ახალი მთავრობის პოლიტიკას სწორად გაატარებს და რომელიც არ ემსახურებოდა „ნაციონალური მოძრაობის“  პარტიულ ინტერესებს, ანუ ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე დანიშნული იყვნენ პარტიული ნიშნით, ხოლო ის კარიერული დიპლომატები, რომლებიც სამინისტროში მოღვაწეობენ მრავალი წლის განმავლობაში, ისინი ყველანი რჩებიან ადგილზე, თუკი მათ არ გასდით როტაციის ვადა“.

როტაციის ვადა არ გასვლია საქართველოს სრულუფლებიან ელჩს ბელგიასა და ლუქსემბურგში სალომე სამადაშვილს. დიპლომატის თქმით, მას არც სამსახურიდან წასვლის განცხადებით მიუმართავს მინისტრისთვის, თუმცა, ამის მიუხედავად, მისი გვარი შეტანილია უშიშროების საბჭოსათვის გადაცემულ შერისხულ ელჩთა სიაში.

„გასაგებია, რომ შეიცვალა მთავრობა და რომ მათ უნდათ თავიანთი კანდიდატურების დანიშვნა, თუმცა პრეტენზიებს ჩემ მიმართ ნამდვილად ვერ გავიზიარებ და ვფიქრობ, რომ ჩემზე უკეთესად პასუხს სცემს ის წერილი, რომელსაც ხელს აწერს ევროპარლამენტის 18 წევრი, მათ შორის, ყველა ფრაქციის წარმომადგენელი, ისევე როგორც „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პოლიტიკური პარტიების პარტნიორების - „ლიბერალების“ - ხელმძღვანელობა, რომელიც აცხადებს, რომ მე 7 წლის განმავლობაში ვემსახურებოდი ჩემს სამშობლოს და ბევრი რამ გავაკეთე საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში გარდატეხის შესატანად“, განუცხადა სალომე სამადაშვილმა რადიო თავისუფლებას.

სალომე სამადაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მისი ელჩობის ვადა მხოლოდ ორი წლის შემდეგ იწურება, მაინც აპირებდა თანამდებობის დატოვებას მიმდინარე წლის ნოემბერში, ანუ ვილნიუსის სამიტის შემდეგ. თუმცა სალომე სამადაშვილისა და, ჯამში, ცხრა ელჩის შეცვლას დროულს უწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. ლევან ბერძენიშვილის თქმით, კონსტიტუციის მიხედვით, ელჩების დანიშვნა არ არის ერთპიროვნულად პრეზიდენტის კომპეტენცია:
შეიცვალა ხელისუფლება და გასაგებია, რომ არსებულ ვითარებაში, კონსტიტუციიდან გამომდინარე, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის უნდა იყოს კონსულტაციები ელჩების თაობაზე ...

„ეს არის სწორი გადაწყვეტილება  როგორც პოლიტიკური, ასევე ადმინისტრაციული თვალსაზრისით. ჩვეულებრივი ამბავია: მინისტრმა უნდა იმუშაოს, მაგრამ როგორ იმუშაოს, თუ ელჩები არ ემორჩილებიან - ვთქვათ, არ აინტერესებთ საქართველოს ბრძანებები? მაგალითად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ ხვდება აეროპორტში. ჰქონდა ასეთ შემთხვევას ადგილი: ჩავიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველი ვიზიტით ბრიუსელში და ელჩებმა იგნორირება გაუკეთეს, არ ეცალათ იმის გამო, რომ პარტიულ შეკრებაზე ჩასული სააკაშვილი უფრო აინტერესებდათ“.

რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომ თანამდებობას დატოვებენ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ პირად სამსახურში მყოფი დიპლომატები, ხოლო ცვლილება არ შეეხება კარიერულ დიპლომატებს, ამასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრი, დავით დარჩიაშვილი, ამბობს, რომ, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მცირე ასაკიდან გამომდინარე, ძნელია იმის გარჩევა, რომელი დიპლომატია კარიერული და რომელი - არა.

„ქალბატონი მინისტრი კარიერული დიპლომატია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით? - ეს ერთი. მეორე: შეიცვალა ხელისუფლება და გასაგებია, რომ არსებულ ვითარებაში, კონსტიტუციიდან გამომდინარე, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის უნდა იყოს კონსულტაციები ელჩების თაობაზე. ჩანს, ეს კონსულტაციები მიდის და თუ ეს ხდება ცივილიზებული ფორმით, კარგია“, უთხრა დავით დარჩიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ელჩების შეცვლასთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყების მცდელობას, როგორც ჩანს, ადრეც ჰქონია ადგილი, თუმცა, თუ პრემიერ-მინისტრის შემდეგი განცხადებით ვიმსჯელებთ, მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.

ბიძინა ივანიშვილი: „გავიგე, რომ ელჩების დანიშვნის სანაცვლოდ მათ მოითხოვეს თავიანით მეგობრების ციხეებიდან გამოშვება“.

იმის თაობაზე, არის თუ არა საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება, ერთდროულად შეცვალოს რამდენიმე ელჩი, მთავრობისა და პრეზიდენტის კონსულტაციების შედეგი, ეროვნული უშიშროების საბჭო ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. საგარეო უწყება კი, დიპლომატიური ეთიკის  პრინციპების დაცვით, არც იმ ელჩების ვინაობას ასახელებს, რომელთა სია უშიშროების საბჭოს გადაეცა და რომლებიც, პრეზიდენტის თანხმობის შემთხვევაში, თანამდებობას დატოვებენ.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: anonimi საიდან გვწერთ: tbilisidan
06.01.2013 20:01
ძალიან მაინტერესებს საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ტუ იცველბა ელჩები? კერძოდ თურქეთში, აზერბაიჯანში და განსაკუთრებით სომხეთში - სადაც მისას ზონდერი თენგიზ შარმანაშვილი არის ( საქართველოს ,,კონსტიტუციის,, ერთ-ერთი ავტორი). გაიკითხეთ ამ პიროვბენის წარსული და მიხვდებით ვისტან გაქვთ საქმე.

ავტორი: შმაგი საიდან გვწერთ: დივანიდან
06.01.2013 13:34
ერთ ერთი ყველაზე კვალიფიციური კომენტარი ამ თემაზე საქართველოს ერთ-ერთმა ყველაზე კვალიფიციურმა დიპლომატმა (ყოფილმა ჟენევის მთავარმა მომლაპარაკებელმა) სერგი კაპანაძემ გააკეთა და ძალიან სამწუხაროა რომ ის არ შეიტანეთ მასალაში რადგან ყველაზე კარგად წარმოაჩენს რომ ახალი მთავრობა როგორც იტყვიან თიხის ფეხებზე მდგარი კოლოსია:

"რიტორიკული კითხვა: თუ ახლანდელი გამარჯვებული კოალიციის წევრებს, რომლებიც თავის დროზე ელჩები იყვნენ, მიაჩნიათ, რომ სააკაშვილმა ისინი პოლიტიკური მოსაზრებების გამო გაათავისუფლა, მაშინ რატომ არის სამართლიანი დღეს 18 ელჩის შეცვლა იმ მოსაზრებით, რომ, აქაოდა, ისინი სააკაშვილის მომხრეები არიან და მის პოლიტიკას ატარებდნენ? და მეორე კითხვა: მმართველ კოალიციას გააზრებული თუ აქვს ნეტავ, ამ ელჩებისთვის ოდნავ მაინც არაადეკვატური შემცვლელების მოძებნის შემთხვევაში, რამხელა პრობლემის წინაშე შეიძლება დადგეს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკა, ნატოში ინტეგრაცია, არაღიარების პოლიტიკა, მულტი-ვექტორული საგარეო პოლიტიკა, რომელიც ბოლო ოთხ წელიწადში ყველა კონტინენტს გადაწვდა და ზოგადად აქამდე ნაკოწიწები დიპლომატიური სამსახური? თუ ელჩების გამოცვლა პოლიტიკური კონიუნქტურის, ერთი კონკრეტული ადამიანის, ან ადამიანთა მცირე ჯგუფის თვითმიზნად იქცა და ოღონდ ეს მიზანი იქნას მიღწეული "მიშას ჯინაზე" ყველაფერი დანარჩენი შეიძლება შეეწიროს? ან, იქნებ, დასაკმაყოფილებელ მომხრეთა სიაა ისეთი გრძელი და მადიანი, რომ ელჩობის გარდა სხვა თანამდებობებს აღარ ჯერდებიან?"

ავტორი: ანონიმი
06.01.2013 10:47
საქართველოს დამოუკიდებლობისათვის,თავისუფლებისათვის. წვაა მთავარი.შემდგომ ეშმაკური მეტრობა და ფუტობა,ფილტვობა,ღვიძლობა და ყაურმობა.თვითეულის კარიერის წინსვლისთვის,სამშობლოს ინტერესების უკუგდებით,გველის წიწილივით სხვისი ხელით ცეცხლშენთებულ,მისივე ხელით,შამფურზე ტრიალით,უკვე უჭკუობით დამარცხებულის,გადარჩენაზე ფუჭი ოცნებებით.რუსის ტანკები,დიდი ხანია,ქართველთა თავებზე გადადიან და გვსრესენ,მიწასთან გვასწორებენ და ალეგორიული ქარაგმებით,წვრილ წვრილი ეშმაკობები,ბავარიული ვაზის გადამრჩენი,მამა-შვილური ამღზრდელობითი ალიყულებით,მუდმივად დამონებულების ლაჩრული არჩევანია,მტერს ებრძვიან.სოჭის,თამარაშენის,ბიჭვინთის....რა ჰქვიათ?????ქართული მიწების დაბრუნებაა, მუდმივი ინტერესები,ამას კი მუდმივი ბრძოლა,საღი გონებით ესაჭიროება და არა ფილტვების ბერვა,ვიღაცის მიერ,მდინარედან ამოგდებული მურწასავით

ავტორი: გოგია საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
05.01.2013 22:53
"ავტორი: ანონიმი
05.01.2013 12:03
საქართველოს დამქცევები მისი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მებრძოლები, ჩხეიძეები და სხვან, იციან რა რომ ბევრი აქვთ მიქარული ქვეყნის წინაშე სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაებნენ, თყვილად შეუნდო ხალხმა თავის დროზე, ჟარისკაცის მამის, დიდი რუსი სისხლიანი ძმის, ერთი ადგილის მლოკავ, მლიქვნელებს"
გავიხსენე რეზო ჩხეიძის "მლიქვნელობის" ერთი დეტალი მისი ფილმიდან "ჯარისკაცის მამა"-როცა რუსი ტანკისტი ტანკით ვენახებს გადაუვლის, ფილმის გმირი მას მაგარ ალიყურს "აჭმევს" და თან კაი მაგარ "დასკვნასაც" დაუდებს:" Это же винаград слушай...тебе не жалко? Ты его не сажал,ты его не пахал... ты его толко кушать любыш! ეს ფილმი მსოფლიო კინოს მეტრებმა აღიარეს, რასაც ფილმის ამ ეპიზოდსაც უნდა ვუმადლოდეთ...მარა, ამის მიხვედრას ფილტვი უნდა ფილტვიიიიიიი!
გამსახურდიას ხელისუფლებამ დამხობა-დაიმსახურა! არ უნდა ამას ბევრი რიტი-რიტი...წასვლა მიშამ-დაიმსახურა, ივანიშვილიც დაიმსახურებს! ასეთია პოლიტიკა...არ არსებობენ მუდმივი მტრები და მუდმივი მეგობრები- არსებობენ მუდმივი ინტერესები...ვინც ამას არ ითვალისწინებს დამარცხდება!

ავტორი: ანონიმი -რეხვია!
05.01.2013 18:00
ნუ იწყენ! მეგონა არ ბეჭდავთ. თურმე მოდერატორების თათბირი გქონიათ. რეხვიას ჯიშს, რომ არ არცხვენ, შენი ჭირი მე! რეხვე ბოლომდეე, კორეკტული კომენტარების, სრულად ბეჭვდით, რა აზრსაც არ უნდა შეიცავდენ-თავისუფალო ქართველო!

ავტორი: ანონიმი საიდან გვწერთ:
05.01.2013 12:11
რატომ არ ბეჭდავთ თავისუფალი ქართველების მესიჯებს - თქვენი შუბა დავხიე - თავისუფლება არ ხართ, თუ თამაშობთ, ვიღაცის მიერ შეშინებულები - თავისუფლობანას
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
05.01.2013 17:38
რომელი "თავისუფალი ქართველების" მესიჯებს არ ვბეჭდავთ? იქნებ დააკონკრეტოთ?

ავტორი: ანონიმი
05.01.2013 12:03
საქართველოს დამქცევები მისი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მებრძოლები, ჩხეიძეები და სხვან, იციან რა რომ ბევრი აქვთ მიქარული ქვეყნის წინაშე სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაებნენ, თყვილად შეუნდო ხალხმა თავის დროზე, ჟარისკაცის მამის, დიდი რუსი სისხლიანი ძმის, ერთი ადგილის მლოკავ, მლიქვნელებს

ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
05.01.2013 01:07
ღმერთო ჩემო,

ამ შემთხვევაში ვერავითარ "პრობლემას" ვერ ვხედავ ვის დანიშნავენ. უსაქმური "დიპლოამტების" ერთ ჯგუფს შეცვლის უსაქმურების მეორე ჯგუფი. თვითონ ფანჯიკიძეს საერთოდ ბევრი არაფერი აქვს დასაკვეხნი, მაგალითად ამას წინათ გერმანულ ჟურნალ "ფოკუს" განუცხადა, რომ სულაც არ უნდოდა სალეჩოდან წამოსვლა, სააკაშვილს რომ არ გაეგდო...მოკალათებული იყო, როგორც დანარჩენები, ეხლა რას ერჩის?

მეორეს მხრივ ასეთ მდგომარეობას ხელს თვითონ სააკაშვილი უწყობდა ხელს, რომლის მოქმედებამაც ხელი შეუშალა სალეჩოების მაქსიამლურ"ავტონომიურობას" (თუმცა ვერც შევარდნაძის დროს წვდებოდნენ ვარსკვლავებს).

შესაბამისად საელჩოების უმრავლესობა იმას უფრო ელოდა თუ თბილისიდან რას დაავალებდნენ ვიდრე თვითონ გაენძრიათ უკანალი.

თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ახალი "სპეციალისტების" მოსვლით აბსოლიტურად არაფერი შეიცვლება საგარეოში. მთელი სისტემის რეფორმაა საჭირო, რასაც ფანჯიკიძე ვერ გაწვდება.

ავტორი: რომ ვერ დააბოლებთ, ის..
04.01.2013 22:24
რამდენიც არ უნდა იტლიკინონ ჟურნალისტებმა და ეცადონ წაღმა-უკუღმა წარმოგვიდგინონ ციხეების დაცლის პროცესი, კრიმინოგენული სიტუაცია გაიზრდება და ეგ იქნება ახალი მთავრობის და კერძოდ, ივანიშვილის ბრალი.
ქვეყნიდან,სადაც ბევრია დაბოლებული

ავტორი: ანონიმი
04.01.2013 19:44
ვიდრე თბილისშიც დამკვიდრებული ზედიპლომირებული სქწოგადოება ვერ გაიგებს რო საქართველოს ელჩებმა უნდა დაიცვან საქართველოს და არა გორბაჩოვის თუ გუსინკის დაზვერვის უფროსი გენერალი ბობკოვის მიერ დემოკრატებად გამოცხადებული პირების ინტერესები საქმე შავად იქნება.

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული