კვირა, 21 დეკემბერი, 2014 თბილისის დრო 17:27

ეკონომიკა

საქართველოში ეკონომიკური თავისუფლება გაუმჯობესდა

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი

მულტიმედია

აუდიო
ამ დღეებში გამოქვეყნდა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია "ჰერიტიჯის ფონდის" (Heritage Foundation) რეიტინგი "ეკონომიკური თავისუფლება – 2013". ამ კვლევის თანახმად, რომელიც 177 ქვეყანას შეისწავლის, საქართველომ 13 საფეხურით წინ წაიწია და 21-ე ადგილი დაიკავა. ინდექსის ავტორთა აზრით, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი წინსვლაა, რომელიც ბოლო წლების მანძილზე საქართველოში განხორციელებულ ცვლილებებს ასახავს.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ "ჰერიტიჯის ფონდის" ინდექსი არ ასახავს 2012 წლის მდგომარეობას, ის უფრო მეტად 2010 და 2011 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო-ნორმატიულ ცვლილებებს ითვალისწინებს. შედეგად, საქართველომ 2012 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 2.8 ქულით გააუმჯობესა და 72,2 ქულით 177 ქვეყნის მაჩვენებლებს შორის 21-ე ადგილი დაიკავა. ამავე კვლევის თანახმად, ევროპის ქვეყნებს შორის, ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით, საქართველო მე-11 პოზიციაზეა.

„ჰერიტიჯის ფონდის“ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 10 ძირითადი პუნქტისგან შედგება, რომელთა ნაწილში საქართველომ დადებითი შედეგი აჩვენა, ნაწილი კი გაუარესდა. საქართველოს ქულებმა მოიმატა საკუთრების უფლების დაცულობისა და კორუფციისგან თავისუფლების კატეგორიებში, თუმცა საერთო ქულები 45-ს არ აღემატება, მაშინ როდესაც საგრძნობლად მაღალია ბიზნესის თავისუფლების მაჩვენებელი და ის, ამ კვლევის თანახმად, კიდევ უფრო გაუმჯობესდა. ასევე წინსვლა შეიმჩნევა სახელმწიფო ხარჯების,  საინვესტიციო და ფისკალური თავისუფლებების მიმართულებით. ეს ქვეყანაში გატარებული რეფორმების შედეგია, – ამბობს "ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს" ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი. მისი ორგანიზაცია წლების მანძილზე მჭიდროდ თანამშრომლობს „ჰერიტიჯის ფონდთან“:

გია ჯანდიერიგია ჯანდიერი
x
გია ჯანდიერი
გია ჯანდიერი
"აღსანიშნავია, რომ მეოცე ადგილიდან მეორმოცე ადგილამდე ქულებს შორის დიდი განსხვავება არ არის და მცირე ზომის გაუმჯობესებასაც კი შეუძლია რამდენიმე ადგილის მოგება ამ ინდექსში. ჩემი აზრით, წინა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ მეთოდოლოგიაში მოცემული მოთხოვნები შეესრულებინა იმ პუნქტებში, რომელთა გაუმჯობესება შესაძლებლად ჩათვალა".

გია ჯანდიერი ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის იმ პუნქტებზეც საუბრობს, რომლებშიც საქართველოს წინა მაჩვენებლები გაუარესდა ან კვლავაც დაბალი რჩება, რაც პრობლემების არსებობაზე მიუთითებს:

"კვლევა აჩვენებს სისუსტეებს - ეს არის განსაკუთრებით კერძო საკუთრების დაცულობის საკითხი, კორუფციის საკითხი და ასევე მონეტარული თავისუფლების საკითხები. მაგალითად, მონეტარული თავისუფლების ხარისხი გაუარესდა, რადგან 2010 წელს ჩვენ გვქონდა ორნიშნა ინფლაცია. შემდეგ წლებში ეს გაუმჯობესდა, თუმცა ინდექსში მოგვიანებით აისახება".
იაპონია გაცილებით მაღალ დონეზეა საკუთრების დაცვის საკითხში, ისევე როგორც კორუფციის სფეროში უფრო მაღლა არის. მაგრამ თუ ავიღებთ და შევადარებთ ისეთ კომპონენტებს, როგორიც არის ფისკალური თავისუფლება, საქართველო საკმაოდ სჯობნის იაპონიას ...


„ჰერიტიჯის ფონდის“ კვლევაში საქართველოს მაჩვენებელმა კლება განიცადა შრომის თავისუფლების ქვეპუნქტშიც. ვარაუდობენ, რომ ამ მიმართულებით ახალი მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ხელს არ შეუწყობს ინდექსის გაუმჯობესებას. რეიტინგის თანახმად, ჯერჯერობით უცვლელი რჩება საქართველოს ფინანსური თავისუფლებისა და ვაჭრობის თავისუფლების ინდექსები. ამ კომპონენტების კრებული ქმნის საქართველოს საერთო ქულას, რომელიც ოდნავ მაღალია, ვიდრე, მაგალითად, იაპონიის მაჩვენებელი, რომელიც 24-ე პოზიციაზეა. როგორ აჩვენებს საქართველო მსოფლიოში მოცულობით მესამე ეკონომიკის მქონე ქვეყნის რეიტინგზე უკეთეს შედეგს, ეს ბევრს აეჭვებს, მათ შორის, საქართველოშიც. "ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს" ვიცე-პრეზიდენტმა გია ჯანდიერმა იაპონიის ეკონომიკური თავისუფლების ქულებს საქართველოს მაჩვენებლები შეადარა და შემდეგი სურათი მიიღო:

"მაგალითად, მონეტარული თავისუფლება... რამდენად სწორი მონეტარული პოლიტიკაა. იაპონია გაცილებით მაღალ დონეზეა იმავე საკუთრების დაცვის საკითხში, ისევე როგორც კორუფციის სფეროში უფრო მაღლა არის. მაგრამ თუ ავიღებთ და შევადარებთ ისეთ კომპონენტებს, როგორიც არის ფისკალური თავისუფლება, საქართველო საკმაოდ სჯობნის იაპონიას იმავე, მაგალითად, საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებით".

საქართველოს და იაპონიის მონაცემების შედარებასაქართველოს და იაპონიის მონაცემების შედარება
x
საქართველოს და იაპონიის მონაცემების შედარება
საქართველოს და იაპონიის მონაცემების შედარება
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს რეიტინგი და მისი მაჩვენებლები არ ასახავს, მაგალითად, საქართველოს და იაპონიის ცხოვრების დონეს ან ეკონომიკის განვითარების ხარისხს. ინდექსი მხოლოდ იმ გარემოს, საკანონმდებლო ბაზას აღწერს, რომელიც ეკონომიკურ თავისუფლებას განაპირობებს. სწორედ ამგვარ თავისუფლებას მიიჩნევენ ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად. ამ მიზნის მისაღწევად რომ საქართველოში ბევრი რეფორმა გატარდა, ეს აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. გია ჯანდიერი ლაპარაკობს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლის განცხადების შესახებ, რომელშიც ნათლად ჩანს განხორციელებული ცვლილებების შედეგი:

"საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფისის ხელმძღვანელმა თბილისში ისაუბრა იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობას ჰქონდა სწორი პოლიტიკა, როდესაც ხარჯავდა გარკვეულ სახსრებს, რომ ეკონომიკა არ გაჩერებულიყო. როდესაც მას ჰკითხეს, რომ ამას ყველა აკეთებდა მაგრამ 7 პროცენტიანი ზრდა არ ჰქონდა ყველას, მან უპასუხა, ცხადია, რომ ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო, რომელიც შექმნა მთავრობამ, ეს იყო მთავარი მამოძრავებელი ამ ზრდისა, რომელიც საქართველოს ჰქონდაო".

გია ჯანდიერს და სხვა ეკონომისტებსაც იმედი აქვთ, რომ თუ საქართველომ ეკონომიკის თავისუფლების რეიტინგში მიღწეული შედეგის შენარჩუნება შეძლო ეკონომიკური განვითარება კვლავაც გაგრძელდება, რაც ცხოვრების დონის გაუმჯობესების წინაპირობაა. სწორედ ეკონომიკურ თავისუფლებას უკავშირდება იმ ქვეყნების წარმატება, რომლებიც წლების მანძილზე არავის უთმობენ "ჰერიტიჯის ფონდის" თუ სხვა ანალოგიური ინდექსის ლიდერობას.  ესენია: ჰონგ-კონგი, სინგაპური, ავსტრალია, ახალი ზელანდია, შვეიცარია, კანადა, აშშ და სხვ.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
19.01.2013 13:56
რაც უფრო მცირდება საქართველო მით უფრო თავისუფლდება ქართველობა. აბა მხეცი მონარქი თამარის დროს რა თავისუფლება იყო. აი სულ რო გაქრება მერე ნახეთ განსაკუთრებით ქართული დემოკრატიის ბედნიერება.მაქეთკენ მიდის ყველაფერი და მშვიდობით გევლოთ.

ავტორი: ზ. საბულუა
16.01.2013 19:02
რომელ ეკონომიკაზე ლაპარაკობთ? რას ვაწარმოებთ? თითქმის არაფერს. სოფლის მეურნეობისთვისაც კი ვერ მიგვიხედია.ბაზარი გაჯერებულია იმპორტული საკვებით. სამარცხვინოთ დაბალი რაოდენიბა ექსპორტის. ან კი რა გვაქვს გასატანი. ჯართი მხოლოდ. ვის რათ უნდა შენი ღვინო და ბორჯომი. ინვესტიციებს ეძახით მიწების და სხვადასხვა ობიექტების გაყიდვას. რომელმა ინვესტორმა ჩადო ფული წარმოებაში? გადააყოლეთ ამ მსოფლიო ბანკს და დასავლეთის "ტალსტასუმებს" საქართველო. იცოდა სულმნათმა ზვიად გამსახურდიამ რა საშიშროების წინაშე აღმოჩნდებოდა საქართველო, რომ გაყოლოდა მათ დინებას და ამიტომაც დაამხეს ადგილობრივი "მანქურთების" ხელით. ერთი მუჭა ხალხმა მიწიერი სამოთხე ჯოჯოხეთად გადააქციეთ და გარბის ვისაც საშუალება აქვს ქვეყნიდან,რომ როგორმე გადაარჩინოს ოჯახი და გამოკვებოს. მევახშეების,ვაჭრების,ჩარჩების, უნამუსო ბანკირების აშენებული ეკონომიკა და ქვეყანა შემირცხვენია. ვისაც სამსახური აქვს და არ არის მაღალ თანამდებობაზე, იმას ხომ ხელფასი,ჩინოვნიკისგან განსხვავებით ასჯერ ნაკლები აქვს. ეგრთწოდებული უშტატო სამსახურები სამხედრო ნაწილებში, სხვადასხვა სახემწიფო დაწესებულებში, დარაჯები, მზარეულები, დამლაგებლები, ბუღალტრები, და მრავალი კონტიგენტი იღებს 200-ლარიან ხელფასს. ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელია შესყიდვის უნარიანი მოსახლეობა. ის უნამუსო ბანკირი თუ მევახშე ხომ არ იყიდის ყველაფერს და არ ჩაიხეთქავს მუცელს, ხალხსაც ხომ უნდა შეეძლოს შესყიდვა, პროდუქტის. კარგით რა რითი ვერ გაძღა თქვენი მუცლები! "პრეზიდენტის" ფავორიტმა ბენდუკიძემ ( ერთგვარმა სახემ ხელისუფლების გაუმაძღრობის) განაცხადა, თავის პოლიტიკური კარიერის დასაწყისში, რომ ყველაფერს გავყიდითო,ნამუსის გარდაო და კიდეც გაყიდეს საქართველო ამ უნამუსოებმა...

ავტორი: არაეკონომისტი
14.01.2013 00:33
საკუთარი "არაეკონომისტური" აღქმა ისაა, რომ გაუმჯობესება ნამდვილად აშკარა და ხელშესახებია. ეკონომისტების მიმართ მაქვს მორიდებული პრეტენზია, მარტო სხვისი გაკეთებული რეიტინგებზე რეფერენსებით მსჯელობა არ გვეყოფა, თვითონაც უნდა დავინახოთ და ხალხსაც ავუხსნათ საკუთარი ანალიზი. თუ კარგად გაიხსენებთ, სიტყვა "ოკუპაცია" მის მერე შემოვიდა ნელ-ნელა ხმარებაში, რაც დასავლეთის ქვეყნებმა დაამკვიდრეს. მანამდე ამ ტერმინის ხმარებას ქართველები! ჯიუტად ეწინააღმდეგებოდნენ.

ავტორი: ანონიმი
13.01.2013 21:13
ხოდა დიდი იმედი მაქვს რომ 3-4 წლის შემდეგ რომ ახალი ცხრილები და მონაცემები დაიდება, საქართველო რუანდას და პალესტინას არ გაუტოლდება

ადგილის ცვლილებას რაც შეეხება: ბატონი ჯანდიერი კი ამბობს მცირე ცვლილებაა ქულებშიო მაგრამ ფაქტი ფაქტია, ქვეყანამ წინ წაიწია და ეს გამოგვადგება

ავტორი: ანონიმი
13.01.2013 18:16
არაეკონომისტ, ამ რეიტინგს თუ გადახედავ საქართველოს 1 წლის წინ გაუარესება ჰქონდა, იგივე პერიოდს ასახავს ის კვლევა, რომელიც 3 თვის წინ გამოქვეყნდა. ერთი წლის შემდეგაც არ იქნება გაუარესება, რადგან ინდექსები 2012 და 13 წელს მხოლოდ 2 წლის შემდეგ ასახავს.

ავტორი: არაეკონომისტი
12.01.2013 22:59
სექტემბერში ვამბობდით უარესდებაო, ახლა უმჯობესდებაო, გასაგებია, რომ სხვადასხვა ორგანიზაციებია, მაგრამ ჩვენ რო იმასაც და ამასაც ერთნაირი ენთუზიაზმით ვუკრავთ კვერს, ეს რით აიხსნება. თუ მეშლება ბოდიში, მაპატიეთ, გაგაცდინეთ, მაგრამ ისე არ გამოვიდეს "საკუთარი აზრი არ გაგვაჩნია, და მხოლოდ გამყრელიძის დასკვნას ვეთანხმებით".

საერთოდ კი რა თქმა უნდა გაუმჯობესება უფრო სასიხარულოა. აი შემდეგ წლებში რა იქნება, ამაზე რატომღაც არა მაქვს მაინდამაინც სასიხარულო წინათგრძნობა.

სხვა მასალები

ევროკავშირთან ასოცირებისა და საყდრისის მცველთა კვირა

ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება ბოლო ათწლეულების მთავარ მოვლენად შეფასდა.
გაგრძელება

აუდიო საახალწლო სამზადისი სამხრეთ კავკასიაში

რადიო თავისუფლების ქართული, სომხური და აზერბაიჯანული სამსახურების ერთობლივი ყოველკვირეული პროგრამის, "კავკასიური გზაჯვარედინის", თემაა საახალწლო სამზადისი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში.
გაგრძელება

აუდიო „რაჭველი ვარ და ჩემს სოფელსა და ხვანჭკარას ვიცავ“

საპროტესტო აქცია გაიმართა ამბროლაურის რაიონის სოფელ ჭრებალოში. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, უარი თქვან მდინარე რიონზე ჰესების კასკადის მშენებლობის პროექტზე.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული