Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის სამხედრო დაზვერვამ დააპატიმრა ჟურნალისტი ჰოსამა ბაგატა


ეგვიპტეში სამხედრო დაზვერვამ დააკავა ჟურნალისტი ჰოსამა ბაგატა. მისი დაკითხვა 8 ნოემბერს, კვირას 9 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ჟურნალისტს არ მისცეს უფლება, ესარგებლა ტელეფონით და დაკავშირებოდა პირად ადვოკატს. გამომცემლობის ვებგვერდის თანახმად, სავარაუდოდ, მას ბრალად ედება ტყუილის გამოქვეყნება. ჰოსამა ბაგატასთვის ბრალი ამ დრომდე არ წაუყენებიათ. ხოსამა ბაგატა ცნობილია არაერთი ჟურნალისტური გამოძიებით. 2014 წელს მან გამოაქვეყნა მასალები სამხედრო შეთქმულებისა და ქვეყანაში „ძმები მუსლიმების“ მოძრაობის აკრძალვის შესახებ. უფლებების დამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშნლის“ აზრით, ეს თავისუფალ სიტყვასთან ბრძოლის კიდევ ერთი შემთხვევა ეგვიპტეში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG