მუსლიმურ ქვეყნებში გრძელდება ამერიკული ფილმით გამოწვეული პროტესტი
მუსლიმურ ქვეყნებში გრძელდება საპროტესტო აქციები, გამოწვეული ამერიკაში კერძო პირის მიერ შექმნილი ფილმით, რომელიც, მუსლიმების რწმენით, შეურაცხყოფს წინასწარმეტყველ მუჰამედს. ეგვიპტის დედაქალაქში დღეს დილიდან განახლდა საპროტესტო გამოსვლა. როგორც იუწყებიან, ერთი ადამიანი დაიღუპა და ოცამდე ადამიანი დაშავდა შეერთებული შტატების საელჩოს მახლობლად პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკების შედეგად. სულ 20-ზე მეტ მუსლიმურ ქვეყანას მოედო ფილმით გამოწვეული პროტესტი, ზოგ შემთხვევაში ძალადობაც. იემენის დედაქალაქ სანაში ამერიკელი საზღვაო ქვეითების ჯგუფი ჩავიდა მას შემდეგ, რაც ადგილობრივი უშიშროების ძალები მრავალრიცხოვან დემონსტრანტებს დაუპირისპირდნენ, აშშ-ის საელჩოსაკენ მიმავალ გზაზე.
ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.
რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)