ხუთშაბათი, 24 ივლისი, 2014 თბილისის დრო 07:48

ეკონომიკა

ეკონომიკური ზრდისა და ვარდნის წელიწადი

„ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმი“. თბილისი, 2012 წელი„ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმი“. თბილისი, 2012 წელი
x
„ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმი“. თბილისი, 2012 წელი
„ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმი“. თბილისი, 2012 წელი

მულტიმედია

აუდიო
საქართველოს ეკონომიკა 2012 წლის პირველ ნახევარში წინა წლის ტემპით განაგრძობდა ზრდას, მიუხედავად მსოფლიოს და, განსაკუთრებით კი, ევროპის ეკონომიკური კრიზისისა. ეკონომისტები ამას გატარებულ რეფორმებსა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას უკავშირებდნენ.

2012 წლის დასაწყისი ეკონომიკური ოპტიმიზმის საფუძველს ნაკლებად იძლეოდა. ეკონომიკის შენელება შეიმჩნეოდა თვით ჩინეთშიც კი, რომელიც მანამდე 1-2 წლით ადრე გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში ზრდას განაგრძობდა.

წლის დასაწყისში განსაკუთრებული პრობლემები ჰქონდა ევროკავშირის ეკონომიკას, რაც არასახარბიელო გარემოს ქმნიდა საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის. ვარაუდობდნენ, რომ ევროპის საერთო ვალუტის - "ევროს"  - არასტაბილურობა, საბერძნეთის კრიზისი, ასევე კრიზისის ნიშნები ესპანეთში, იტალიასა და ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში საქართველოზეც აისახებოდა. ევროკავშირი საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია და ასევე მნიშვნელოვანია ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა. 

შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებთან დაკავშირებით თავშეკავებულ ოპტიმიზმს გამოთქვამდნენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. ისინი საქართველოს ეკონომიკას დაახლოებით 5-პროცენტიან ზრდას უწინასწარმეტყველებდნენ.

მიუხედავად წინასაარჩევნო პოლიტიკური დაძაბულობისა, გაცილებით ოპტიმისტური იყო საქართველოს მთავრობა, რომელსაც ამის საფუძველს სტატისტიკური მონაცემები აძლევდა. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ნახევარი წლის შედეგების შეჯამებისას განაცხადა, ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 7 პროცენტს შეადგენსო:

ნიკა გილაურინიკა გილაური
x
ნიკა გილაური
ნიკა გილაური
„პირველი ხუთი თვის მონაცემებით, იანვარ-მაისში საგარეო ვაჭრობა გაზრდილია 19-20 %-ით; ექსპორტი გაზრდილია 12-13 %-ით, ხოლო იმპორტი - 21-22 %-ით, რაც არ არის ცუდი მაჩვენებელი. რაც შეეხება პირდაპირ ინვესტიციებს, ა/წ პირველი კვარტალი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კვარტალი იყო ბოლო წლების განმავლობაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით. პირველ კვარტალში საქართველოში 270 მლნ დოლარი შემოვიდა პირდაპირი უცხოური ინცვესტიციების სახით“.

ნიკა გილაურის მიერ მითითებული ინვესტიციების მოცულობა დაასახელეს ეკონომისტებმა საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ძირითად ფაქტორად. ამაში გარკვეულ საფრთხეს ხედავდა იმჟამად ეკონომიკის ექსპერტი, ახლა კი ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით ნარმანია:

„ინვესტორები ელოდებიან მაინც, უმეტეს შემთხვევაში, არჩევნების შედეგებს, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებენ. ამიტომ ჩვენ შემოდგომისთვის, წინა წლის კვარტალთან შედარებით და სხვა წინა კვარტალებთან შედარებით, არ უნდა ველოდოთ მაღალ საინვესტიციო ზრდას. შეიძლება კლებაც იყოს. პირველი კვარტალი, წინა წლის კვარტალთან შედარებით, აქტიურობს, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს აქტივობა მალევე შენელდება“.

დავით ნარმანიას ვარაუდი გამართლდა და ინვესტიციების ნაკადმა კლება ჯერ კიდევ არჩევნებამდე ორი თვით ადრე დაიწყო.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უახლესი მონაცემების თანახმად, 2012 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2011 წლის ანალოგიური პერიოდის მხოლოდ 62 პროცენტს შეადგენს. რაც შეეხება სამი კვარტალის ჯამურ მაჩვენებელს,  წინასწარი მონაცემებით,  პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2012  წლის პირველ 9 თვეში 2011 წლის ამავე პერიოდის მოცულობაზე  12 პროცენტით ნაკლებია.
ზაზა ჭელიძეზაზა ჭელიძე
x
ზაზა ჭელიძე
ზაზა ჭელიძე

განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა პერიოდი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. საქსტატის ხელმძღვანელის ზაზა ჭელიძის ინფორმაციით, ოქტომბრის თვეში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა თითქმის 2-ჯერ ნაკლები იყო, ვიდრე მანამდე:

”ოქტომბერში არის შემცირებული, რაც გამოწვეულია დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვის შემცირებით”.

სტატისტიკის უწყებას ჯერჯერობით არ აქვს წლის ბოლოს  განხორციელებული ინვესტიციების დინამიკა, თუმცა ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ  მდგომარეობა არასახარბიელოა. ამის მიზეზად კი ძირითადად არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური რეალობა სახელდება, რაზეც დაუფარავად ლაპარაკობს კოალიცია «ქართული ოცნების» მხარდამჭერი  და «საერთაშორისო სავაჭრო პალატის» ხელმძღვანელი ფადი ასლიც:

„ჩემს შეხვედრებზე ჩვენი ორგანიზაციის წევრებთან, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ორგანიზაციებს წარმოადგენენ საბანკო თუ იურიდიული სფეროდან, ირკვევა, რომ ერთი თვის მანძილზე მათი აქტივობა საკმაოდ შემცირებულია. ბიზნესმენები და ინვესტორები შეშინებული არიან, რადგან ისინი ვერ ხედავენ მომავალს. მათ არ იციან, გაუშვებს თუ არა პრეზიდენტი პარლამენტს აპრილში. ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო, როდესაც პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა, რომ 2014 წლის გაზაფხულზე პოსტს დატოვებს. ეს, რა თქმა უნდა, არ არის მიმზიდველი ინვესტორებისთვის“.
ის რესურსი, რაც გვაქვს, უფრო რაციონალურად გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ხალხი თავად დასაქმდეს და თავად მიხედოს თავის თავს, ჩემი აზრით, ეს უფრო მისაღები იქნება...


ფადი ასლის მიერ ნახსენები ბიზნესაქტივობა და ინვესტიციები განაპირობებს მოქალაქეთა დასაქმებას, მათი შემოსავლების ზრდას და ეკონომიკის კიდევ უფრო განვითარებას, თუმცა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი განმსაზღვრელი კანონი – 2013 წლის ბიუჯეტი - ამის საშუალებას ნაკლებად იძლევა, დაასკვნის "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" ექსპერტი ლაშა დოლიძე:

”ის რესურსი, რაც გვაქვს, უფრო რაციონალურად გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ხალხი თავად დასაქმდეს და თავად მიხედოს თავის თავს, ჩემი აზრით, ეს უფრო მისაღები იქნება. მით უმეტეს, რომ ინფრასტრუქტურა გვაკლია, მაინცდამაინც განვითარებული არ არის. ინფრასტრუქტურა საჭიროა იმისთვის, რომ რეალურად გაიაფდეს საქონელი, კონკურენციის ხარისხი გაიზარდოს და კიდევ ერთი მომენტი ის იქნება, რომ დასაქმებას გაზრდის. კარგია სოციალური ხარჯები იმ აზრით, რომ მოქალაქეები უკეთ ცხოვრობდნენ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ის ვერ დაუკავშირდება ზრდას”.

ლაშა დოლიძის აზრს ბევრი ეკონომისტი იზიარებს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებაში სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღეს და 2012 წლის ბოლოს ეგრეთ წოდებული სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი დაამტკიცეს.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: gegi საიდან გვწერთ: tb
03.01.2013 17:12
არ გინდათ ზოგიერთმა დარჩეთ ამბები.გე -ზე? თქვენ სრული უფლება გაქვთ, უბრალოდ, იქ უფრო მეტ თანამოაზრეს ნახავთ ტურიზმისა და ექსკრემენტების თანაფარდობის მნიშვნელობის დადგენაში

ავტორი: გოგია საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
02.01.2013 22:29
ავტორი: იოსები საიდან გვწერთ: ხონი
02.01.2013 19:03
"პოლიტიკის ის ნაწილი რომელმაც უკვე გაამართლა, არ უნდა გადაიხედოს. ცვლილებები იქ უნდა განხორციელდეს სადაც პრობლემებია." სადაც მიშაა, იქ ყველგან პრობლემებია-ეს კაცი ყველა პრობლემის სათავეა! ვიცი რომ ტურიზმის განვითარება არ ხდება ეროვნული მეურნეობის, თუნდაც სანიტარულ-ჰიგიენური კომუნიკაციების განვითარების წინმსწრებად... 1 ნიუანსი-გამოითვალეთ (კაცნი ვართ, ადამიანები..) რამდენ ექსკრემენტს გამოყოფს საშუალოდ 1 ადამიანი დღე-ღამეში, გაამრავლეთ იგი 5 000 000 ზე (ერთი წუთუთით დავანებოთ თავი მშიერ 4 მლნ ქართველს ) და საშუალოდ ტურისტული სეზონის 5 თვიან (150 დღეზე). გვაქვს ამ გაანგარიშების შედეგად მიღებული მასის გადამუშავება (გაუვნებლების) საშუალებები? ვფიქრობ რომ-არა!
კი პრაგმატული ვარ...მერე რაა ამაში ცუდი? ლაზიკის პროექტის უნახავად ვერ ვიტყოდი ქალაქზე "კოპწიაა" მეთქი, როგორც ამას "ხბოს აღტკინებით" შეხვდა ზოგიერთი მიშაფანი... ვისი გაკვირვება-მოხიბლვა გნებავთ მინა ბეტობნის შენობებითა და ბრჭყვიალა საღებავ-მუყაოთი გაუპატიურებული სიძველეებით? სვანური კოშკებისა და ხელუხლებელი სიძველეების, ლანდშაფტების ნგრევა-ხელყოფას პროგრესად მხოლოდ გოიმები თვლიან!-მეორე მსოფლიო ომის შედეგად მიწასთან გასწორებული დრეზდენის ისტორიული შენობები სურათების მიხედვით, დეტალ-დეტალ აღადგინეს გერმანელებმა...რა, ალუმინ -შუშა-ბეტონს ვერ იშოვნიდნენ? ან მიშაზე უკეთესად არ იციან შენება? მიშა იმ რუს მაიორს მაგონებს, რომელიც "მგზავრის წერილებში" ილიას აქვს აღწერილი-გენერლების რაოდენობით რომ ზომავს ერის ცივილიზებულობის დონეს... მიშას სატუმრო-რესტორნები და ცათამრჯენები ჰგონია ერის განვითარების მაჩვენებელი!

ავტორი: ანონიმი
02.01.2013 21:18
გოგია ქართული პრაგმატიზმის სახეა :( ასე გააგრძელეთ ბატონო გოგია და ყველა ოცნება აგისრულდებათ!

ავტორი: იოსები საიდან გვწერთ: ხონი
02.01.2013 19:03
პოლიტიკის ის ნაწილი რომელმაც უკვე გაამართლა, არ უნდა გადაიხედოს. ცვლილებები იქ უნდა განხორციელდეს სადაც პრობლემებია. ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია მემკვიდრეიბითობა, წარსულის აღიარება, გაანალიზება და გადაწყვეტილებების მერე მიღება. არ შეიძლება ვიღაცის ჯინაზე თქვა რომ ტურიზმის განვითარება ქვეყნისთვის საზიანოა, ან უცხოელი ინვესტორების მიმართ ზედმეტი ყურადღება ანტიქართული საქციელია...

ავტორი: გოგია საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
02.01.2013 16:01
თანახმა ვარ უკიდურესი მომჭირნეობით ვიცხოვრო, ოღონდ ნაცების მუდამ ღიმილიანი, თვითკმაყოფილი სიფათებით ნათქვამ დემეგოგიას, "მუდმივადშეუცდომელ" ქცევებს და უსამართლობას, ძალადობას მოეღოს ბოლო!

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების ვებსაიტზე შეიქმნა ახალი რუბრიკა „თავისუფალი სივრცე“, რომელშიც შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული